რუმინული Carpati Md.74 (Carpați Md.1974) და Carpati Mod.95

70-ანი წლების დასაწყისში რუმინეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არმია და პოლიცა შეიარაღებულიყო საკუთარი წარმოების ახალი თვითდამტენი პისტოლეტით. დავალება ახალი პისტოლეტის შემუშავებაზე მიიღო რუმინული ფაბრიკის „Fabrica de Arme Cugir“ საკონსტრუქტორო ჯგუფმა. პისტოლეტი ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნის შესაბამისად უნდა ყოფილიყო მარტივი კონსტრუქციის, მასში უნდა გამოყენებულიყო 7,65მმ ბრაუნინგის ვაზნა (.32ACP) და მჭიდის ტევადობა არ უნდა ყოფილიყო 8 ცალ ვაზნაზე ნაკლები. საკონსტრუქტორო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ახალი პისტოლეტის საფუძვლად აეღოთ Walther PP და PPK. ახალ პისტოლეტს უნდა შეეცვალა რუმინეთის არმიის შეიარაღებაში არსებული მოძველებული ტოკარევის სისტემის პისტოლეტი, რომელიც საბჭოთა ლიცენზიით იწარმოებოდა რუმინეთში.
1973 წელს მზად იყო პისტოლეტის საცდელი ვარიანტი, რომელიც დაექვემდებარა სამხედრო ტესტირებებს და გამოცდებს. ხოლო 1974 წელს ოფიციალურად იქნა მიღებული რუმინეთის არმიის და სამართალდამცავი ორგანოების შეიარაღებაში. პისტოლეტს მიენიჭა სახელწოდება „Pistolul calibrul 7,65mm Md.1974“ (შემოკლებით Carpați Md.74) ვინაიდან პისტოლეტის წარმოება ხდებოდა ფაბრიკაში „Fabrica de Arme Cugir“, მის აღნიშნვას ხშირად წინ ერთვოდა ფაბრიკის სახელწოდება (Cugir Carpați Md.74).
 
 პისტოლეტი Carpati Md.74
 
Carpati Md.74 იყენებდა თავისუფალი საკეტის პრინციპს. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ორმაგი მოქმედების (ე.წ. DA) და გააჩნდა ღია ჩახმახი. ჩახმახის შეყენება შესაძლებელი იყო ხელითაც, ხოლო მისი უსაფრთხო დაშვება ავტომატურად ხდებოდა დროშისებური მცველის გააქტიურებით, რომელიც პისტოლეტის საკეტის უკანა გვერდით ნაწილში მარცხენა მხარეს იყო განთავსებული.
 
პისტოლეტი იყო საკმაოდ მსუბუქი, რადგანაც მისი ჩარჩო ალუმინის შენადნობისგან იქნა დამზადებული. ასევე ალუმინისგან მზადდებოდა 8 ცალ ვაზნაზე გათვლილი ერთრიგიანი მჭიდის ქუსლი.
 
პისტოლეტის მჭიდი
 
პისტოლეტის ტარში მჭიდის დაფიქსირება ხდებოდა ტარს ქვემოთ განთავსებული ღილაკ-ფიქსატორის მეშვეობით. უჩვეულო ფორმის იყო პისტოლეტის ტარი, რომელსაც წინა მხარეს გააჩნდა მომრგვალებული „მუცელი“.
 
Carpati Md.74-ის წარმოება გაგრძელდა 2000-ანი წლების დასაწყისამდე. ოფიციალურად პისტოლეტი დღესაც იმყოფება შეიარაღებაში, თუმცა უმეტესი ნაწილი დასაწყობებულია, რადგანაც რუმინეთის არმია ძირითადად Glock 17-ით შეიარაღდა.  Carpati Md.74-ს უფრო ხშირად პოლიციელების და ჟანდარმერიის რიგებში შეხვდებით.
 
პისტოლეტი Сarpati Mod.95
 
1990-ანი წლების შუალედში საექპორტოდ შემუავდა პისტოლეტის კომერციული ვარიანტი, სახელწოდებით „Сarpati Mod.95“, რომელიც გათვლილი იყო 9მმ-ან ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე 9x17 Browning Kurz (.380АСР). აღნიშნულ მოდელს გააჩნდა ფოლადის ჩარჩო, განსხავევბული მოყვანილობის ტარი და ორმხრივი დროშისებური მცველი.
 

No comments:

Post a Comment