კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 1)
კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 2)
კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 3)
კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 4)
კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 5)
კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 6)
კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 2)
კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 3)
კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 4)
კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 5)
კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 6)
მცირეიმპულსიან ვაზნაზე
გათვლილი ავტომატების შექმნა (კონკურსი სახელწოდებით „სიმსუბუქე“)
ახალ მცირეიმპულსიან ვაზნაზე 5,45х39 (ამ
პერიოდში ვაზნას ჯერ კიდევ 5,6х39 ასე აღნიშნავდენ) გათვლილი ავტომატების შექმნაში ჩართვნენ
სხვადასხვა კონსტრუქტორო ბიუროები და ჯგუფები. საგამოცდო კონკურსი სტარტს აიღებდა
1968 წელს. შეიძლება ითქვას, რომ საკონსტრუქტორო
ჯგუფები ავტომატების შექმნის კუთხით 2 ბანაკად გაიყო: 1. კონსტრუქტორები, რომლებიც
ტრადიციული (შეიძლება ითქვას კლასიკური) ტიპის ავტომატებზე მუშაობდნენ; 2. კონსტრუქტორები,
რომლებმაც არჩიეს ე.წ. „ბალანსირებული ავტომატიკის“ პრინციპზე აგებული ავტომატების შექმნა.
მ.ტ. კალაშნიკოვის ჯგუფმა, მცირეიმპულსიან ვაზნაზე გათვლილ
ავტომატზე მუშაობა ჯერ კიდევ ვაზნის დამუშავების პროცესში დაიწყო. საცდელ-სამუშაო ეგზემპლარები
სხვადასხვა მცირედი სხვაობებით იქნა დამზადებული იჟევსკის მანქანამშენებელ ქარხანაში
(ИжМаш).
მ.ტ. კალაშნიკოვის ერთერთი საცდელი ავტომატი 720-П მცირეიმპულსიან ვაზნაზე 5,6х39 13-МЖВ
ჯგუფს ხელმძღვანელობდა მ.ტ. კალაშნიკოვი,
ხოლო წამყვანი სპეციალისტი ჯგუფში იყო ა.დ. კრიაკუშინი (А.Д. Крякушин). ჯუფში შედიოდნენ:
კონსტრუქტორ-ტექნოლოგები: ვ.ნ. პუშინი
(В.Н. Пушин); ნ.ი. მალიუტინი (Н.И. Милютин); ა.ს. მაკაროვი (А.С. Макаров); ვ.ა.
ლაკომცევი (В.А. Лакомцев); ე.მ. საიფუტდინოვი (Э.М. Сайфутдинов); კ.ბ. იუდინცევი
(К.Б. Юдинцев); ფ.ვ. ბელოგლაზოვი (Ф.В. Белоглазов), ასევე ზეინკალ-ამწყობები: ე.ვ. ბოგდანოვი (Е.В. Богданов); პ.ლ. ბუხარინი
(П.Н. Бухарин), ვ.გ. ლეონტიევი (В.Г. Леонтьев) და ვ.პ.ბრავიჩევი (В.П. Бравичев).
ვ.ნ. პუშინი, მ.ტ. კალაშნიკოვი, ა.დ. კრიაკუშინი (იჟევსკი 1966 წელი)
მათ კონკურსის დაწყებამდე 1965-1968 წელს დაამზადეს საცდელი ავტომატი სამუშაო სახელწოდებით
„40-П“, რომელიც იყო იგივე АКМ, მხოლოდ მცირეიმპულსიან ვაზნაზე (5,6х39). მისი ტაქტიკურ-ტექნიკური
მახასიათებლები ასე გამოიყურებოდა: წონა ვაზნების გარეშე (ცარიელი მჭიდით): 3,55 კგ.
საერთო სიგრძე: 900 მმ. ლულის სიგრძე: 415 მმ.
1968 წელს, კონკურსის სტარტის აღების წინა პერიოდში
მომზადდა ეგზემპლარი სამუშაო სახელწოდებით „720-П“. უკვე კონკურსის პერიოდში 1969 წელს შეიქმნა
ასევე საცდელი ეგზემპლარი სამუშაო სახელწოდებით „А-017“.
ფაქტიურად ეს ავტომატები იყო
იგივე АКМ მცირედი სხვაობებით და ახალი მცირეკალიბრიანი ლულით. ვინაიდან აღნიშნული
ეგზემპლარები წარმოადგენდნენ საცდელ ვარიანტებს, მათი ლულა და სავაზნე არ იყო ქრომირებული.
მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატი
С-022 (1970 წლის დასაწყისი)
პარალელურ რეჟიმში მ.ტ. კალაშნიკოვის ჯგუფი მუშაობდა
ასევე მცირეიმპულისან ვაზნაზე გათვლილ მოდელზე, რომლის ავტომატიკაც მუშაობდა ნახევრადთავისუფალი
საკეტის პრინციპით. 1970 წლის დასაწყისში შემუშავებულ იქნა ექსპერიმენტალური მოდელი
„С-022“, რომელიც მხოლოდ საცდელ ეგზემპლარად დარჩა.
ფოტოზე გამოსახულია ნახევრადთავისუფალი საკეტის სქემით
მომუშავე კალაშნიკოვის საცდელი ავტომატი. წონა მჭიდის გარეშე: 2,8კგ, საერთო სიგრძე:
945მმ; ლულის სიგრძე მუხრუჭ-კომპენსატორის ჩათვლით: 475მმ; სამიზნე ხაზის სიგრძე:
365მმ. მჭიდის ტევადობა: 30 ცალი ვაზნა.
1968-1969 წელს კონკურსზე დარეგისტრირებულ იქნა შემდეგი
ავტომატები:
იჟევსკის მანქანამშენებელი
ქარხანიდან (ИжМаш):
-
მ.ტ.
კალაშნიკოვი (М. Т. Калашников) ტრადიციული სქემით მომუშავე ავტომატით А-3, რომელიც
წარმოადგენდა „А-017“-ის მოდიფიცირებულ ვარიანტს
-
იური
კ. ალეკსანდროვი (Ю. К. Александров) ლულის გრძელი სვლის პრინციპით მომუშავე ბულპპაპის
კონფიგურაციის ავტომატი ЛА.
-
იური
კ. ალექსანდროვის და ა.ი. ნესტეროვის (А.И. Нестеров) ავტომატი АЛ-4, რომელიც ბალანსირებული სქემით მუშაობდა.
ქალაქ ტულის სპორტული და სანადირო იარაღის ცენტრალური
საკონსტრუქტორო-კვლევითი ბიუროდან (ЦКИБСОО) წარმოდგენილ იქნა:
-
გ.ა.
კორობოვის (Г. А. Коробов) ბალანსირებული სქემით მომუავე ავტომატი ТКБ-072, რომელსაც
გააჩნდა მომატებული (მაღალი) სროლის ტემპი.
ქალაქ კლიმოვსკის ზუსტი მანქანამშენებლობის ცენტრალური
სამცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ЦНИИТМ - იგივე ЦНИИТОЧМАШ) მიერ წარმოდგენილ იქნა:
-
ა.ა.
დერიაგინის (А.А. Дерягин) და პ.ა. ტკაჩევის
(П.А. Ткачев) ავტომატი АГ-021, რომელიც ბალანსირებული სქემით მუშაობდა. ასევე მათ
მიერ მუშავდებოდა ანალოგიური ეგზემპლარი, რომელსაც ავტომატური სტაბილიზაციის სისტემა
ჰქონდ კონსტრუქციაში ჩადებული;
-
გ.პ.
პეტროპავლოვის (Г.П. Петропавлов) ავტომატი АО-34 სპეციალური ამორტიზატორული მოწყობილობით;
-
ა.ი.
შილინის (А.И. Шилин) ბალანისრებული სქემით მომუშავე ავტომატი АО-35;
-
ვ.ს.
იაკუშჩევის (В.С. Якущев) და პ.ა. ტკაჩევის (П.А. Ткачев) ერთობლივი ნამუშევარი
АО-38М, რომელიც ბალანსირებული სქემით მუშაობდა;
-
სოკოლოვის
ავტომატი, რომელიც სროლისას ლულის და მოძრავი დეტალების წინ გადაადგილების პრინციპს
იყენებდა.
ქალაქ კოვროვის მექანიკური ქარხნის (КМЗ) მიერ, წარმოდგენილ
იქნა:
-
ა.ს.
კონსტანტინოვის (А.С. Константинов) და ს.ი. კოკშაროვის (С.И. Кокшаров) ავტომატი СА-006,
რომელიც ბალანსირებული სქემით მუშაობდა.
გთავააზობთ აღნიშნული ავტომატების მოკლე მიმოხილვას:
იური კ. ალეკსანდროვი (Ю. К. Александров) ლულის გრძელი
სვლის პრინციპით მომუშავე ბულპაპის კონფიგურაციის ავტომატი ЛА.
აღნიშნული ავტომატზე დღეს
არაფერია ცნობილი. ერთადერთი რისი მოძიებაც შევძელი არის ის, რომ იგი თავდაპირველად
7,62х39 კალიბრზე შეიქმნა და შემდგომ გადააკეთეს 5,6х39 (5,54х39) ვაზნაზე. საბოლოოდ
ეს ეგზემპლარი არ იქნა განხილული, რადგანაც ზედმეტად რთული მექანიზმით მუშაობდა და
თან მის კონსტრუქტორს სხვა უფრო პერსპექტიული მოდელებიც ჰქონდა წარმოდგენილი კონკურსზე.
იური კ. ალექსანდროვის და ა.ი. ნესტეროვის (А.И.
Нестеров) ავტომატი АЛ-4, რომელიც ბალანსირებული სქემით მუშაობდა
აღნიშნულ ავტომატს გააჩნდა ლულიდან აირების გაყვანის
სისტემა და АКМ -ის მსგავსი მბრუნავი საკეტი. წინა სამიზნე მოწყობილობის ფუძე აირის
კამერეზე იყო დამაგრებული. დამაბრუნებელი ზამბარა და საბრძოლო ზამბარა განთავსებული
იყო დგუშის ღერძთან და მოძრავი დეტალების უკან გადაადგილებისას შეწყვილებულად მუშაობდა.
დამრტყმელი მექანიზმი იყო საცემიანი ტიპის და არა ჩახმახიანი, როგორც კალაშნიკოვის
ავტომატში. ავტომატს შეეძლო როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა.
სროლის რეჟიმების გადამრთველი ამავდროულად ასრულებდა მცველის ბერკეტის დანიშნულებას.
ღია სექტორული სამიზნე მოწყობილობა გათვლილი იყო 1000 მეტრამდე სასროლათ. ხის კონდახი
და ტიბჟირი დამზადებული იყო ლამინატის (ე.წ. ფანერკის) მსგავსი მასალისგან. ცეცხლის
სამართავი პისტოლეტისებური სახელური და კონდახი შესრულებული იყო ერთი მთლიანი დეტალის სახით. კონდახს წონის შემცირების
მიზნით გააჩნდა 2 ცალი ამონაჭრელი. პისტოლეტისებურ სახელურში განთავსებული იყო საწმენდი
აქსესუარების პენალის შესანახი ბუდე. კონდახი იყო სწორი ფორმის, რაც დადებითად აისახებოდა
ავტომატური ჯერებით სროლისას ტყვიების შეჯგუფებაზე.
გ.ა. კორობოვის
(Г.А. Коробов ) ავტომატი „ბალანსირებული სქემით ТКБ-072“ (1970-1971 წელი).
აღნიშნულ ავტომატს გააჩნდა მომატებული სროლის ტემპი,
რომელიც აღემატებოდა 2000 გასროლას წუთში და მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის და
დგუშის მოძრაობის პრინციპით. ლულის ჩაკეტვა ხდებოდა საკეტის ვერტიკალურ სიბრტყეში გადახრის
მეშვეობით. დამრტყმელ-გამშვები (დამრტყმელ-სასხლეტი) მექანიზმი იყო ჩახმახიანი ტიპის,
რომელიც მოხსნად კოლოფში იყო ჩამონტაჟებული და შეეძლო როგორც ერთეული გასროლების, ასევე
სრული ავტომატური ჯერების განხორციელება. საინტერესო ნიუანსს წარმოადგენდა ის ფაქტი,
რომ ავტომატური ჯერებით სროლა შესაძლებელი იყო ორი განსხვავებული რეჟიმით: 1. დაბალი
სროლის ტემპის რეჟიმი (500 გასროლა წუთში); 2. მაღალი სროლის ტემპის რეჟიმი (2000 გასროლა
წუთში). ითვლება, რომ ეს არის მსოფლიოში პირველი მოიერიშე შაშხანა მცირეიმპულსიან ვაზნაზე,
რომელსაც ჰქონდა სროლის ტემპის მექანიკური სელექტორი (გადამრთველი). ღია სექტორული
სამიზნე მოწყობილობა გათვლილი იყო 1000 მეტრამდე სროლისთვის. გადასატენი სახელური და
სროლის რეჟიმების გადამრთველი განთავსებული იყო ლულის კოლოფის მარჯვენა მხარეს. ვაზნებით
კვება ხორციელდებოდა 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მეტალის სავაზნე კოლოფით (მჭიდით). ხის
კონდახი იყო მუდმივი (არა საკეცი). ასევე ხისგან იყო დამზადებული ტიბჟირი და ლულის
ზედსადები. წონის შემსუბუქების მიზნით კონდახის ქვდა ნაწილში გაკეთებული იყო მრგვალი
გამჭოლი ნახვრეტი, რომლის დიამეტრიც 35 მმ-ს შეადგენდა. ავტომატის საერთო სიგრძე იყო
870მმ, სამიზნე ხაზის სიგრძე 390მმ, ხოლო წონა ცარიელი სავაზნე კოლოფით 3,41კგ. ქარხნული
გამოცდებისას ТКБ-072-მა აჩვენა დამაკმაყოფილებელი შედეგები. მიუხედავად ამისა დაბალი
სროლის ტემპიდან (500 გასროლა წუთში), მაღალ სროლის ტემპზე (2000 გასროლა წუთში) გადამყვანი დეტალები, ზედმეტად ართულებდა ავტომატის
საერთო კონსტრუქციას და მის დამზდებას. შესაბამისად საკონკურსო-საპოლიგონო გამოცდებისას,
თავდაცვითი მრეწველობის სამინისტრომ მოითხოვა, რომ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმიდან
ამოღებულიყო წუთში 2000 გასროლიანი რეჟიმი და მხოლოდ წუთში 500 გასროლიანი დაეტოვებინათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კორობოვმა წარმოადგინა
მოდელი სახელწოდებით ТКБ-072-1, რომელიც ისროდა ერთეული და ავტომატური ჯერებით (სროლის
ტემპი 500 გასროლა წუთში).
ა.ა. დერიაგინის
(А.А. Дерягин) და პ.ა. ტკაჩევის (П.А. Ткачев) ავტომატი „АГ-021“
იარაღის ავტომატიკია მუშაობდა ბალანსირებული სქემით.
აღნიშნულ მოდელში მოძრავი მექანიზმი გაყოფილი იყო ორ ძირითად ნაწილად. ორივე ნაწილის
მასა (წონა) იყო დაახლოებით ერთნაირი და ორივე მათგანი მოძრაობაში მოდიოდა ლულიდან
აირების გამყვანი საერთო სისტემით. აგრეთვე ორივე ნაწილის გადაადგილების სიჩქარე იყო
ერთმანეთთან შეწყობილი, ხდებოდა საწინააღმდეგო მიმართულებებით და მათი უკიდურეს წერტილში
დაჯახებაც ხდებოდა სინქრონულად. სინქრონიზატორის როლს ასრულებდა კბილანებიანი მბრუნავი
გორგოლაჭი (ე.წ. შესტერნი) და კბილანებიანი ლიანდაგისებური თამასა (ე.წ. რეიკა). აღნიშნული სისტემის წყალობით მოძრავი დეტალების ლულის
კოლოფზე დაჯახების დროს ნაკლებად ხდებოდა კოლოფზე რხევების გადაცემა. გარდა ამისა კონკურსზე
წარმოდგენილი სხვა ბალანსირებული სქემით მომუშავე ეგზემპლარებისგან განსხვავებით „АГ-021“-ის
დგუში იყო კონცენტრირებული ტიპის, რაც გულისხმობს ერთი დამაბრუნებელი ზამბარის გამოყენებას.
ლულის გადაკეტვა ხდებოდა კალაშნიკოვის ავტომატის ანალოგიური მბრუნავი საკეტის მეშვეობით.
დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ჩახმახიანი და იყენებდა „АКМ“-ის მექანიზმიდან აღებულ
დეტალებს.
სექტორული სამიზნე მოწყობილობა გათვლილი იყო 1000 მეტრამდე. იარაღის ვაზნებით
კვება ხდებოდა 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით. გადასატენი სახელური და სროლის რეჟიმების
გადამრთველი ბერკეტი განთავსებული იყო ლულის კოლოფის მარჯვენა მხარეს. კონდახი და ცეცხლის
სამართავი პისტოლეტისებური სახელური წარმოადგენდა ხისგან დამზადებულ ერთიან დეტალს.
ტიბჟირი და ლულის ზედსადები დამზადებული იყო ლამინატის მსგავსი ხის მასალისგან. კონდახს
წონის შემცირების მიზნით გააჩნდა დიდი ამონაჭრელი. (აღნიშნული ამონაჭრელი არ იყო გამჭოლი).
პისტოლეტისებურ ტარში ინახებოდა საწმენდი აქსესუარების პენალი. „АГ-021“ აღჭურვილი
იყო ლულის მუხრუჭ-კომპენსატორით. მისი საერთო სიგრძე შეადგენდა 900მმ-ს, სამიზნე ხაზის
სიგრძე 350მმ-ს და ცარიელი მჭიდით იწონიდა 3,23კგ-ს.
АГ-021 მარჯვენა მხრიდან
გ.პ. პეტროპავლოვის (Г.П. Петропавлов) АО-34
АО-34 წარმოადგენდა ბულპაპის კონფიგურაციის ავტომატს, სპეციალური ამორტიზატორული მოწყობილობით. ამორტიზირება ხდებოდა მოძრავი ლულის მოკლე სვლით. მისი სროლის ტემპი შეადგენდა 600 გასროლას წუთში და მჭიდის გარეშე იწონიდა 2,5 კილოგრამს. აღნიშნული ეგზმპლარი შემუშავებულ იქნა 1967 წელს, თუმცა რამდენადაც ცნობილია რთული კონსტრუქციის გამო მისი საკონკურსო გამოცდა არ განხორციელებულა. დამატებითი ინფორმაცია მის შესახებ ვერსად ვერ მოვიძიე.
АО-34 წარმოადგენდა ბულპაპის კონფიგურაციის ავტომატს, სპეციალური ამორტიზატორული მოწყობილობით. ამორტიზირება ხდებოდა მოძრავი ლულის მოკლე სვლით. მისი სროლის ტემპი შეადგენდა 600 გასროლას წუთში და მჭიდის გარეშე იწონიდა 2,5 კილოგრამს. აღნიშნული ეგზმპლარი შემუშავებულ იქნა 1967 წელს, თუმცა რამდენადაც ცნობილია რთული კონსტრუქციის გამო მისი საკონკურსო გამოცდა არ განხორციელებულა. დამატებითი ინფორმაცია მის შესახებ ვერსად ვერ მოვიძიე.
სოკოლოვის ავტომატი, რომელიც სროლისას ლულის და მოძრავი დეტალების
წინ გადაადგილების პრინციპს იყენებდა - ამ ეგზემპლარის შესახებ ვერანარი ცნობების მოპოვება
ვერ შევძელი. სამწუხაროდ ვერც მის ფოტოსურათს მივაგენი. სავარაუდოდ ეს ეგზემპლარი მხოლოდ
მაკეტის და ნახაზების სახით შეიქმნა და შემდგომი სამუშაოები არც განხორციელებულა.
ა.ი. შილინის ავტომატი
АО-35 (Автомат А.И. Шилина АО-35)
ყველა წყაროში მოხსენიებულია, რომ იგი მუშაობდა ბალანსირებული ავტომატიკის პრინციპით, თუმცა მე მაქვს ეჭვი, რომ ეს იარაღი იყო კლასიკური სქემით მომუშავე ეგზემპლარი და უბრალოდ ბეჭდური შეცდეომაა დაშვებული პირველწყაროში, რის საფუძველზეც ყველგან უწოდებენ მას ბალანსირებული სქემით მომუშავე ავტომატს. (შეიძლება ჩვენ ვცდებით). აღნიშნულ პროტოტიპში მასრების ექსტრაქცია ხდებოდა არა ლულის კოლოფის გვერდიდან, არამედ ტიბჟირის ნაწილიდან. კონსქტრუქციაში ჩადებული იყო ბერკეტისებური მასრების დამჭერ-ამრეკლი, რომელიც უზრუნველყოფდა მასრების გადასროლას სპეციალურ მილაკში და უკვე ამ მილაკიდან ხდებოდა მასრების ამოყრა ტიბჟირის მარცხენა მხრიდან. ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ტანკიდან, БТР –დან, ან БМП -დან სროლის დროს, მასრები არ მიმოფანტულიყო მსროლელის ფეხებთან. საბრძოლო ზამბარა განთავსებული იყო კონცენტრირებულად დამაბრუნებელი ზამბარის შიგნით და ორივე ერთად იჯდა აირის დგუშის ღეროში. იარაღი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით, ხოლო ლულის გადაკეტვა ხდებოდა АКМ-ის მსგავსი მბრუნავი საკეტით. დამრტყმელი მექანიზმი იყო ჩახმახიანი.
შილინის მიერ ასევე დამზადებულ და კონკურსზე წარმოდგენილ იქნა ავტომატი АО-25, რომელიც თავდაპირველად 7,62х39 კალიბრის ვაზნაზე იყო გათვლილი და შემდგომ გადააკეთა 5,6х39 ტიპის ვაზნაზე.
ყველა წყაროში მოხსენიებულია, რომ იგი მუშაობდა ბალანსირებული ავტომატიკის პრინციპით, თუმცა მე მაქვს ეჭვი, რომ ეს იარაღი იყო კლასიკური სქემით მომუშავე ეგზემპლარი და უბრალოდ ბეჭდური შეცდეომაა დაშვებული პირველწყაროში, რის საფუძველზეც ყველგან უწოდებენ მას ბალანსირებული სქემით მომუშავე ავტომატს. (შეიძლება ჩვენ ვცდებით). აღნიშნულ პროტოტიპში მასრების ექსტრაქცია ხდებოდა არა ლულის კოლოფის გვერდიდან, არამედ ტიბჟირის ნაწილიდან. კონსქტრუქციაში ჩადებული იყო ბერკეტისებური მასრების დამჭერ-ამრეკლი, რომელიც უზრუნველყოფდა მასრების გადასროლას სპეციალურ მილაკში და უკვე ამ მილაკიდან ხდებოდა მასრების ამოყრა ტიბჟირის მარცხენა მხრიდან. ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ტანკიდან, БТР –დან, ან БМП -დან სროლის დროს, მასრები არ მიმოფანტულიყო მსროლელის ფეხებთან. საბრძოლო ზამბარა განთავსებული იყო კონცენტრირებულად დამაბრუნებელი ზამბარის შიგნით და ორივე ერთად იჯდა აირის დგუშის ღეროში. იარაღი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით, ხოლო ლულის გადაკეტვა ხდებოდა АКМ-ის მსგავსი მბრუნავი საკეტით. დამრტყმელი მექანიზმი იყო ჩახმახიანი.
АО-35
იარაღს შეეძლო როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა.
სხვადასხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ, ავტომატი „АО-35“ გამოირჩეოდა უკუცემის საკმაოდ
დაბალი იპულსით. დამაბრუნებელ ზამბარას ჰქონდა სპეციალური ბჯენი, რომლითაც ლულის კოლოფის
ხუფზე არსებულ ჩანგალს ებჯინებოდა. სროლის რეჟიმების გადამრთველი ამავდროლულად ასრულებდა
მცველის ბერკეტის როლს და განთავსებული იყო ლულის კოლოფის მარჯვენა მხარეს. სექტორული
ტიპის ღია სამიზნე მოწყობილობა გათვლილი იყო 1000 მეტრამდე სასროლათ. ლულის ცხვირზე
დამაგრებული იყო კომპენსატორი. იარაღის ვაზნებით კვება ხორციელდებოდა 30 ცალ ვაზნაზე
გათვლილი მჭიდით. ტიბჟირი, პისტოლეტისებური სახელური და კონდახი დამზადებული იყო ლამინატის
მსგავსი ხის მასალისგან. ტიბჟირი შედგებოდა 2 ცალი ნაწილისგან, რომელიც ვერტიკალურად
მონტაჟდებოდა. კონდახი ჩასმული იყო ლულის კოლოფში. პისტოლეტისებურ სახელურში განთავსებული იყო საწმენდი
აქსესუარებისთვის განკუთვნილი ბუდე. იარაღის საერთო სიგრძე შეადგენდა 1025მმ-ს. რიგ
წყაროებში გვხდება ინფორმაცია, რომ საცდელი სახით დამზადდა ასევე ოდნავ მოკლე და დასაკეცი
დუგლუგის მქონე ეგზემპლარი, რომელშიც დუგლუგი ტელესკოპურად მცირე ნაწილით შედიოდა ლულის
კოლოფში. ასეთი ავტომატის საერთო სიგრძე დაკეცილ მდგომარეობაში იყო 820 მმ. შილინის მიერ ასევე დამზადებულ და კონკურსზე წარმოდგენილ იქნა ავტომატი АО-25, რომელიც თავდაპირველად 7,62х39 კალიბრის ვაზნაზე იყო გათვლილი და შემდგომ გადააკეთა 5,6х39 ტიპის ვაზნაზე.
ფოტოზე გამოსახულია შილინის
ავტომატი АО-25 გათვლილი ვაზნაზე 7,62х39. ავტომატს შეეძლო მოკლე ჯერებით (3-3 გასროლა)
ცეცხლის წარმოება
ვ.ს. იაკუშჩევის
(В.С. Якушев) და პ.ა. ტკაჩევის (П.А. Ткачев) АО-38М
АО-38М შეიქმნა ზუსტი მანქანამშენებლობის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტის (ЦНИИ- ТОЧМАШ) კონსტრუქტორების
ვ.ს. იაკუშჩევის (В.С. Якущев), პ.ა. ტკაჩევის (П.А. Ткачев) მიერ. სამუშაო ჯგუფში
შედიოდნენ ასევე ს.გ. სიმონოვი (С.Г. Симонов), ვ.ვ. სიმონოვი (В.В. Симонов) და ი.მ.
ბირიოზკინი (И.М. Березкин). აღნიშნული მოდელი აღჭურვილი იყო სპეციალური ამორტიზატორით,
რაც ამცირებდა უკუცემის იმპულსს. იარაღი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის სქემით,
სადაც ლულის გადაკეტვა მბრუნავი საკეტით ხდებოდა.
დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ჩახმახიანი ტიპის და იძლეოდა როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლის საშუალებას. სროლის რეჟიმების გადამრველი ამავდროულად ასრულებდა მცველის ბერკეტის დანიშნულებას. სამიზნე მოწყობილობა იყო ღია სექტორული ტიპის 1000 მეტრამდე სასროლათ. ვაზნებით კვება ხდებოდა 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით. ლულის ბოლოში დამაგრებული იყო ეფექტური მუხრუჭ-კომპენსატორი. კონდახზე გაკეთებული იყო წონის შესამცირებელი ამონაჭრელები. საერთო სიგრძე შეადგენდა 940 მმ-ს. წონა ცარიელი მჭიდით 3,2 კგ.
დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ჩახმახიანი ტიპის და იძლეოდა როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლის საშუალებას. სროლის რეჟიმების გადამრველი ამავდროულად ასრულებდა მცველის ბერკეტის დანიშნულებას. სამიზნე მოწყობილობა იყო ღია სექტორული ტიპის 1000 მეტრამდე სასროლათ. ვაზნებით კვება ხდებოდა 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით. ლულის ბოლოში დამაგრებული იყო ეფექტური მუხრუჭ-კომპენსატორი. კონდახზე გაკეთებული იყო წონის შესამცირებელი ამონაჭრელები. საერთო სიგრძე შეადგენდა 940 მმ-ს. წონა ცარიელი მჭიდით 3,2 კგ.
ასევე პ. ტკაჩევის მიერ კონკურსის საწყის ეტაპზე წარმოდგენილ
იქნა ბულპაპის კონფიგურაციის ავტომატი სამუშაო სახელწოდებით „АО-40“. ავტომატს შეეძლო
მოკლე ჯერებით (3-3 გასროლა) ცეცხლის წარმოება. სროლის ტემპი ავტომატური ჯერებისას
შეადგენდა 900 გასროლას წუთში. ავტომატის წონა ვაზნების გარეშე 3,11 კგ. ეს ეგზემპლარი
აგებული იყო საკმაოდ უცნაური სქემით. სროლის დროს მისი კოლოფი და მჭიდი უკან გადაადგილდებოდა.
საბოლოოდ რთული კონსტრუქციის გამო არც ეს ეგზემპლარი არ იქნა განხილული.
მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატი
А-3
მცირეიმპულსიან ვაზნაზე (5,6х39) გათვლილი კალაშნიკოვის
ავტომატის А-3 მთავარ სიახლეს წარმოადგენდა ორკამერიანი ლულის მუხრუჭი, რომელსაც იმდროინდელი გათვლებით გასროლის უკუცემის დაახლოებით 50% უნდა
ჩაეხშო.
მ.ტ. კალაშნიკოვი აღნიშნულ მოწყობილობას უწოდებდა კომბინირებულ დეტალს, რომელიც ასრულებდა ლულის მუხრუჭის, კომპენსატორის და ალმქრობის როლს. გარკვეულ საცდელ ეგზემპლარებზე ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს დამონტაჟებულ იქნა სამიზნე მოწყობილობებისთვის განკუთვნილი სამაგრი ლიანდაგი. А-3 -ის დამზადებისას (АКМ-თან შედარებით) გაიზარდა ჩამოსხმის და დაბეჭდვით დამზადებული დეტალების რაოდენობა.
კონდახი თავდაპირველად დამზადდა ლამინატის მსგავსი ხისგან, თუმცა მოგვიანებით ასევე გამოცადეს თერმორეაქტიული პლასტმასისგან АГ-4С დამზადებული კონდახი და ტიბჟირი. ასევე კონდახს დაემატა რეზინის საზურგე, რომელსაც გააჩნდა განივად შესრულებული ღარები. აღნიშნული საზურგის წყალობით გაუმჯობესდა კონდახის მხარზე მორგება და მინიმუმამდე შემცირდა მხრიდან მოცურების ალბათობა. თავდაპირველად ავტომატი А-3 დაკომპლეკტდა მეტალის მჭიდით, რომელსაც სიმყარისთვის გვერდზებზე ჰქონდა მსხვილი ამობურცული ნეკნები. შემდგომ მეტალის მჭიდები შეცვალეს ჩამოსხმის მეთოდით დამზადებული დარტყმაგამძლე პოლიამიდისგან АГ-4С დამზადებული მჭიდებით. ავტომატის А-3 წონა მერყეობდა 3.53 (ცარიელი მჭიდით) დან 4,42 კგ-მდე (გამომდინარე კონკრეტული საცდელი მოდელიდან). საერთო სიგრძე ხიშტის გარეშე შეადგენდა 930 მმ-ს. სროლის ტემპი 620-700 გასროლა წუთში.
მ.ტ. კალაშნიკოვი აღნიშნულ მოწყობილობას უწოდებდა კომბინირებულ დეტალს, რომელიც ასრულებდა ლულის მუხრუჭის, კომპენსატორის და ალმქრობის როლს. გარკვეულ საცდელ ეგზემპლარებზე ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს დამონტაჟებულ იქნა სამიზნე მოწყობილობებისთვის განკუთვნილი სამაგრი ლიანდაგი. А-3 -ის დამზადებისას (АКМ-თან შედარებით) გაიზარდა ჩამოსხმის და დაბეჭდვით დამზადებული დეტალების რაოდენობა.
კონდახი თავდაპირველად დამზადდა ლამინატის მსგავსი ხისგან, თუმცა მოგვიანებით ასევე გამოცადეს თერმორეაქტიული პლასტმასისგან АГ-4С დამზადებული კონდახი და ტიბჟირი. ასევე კონდახს დაემატა რეზინის საზურგე, რომელსაც გააჩნდა განივად შესრულებული ღარები. აღნიშნული საზურგის წყალობით გაუმჯობესდა კონდახის მხარზე მორგება და მინიმუმამდე შემცირდა მხრიდან მოცურების ალბათობა. თავდაპირველად ავტომატი А-3 დაკომპლეკტდა მეტალის მჭიდით, რომელსაც სიმყარისთვის გვერდზებზე ჰქონდა მსხვილი ამობურცული ნეკნები. შემდგომ მეტალის მჭიდები შეცვალეს ჩამოსხმის მეთოდით დამზადებული დარტყმაგამძლე პოლიამიდისგან АГ-4С დამზადებული მჭიდებით. ავტომატის А-3 წონა მერყეობდა 3.53 (ცარიელი მჭიდით) დან 4,42 კგ-მდე (გამომდინარე კონკრეტული საცდელი მოდელიდან). საერთო სიგრძე ხიშტის გარეშე შეადგენდა 930 მმ-ს. სროლის ტემპი 620-700 გასროლა წუთში.
იური ალექსანდროვის ავტომატი АЛ-6
იჟევსკის მანქანამშენებელი ქარხნის (ИжМаш) მთავარი
კონსტრუქტორის განყოფილებამ 1969 წელს კონკურსზე წარმოადგინა ავტომატი სამუშაო სახელწოდებით „АЛ-6“ («Автомат
Лёгкий»), რომლის ჯგუფსაც ხელმძღვანელობდა
იური კ. ალექსანდროვი (Ю.К. Александров). ჯგუფში შედიოდნენ: ა.ი. ნესტეროვი
(А.И. Нестеров), მიხეილ კალაშნიკოვის შვილი ვ.მ. კალაშნიკოვი (В.М. Калашников), რ.ს.
პოვარენკინი (Р.С. Поваренкин), ა.პ. სვეტლიჩნი (А.П. Светличнй), ზეინკალ-ამწყობები
ვ.გ. ლეონტიევი (В.Г. Леонтьев) და ვ.პ. ბრავიჩევი (В.П. Бравичев). АЛ-6 -ის უნიფიცირების
დონე АКМ-თან მიმართებაში იყო ძალზედ მაღალი. ჩამკეტი და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის
დეტალების 50%-ზე მეტი იყო კალაშნიკოვის ავტომატისგან АКМ აღებული.
ლულის ჩაკეტვა ხდებოდა АКМ-ის ანალოგიური მბრუნავი საკეტით, რომელსაც გააჩდა კადმიუმის დაფარვა. კონსტრუქციულ თავისებურაბას წარმოადგენდა დამრტყმელი ჩახმახი, რომელიც ჰორიზონტალურად მოძრაობდა. საკეტის ჩარჩოს დამაბრუნებელი ზამბარა თავდაპირველად იყო ერთძარღვიანი, ხოლო მოგვიანებით შეიცვალა მრავალძარღვა ზამბარით. АЛ-6 აღჭურვილი იყო საცდელი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური ლულის მუხრუჭით. დეტალების უმეტესობა დამზადებული იყო დაბეჭდვის და ჩამოსხმის მეთოდით. იარაღის წონა შეადგენდა 3,42 კგ-ს მჭიდის გარეშე (3,9კგ სავსე მჭიდით). სერთო სიგრძე ხიშტის გარეშე 935მმ. АЛ-6 კონსტრუირებული იყო ბალანსირებული ავტომატიკის პრინციპით, რაც გულისხმობდა ერთდროულად ორი დგუშის გამოყენებას. 1 დგუში ახდენდა ავტომატიკის მოძრავი დეტალების გადაადგილებას, ხოლო მეორე დგუში ასრულებდა ბალანსირის დანიშნულებას. გასროლის დროს ორივე დგუში სინქრონულად იწყებდა გადაადგილებას. ერთი დგუში გადადგილდებოდა უკან, ხოლო მეორე წინ, რაც ამცირებდა მოძრავი დეტალების მიერ გამოწვეულ რხევებს და უკიდურეს წერტილებში დაჯახების დროს წარმოქნილ უკუცემას. დგუშების სინქრონიზაცია ხდებოდა კბილანებიანი გორგოლაჭის (ე.წ. შესტერნის) მიერ.
ლულის ჩაკეტვა ხდებოდა АКМ-ის ანალოგიური მბრუნავი საკეტით, რომელსაც გააჩდა კადმიუმის დაფარვა. კონსტრუქციულ თავისებურაბას წარმოადგენდა დამრტყმელი ჩახმახი, რომელიც ჰორიზონტალურად მოძრაობდა. საკეტის ჩარჩოს დამაბრუნებელი ზამბარა თავდაპირველად იყო ერთძარღვიანი, ხოლო მოგვიანებით შეიცვალა მრავალძარღვა ზამბარით. АЛ-6 აღჭურვილი იყო საცდელი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური ლულის მუხრუჭით. დეტალების უმეტესობა დამზადებული იყო დაბეჭდვის და ჩამოსხმის მეთოდით. იარაღის წონა შეადგენდა 3,42 კგ-ს მჭიდის გარეშე (3,9კგ სავსე მჭიდით). სერთო სიგრძე ხიშტის გარეშე 935მმ. АЛ-6 კონსტრუირებული იყო ბალანსირებული ავტომატიკის პრინციპით, რაც გულისხმობდა ერთდროულად ორი დგუშის გამოყენებას. 1 დგუში ახდენდა ავტომატიკის მოძრავი დეტალების გადაადგილებას, ხოლო მეორე დგუში ასრულებდა ბალანსირის დანიშნულებას. გასროლის დროს ორივე დგუში სინქრონულად იწყებდა გადაადგილებას. ერთი დგუში გადადგილდებოდა უკან, ხოლო მეორე წინ, რაც ამცირებდა მოძრავი დეტალების მიერ გამოწვეულ რხევებს და უკიდურეს წერტილებში დაჯახების დროს წარმოქნილ უკუცემას. დგუშების სინქრონიზაცია ხდებოდა კბილანებიანი გორგოლაჭის (ე.წ. შესტერნის) მიერ.
კონსტანტინოვ-კოკშაროვის
СА-006
შეიძლება ითქვას, რომ კონკურსზე გატანილი ეგზემპლარებიდან
კონსტანტინოვ-კოკშაროვის СА-006 ყველაზე
გამორჩეულ, ასევე სხვა ავტომატებთან შედარებით მარტივ და ტექნოლოგიურ მოდელს წარმოადგენდა.
იგი 1970 წლის დასაწყისში გამოჩნდა კონკურსზე. მისი ავტომატიკა მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის
პრინციპით, სადაც ლულის გადაკეტვა ხდებოდა მბრუნავი საკეტით (საკეტს ჰქონდა 2 ცალი
საბრძოლო ბჯენი) და გააჩნდა უკუცემის იმპულსის შემასუსტებელი ეგრედწოდებული „ბალანსირებული“
მექანიზმი.
გასროლის დროს ლულის არხიდან აირის კამერაში გადინებული დენთის აირების გარკვეული ნაწილი ზემოქმედებდ დგუშზე, რომელის უკან გადადგილებას მოძრაობაში მოჰყავდა საკეტის ჩარჩო და ავტომატიკის მოძრავი დეტალები. ამავდროულად აირის კამერაში გადინებული დენთის აირები უბიძგებდა მეორე დგუშს, რომელიც ერთგვარი ბალანსირის როლს ასრულებდა. აღნიშნული ბალანსირი მიემართებოდა წინ და კუმშავდა საკუთარ დამაბრუნებელ ზამბარას. ორივე დგუშის სვლა სინქრონიზირებული იყო ერთმანეთთან. სინქრონული სვლა ხდებოდა კბილანებიანი გორგოლაჭის (ე.წ. შესტერნის) მეშვეობით. ამ სისტემის წყალობით ბალანსდებოდა მოძრავი დეტალების უკან გადაადგილება, რაც ამცირებდა იარაღის რხევებს ავტომატური ჯერებით სროლისას. წონის შემცირების მიზნით კონდახს ორივე მხრიდან გააჩნდა ამონაჭრელები. კონდახის საზურგე შესრულებული იყო მეტალის და რეზინის კომბინაციით. ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელური იყო ფოლადის, რომლის ქვედა ნაწილშიც თავსდებოდა საწმენდი აქსესუარების შესანახი პენალი. СА-006 აღჭურვილი იყო ლულის მუხრუჭ-კომპენსატორით. ავტომატის მასა მჭიდის გარეშე შეადგენდა 3.37 კგ-ს, საერთო სიგრძე 925 მმ-ს, სამიზნე ხაზის სიგრძე 450მმ-ს, ხოლო ლულის სიგრძე 415 მმ-ს (თუმცა რიგ წყაროებში გვხდება ინფორმაცია, რომ მისი ლულა იყო 465მმ სიგრძის).
გასროლის დროს ლულის არხიდან აირის კამერაში გადინებული დენთის აირების გარკვეული ნაწილი ზემოქმედებდ დგუშზე, რომელის უკან გადადგილებას მოძრაობაში მოჰყავდა საკეტის ჩარჩო და ავტომატიკის მოძრავი დეტალები. ამავდროულად აირის კამერაში გადინებული დენთის აირები უბიძგებდა მეორე დგუშს, რომელიც ერთგვარი ბალანსირის როლს ასრულებდა. აღნიშნული ბალანსირი მიემართებოდა წინ და კუმშავდა საკუთარ დამაბრუნებელ ზამბარას. ორივე დგუშის სვლა სინქრონიზირებული იყო ერთმანეთთან. სინქრონული სვლა ხდებოდა კბილანებიანი გორგოლაჭის (ე.წ. შესტერნის) მეშვეობით. ამ სისტემის წყალობით ბალანსდებოდა მოძრავი დეტალების უკან გადაადგილება, რაც ამცირებდა იარაღის რხევებს ავტომატური ჯერებით სროლისას. წონის შემცირების მიზნით კონდახს ორივე მხრიდან გააჩნდა ამონაჭრელები. კონდახის საზურგე შესრულებული იყო მეტალის და რეზინის კომბინაციით. ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელური იყო ფოლადის, რომლის ქვედა ნაწილშიც თავსდებოდა საწმენდი აქსესუარების შესანახი პენალი. СА-006 აღჭურვილი იყო ლულის მუხრუჭ-კომპენსატორით. ავტომატის მასა მჭიდის გარეშე შეადგენდა 3.37 კგ-ს, საერთო სიგრძე 925 მმ-ს, სამიზნე ხაზის სიგრძე 450მმ-ს, ხოლო ლულის სიგრძე 415 მმ-ს (თუმცა რიგ წყაროებში გვხდება ინფორმაცია, რომ მისი ლულა იყო 465მმ სიგრძის).
პირველი გადარჩევა
1968-1970 წლებში მოხდა კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი
ეგზემპლარების გადარჩევა. გადარჩევაში მონაწილეობას იღებდა საბჭოთა კავშირის თავდაცვითი
მრეწველობის სამინისტრო (МОП), რომელიც ძირითად სამუშაოებს ქალაქ კლიმოვსკში მდებარე
ზუსტ მანქანამშნებლობის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ЦНИИТОЧМАШ) ატარებდა.
რიგმა ეგზემპლარმა ჯერ კიდევ მაკეტირების პროცესშივე
დატოვა კონკურსი, ნაწილი ქარხნული გამოცდებისას იქნა დაწუნებული, ხოლო გარკვეული ნაწილი
კი ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების უხეშად ვერ დაკმაყოფილების გამო მოიხსნა კონკურსიდან.
წარმოდგენილი მოდელების უმეტესობა ამავდროულად
ვერ აკმაყოფილებდა საიმედოობის მოთხოვნებს, გააჩნდათ დეტალების დაბალი სიცოცხლისუნარიანობა
/ რესურსი და ტყვიების არადამაკმაყოფილებელი შეჯგუფება. 1969 წელს გაიმართა პირველი
საპოლიგონო გამოცდები, რომლის ფარგლებშიც ვერ გამოვლინდა ლიდერი. ამის მიზეზი გახლდათ
ის, რომ რიგი მოდელები კონკრეტული პარამეტრებით და თან საკმაოდ დიდი უპირატესობით ჯობნიდნენ
კონკურენტებს. ამავდროულად ეს მოდელები სხვა პარამეტრებით ძალიან ჩამორჩებოდნენ კონკურენტებს.
ანუ მარტივად რომ ვთქვათ ერთი იყო მოსახერხებელი და მსუბუქი, თუმცა არ უვარგოდა არც
სიზუსტე, არც საიმედოობა და არც დეტალების სიცოცხლისუნარიანობა, ხოლო რიგი ეგზემპლარები
საიმედოდ მუშაობდა, მაგრამ არ უვარგოდა არც წონა, არც სიზუსტე და არც ერგონომიულობა.
ამ სურათმა ძალიან დიდი გაუგებრობა წარმოქმნა, რომელიც ეჭქვეშ აყენებდა მთელ საცდელ-საკონსტრუქტორო
სამუშაობის (ОКР) შემდგომ გაგრძელებას.
ლიდერები იკვეთებიან
1970 წლის იანვარში კომისიამ გადაწყვიტა შემდგომი სამუშაოები
მხოლოდ 3 ცალ მოდელზე გაეგრძელებინა. ეს მოდელბი იყო:
1. კლასიკური სქემით აგებული მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატი А-3, რომელიც ტყვიების შეჯგუფების გაუმჯობესების მთავარ ფსონს
ლულის მუხრუჭ-კომპენსატორზე აკეთებდა;
2. იური
ალექსანდროვის ავტომატი АЛ-6, რომელიც ე.წ. ბალანსირებული ავტომატიკის პრინციპით მუშაობდა;
3. კონსტანტინოვ-კოკშაროვის
СА-006, რომელიც ასევე ბალანსირებული ავტომატიკის პრინციპით მუშაობდა;
საგამოცდო კომისია ეჭვის თვალით, უყურებდა ბალანსირებული
პრინციპით აგებულ მოდელებს, თუმცა მათ ჰქონდათ მაღალი სროლის ტემპი (დაახლოებით 900
გასროლა წუთში) და საკმაოდ კარგ შედეგს იძლეოდნენ როგორც სიზუსტის, ასევე ტყვიების
შეჯგუფების კუთხით. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ კალაშნიკოვის ავტომატს (А-3), კონკურენციას
გაუწევდა ალექსანდროვის „АЛ-6“ და კონსტანტინოვ-კოკშაროვის „CA-006“, რომლებიც ტყვიების შეჯგუფების კუთხით უკეთეს შედეგს
იძლეოდნენ, ვიდრე მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატი „А-3“.
სტარტს იღებს ახალი გამოცდები
1970 წლის იანვრის მიწურულს დაწყებულ იქნა მ.ტ. კალაშნიკოვის
ავტომატის (А-3) გამოცდები, ხოლო ამავე წლის ივნის-ივლისში გამართულ იქნა იური კონსტანტინოვის
მოდელის СА-006 გამოცდები. გამოცდებისთვის დამზადებულ იქნა 150 ცალი А-3 და
150 ცალი СА-006.
გადაწყდა, რომ უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად და საექსპლუატაციო
მხარეების უკეთ გამოსავლენად, გამოცდები გამართულიყო განსხვავებლ კლიმატურ ზონებში.
ზემოაღნიშნულის შედეგად შერჩეულ იქნა 2 ძირითადი საგამცდო ლოკაცია: 1. მოსკოვის სამხედრო
ოლქში მდებარე ტამანსკის II-ე
საგვარდიო მოტომსროლელი დივიზია; 2. ბაიკალსიქით ულან-უდეში მდებარე მოტომსროლელი დივიზია.
ორივე საგამოცდო მოდელი შედარებულ იქნა შეიარაღებაში
არსბულ საშტატო მ.ტ. კალაშნიკოვის მოდერნიზირებულ ავტომატთან (АКМ). შედარებამ გამოავლინა,
რომ А-3 და СА-006 АКМ-თან შედარებით ფლობდა დიდ უპირატესობას. რაც შეეხება А-3 -ის
და СА-006 -ის ერთმანეთთან შედარებას, აქ გამომცდელთა აზრი შემდეგნაირად განაწილდა:
·
მოსკოვის
ოქლში ჩატარებული გამოცდების თანახმად ორივე ეგზემპლარი ერთ დონეზე იდგა;
·
ულან-უდეში
ჩატარებული გამოცდების თანახმად СА-006 -ს მეტ უპირატესობას ანიჭებდნენ და სწორედ იგი
ლიდერობდა.
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გამართულიყო კიდევ
დამატებითი სამხედრო-საპოლიგონო გამოცდები. გარდა ამისა ჯერ კიდევ არ იყო წარმოდგენილი
იური ალექსანდროვის ავტომატის „АЛ-6“ საცდელი პარტია, რომელიც ასევე უნდა გამოეცადათ.
დრო გადიოდა, საბჭოთა კავშირის მაღალ ეშელონებში კი
სასწრაფოდ ითხოვდნენ გამოცდების დასრულებას და საბოლოო შედეგების დედებას, თუმცა კომისიის
მხრიდან იყო გარკვეული შენიშვნები, რომელიც საჭიროებდა გამოსწორებას. გამოცდებს ასევე
აჭიანურებდა ის ფაქტიც, რომ ალექსანდროვის ავტომატი АЛ-6 არ იქნა დროულად დამზადებული.
რატომ არ ხდებოდა მისი დროული დამზადება? ამ შეკითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ
ალექსანდროვის ჯგუფი ცდილობდა АЛ-6-ის გადამუშავებას, რომელიც უკვე 1971 წელს იქნა
დამზადებული. მას თავდაპირველად მიენიჭა სამუშაო სახელწოდება АЛ-6М (М აღნიშნავდა მოდერნიზირებულს).
იური ალექსანდოვმა АЛ-6М -ის ბაზაზე ასევე შეიმუშავა მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევი. მოგვიანებით АЛ-6М სახელწოდება შეიცვალა და მიენიჭა ინდექსი АЛ-7.
იური ალექსანდოვმა АЛ-6М -ის ბაზაზე ასევე შეიმუშავა მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევი. მოგვიანებით АЛ-6М სახელწოდება შეიცვალა და მიენიჭა ინდექსი АЛ-7.
ფოტოზე გამოსახულია АЛ-7
АЛ-7 წარმოადგენდა АЛ-6-ის მცირედით შეცვლილ ვარიანტს.
შეიცვალა ლულის კოლოფის თავსაფრის სამაგრი, მცირედით გადამუშავდა ლულის მუხრუჭი, ლულას
დაემატა სპეციალური სამაგრი ბჯენი, რომლითაც შესაძლებელი იყო ლულის დამაგრება БМП
-ს და БТР -ის სასროლ ფანჯარაში ე.წ. ამბრაზურაში. АЛ-7 -ის წონა მჭიდის გარეშე შეადგენდა
3,3 კგ-ს, საერთო სიგრძე 940 მმ-ს, ხოლო სროლის ტემპი შემცირებულ იქნა წუთში 700-750
გასროლამდე.
პარალელურად მ.ტ. კლაშნიკოვის А-3 და ა.ს. კონსტანტინოვის
СА-006 დაექვემდებარა უმნიშვნელო გადამუშავებას. გადამუშავებისას შეეცადნენ გაეთვალისწინებინათ
საგამოცდო კომისიის მხრიდან წამოსული შენიშვნები.
ფოტოზე გამოსახულია ა.ს. კონსტანტინოვის გადამუშავებული ავტომატი СА-006
1972 წლის მარტიდან-მაისის ჩათვლით გაიმართა კალაშნიკოვის
გადამუშავებული А-3 -ის და კონსტანტინოვ-კოკშაროვის СА-006 -ის საპოლიგონო გამოცდები.
შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოცდები უფრო მეტად ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგანაც
უბრალოდ შემოწმდა გადამუშავების შედეგად განხორციელებული სამუშაოები და მხოლოდ ზოგადი
შეფასებით შემოიფარგლნენ. გარდა ამისა კვლავ იყო გარკვეული შენიშვნები, რომელიც საჭიროებდა
გამოსწორებას.
დიდხნიანი დაგვიანების შემდეგ, 1972 წლის ივნისში გაიმართა
ალექსანდროვის მოდელის „АЛ-7“ საპოლიგონო გამოცდები, რომელმაც აჩვენა, რომ ავტომატური
ჯერებით სროლისას АЛ-7 ორჯერ უფრო უკეთეს ჯგუფს აკეთებდა საშტატო АКМ -თან შედარებით.
აღნიშნული მაჩვენებლით АЛ-7 გაუთანაბრდა კონსტანტინოვ-კოკშაროვის ავტომატს СА-006.
თუმცა ეს იყო პირველადი საპოლიგონო გამოცდები და АЛ-7 მაინც საჭიროებდა გარკვეულ გადამუშავებას.
ფოტოზე გამოსახულია გამოცდებზე წარდგენილი ავტომატი АЛ-7
ამასობაში საბჭოთა კავშირის ხელისუფლება და ზედა ეშელონები მოთმინებას კარგავდნენ და სასწრაფოდ მოითხოვდნენ საბოლოო შედეგების დადებას.
1972 წლის ივნისში სამხედრო გამოცდებისთვის დამზადებულ
იქნა მ.ტ. კალაშნიკოვის (А-3) და კონსტანტინოვ-კოკშაროვის (СА-006) ავტომატების კიდევ
ერთი გადამუშავებული პარტია. მათი საპოლიგონო გამოცდა დაიწყო 1972 წლის ივნისის მიწურულს
და დასრულდა ამავე წლის აგვისტოში.
აღნიშნულ გამოცდებში ასევე ჩაერთო მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს (ГРАУ) პოლიგონი, რომელმაც გამოცდების პროცესში მოიწვია სამხედრო საჰაერო დესანტის (ВДВ) შემადგენლობა. საპოლიგონო გამოცდებმა ჩაიარა უმნიშვნელო შენიშვნებით, თუმცა საბოლოო შედგები იყო დადებითი. მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ლულის არხში წყლის არსებობობის შემთხვევაში ლულები ზიანდებოდა, რაც არასათანადო მარკის ფოლადის გამოყენების და მისი ნაკლებ ელასტიურობის ბრალი იყო.
ფოტოზე გამოსახულია გამოცდებზე წარდგენილი ავტომატი СА-006
აღნიშნულ გამოცდებში ასევე ჩაერთო მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს (ГРАУ) პოლიგონი, რომელმაც გამოცდების პროცესში მოიწვია სამხედრო საჰაერო დესანტის (ВДВ) შემადგენლობა. საპოლიგონო გამოცდებმა ჩაიარა უმნიშვნელო შენიშვნებით, თუმცა საბოლოო შედგები იყო დადებითი. მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ლულის არხში წყლის არსებობობის შემთხვევაში ლულები ზიანდებოდა, რაც არასათანადო მარკის ფოლადის გამოყენების და მისი ნაკლებ ელასტიურობის ბრალი იყო.
1972 წლის აგვისტოში საპოლიგონო გამოცდების მიწურულს
წარმოდგენილ იქნა იური ალექსანდროვის გადამუშავებული АЛ-7, რომელმაც გაიარა შედარებითი
გამოცდა კონსტანტინოვ-კოკშაროვის ავტომატთან СА-006. პრინციპულ სხვაობას და უპირატესობას АЛ-7 -ში წარმოადგენდა
ის ფაქტი, რომ იგი დაახლოებით 40% -ით იყო უნიფიცირებული შეიარაღებაში არსებულ საშტატო
ავტომატთან АКМ. (თუმცა რიგ წყაროებში გვხვდება ინფორმაცია, რომ СА-006 -ის გადამუშავების
შედეგად მისი უნიფიცირება АКМ -თან მიმართებაში გაიზარდა 50%-მდე. რაც უფრო კარგ მაჩვენებელია,
ვიდრე „АЛ-7“-ის 40%. ზევით მოყვანილ ფოტოებს თუ დავაკვირდებით აშკარად ჩანს, რომ АЛ-7-ს ბევრად მეტი დეტალი აქვს აღებული კალაშნიკოვის ავტომატიდან). ცნობილია, რომ
АЛ-7-ის 116 ცალი დეტალიდან, 47ცალი დეტალი
აღებული იყო სოწრედ АКМ -დან. რაც შეეხება
საბრძოლო და საექსპლუატაციო თვისებებს, АЛ-7 და СА-006 პრაქტიკულად ერთ დონეზე იდგნენ და ტყვიების
შეჯგუფებით ორივე ჯაბნიდა მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატს (А-3).
ყველასათვის მოულოდნელად მთავარმა სარაკეტო-საარტილერიო
სამმართველომ (ГРАУ) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ალექსანდროვის ავტომატი АЛ-7 მოხსნილიყო
გამოცდებიდან. ამის მიზეზად დასახელდა შემდეგი ფაქტორები:
1.
АЛ-7
და СА-006 ორივე ბალანსირებული ავტომატიკის
პრინციპზეა აგებული და აზრი არ აქვს ორი ერთნაირი ტიპის მქონ მოდელის გამოცდას;
2.
СА-006
-მა გაიარა უკვე რამოდენიმე საგამოცდო ეტაპი და აზრი აღარ აქვს დაველოდოთ АЛ-7 -ის
პარტიის დამზადებას სამხედრო გამოცდებისთვის.
1973 წლის დასკვნითი
ეტაპი
1972 წლის მიწურულს და 1973 წლის დასაწყისში საგამოცდო
კომისიამ საბოლოოდ მოახდინა შედეგების შეჯამება და შეუდგა საბოლოო ვერდიქტის გამოტანას.
საერთო სურათი
იყო შემდეგი სახის:
·
მ.ტ.
კალაშნიკოვის А-3 და ა.ს. კონსტანტინოვის СА-006 მთელი რიგი პარამეტრებით ჯობდნენ საბჭოთა
კავშირის შეიარაღებაში არსებულ საშტატო ავტომატს АКМ.
·
ა.ს.
კონსტანტინოვის СА-006 უკეთეს შედეგს აჩვენებდა ავტომატური ჯერებით არამდგრადი პოზიციიდან
სროლისას, ვიდრე მ.ტ. კალაშნიკოვის А-3.
·
მ.ტ.
კალაშნიკოვის ავტომატი А-3 იყო უფრო მარტივი კონსტრუქციის, იყო მსუბუქი, მის დასამზადებლად
საჭირო შრომატევადობა იყო უფრო ნაკლები. 1 ცალი А-3 –ის დამზადება მოითხოვდა 12 ნორმირებულ
საათს, ხოლო СА-006 -ის დამზადება 17 ნორმირებულ საათს.
·
СА-006
-ის გადასატენი სახელურის ბოლომდე გადაწევის ძალისხმევა იყო უფრო მაღალი. (კალაშნიკოვის
ავტომატთან შედარებით საჭიროებდა 3-5 კგ-მდე მეტ ძალისხმევას).
რაც შეეხება გამოცდების შედეგად აღმოჩენილ ნაკლოვანებებს,
ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება.
კონსტანტინოვის ავტომატი
СА-006:
·
ლულის
კოლოფის თვითნებური გახსნა სროლის დროს;
·
ხანგრძლივი
ექსპლუატაციის დროს ლულის მუხრუჭ-კომპენსატორის ძლიერი დაბინძურება დენთის ნამწვით;
·
რიგი
დეტალების დაბალი სიცოცხლისუნარიანობა;
·
გადასატენი
სახელურის შემართვაზე დიდი ძალისხმევის დახარჯვა;
·
ზედმეტად
დიდი ხმა გასროლისას, რაც მსროლელს დამატებით დისკომფორტს და ყურების ტკივილს უქმნიდა;
·
მექანიზმი
დენთის აირებით დაბინძურება იყო ძალზედ მაღალი;
·
ასევე
გასროლის დროს დენთის აირები სახეში ხვდებოდა მსროლელს და რიგ შემთხვევებში დენთის
წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი აფერხებდა დამიზნების პროცესს.
კალაშნიკოვის ავტომატი А-3:
·
ლულის
მუხრუჭ-კომპენსატორის ძლიერი დაბინძურება დენთის ნამწვით, რაც იწვევდა წმენდის და კომპენსატორის
მოხსნის გართულებას;
·
გასროლის
ხმა ვრცელდებოდა გვერდებზე და დიდ დისკომფორტს უქმნიდა გვერდით მდგომ მსროლელებს;
·
რიგი
დეტალების არამყარი დამაგრების შედეგად ხდებოდა მათი მორყევა;
·
ლულის
კოლოფის თავსაფრის სისტემატიური მორყევა;
·
ისევე
როგორც АКМ –ის შემთხვევაში გაწმენდის მიზნით დამრტყმელ-სასხლეტი
მექანიზმის დეტალების მოხსნა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
გამოცდებმა აჩვენეს, რომ СА-006 ბალანსირებული ავტომატიკის
წყალობით უფრო მდგრადი იყო სროლისას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ უფრო ნაკლებად ახასიათებდა
გვერდით ან ზევით ხტომა. გამომცდელების აზრით ასეთი თვისება ძალზედ მნიშვნელოვანი იყო
მაშინ, როდესაც მსროლელი ცეცხლს აწარმოებდა მოკლე ჯერებით იარაღის და ლულის ყოველგვარი
დაყრდნობის (საბჯენის გამოყენების) გარეშე. კომისიის წევრები ამბობდნენ, რომ „СА-006“-ით
შეიარაღებულ გამოუცდელ ჯარისკაცს, შეეძლო იგივე შედეგბის მიღება, რასაც გამოცდილი მსროლელი
შეიარაღებაში არსებული საშტატო „АКМ“ -ით იღებდა.
საპოლიგონო გამოცდების მონაცემებზე დაყრდნობით: კონსტანტინოვ-კოკშაროვის
ავტომატიდან „СА-006“ სროლისას, სამხედრო ნაწილიდან მოყვანილი ნაკლებად ნავარჯიშები
მსროლელები ფეხზე მდგომი პოზიციიდან და საყრდენის გარეშე (პირდაპირ ხელიდან) სროლის
შემთხვევაში 3,7 -ჯერ უფრო უკეთეს ჯგუფს აკეთებდნენ, ვიდრე საშტატო АКМ -ით. ხოლო საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი
და საგამოცდო პოლიგონის ყველაზე მაღალი გამოცდილების მქონე მსროლელ-გამომცდელები, ტყვიების
შეჯგუფების 2 ჯერ უფრო უკეთეს შედეგს დებდნენ,
ვიდრე საშტატო АКМ -დან სროლისას.
უცნაურობას წარმოადგენდა, ის რომ გარკვეული
პოზიციიდან/მდგომარეობიდან სროლის შემთხვევაში СА-006 ბევრად უარეს შეჯგუფებას აჩვენებდა მ.ტ. კალაშნიკოვის
А-3 -თან შედარებით. ქვემოთ მოყვანილია ცხრილი,
რომელშიც შედარებულია А-3 -დან და СА-006-დან ნასროლი ტყვიების შეჯგუფება.
·
სროლა წარმოებდა 100 მეტრ დისტანციაზე;
·
სროლას
აწარმოებდნენ მ.ტ. კალაშნიკოვის А-3 დან
(2 ცალი საგამოცდო ეგზემპლარი) და კონსტანტინოვ-კოკშაროვის
CA-006 -დან (ასევე 2 ცალი საგამოცდო ეგზემპლარი);
·
გამოცდაში
მონაწილეობას იღებდა 2 მსროლელი: 1. მაღალკვალიფიციური მსროლელ-გამომცდელი; 2. საშუალო
კვალიფიკაციის მსროლელი;
·
სროლა
ხდებოდა 20 გასროლიან სერიებად;
·
ყველა
ეგზემპლარიდან სულ გასროლილი იქნა 3-3 სერია.
·
ცხრილში
მოყვანილი ციფრები, წარმოადგენს სპეციალური ფორმულით გამოყვანილ საშუალო მაჩვენებელს,
რომელიც მოიცავდა ტყვიების გადახრას დამიზნების საშუალო წერტილიდან სიმაღლეში და გვერდით;
·
რაც
უფრო მაღალია ქულა (ციფრები), მით უფრო მეტია ტყვიების გაფანტვა და შესაბამისად მით
უარესია ტყვიების შეჯგუფება (სიბურჯღლე).
გამოცდების ყველა რეზულტატის შეჯამების და დეტალური
ანალიტიკის შემდეგ მიღებულ იქნა საბოლოო სურათი, რომლის თანახმად მცირეიმპულსიან ვაზნაზე
გათვლილი А-3 საცდელ სროლებზე წარმოდგენილ საკონტროლო АКМ -ს ჯობნიდა 1,22 ჯერ, ხოლო კონსტანტინოვ-კოკშაროვის СА-006 – 1,45 ჯერ. ტაქტიკურ
ტექნიკურ-მოთხოვნების თანახმად სროლის ეფექტურობის გაუმჯობესება АКМ -თან შედარებით
უნდა ყოფილიყო 1,5 ჯერ მეტი. ფაქტიურად ამ მოთხოვნას უფრო მეტად აკმაყოფილებდა კონსტანტინოვ-კოკშაროვის
СА-006. რაც შეხება იარაღის წონას, ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების თანახმად იგი უნდა
ყოფილიყო 2,5 კგ-მდე, რასაც ვერცერთი ეგზემპლარი ვერ აკმაყოფილებდა.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოვ-კოკშაროვის
СА-006 რიგი პარამეტრებით ჯობდა მ.ტ. კალაშნიკოვის А-3 -ს, უპირატესობა მაინც ტრადიციულ
სქემას მიანიჭეს და საბოლოო არჩევანი А-3 -ის სასიკეთოდ გაკეთდა. მთავარ ნიუანსს წარმოადგენდა ის, რომ АКМ -ის საწარმოო
ხაზი მარტივად მოერგებოდა ახალი А-3 -ის წარმოებას და მრავალრიცხოვანი სამხედრო კონტიგენტი
ყოველგვარი რთული გადამზადების გარეშე აითვისებდა კალაშნიკოვის ახალ მოდელს (А-3).
სწორედ ამიტომ შემდგომი სამუშაოები მ.ტ. კალაშნიკოვის А-3 -ზე გაგრძელდა, ხოლო კონსტანტინოვ-კოკშარევის
СА-006 -მა „აუტსაიდერთა“ რიგებში გადაინაცვლა.
1973 წლის 22 მარტს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკური
საბჭოს მიერ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მცირეიმპულისან ვაზნაზე გათვლილ კალაშნკოვის
ავტომატთან (А-3) ერთად შექმნილიყო მისი ვარიანტი საკეცი დუგლუგით, რომელიც ჩაანაცველბდა
შეიარაღებაში არსებულ АКМС-ს. ასევე საჭიროებიდან გამომდინარე აუცილებელი იყო, რომ
შემუშავებულიყო ხელის ტყვიამფრქვევი მუდმივი (არასაკეცი) ხის კონდახით და მისი ვარიანტი
საკეცი კონდახით, რომლითაც ჩანაცვდლებოდა РПК და РПКС.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ინიცირებულ იქნა კიდევ
ერთი საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაო პროექტი შიფრული სახელწოდებით «Поплин», რომელიც
ხელის ტყვიამფრქვევის შექმნას ეხებოდა. ზუსტად ამავე პერიოდში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება
დამოკლებული ავტომატის შექმნაზე, რომელსაც კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე გადასცემდნენ
შესაბამის დანაყოფებს და უწყებებს. ამ პროექტს მიენიჭა შიფრი „Модерн“. (ჩვენ ამ პროექტის
შესახებ ვრცლად ვისაუბრეთ სამ ნაწილიან სტატიში კონკურსი [„Модерн„ და ყველაფერი მის
შესახებ] ამიტომ აქ აღარ შევეხებით ამ თემას). შეგიძლიათ იხილოთ ბმულები:
1973 წლის ივლისში დამზადდა გადამუშავებული А-3 და მის
ბაზაზე შექმნილი კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევი სამუშაო სახელწოდებით П-3, რომელიც
საპოლიგონო გამოცდებზე იქნა გაგზავნილი. გადამუშავებული ავტომატის (А-3) გამოცდაში
ჩაერთო სამხედრო საჰაერო დესანტის (ВДВ) ოცეული. მუდმივი (არასაკეცი) კონდახიანი მოდელის გარდა, რომელიც
გათვლილი იყო მოტომსროლელთათვის, მომზადდა
ასევე А-3-ის ვარიანტი საჰაერო-სადესანტო ჯარისთვის (ВДВ). აღნიშნული მოდელები იყო
საკეცი დუგლუგით და მათი წარდგენა მოხდა 2 ვარიანტის სახით: 1. АКМС -ის ანალოგიური
დუგლუგით, რომელიც ლულის კოლოფის ქვემოთ იკეცებოდა;
2. ახალი კონსტრუქციის მეტალის სამკუთხა ფორმის ჩარჩოსებრი საკეცი დუგლუგით, რომელიც ლულის კოლოფის გასწვრივ მარჯვენა მხარეს იკეცებოდა. დუგლუგის ზედა ნაწილზე დამაგრებული იყო ტყავის თერმოიზოლირებული სალოყე ბალიში, რომელიც ცივ (ასევე ცხელ) კლიმატურ პირობებში დამატებით კომფორტს შეუქმნიდა მსროლელს.
2. ახალი კონსტრუქციის მეტალის სამკუთხა ფორმის ჩარჩოსებრი საკეცი დუგლუგით, რომელიც ლულის კოლოფის გასწვრივ მარჯვენა მხარეს იკეცებოდა. დუგლუგის ზედა ნაწილზე დამაგრებული იყო ტყავის თერმოიზოლირებული სალოყე ბალიში, რომელიც ცივ (ასევე ცხელ) კლიმატურ პირობებში დამატებით კომფორტს შეუქმნიდა მსროლელს.
დამატებით კალაშნიკოვის ჯგუფმა გამოსაცდელად წარმოადგინა
ეგზემპლარები, რომელთა ფურნიტურაც (არასაკეცი კონდახი, ტიბჟირი, ლულის ზედსადები) თერმორეაქტიული
პლასტმასისგან (Реактопласт) და მინაბოჩკოვანი შემავსებლით ფორმირებული პლასტმასისგან
(მარკით АГ-4С და ДСВ-4-Р-2М) იყო დამზადებული.
ფოტოზე გამოსახულია არასრულად დაშლილი А-3 საცდელი ეგზემპლარი პლასტმასის ფურნიტურით
პლასტმასის დეტალების დამზადება ხდებოდა სპეციალური პრესების გამოყენებით. ასეთ ტიბჟირს
გააჩნდა თბოიზოლაციური ეკრანი, რომელიც ავტომატური ჯერებით სროლისას უფრო ნაკლებად
ხურდებოდა, ვიდრე ხის ტიბჟირი.
კალაშნიკოვის ხელის ტყიამფრქვევი П-3 წარმოდგენილ იქნა ორი სახით
არასაკეცი და საკეცი კონდახით, რომელიც РПК და РПКС
-ის იდენტური იყო. მთავარ სხვაობას წარმოადგენდა ლულის ბოლოში დამაგრებული მოკლე ალმქრობი.
რიგი ტყვიამფრქვევები და ასევე ავტომატები აღჭურვილი იყო ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს
განთავსებული ღამის ხედვის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობის (НСП-3 / НСПУ) სამაგრით.
მთავარი სარაკტო-საარტილერიო სამმართველოს (ГРАУ) და
სახმელეთო ჯარების საბრძოლო მომზადების მთავარი სამმართველოს მიერ გაიწერა დასკვნა,
რომელიც დათარიღებული იყო 1973 წლის 7 და
10 მაისით. დასკვნაში ეწერა, რომ 7,62მმ-ანი ვაზნის (7,62х39) და ავტომატ АКМ-ის შემცვლელად
რეკომენდირებულია 5,45მმ-ანი ვაზნა (5,45х39) და ამ ვაზნაზე გათვლილი მ.ტ. კალაშნიკოვის
ავტომატის შეიარაღებაში მიღება მანამდე, სანამ არ მოხდება უფრო ეფექტური და ექსპლუატაციური
კუთხით უფრო დახვეწილი ავტომატის შემუშავება. აღნიშნული დასკვნდან ჩანს, რომ 5,45х39 ვაზნაზე გათვლილი
მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატის (А-3) შეიარაღებაში მიღება წარმოადგენდა დროებით გამოსავალს,
რადგანაც საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრო არ აღიქვამდა ამ იარღს როგორც სერიოზულ
წინსვლას და АКМ–თან შედარებით 30% -ით გაუმჯობესებული საბრძოლო ეფექტურობა არ აკმაყოფილებდათ.
5,45მმ-ანი კომპლექსის (ავტომატი+ხელის ტყვიამფრქვევი) შეიარაღებაში მიღების კიდევ
ერთერთ მთავარ მომენტს წარმოადგენდა ის ფაქტიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წინ
იყო საბჭოთა კავშირზე და უკვე ჰქონდა შეიარაღებაში დაბალიმპულისან ვაზნაზე გათვლილი
მოიერიშე შაშხანა. სწორედ ამიტომ მაქსიმალურად შეეცადნენ დაეჩქარებინათ პროცესი და
რაც შეიძლება სწრაფად მოეხდინათ ახალი კომპლექსის შეიარაღებაში მიღება.
1973 წლის ნოემბერში საბოლოოდ დაასრულდა კალაშნიკოვის
ავტომატის (А-3) და ხელის ტყვიამფრქვევის (П-3) გამოცდები, რომელზეც გადამუშავებული
ლულით აღჭურვილი ეგეზმპლარები გამოცადეს. გადამუშავების შედეგად ლულა გახდა უფრო გამძლე
და მის არხში წყლის არსებობა აღარ უქმნიდა საფრთხეს. ასევე გადამუშავებული ლულის წყალობით
ავტომატური ჯერებით სროლის შემთხვევაში მცირედით გაიზარდა ტყვიების შეჯგუფება. რაც
შეეხება პლასტმასის ფურნიტურით აღჭურვილ ეგზემპლარებს, მათ ვერ გაიარეს გამოცდები.
გარდა ამისა იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში არ იყო იარაღის დეტალების პლასტმასით დამზადების
ტექნოლოგიები კარგად განვითარებული და საკმაოდ ძვირი ჯდებოდა მასიური კონდახის, ტიბჟირის/ლულის
ზედსადების დამზადება პლასტმასის გამოყენებით. შესაბამისად გადაწყდა, რომ მხოლოდ ხის ფურნიტურით აღჭურვილი მოდელები წავიდოდა
შეიარაღებაში. ხის ფურნიტურით აღჭურვილი ავტომატების
წონა შეადგენდა 3,3 კგ-ს ცარიელი მჭიდით, რაც ვერანაირად ვერ ჯდებოდა საკონკურსო ტაქტიკურ-ტექნიკურ
მოთხოვნებში (მოთხოვნების თანახმად იარაღის წონა უნდა ყოფილიყო 2,5კგ), თუმცა ამაზე
თვალს ხუჭავდნენ. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონკურსის სახელწოდება იყო "სიმსუბუქე".
ვ.ს. დეიკინის დასკვნის თავფურცელი
1973 წლის მიწურულს საბჭოთა კავშირის მთავარი
სარეკეტო-საარტილერიო სამმართველოს მესამე განყოფილების პოლკოვნიკ-ინჟინერმა ვ.ს. დეიკინმა
(გეცნობათ ხო ეს სახელი და გვარი? ეს ის დეიკინია ვინც უკვე წლებია კალაშნიკოვის ავტომატის
ყველა მოდელის გამოცდის შემდეგ ამზადებდა დასკვნას) მოამზადა საბოლოო დასკვნა, რომელიც
ეხებოდა მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატს (А-3)
და ხელის ტყვიამფრქვევს (П-3).
ფოტოზე მარცხნივ ვ.ს. დეიკინი, მარჯვნივ მ.ტ. კალაშნიკოვი
ვ.ს. დეიკინის მიერ მომზადებული დასკვნა 1973 წლის 6 დეკემბერს ხელმოწერით დაამტკიცა საბჭოთა კავშირის მთავარი
სარეკეტო-საარტილერიო სამმართველოს (ГРАУ) ხელმძღვანელმა, არტილერიის მარშალმა პ. კულეშოვმა
(П. Кулешов).
პ.კულეშოვი
1974 წლის 18 იანვრით დათარიღებულ იქნა საბჭოთა კავშირის
კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ЦК КПСС) და მინისტრთა საბჭოს რეზოლუცია
№54-29, რომელის თანახმად საბჭოთა კავშირის არმიის შეიარაღებაში
კომპლექსურად უნდა მიეღოთ:
·
5,45მმ-ანი
ვაზნა (5,45х39) ჩვეულებრივი ფოლადის გულარიანი ტყვიით 5,45 ПС და ასევე
ვაზნა მგეზავი (ე.წ. ტრასირი) ტყვიით 5,45 Т;
·
მ.ტ.
კალაშნიკოვის გადამუშავებული ავტომატი А-3 მუდმივი (არასაკეცი) კონდახით, როემლსაც
მიენიჭა სახელწოდება „АК74“ («5,45-мм автомат Калашникова образца 1974 г.»)
და მისი ვარიანტი ოპტიკური სამიზნე მოწყობილობის სამაგრით (სახელწოდება АК74Н);
·
მ.ტ.
კალაშნიკოვის ავტომატი მეტალისგან დამზადებული ჩარჩოსებური საკეცი დუგლუგით, რომელსაც
მიენიჭა სახელწოდება „АКС74“ და მისი ვარიანტი ოპტიკური სამიზნე მოწყობილობის სამაგრით
(სახელწოდება АКС74Н);
·
ხელის
ტყვიამფრქვევი ხის არასაკეცი კონდახით „РПК74“ და მისი ვარიანტი ოპტიკური სამიზნე მოწყობილობის
სამაგრით (სახელწოდებაРПК74Н);
·
ხელის
ტყვიამფრქვევი ხის საკეცი კონდახით „РПКС74“ და მისი ვარიანტი ოპტიკური სამიზნე მოწყობილობის
სამაგრით (სახელწოდებაРПКС74Н);
აღნიშნულ რეზოლუციას მოჰყვა 1974 წლის 18 მარტით დათარიღებული
ბრძანება №049, რომელსაც საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი ანდრეი გრეჩკო (Андре́й
Анто́нович Гре́чко) აწერდა ხელს.
შეიარაღებაში მიღების შემდეგ იარაღეის მოდელებს მიენიჭა
მთავარი საარტილერიო სამმართველოს ინდექსები: ქვემოთ მოყვანილია ინდექსების ცხრილი:
ზემოაღნიშნული დოკუმენტაციების ხელის მოწერის შემდეგ
უნდა დაწყებულიყო 5,45 მმ-ან ვაზნაზე (5,45х39) გათვლილი ავტომატების (АК74,
АК74Н. АКС74, АКС74Н) მასიური წარმოება, რომელიც 1975 წლიდან აიღებდა სტარტს იჟევსკის
მანქანამშენებელ ქარხანაში (ИжМаш) АКМ -ის საწარმოო ბაზაზე, ისე, რომ პარალელურად
გაგრძელდებდა 7,62მმ-ან ვაზნაზე (7,62х39) გათვლილი АКМ -ების წარმოება. ხელის ტყვიამფრქვევების
(РПК74, РПК74Н, РПКС74, РПКС74Н) მასიურ წარმოებას კი დაიწყებდნენ ქარხანა „Молот“
-ში, რომელიც მდებარეობდა „ვიატსკიე პოლიანი“-ში.
საგამოცდო კონკურსის დამთავრება კიდევ ერთ დიდ წარმატებას
ნიშნავდა, მაგრამ წინ არანაკლებ რთული და გამომწვევი სამუშაოები იყო, რომელიც АК74/РПК74 -ის საწარმოო ხაზის დამუშავებას და წარმოების დაწყებას
უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი დასრულდა, რიგი კონსტრუქტორები, მაინც
აგრძელებდნენ დამოუკიდებელ მუშაობას, რომელიც მცირეიმპულისან ვაზნაზე გათვლილ ეფექტური
ავტომატის შექმნას ეხებოდა. ამის შესახებ ჩვენ სტატიის მომდევნო ნაწილში მოგითხრობთ.
No comments:
Post a Comment