Showing posts with label პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები. Show all posts
Showing posts with label პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები. Show all posts

Orița M1941 და M1948

 სულ ადრეული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Orița M1941

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში რუმინეთის არმია ძირითადად იყენებდა მაუზერის გრძივად მოსრიალე საკეტის პრინციპით (ე.წ. Bolt Action) მომუშავე შაშხანებს და ჩეხოსლოვაკიურ ტყვიამფრქვევებს ZB-30. ორივე იარაღი კარგ შედეგებს აჩვენებდა ბრძოლის ველზე, თუმცა არმიის რიგებში დადგა მსუბუქი ავტომატური იარაღის მიღების საჭიროება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ შექმნილიყო 9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომლითაც შეიარაღდებოდნენ გარკვეული დანაყოფები და მებრძოლები.


Marin Orița

რუმინეთის არმიისთვის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნაში ჩაერთო წარმოშობით ჩეხი მეიარაღე ლეოპოლდ იაშეკი (Leopold Jašek) და რუმინელი ნიკოლაე სტერკა (Nicolae Sterca). პროექტის პირადად ხელმძღვანელობდა რუმინეთის არმიის სამხედრო-ტექნიკური კორპუსის კაპიტანი მარინ ორიცა (Marin Orița).

1941 წელს სახელმწიფო არსენალმა რომელიც ცნობილი იყო სახელწოდებით Cugir დაიწყო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის წარმოება აღნიშვნით Orița M1941. ახალი იარაღის წარმოებაში ასევე ჩაერთო რუმინული ფაბრიკა CMC Uzinele Metalurgice Copșa Mică.

მოგვიანებით გამოშვებული (1948 წელს) გადამუშავებული მოდიფიკაცია, რომელსაც ღილაკისებური მცველის მაგივრად გაუკეთეს სასხლეტი კავის უკან კლავიშიებური მცველის ბერკეტი. მსროლელი აღნიშნულ ბერკეტზე ხელის მოჭერით თიშავდა მცველს. ამას გარდა სამიზნე მოწყობილობა გამარტივდა და გათვლილი იყო 100 და 200 მეტრამდე სასროლათ. 

ფოტოზე ჩანს თუ როგორ მუშაობდა კლავიშისებური მცველის ბერკეტი

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Orița M1941 მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით და სროლა წარმოებდა ღია საკეტიდან. როგორც წესი ასეთი კონსტრუქციით აგებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები საკეტში ხისტად ჩამაგრებულ საცემს იყენებენ, მაგრამ Orița M1941-ის შემთხვევაში გამოიყენებოდა მცურავი საცემი და გადამცემი ბერკეტი.

საკეტი წინ წასვლის შემთხვევაში ეჯახებოდა ლულის სახაზინო ნაწილს, რის შედეგადაც დარტყმის იმპულსი გადაეცემობა მბრუნავ ბერკეტს. აღნიშნული ბერკეტი კი თავის მხრივ ეჯახებოდა საცემს, საცემი კი ახდენდა კაფსულ-მაალებლის აალებას. ასეთი კონსტრუქცია ბუნებრივია ართულებდა წარმოების პროცესს რადგან საჭიროებდა დამატებითი დეტალების დამზადებას და თავისმხირვ დამატებით საწარმოო ოპერაციებს, თუმცა იარაღის შემქმნელებმა ჩათვალეს რომ ასეთი კონსტრუქციის წყალობით მინიმუმდა იქნებოდა შემცირებული თვითნებური და არასანქცირებული გასროლა.

პისტოლეტ-ტყვიამგფრქვეის ლულას არ ჰქონდა არანაირი გარსაცმი ან გაგრილებისთვის საჭირო ნეკნები. მის წინა ნაწილში დამაგრებული იყო მასიური ხამუთისებური სამაგრი, რომელშიც იჯდა წინა სამიზნე მოწყობილობა მოზრდილი დამცავი ყურებით.

უკანა სამიზნე იყო სექტორული სახის რომელიც 500 მეტრამდე სასროლოად იყო განკუთვნილი. ბუნებრივია 500 მეტრი იყო უბრალოდ თეორიული სახით. ეფექტური სროლის მანძილი კი დაახლოებით 200 მეტრს შეადგენდა. მოგვიანებით აღნიშნული სამიზნე მოწყობილობა გამარტივდა და ჰქონდა მხოლოდ 2 პოზიცია 100 და 200 მეტრამდე სასროლათ. იარაღის ვაზნებით კვება ხდებოდა 25 და 32 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდებით, რომელსაც ჰქონდა ერთრიგიანი გამოსასვლელი.

ტაკტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:

კალიბრი / ვაზნა:

9x19 mm Parabellum (9mm Luger)

საერთო სიგრძე:

 894 მმ

ლულის სიგრძე:

 278 მმ  

სამიზნე ხაზის სიგრძე:

422 მმ

ჭრილების რაოდენობა ლულაში:

6 ცალი მარჯვნივ მიმართული ჭრილი

წონა (მასა):

 3,45 კგ (ვაზნების გარეშე)

მჭიდის ტევადობა:

25 და 32 ცალი ვაზნა

სროლის ტემპი:

600 გასროლა წუთში

პირველი სერიული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები Orita M1941 გამოირჩეოდა დამზადების უმაღლესი ხარისხით და მათი წარმოება იყო საკმაოდ ძვირი. შესაბამისად საბოლოო ჯამში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის წარმოება ვერ ხდებოდა იმ რაოდენობით, რამდენიც ესაჭიროებოდათ მებრძოლებს. აქედან გამომდინარე რუმინეთის არმია იძულებული იყო სხვა ქვეყნის მიერ წარმოებული იარაღებით მოეხდინა დანაკლისის შევსება. სწორედ ამიტომ შეიარაღებაში მოხვდა MP41, ZK-383, საბჭოთა შპაგინის სისტემის ППШ-41, იტალიური Beretta MAB 38 და სხვა.  რიგი დოკუმენტების თანახმად რუმინეთის არმიამ 1942 წელს განახორციელა შეკვეთა 45 000 ერთეულზე, თუმცა გარკვეული წყაროები ამომბობს, რომ მთლიანობაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დამზადდა დაახლოებით 6000 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Orița M1941. რუმენეთის არმიის შეიარაღებაში არსებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების გარკვეული ნაწილი მოხვდა ასევე გერმანელების ხელში და მეორე მსოფლიო ომის მიწურულს გამოიყენებოდა ვერმახტის შეიარაღებაში.

გადამუშავებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Orița M1948 (იგივე Orița M1941/М1948)

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შემდგომ გარკვეული საწარმოო პროცესები დაექვემდაბარა გადამუშავებას, ხოლო იარაღის კონსტრუქციაში შევიდა ისეთი ცვლილებები რამაც მისი წარმოება გახადა უფრო ტექნოლოგიური და ნაკლებ დანახარჯიანი. მაგალითად 1948 წელს სასხლეტ მექანიზმში შევიდა ცვლილება და კონსტრუქციიდან ამოიღეს სროლის რეჟიმების გადამრთველი, რითიც გაუქმდა ერთეული გასროლების რეჟიმი. 


ამრიგად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიდან ცეცხლის წარმოება შესაძლებელი იყო მხოლოდ სრულიად ავტომატური ჯერებით, თუმცა სასხლეტზე მოკლე და სწრაფი დაწოლით მსროლელს შეეძლო ერთეული გასროლის განხორციელება. ასეთ მოდიფიკაციას მიენიჭა აღნიშვნა Orița M1948 (Orița M1941/М1948). ამ მოდიფიკაციაში გაჩნდა ასევე ე.წ. კლავიშიებური მცველი, რომელსაც მსროლელი ხელის მოჭერით თიშავდა. ამას გარდა მისი კონდახი და ტიბჟირ-სარეცელი არ წარმოადგენდა ერთ მთლიან დეტალს. ხის ტიბჟირი იყო ცალკე დეტალების სახით, რომელიც მაგრდებოდა ფოლადის ფირცლისგან დამზადებულ სარეცელისებურ ჩარჩოზე. ამავე ჩარჩოს ნაწილს წარმოედგენდა ნახევრადპისტოლეტისებური სახელური რომელზეც მიმაგრებული იყო ხის კონდახი. 

1949 წელს საპარაშუტო დესანტისთვის შექიმნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი რომელიც იყენებდა დასაკეც დუგლუგს. ასეთი ვარიანტი დამზადდა მცირე სერიული პარტიის სახით. ასევე განიხილებოდა 9x23mm Steyr ტიპის  ვაზნაზე გათვლილი ვარიანტების წარმოება, თუმცა საბოლოდ ამ კალიბრის ვაზნაზე მხოლოდ ერთი ცალი პროტოტიპი დამზადდა. ეს ეგზემპლარი დღეს ინახება რუმინეთის ნაციონალურ სამხედრო მუზეუმში, რომელიც ბუქარესტში მდებარეობს.

გადამუშავებული ვარიანტი Orița M1948 გამოიყენებოდა რუმინეთის არმიის მიერ 1950-ანი წლების ბოლომდე, ხოლო 1960 წელს მათი წარმოება შეწყდა. არმიაში იგი ჩაანაცვლა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატმა, რომელსაც რუმინეთი საბჭოთა კავშირის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე აწარმოებდა. 1970-ან წლებში Orița M1948 მცირე რაოდენობით ირიცხებოდა რუმინეთის ნაციონალური გვარდიის შეიარაღებაში.

United Defense M42 (UD M-42)

1940 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, High Standard Manufacturing Company-ს საკუნსტრუქტორო განყოფილებაში კარლ გუსტავ სვებილიუსის (Carl Gustave "Gus" Swebilius) მიერ დაწყებულ იქნა მუშაობა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე. ამ პერიოდში აშშ-ს არმია ძირითადად იყენებდა საკმაოდ ძვირადღირებულ და წარმოებისთვის რთულ ტომპსონის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია High Standard-ის მთავარ გათვლას წარმოადგენდა შეექმნა ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევთან შედარებით უფრო მარტივად საწარმოებელი, იაფი და მსუბუქი იარაღი, რომელითაც დაინტერესდებოდა აშშ-ს არმია.

კარლ გუსტავ სვებილიუსი

კარლ გუსტავ სვებილიუსმა სამუშაობის დასრულების შემდგომ წარმოადგინა პროტოტიპი რომელიც გათვლილი იყო ამერიკის საშტატო პისტოლეტის ვაზნაზე .45ACP. კომპანიის მხირდან მთავარ ამოცანას წარმოადგენდა სამთავრობო შეკვეთის მოპოვება რომლის შემდეგაც უკვე დაიწყებდნენ ახალი იარაღის სერიულ წარმოებას. High Standard Manufacturing Company გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, ასევე ცდილობდა შეკვეთების მოპევებას სხვა ქვეყნებში. მათ დავალება მისცეს ფრენკ ჯონას (Frank Jonas) რომ აქტიურად ემუშავა იარაღის გაყიდვაზე.

Frank Jonas-მა ახალი იარაღი შესთავაზა ჰოლანდიის მთავრობას და პირველი ოფიციალური შეკვეთაც სწორედ ჰოლანდიის მხრიდან განხორციელდა. ჰოლანდიას პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები ესაჭიროებოდა აღმოსავლეთ ინდოეთში დისლოცირებული ჯარისთვის.

ჰოლანდიური შეკვეთის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გათვლილი უნდა ყოფილიყო 9mm Parabellum (9x19mm Luger) ტიპის ვაზნაზე. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კი კომპანია High Standard-ის მიერ დამზადებული პროტოტიპი იყენებდა .45 ACP ტიპის ვაზნებს (რიგი წყაროების თანახმად სულ ამ კალიბრის ვაზნაზე დამზადდა მხოლოდ 3 ცალი ეგზემპლარი, ხოლო გარკვეული წყაროები ასახელბს 6 ცალს).

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე მუშაობისას კომპანია High Standard-მა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროდან მიიღო დაკვეთა 12 000 ცალ ბრაუნინგის .50 კალიბრიან ტყვიამფრქვევზე, რომელიც 10 თვის განმავლობაში უნდა დაემზადებინა. High Standard-ს არ ეყოფოდა რესურსი რომ პარალელურად ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიც ეწარმოებინა, ამიტომ შეაჩერა მისი წარმოების საკითხი და ძირითადი რესურსი მთლიანად ბრაუნინგის ტყვიამფრქვევბის წარმოებაზე მიმართა.

1942 წელს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით დაინტერსესდნენ ბრიტანეთის შესყიდვების კომისის (British Purchasing Commission) გარკვეული პირები და შესთავაზეს კომპანია High Standard-ს მათთვის გადაეცა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის წარმოების უფლება იმ პირობით, რომ თითოეული გაყიდული იარაღიდან High Standard მიიღებდა ე.წ. როიალთის (ანუ კოკრეტულ თანხას). სპეციალურად ამ პროექტისთვის ბრიტანეთის შესყიდვების კომისიის ორმა წარმომადგენელმა ამერიკაში დაარეგისტრირეს კომპანია სახელწოდებით United Defense Corporation. საბოლოოდ United Defense Corporation-მა მოიპოვა 2 დაკვეთა რომლის ფარგლებშიც უნდა დამზადებულიყო 7500-7500 ცალი (ჯამში 15 000 ერთეული) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. ვინაიდან თავად კომპანია United Defense Corporation-ს არ ჰქონდა არანაირი საწარმოო დანადგარები, მათ დახმარებისთვის მიმართეს ამერიკულ იარაღის საწარმოს Marlin Firearms, რომელიც დაამზადებდა აღნიშნულ შეკვეთას. კომპანია High Standard-ს არ უნდოდა ნახაზების და დოკუმენტაციის გადაცემა მის კონკურენტზე. კომპანია Marlin Firearms დადგა გამოწვევის წინაშე და თავად მოუწია წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა. 1942 წლის მიწურულს კომპანია United Defense Corporation-ის და Marlin Firearms-ის ერთობლივი მუშაობით დაიწყო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების წარმოება. იარაღს მიენიჭა აღნიშვნა United Defense M42 (შემოკლებით UD M42).

United Defense M42 (შემოკლებით UD M42)

იარაღის კონსტრუქცია და მუშაობის პრინციპი

United Defense M42 მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით და გათვლილი იყო  9mm Parabellum (9x19mm Luger) ტიპის ვაზანზე. გადასატენი სახელური განთავსებული იყო ლულის კოლოფის მარჯვენა მხარეს და წარმოადგენდა საკეტისგან განცალკევებულ დეტალს, შესაბამისად სროლის დროს იგი არ მოძრაობდა საკეტთან ერთად. მჭიდის უკან მარჯვენა მხარეს შესრულებული იყო ბერკეტი რომელიც აფისქირებდა ლულის კოლოფს. ლულის კოლოფის მარჯვენა მხარეს სასხლეტი კავის ზემოთ მდებარეობდა დროშისებური მცველი და სროლის რეჟიმების გადამრთველი.

United Defense M42-ის ერთერთ განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენდა შეწყვილებული 2 ცალი მჭიდი, რომლის თითო სექციაში ჩადიოდა 25 ცალი ვაზნა (ჯამში 50 ცალი). როდესაც ერთ მჭიდში გათავდებოდა ვაზნები, მსროლელი მოხსნიდა მჭიდს, ამოაბრუნებდა და მჭიდის მიმღებში მოარგებდა მეორე სექციას. გარდა შეწყვილებული მჭიდებისა იარაღში გამოიყენებოდა ასევე სტანდარტული 25 ვაზნიანი მჭიდი. მჭიდის პატენტი გაცემულ იქნა John E. Owsley-ს სახელზე (პატენტის ნომერი 2,289,067). სხვადასხვა წყაროებში გვხვდება ინფორმაცია რომ მჭიდში ჩადიოდა 20 ცალი ვაზნა. გარკვეულ წყაროებში გადამოწმების შედეგად აღმოვაჩინე რომ .45ACP კალიბრზე გათვლილი პროტოტიპის მჭიდებში ჩადიოდა 20 ცალი ვაზნა, ხოლო სერიულ 9x19mm Parabellum ტიპის ვაზნაზე გათვლილ მჭიდებში 25 ცალი (აქვე ავღნიშნავ რომ რიგ წყაროებში ეს ციფრები პირიქით სახელდება).

კარლ გუსტავ სვებილიუსის სახელზე გაცემული პატენტი, რომელიც თარიღდება 1944 წლის 29 თებერვლით. საპატენტო განაცხადი ჩაბარებულ იქნა 1940 წლის 15 ოქტომბერს

უკანა სამიზნე მოწყობილობა შესრულებული იყო დიოპტრის სახით რომელიც რეგულირდებოდა ჰორიზონტალურ სიბრტყეში, ხოლო წინა სამიზნე დამაგრებული იყო ლულის ცხვირზე შერულებულ დახრილ სამაგრზე.

United Defense M42 არ იყენებდა დაბეჭდვის მეთოდით დამზადებულ დეტალებს. მხოლოდ მჭიდი მზადდებოდა ფოლადის ფურცლისგან დაბეჭდვის მეთოდით. შესაბამისად მისი დეტალების დამუშავება და მორგება საკმაოდ შრომატევად პროცესს წარმოადგენდა, რადგან მოითხოვდა მანქანურ დამუშავებას დაზგების გამოყენებით. ასევე დეტალების ფრეზირებისას ხდებოდა მეტალის დიდი ნაწილის გადახარჯვა რაც მნიშვნელოვნად აძვირებდა იარაღის ღირებულებას. ამას გარდა ფრეზირებული დეტალების გამო მისი წონა ვაზნების გარეშე შეადგენდა 4,54კგ-ს (10 ფუნტი).

ტაკტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:

კალიბრი / ვაზნა:

9x19 mm Parabellum (9mm Luger)

საერთო სიგრძე:

 820 მმ

ლულის სიგრძე:

 279 მმ (11 ინჩი)  

ჭრილების რაოდენობა ლულაში:

6 ცალი მარჯვნივ მიმართული ჭრილი.

წონა (მასა):

 4,54 კგ (ვაზნების გარეშე)

მჭიდის ტევადობა:

25 ცალი ვაზნა

სროლის ტემპი:

700 გასროლა წუთში

United Defense M42 იყო საკმაოდ მაღალი ხარისხი იარაღი და მისი დამზადების ხარისხით არ ჩამოუვარდებოდა ტომპსონის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს. ასევე საველე პირობებში მისი დაშლა-აწყობა და მომსახურება ტომპსონთან და ბრიტანულ STEN Mk.II-თან შედარებით იყო გაცილებით მარტივი. როგორც სხვადასხვა წყაროებში ვხვდებით ინფორმაციას 100 იარდზე სროლისას United Defense M42 სიზუსტე იყო უკეთესი ვიდრე ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიდან სროლის შემთხვევაში.  შეიძლება ითქვას, რომ UD M42-ის აქილევსის ქუსლს წარმოადგენდა თხელი ფოლადის ფურცლისგან დამზადებული მჭიდი, რომელიც მარტივად დეფორმირდებოდა, ხოლო მის შიგნით მცირედი ქვიშის ან ჭუჭყის მოხვედრის შემთხვევაში წარმოიქმნებოდა სისტემატიური შეფერხებები. მაღალი თვითღირებულება, წონა და მჭიდის ზემოაღნიშნული პრობლემა ალბათ გახდა ამ იარაღის მთავარი წარუმატებლობის მიზეზი. აქვე აღსანიშნავია რომ სწორედ ამ პერიოდში აშშ-ში გამოჩნდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი M3 რომელიც დაბეჭდვის მეთოდით დამზადებულ დეტალებს იყენებდა, რაც თავის მხრივ აადვილებდა წარმოების პროცესს და ამცირებდა იარაღის თვითღირებულებას. ამას გარდა მისი წონა იყო უფრო ნაკლები. სწორედ ამიტომ მასზე შეაჩერეს არჩევანი და მიიღეს ოფიციალურ შეიარაღებაში.

United Defense M42 იწარმოებოდა 1942 წლიდან 1943 წლის ბოლომდე და სულ ამ პერიოდში დამზადებული ეგზემპლარების რაოდენობამ შეადგინა 15 000 ცალი, რომელთა დიდი ნაწილი მოხვდა ამერიკული OSS-ის (Office of Strategic Services) ოპერატიული თანამშრომლების შეიარაღებაში. ასევე მას იყენებდნენ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებში. დაახლოებით 2500 ცალი UD M42 მიაწოდეს ევროპის და ჩინეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ პარტიზანებს. ვინაიდან UD M42 გათვლილი იყო გერმანულ 9mm Parabellum ტიპის გერმანულ საშტატო ვაზნაზე, პარტიზანებს შეეძლოთ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევში ნაალაფარი ვაზნების გამოყენება რაც ომის პირობებში ერთგვარ უპირატესობას წარმოადგენდა.

მეორე მსოფლიო ომის ფოტოქრონიკებში გვხვდება სხვადასხვა პარტიზანული მოძრაობის წევრები და მებრძოლები, რომლებიც UD M42-ით არიან შეირაღებული

რიგი წყაროების თანახმად გარკვეული ნაწილი გადაეცა ჰოლანდიის, იტალიის, საფრანგეთის და კუნძულ კრიტზე მოქმედ პარტიზანებს. ცნობილია რომ 1944 წელს საფრანგეთში საჰაერო გზით თვითმფრინავიდან გადმოყარეს UD M42-ის გარკვეული რაოდენობა იმისთვის რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ პარტიზანებს და გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლებს გამოეყენბინათ. პოლკოვნიკ რენე შტუდლერის (Rene Studler) მოგონებების თანახმად ამ იარღების დიდი ნაწილი გერმანელბმა ჩაიგდეს ხელში.

მიუხედავად იმისა, რომ UD M42 მის სამშობლოში (აშშ) ვერ გახდა წარმატებული, მან თავის მცირე სიტყვა მაინც თქვა მეორე მსოფლიო ომის საბრძოლო ბატალიებში და ალბათ არაერთი პარტიზანის სიცოცხლე იხსნა.

SIG MP-48 და SIG MP-310

SIG MP-48

1948 წელს შვეიცარიულმა კომპანიამ Schweizerishe Industrie-Gesellshaft (SIG) წარმოადგინა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი SIG MP-48, რომელიც მისი წინამორბედი მოდელის SIG MP-46 გადამუშავებულ ვარიანტს წარმოადგენდა. გადამუშავების მთავარ მიზანს წარმოადგენდა წარმოებისთვის უფრო ტექნოლოგიური მოდელის შექმნა, რომელიც იქნებოდა ნაკლებდანახარჯიანი და წარმოებისთვის გამარტივებული. მიუხედავად იმისა, რომ ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი SIG MP-48 პასუხობდა ამ მოთხოვნებს, მისი თვითღირებულება კონკურენტებთან შედარებით იყო მაინც მაღალი. ამას ასევე ემატებოდა ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოებული სხვადასხვა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები საკმაო რაოდენობით ხვდებოდა ბაზარზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა კონკურენციას. შესაბამისად SIG MP-48-ის წარმოება მიმდინარეობდა შეზღუდული სერიებით და ძირითად შესყიდვა ხდებოდა ჩილეს შეიარაღებული ძალების მიერ. 

SIG MP-48 შემუშავებაზე მუშაობდნენ კონსტრუქტორი Josef Gaetzi და კომპანია SIG-ის დირექტორი Gotthard Heinrich End. იგი იყენებდა ხისგან დამზადებულ სარეცელს და პისტოლეტისებურ სახელურს, ხოლო ხის კონდახი (SIG MP-46-სგან განსხავევბით) ჩანაცვლებულ იქნა მავთულსებური ფოლადისგან დამზადებული საკეცი დუგლუგით. ასევე კონსტრქციიდან ამოიღეს მეტალისგან დამზადებული ლულის გარსაცმი.


SIG MP-48 დაკეცილი დუგლუგით და მოკეცილი მჭიდით



1957-1958 წლებში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი SIG MP-48 კიდევ ერთხელ დაექვემდებარა გადამუშავებას. გადამუშავებულ ვარიანტს მიენიჭა ინდექსი SIG MP-310. მოდელი SIG MP-310 ხის სარეცელის და პისტოლეტისებური სახელურის ნაცვლად იყენებდა ჩამოსხმის მეთოდით დამზადებულ პლასტმასის დეტალებს.

SIG MP-310

SIG MP-310 გამოირჩეოდა საკმაოდ მაღალი ხარისხის დეტალებით. ამას გარდა იგი იყო SIG-ის წარმოებაში პირველი სერიული იარაღი, რომელიც იყენებდა ზუსტი ჩამოსხმით დამზადებულ დეტალებს ნაცვლად მანქანური ჭედვისა. SIG MP-310 ისევე როგორც SIG MP-48 იყენებდა თავისუფალი საკეტის პრინციპით მომუშავე ავტომატიკას და ორივე შემთხვევაში სროლა წარმოებდა ღია საკეტიდან. იარაღს არ გააჩნია ტრადიციული ტიპის მცველი. მის ნაცვლად გამოიყენება შემდეგი გადაწყვეტილება. მჭიდის მიმღები მასში მოთავსებულ მჭიდთან ერთად იკეცება ლულის პარალელურად, იკავებს ჰორიზონტალურ მდგომარეობას და ფიქსირებდა ღილაკ-ფიქსატორის მეშვეობით. იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად მსროლელი მარცხენა მხარეს განთავსებულ ღილაკ-ფიქსატორზე თითის დაწოლით ათავისუფლებს მჭიდს რომელიც საკუთარი წონის ხარჯზე ვერტიკალურად ეშვება დაბლა და იკავებს საბრძოლო მდგომარეობას. შესაბამისად იარაღის უსაფრთხო ტარება/გადატანა ხდებოდა მოკეცილი მჭიდით, რაც წარმოადგენდა ერთგვარ დაცვას უნებლიე გასროლისგან.

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს ლულის კოლოფზე ზედა მხრიდან შესრულებული ჰქონდა მარკირება „SIG NEUHAUSEN MOD 310 9 mm“ და ქარხნული ნომერი. სროლის რეჟიმების შერჩევა ხდებოდა სასხლეტზე თითის დაწოლის ძალისხმევით. სასხლეტზე ნახევრად დაწოლის შემთხვევაში ხდებოდა ერთეული გასროლა, ხოლო სრული დაწოლის შემთხვევაში წარმოებდა ავტმატური ჯერებით სროლა.

SIG MP-310 შეზღუდული სერიებით იწარმოებოდა 1972 წლამდე. დამზადებული იარღის მცირე რაოდენობა მიეწოდებოდა ლათინურ ამერიკას, ხოლო გარკვეული ნაწილის შესყიდვა ხდებოდა შვეიცარიის პოლიციის მიერ. საბოლოოდ SIG MP-310 მიჩნეულ იქნა წარმოებისთვის ზედმეტად ძვირიან პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად, რომელიც ნაკლებად ესაჭიროებოდათ სამხედრო მოსამსახურეებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 1978 წელს SIG-ის ფაბრიკამ განახორციელა MP-310-ის საწარმოო ხაზის სრული დემონტაჟი.

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები
(ტტმ)

კალიბრი/ვაზნა:

9მმ / 9х19mm Luger (9mm Parabellum)

სრული სიგრძე:

სიგრძე დაკეცილი დუგლუგით:

735 მმ (გაშლილი დუგლუგით)

610 მმ (დაკეცილი დგლუგით)

ლულის სიგრძე:

200 მმ

ჭრილების რაოდენობა ლულაში:

6 ცალი მარჯვნივ მიმართული

წონა (მასა):

3,15 კგ MP-48 (ვაზნების გარეშე)

2,35 კგ MP-310 (ვაზნების გარეშე)

მჭიდის ტევადობა:

40 ცალი ვაზნა

სროლის ტემპი:

900 გასროლა წუთში

LF-57 (Luigi Franchi Model 57)

1956 წელს იტალიურმა კომპანიამ Luigi Franchi S.p.A. წარმოადგინა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის პროტოტიპი სამუშაო სახელწოდებით „LF-56“, რომელიც მცირედი გადამუშავების შემდეგ, 1957 წელს იქნა ჩაშვებული სერიულ წარმოებაში. სერიულ მოდელს მიენიჭა ოფიციალური აღნიშვნა Franchi LF-57.

Franchi LF-57 -ის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით და სროლა წარმოებდა ღია საკეტიდან. საკეტს ჰგონდა L სებური ფორმა და მისი დიდი ნაწილი განლაგებული იყო ლულის ზემოდან (პარალელურად). ამგვარი გადაწყვეტილებით პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გამოვიდა კომპაქტური და ვინაიდან გასროლის მომენტში ლულის ზემოთ განლაგებული იყო საკეტის მასის დიდი ნაწილი, მაქსიმალურად მცირდებოდა ლულის ხტომა. 

მართკუთხა ფორმის ლულის კოლოფი მჭიდის მიმღებთან და ცეცხლის სამართავ პისტოლეტისებურ სახელურთან ერთად დამზადებული იყო ფოლადის ფურცლისგან დაბეჭდვის მეთოდით. ლულის კოლოფი შედგებოდა ორი ცალი (მარჯვენა და მარცხენა) ნაწილისგან, რომელიც შემდგომ მოქლონების და შედუღების მეშვეობით ერთიანდებოდა. გადასატენი სახელური განთავსებული იყო ლულის კოლოფის წინა ნაწილში მარცხენა მხარეს და სროლის დროს ინარჩუნებდა უძრავ მდგომარეობას. იარაღის ვაზნებით კვება წარმოებდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის Beretta Model 38-ის ანალოგიური მჭიდებით, რომელიც გათვლილი იყო 10, 20, 30 ან 40 ცალ ვაზნაზე. რიგი წყაროების თანამხად იარაღის დაკომპლექტება ხდებოდა მხოლოდ 20 და 40 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდებით.

A- სროლის რეჟიმების გადამრთველი; B-ავტომატური მცველის კლავიში

სროლის რეჟიმების გადამრთველი შესრულებული იყო პისტოლეტისებური სახელურის ზემოთ და წარმოადგენდა მრგვალ ღილაკს, რომელიც ჰორიოზნტალურ სიბრტყეში მოძრაობდა. Franchi LF-57 აღჭურვილი იყო ავტომატური მცველის დიდი კლავიშისებური ღილაკით, რომელიც პისტოლეტისებური სახელურის წინ მდებარეობდა. აღნიშნულ ღილაკზე ხელის დაჭერით მსროლელი ახდენდა ავტომატური მცველის გათიშვას. ასეთი მცველი გამორიცხავდა თვითნებურ გასროლას შემართული (შეყენებული) იარაღის ძირს დავარდნისას ან მყარ ზედაპირზე დაჯახებისას. 

პისტოლეტ-ტყვიმფრქვევის სამინზე მოწყობილობები იყო ფიქსირებული (არარეგულირებადი) და მისი მისროლა ხდებოდა ქარხნულად 55 იარდზე (50 მეტრი). მთლიანობაში Franchi LF-57 წარმოადგენდა მარტივი კონსტრუქციის კომპაკტურ იარაღს, რომელიც აღჭურვილი იყო ფოლადის მილისგან დამზადებული ჩარჩოსებური გვერდით საკეცი დუგლუგით.

Franchi LF-57 -ის წარმოება არ ხდებოდა მასიურად. მას გარკვეული დაკვეთების ფარგლებში წყვეტილად აწარმოებდენენ (დაამზადებდნენ შეკვეთილ პარტიას და შემდგომ დაკვეთამდე შეაჩერებდნენ წარმოებას). 1962 წელს იგი წავიდა იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შეიარაღებაში. ასევე მცირე რაოდენობა მოხვდა იტალის გარკვეული სპეცსამსახურების რიგებშიც. ამას გარდა Franchi LF-57 მცირე პარტიების სახით შეისყიდეს აფრიკის ქვეყნების (კონგო, ანგოლა, მოზამბიკი, ნიგერია და სხვა) ძალოვანმა სტრუქტურებმა.  

გარდა სტანდარტული ვარიანტისა, მზადდებოდა მოდელი რომელსაც არ ჰქონდა სროლის რეჟიმების გადამრთველი ღილაკი და მხოლოდ ავტომატური ჯერებით ისროდა. ასევე მცირე პარტიის სახით დამზადდა ვარიანტი კარაბინის სახით რომელიც გრძელი (406 მმ სიგრძის) ლულით იყო აღჭურვილი და მხოლოდ ერთეულ გასროლებით ხდებოდა ცეცხლის წარმოება. 

ფოტოზე გამოსახულ ეგზემპლარებს არ გააჩნია სროლის რეჟიმების გადამრთველი ღილაკი

კომპანია Luigi Franchi S.p.A. ცდილობდა ამერიკის სამოქალაქო იარაღის ბაზარზეც გასულიყო, თუმცა საბოლოოდ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ Franchi LF-57 იყო მარტივი, საიმედო და მოსახერხებელი იარაღი, მან ვერ გაუწია კონკურენცია სხვა კომპანიის მიერ წარმოებულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს. 1970-ანი წლების მიწურულს (რიგი წყაროების თანახმად 1980-ანი წლების დასაწყისში) Franchi LF-57 -ის წარმოება საერთოდ შეწყდა.

SIG MP-46

SIG MP-46

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე შვეიცარიულმა კომპანიამ SIG (Schweizerische Industrie-Gesellschaft GmbH) მის კონსტრუქტორებთან Jakob Gaetzi, Emil Busenhart და კომპანიის დირექტორთან Gotthard Heinrich End ერთად დააიწყო მუშაობაო ახალ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე, რომელიც 1946 წელს იქნა წარმოდგენილი. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს მიენიჭა აღნიშვნა SIG MP-46. შვეიცარიელებმა ახალი იარაღის საფუძვლად აიღეს ადრეული ექსპერიმენტალური მოდელები SIG MP-41 და SIG MP-44.

SIG MP-46 აღჭურვილია ხის კონდახით და სარეცელით, რომელსაც გააჩნია ნახევრადპისტოლეტისებური სახელური. ლულაზე ჩამოცმულია დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული გარსაცმი. ავტომატიკის მოქმედება დაფუძნებულია თავისუფალი საკეტის პრინციპზე სროლა წარმოებს ღია საკეტით როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით. აღსანიშნავია, რომ იარაღს არ გააჩნია ტრადიცული ტიპის მცველი. მის ნაცვლად გამოიყენება შემდეგი გადაწყვეტილება.  მჭიდის მიმღები მასში მოთავსებულ მჭიდთან ერთად იკეცება ლულის პარალელურად, იკავებს ჰორიზონტალურ მდგომარეობას და ფიქსირებდა ღილაკ-ფიქსატორის მეშვეობით. იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად მსროლელი მარცხენა მხარეს განთავსებულ ღილაკ-ფიქსატორზე თითის დაწოლით ათავისუფლებს მჭიდს რომელიც საკუთარი წონის ხარჯზე ვერტიკალურად ეშვება დაბლა და იკავებს საბრძოლო მდგომარეობას. შესაბამისად იარაღის უსაფრთხო ტარება/გადატანა ხდებოდა მოკეცილი მჭიდით, რაც წარმოადგენდა ერთგვარ დაცვას უნებლიე გასროლისგან.

მჭიდის მიმღები მასში მოთავსებულ მჭიდთან ერთად იკეცება ლულის პარალელურად იკავებს ჰორიზონტალურ მდგომარეობას და ფიქსირებდა ღილაკ-ფიქსატორის მეშვეობით. იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად მსროლელი მარცხენა მხარეს განტავსებულ ღილაკ-ფიქსატორზე თითის დაწოლით ათავისუფლებს მჭიდს რომელიც საკუთარი წონის ხარჯზე ვერტიკალურად ეშვება დაბლა და იკავებს საბრძოლო მდგომარეობას. SIG MP-46 აღჭურვილია რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობით, რომელიც გათვლილია 50-300მეტრამდე სასროლად. იარაღის ვაზნებით კვება წარმოებს ორრიგიანი კოლოფისებური მჭიდით, რომელიც იტევს 40 ცალ ვაზნას.

SIG MP-46 იწარმოებოდა მცირე სერიულ პარტიებად, რომელთა ძირითადი ნაწილი გადიოდა ექსპორტზე. დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი გახლდათ ეთიოპია. SIG MP-46 იწარმოებოდა საკმაოდ მცირე დროის მანძილზე სულ რაღაც 2 წელი და 1948 წელს იგი ჩანაცვლებულ იქნა უფრო კომპაკტური მოდიფიკაციით, რომელიც ცნობილი გახდა აღნიშვნით SIG MP-48.

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები
(ტტმ)

კალიბრი/ვაზნა:

9მმ / 9х19mm Luger (9mm Parabellum)

სიგრძე:

830 მმ

ლულის სიგრძე:

300 მმ

წონა (მასა):

4,3 კგ (ვაზნების გარეშე)

მჭიდის ტევადობა:

40 ცალი ვაზნა

სროლის ტემპი:

800 გასროლა წუთში