90-ანი
წლების დასაწყისში ქალაქ ტულის სპორტული და სანადირო იარაღის ცენტრალურ კვლევით-საკონსტრუქტორო
ბიუროში (ЦКИБ СОО) ვალერი ტელეშმა (Валерий Телеш) და იური ლებედევმა (Юрий
Лебедев) შეიმუშავეს მცირეგაბარიტიანი ავტომატი, რომელიც 9x39მმ-ან ვაზნაზე იყო გათვლილი.
მათ სხვა საკონსტრუქტორო ბიუროებისგან განსხვავებით ახალი ავტომატის საფუძვლად აიღეს
ყველასათვის ცნობილი კალაშნიკოვის სისტემის დამოკლებული იარაღი АКС-74У. იარაღს მიენიჭა
აღნიშვნა ОЦ-12 „Тисс“.
კონსტრუქციული თვალსაზრისით ОЦ-12 „Тисс“ ძირითადად იმეორებდა АКС-74У -ს აგებულებას და მექანიზმს. მთავარ სხვაობას წარმოადგენდა:
1. გამოყენებული ვაზნა 9x39მმ, ნაცვლად 5,45x39მმ-ანი ვაზნისა. 2. შესაბამისად სხვაობა იყო საკეტის სარკეში და ექსტრაქტორის კბილში, რომელიც მსხვილი დაიმატერის მასრაზე იყო გათვლილი; 3. მესამე სხვაობას წარმოადგენდა 9მმ-ანი ლულია; 4. სხვაობას 20 ცალ ვაზნაზე გათვლილი ფოლადისგან დაბეჭდილი ნეკნებიანი მჭიდი;
5. უკანა სამიზნე მოწყობილობა, რომელიც გადანაცვლდა ლულის კოლოფის თავსაფრის უკანა
ნაწილში; 6. ცილინდრული ფორმის ლულის მუხრუჭი, რომელიც განსხვავდებოდა АКС-74У -ს კონუსისებური
ალმქრობისგან.
გარკვეულ წყაროებში ავტომატი აღნიშნულია, როგორც „ОЦ-11“, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ამ ინდექსით დამზადდა რევოლვერი. სტატია ამ რევოლვერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე რევოლვერი ОЦ-11 „Никель“.
ОЦ-12 -ის პარალელურად სამუშაოები მსგავსი კონფიგურაციის ავტომატზე მიმდინარეობდა ზუსტი მანქანამშენებლობის ცენტრალურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (ЦНИИТочмаш), სადაც შემუშავდა ავტომატი СР-3 „Вихрь“.
იგი ფაქტიურად წარმოადგენდა შეიარაღებაში არსებული АС „Вал“-ის მოდიფიკაციას ინტეგრირებული მაყუჩის გარეშე. ქალაქ ტულის ხელსაწყომშენებელ საკონსტრუქტორო ბიუროში (КБ Приборостроения) კი შექიმნა სპეციალური ავტომატი აღნიშვნით 9А-91.
1992-1993 წლებში გაიმართა ახალი ავტომატის ОЦ-12 საგამოცდო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ОЦ-12-მა აჩვენა საკმაოდ კარგი შედგები. ამავდროულად მას ჰქონდა ის უპირატესობა, რომ დეტალების დიდი ნაწილი უნიფიცირებული იყო АКС74У-სთან, რაც გაადვიელებდა მის სერიულ წარმოებას უკვე არსებული საწარმოო ხაზების გამოყენებით. ამას გარდა მოსამსახურე პერსონალის გადამზადებაც არ იქნებოდა საჭირო, რადგან ყველა იცნობდა АКС74У-ს კონსქტრუქციას და მის საექსპლუატაციო თვისებებს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა საბოლოოდ ОЦ-12-მა ვერ მოიკიდა ფეხი ძალოვან უწყებებში და მხოლოდ მცირე სერიული პარტიის დამზადებით შემოიფარგლა მისი კარიერა. შესაბამისად 90-ანი წლების შუა პერიოდში საბოლოოდ უარი თქვეს მის წარმოებაზე. გარკვეულ წყაროებს თუ დავუჯერებთ სულ წარმოება შემოიფარგლა მხოლოდ რამოდენიმე ცალი (20-30) ეგზემპლარით. ხოლო რიგ წყაროებში გვხვდება ინფორმაცია, რომ რომოდენიმე ასეული (150-200) ეგზემპლარი დამზადდა და გადაეცა რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს (МВД). არც მისი ოფიციალურად გამოყენების შესახებ გვხდება რაიმე უტყუარი ცნობები.
რაც
შეეხება ОЦ-12 -ის კონკურენტებს, კერძოდ СР-3 „Вихрь“-ს და 9А-91-ს, მათი წარმოება
მცირე სერიულ პარტიებად განხორციელდა და გარკვეული გადამუშავების შემდეგ სხვადასხვა
ძალოვან უწყებების იოფიციალურ შეიარაღებაშიც მოხვდა.
შეიძლება ითქვას, რომ ОЦ-12 -ის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა 2005-2009 წელს კონცენრ ნაკალაშნიკოვის მიერ შექმნილი 9х39მმ-ან ვაზნაზე გათვლილი ავტომატი სამუშაო სახელწოდებით АК-9, რომელიც წარმოადგენდა გათანამედროვებულ ОЦ-12-ს პლასტმასის ფურნიტურით და პიკატინის თამასით. თუმცა მისი წინამორბედის მსგავსად არც იგი წასულა სერიულ წარმოებაში.
No comments:
Post a Comment