Showing posts with label ცივი იარაღი. Show all posts
Showing posts with label ცივი იარაღი. Show all posts

ექსპერიმენტალური ხიშტ-დანა Seitengewehr-42

Seitengewehr-42

მეორე მსოფლიო ომის დროს, კონკრეტულად კი 1942 წელს იმპერიის სამეცნიერო-კვლევითი საბჭოს (Reichsforschungsrat - სპეციალური ორგანო, რომელიც ექვემდებარებოდა შეიარაღების და სამხედრო მრეწველობის სამინისტროს. იგი პასუხისმგებელი იყო ახალი იარაღების შემუშავებაზე) და ვერმახტის სახმელეთო ჯარების შეიარაღების სამმართველოს (HWaA - Heereswaffenamt) ერთობილივი ძალებით დაწყებულ იქნა სამუშაოები, რომელიც ეხებოდა ხიშტ-დანის ახალი მოდელის შექმნას.

ძირითად ამოცანას წარმოადგენდა ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც ჩაანაცვლებდა შეიარაღებაში არსებულ მოძველებულ ხიშტ-დანას M1884/98. ყველაზე მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენდა ის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო როგორც საშტატო ხიშტ-დანის სახით კარაბინისთვის „Karabiner 98“ (Kar98) და ასევე ახლო ბრძოლაში (როგორც გერმანელები უწოდებდნენ Nahrkampfmesser) გამოსაყენებლი სასანგრე დანის სახით.

ზოლინგენში მდებარე კომპანია „Carl Eickhorn“-თან თანამშრომლობის შედეგად საკმაოდ მოკლე ვადაში შემუშავდა იმ პერიოდისათვის ახალი და უანალოგო ხიშტ-დანა, რომელსაც მიენიჭა ოფიციალური სახელწოდება "Seitengewehr-42" (შემოკლებით SG-42).

დანის პირს მარტივად შეეძლო მოწინააღმდეგე მებრძოლის ზამთრის უნიფორმის გაჭრა. ამას გარდა ხიშტ-დანის სახელურში ინახებოდა სპეციალური მოხსნადი მოდული, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა ინსტრუმენტებს (სახრახნისი, მახათი, სახსნელი, მცირე ზომის დანა). ხიშტ-დანის ქარაქშზე გაკეთებული იყო სამაგრი, რომლის მეშვებითაც შესაძლებელი იყო მისი ჩამოკიდება მებრძოლისთვის მოსახერხებელ ადგილას.

ხიშტ-დანის SG-42 სახელური და ქარქაში მზადდებოდა ბაკელიტისგან. სახელურის თავზე შესრულებული იყო Т-სებური ღარი და ზამბარიანი ჩამკეტი. გარკვეული წყაროების თანახმად კომპანია „Carl Eickhorn“-ის მიერ დამზადებულ იქნა დაახლოებით 7000 ცალი ხიშტ-დანა. ამ პარტიის ყველა ეგზემპლარს გააჩნდა ორი ტიპის დამღა მწარმოებლი ქარხნის კოდური აღნიშვნა „cof“ და შეიარაღებაში მიღების დამღა ეგრეთ წოდებული ვაფენამტი „WaA 519“.

აღსანიშნავია, რომ ინსტრუმენტების ნაკრების მოდული, რომელიც ინახებოდა ხიშტ-დანის სახელურში, მზადდებოდა ცალკე ფაბრიკაში. კერძოდ ზოლინგენში მდებარე „Robert Klaas“-ში. შესაბამისად მოდულს დატანილი ჰქონდა შესაბამისი საწარმოს კოდირებული აღნიშვნა დამღის სახით „ltk“.

მიუხედავად იმისა, რომ ხიშტ-დანამ SG-42 დიდი მოწონება დაიმსახურა და მას ჰქონდა პოზიტიური გამოხმაურებები მებრძოლებისგან, იგი არ წავიდა მასიურ წარმოებაში. ამის მიზეზი იყო წარმოების სირთულე და მაღალი თვითღირებულება. ასევე ტექნოლოგიურობის მხრივ ხიშტ-დანის დამზადებას ესაჭიროებოდა როგორც მინიმუმ სამი სხვადასხვა  მწარმოებლის კოოპერაცია (თანამშრომლობა). ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ ხიშტ-დანა იმ პერიოდისთვის გაცილებით ნაკლებ პრიორიტეტს წარმოადგენდა, ვიდრე სხვა ტიპის იარაღის და საბრძოლო მასალის წარმოება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე უარი თქვეს მის შემდგომ წარმოებაზე.

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები (ტტმ)

საერთო სიგრძე:

303 მმ

პირის სიგრძე:

177 მმ

პირის სიგანე:

26 მმ

პირის სისქე:

4 მმ

ქარაქშის სიგრძე:

190 მმ

მთლიანი წონა:

487 გრამი

მხოლოდ ხიშტ-დანის წონა ინსტრუმენტების მოდულთან ერთად:

361 გრამი

ქარქაშის წონა:

126 გრამი

ინსტრუმენტების მოდულის წონა:

98 გრამი

სუდანური ხიშტ-დანა AR-10-სთვის (Model 1959)

1958 წელს სუდანის არმიამ შეიძინა იუჯინ სტოუნერის კონსტრუქციის 2508 ცალი შაშხანა AR-10, რომელიც დამზადდა ჰოლანდიური კომპანიის Staatsbedrijf Artillerie Inrichtingen Hembrug-Zaandam (შემოკლებით A.I.) მიერ. აღნიშნული შაშხანებისთვის დადგა ხიშტ-დანებით დაკომპლექტების საჭიროება, ამიტომ ამერიკულმა კომპანიამ International Armament Corporation (Interamrco) მიმართა პარტნიორებს გერმანიაში და დაუკვეთა ხიშტ-დანების დამზადება. 

გერმანელებმა არჩევანი გააკეთეს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (კონკრეტულად კი 1942 წელს) შემუშავებულ ექსპერიმენტალურ ხიშტ-დანაზე Seitengewehr 42 (SG-42). ფაქტიურად გერმანელებმა თაროდან ჩამოიღეს ძველი ნამუშევარი და ახალი სიცოცხლე ჩაბერეს.

სუდანისთვის განკუთვნილ ხიშტ-დანას, ისევე როგორც ექსპერიმენტალურ SG-42-ს, გააჩნდა სახელურში მოთავსებული მოოხსნადი მოდული, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა დამხმარე ინსტრუმენტებს.

ხიშტ დანის საერთო სიგრძე შეადგენდა 330მმ-ს. დანის პირი იყო ორლესილი რომბესიებური კვეთით რომლის სიგრძეც შეადგენდა 200მმ-ს, სიგანე კი 27მმ-ს. სახელური წარმოადგენდა 2 ცალი დამოუკიდებელ დეტალს (მარჯვენა და მარცხენა). იგი დამაგრებული იყო 3 ცალი ხრახნის მეშვეობით. სახელურის თავაკზე გაკეთებული იყო Т-სებური ღარი და ზამბარიანი ჩამკეტი.

ხიშტ-დანის პირის მარცხენა მხარეს, ფუძესთან  არსებული მარკირება წარმოადგენდა ტექსტურ ცნობებს შემდეგი სახით „Interarmsco. reg. pat. Germany“ (მწარმოებელი, მოდელის საპატენტო რეგისტრაცია და მწარმოებელი ქვეყანა). მეორე მხარეს დატანილი იყო ხიშტ-დანის ნომერი.

ხიშტ-დანა Type 81

 ხიშტ-დანა Type 81

1970-ან წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიისთვის დაწყებულ იქნა მუშაობა ახალ საიერიშო შაშხანაზე, რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა შეიარაღებაში არსებული კალაშნიკოვის ავტომატის ჩინური კლონი „Type 56“. 1980-ან წლების დასაწყისში გამოჩნდა ახალი საიერიშო შაშხანა, რომელიც შეიარაღებაში წავიდა აღნიშვნით „Type 81“.

Type 81 -ის სერიული წარმოება დაიწყო 1983 წელს და მასთან ერთად შეიარაღებაში მიიღეს ასევე საიერიშო შაშხანისთვის განკუთვნილი ხიშტ-დანა რომელსაც ცალ მხარეს ჰქონდა საჭრელი პირი, ხოლო გვერდებზე ორივე მხრიდან გასდევდა 2-2 ცალი ღარი.

სახელურის ლოყები შესრულებული იყო დარტყმაგამძლე პლასტმასისგან და შედგებოდა 2 ცალი (მარჯვენა და მარცხენა მხარისგან). ლოყები სახელურზე დამაგრებული იყო 1 ცალი მოქლონით (ე.წ. ზაკლიოპკა). ხიშტ დანას ვადის ადგილას დამაგრებული ჰქონდა რგოლისებური ჯვრიანა, რომლის შიდა მილიმეტრი შეადგენდა 22მმ-ს.

სახელურს თავაკში შესრულებული ჰქონდა Т-სებური ღარი, რომელშიც იჯდა სპირალისებური ხვეულა ზამბარა  და ღილაკისებური ფიქსატორი. ღილაკ-ფიქსატორი ხიშტ-დანის შაშხანის ლულაზე დამაგრებისას ახდენდა მის საიმედოდ დაფიქსირებას.

ქარქაში დამზადებული იყო ასევე დარტყმაგამძლე პლასტმასისგან, რომელზეც მაგრდებოდა ნაჭრის ქსოვლით და ვინილით არმირებული საკიდი ღვედი. ხიშტ-დანის საერთო სიგრძე შეადგენდა 298მმ-ს, პირის სიგრძე 170მმ-ს, ხოლო პირის სიმაღლე 24მმ-ს.

„Frogman“ - საბრძოლო დანა ბუნდესვერის აკვალანგისტებისთვის

1960-ან წლებში ძირძველმა გერმანულმა დანების მწარმოებელმა კომპანია  „PUMA” -მ დაიწყო საბრძოლო დანის წარმოება სახელწოდებით „Frogman“ (მყვინთავი). აღნიშნული დანა 1969 წელს ოფიციალურად იქნა მიღებული ბუნდესვერის სამხედრო მცურავ-აკვალანგისტების შეიარაღებაში. გარკვეული ნაწილი კი მოხვდა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სამხედრო საზღვაო ძალების მყვინთავების დანაყოფში.

„Frogman“ -ს გააჩნია ხანჯლისებური მოყვანილობის პირი რომლის სიგრძე შეადგენს 181მმ-ს. ხოლო დანის საერთო სიგრძე არის 310 მმ. იმისათვის, რომ დანის პირს ჰქონოდა მეტი სიმტკიცე, გამოყენებულ იქნა საკმაოდ მსხვილი პირი, რომლის სისქე 6მმ-ს შეადგენდა. დანის პირი ალესილი იყო ცალ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს ჰქონდა  ხერხისებური ნაჭდევები, რომლის დანიშნულებაც იყო მეტალის გახერხვა. დანის ტარი დამზადებული იყო შავი ან ნარინჯისფერი პლასტმასისგან, რომელსაც ჰქონდა მომრგვალებული ფორმა. ხელის უკეთ მოჭიდებისათვის ტარზე შესრულებული იყო რგოლისებური გამონაზარდები.
„Frogman“ აღჭურვილი იყო ალუმინისგან დამზადებული ქარქაშით. რომელზეც შავი ფერის ლაკის საკმაოდ სქელი ფენა იყო დატანილი. ქარქაშს გაჩნდა ჩამოსაკიდი რგოლები და ფიქსატორი, რომლითაც დანის ტარი ფიქსირდებოდა.
ითვლება, რომ „Frogman“  შექმნის მომენტისთვის იყო უკვე მოძველებული, რადგანაც გააჩნდა ნახევრადმომრგვალებული მეტალის ვადა (ე.წ. ჯვარედი), რომელიც ტარის ნახევარ მხარეს ფარავდა. საერთო ჯამში სამხედროებს დანის მიმართ  არ ჰქონდათ პრეტენზიები, რადგანაც მისი პირი ძალიან კარგად უზრუნველყოფდა მჩხვლეტავი იარაღის სახით გამოყენების შესაძლებლობას. მომრგვალებული ვადას კი იყენებდნენ როგორც საჯიგველს (ე.წ. კასტეტი). მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, აკვალანგისტის დანა არ იყო შექმნილი ხელჩართული ბრძოლისთვის. მის დანიშნულებას წარმოადგნდა წყალქვეშ სხვადასხვა სამუშაობის განხორციელება, მაგალითად როგორიც არის წყალმცენარეების, ბაგირების, სადენების, შლანგების და ბადეების გადაჭრა.  როგორც უკვე ავღნიშნეთ დანა „Frogman“ 1969 წელს იქნა შეიარღებაში მიღებული და ბუნდესვერის შეიარაღებაში ირიცხებოდა 1978 წლის ჩათვლით.