ხიშტ-დანა Type 81

 ხიშტ-დანა Type 81

1970-ან წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიისთვის დაწყებულ იქნა მუშაობა ახალ საიერიშო შაშხანაზე, რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა შეიარაღებაში არსებული კალაშნიკოვის ავტომატის ჩინური კლონი „Type 56“. 1980-ან წლების დასაწყისში გამოჩნდა ახალი საიერიშო შაშხანა, რომელიც შეიარაღებაში წავიდა აღნიშვნით „Type 81“.

Type 81 -ის სერიული წარმოება დაიწყო 1983 წელს და მასთან ერთად შეიარაღებაში მიიღეს ასევე საიერიშო შაშხანისთვის განკუთვნილი ხიშტ-დანა რომელსაც ცალ მხარეს ჰქონდა საჭრელი პირი, ხოლო გვერდებზე ორივე მხრიდან გასდევდა 2-2 ცალი ღარი.

სახელურის ლოყები შესრულებული იყო დარტყმაგამძლე პლასტმასისგან და შედგებოდა 2 ცალი (მარჯვენა და მარცხენა მხარისგან). ლოყები სახელურზე დამაგრებული იყო 1 ცალი მოქლონით (ე.წ. ზაკლიოპკა). ხიშტ დანას ვადის ადგილას დამაგრებული ჰქონდა რგოლისებური ჯვრიანა, რომლის შიდა მილიმეტრი შეადგენდა 22მმ-ს.

სახელურს თავაკში შესრულებული ჰქონდა Т-სებური ღარი, რომელშიც იჯდა სპირალისებური ხვეულა ზამბარა  და ღილაკისებური ფიქსატორი. ღილაკ-ფიქსატორი ხიშტ-დანის შაშხანის ლულაზე დამაგრებისას ახდენდა მის საიმედოდ დაფიქსირებას.

ქარქაში დამზადებული იყო ასევე დარტყმაგამძლე პლასტმასისგან, რომელზეც მაგრდებოდა ნაჭრის ქსოვლით და ვინილით არმირებული საკიდი ღვედი. ხიშტ-დანის საერთო სიგრძე შეადგენდა 298მმ-ს, პირის სიგრძე 170მმ-ს, ხოლო პირის სიმაღლე 24მმ-ს.

No comments:

Post a Comment