SIG MP-48
1948
წელს შვეიცარიულმა კომპანიამ Schweizerishe Industrie-Gesellshaft (SIG) წარმოადგინა
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი SIG MP-48, რომელიც მისი წინამორბედი მოდელის SIG MP-46 გადამუშავებულ
ვარიანტს წარმოადგენდა. გადამუშავების მთავარ მიზანს წარმოადგენდა წარმოებისთვის უფრო
ტექნოლოგიური მოდელის შექმნა, რომელიც იქნებოდა ნაკლებდანახარჯიანი და წარმოებისთვის
გამარტივებული. მიუხედავად იმისა, რომ ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი SIG MP-48 პასუხობდა
ამ მოთხოვნებს, მისი თვითღირებულება კონკურენტებთან შედარებით იყო მაინც მაღალი. ამას
ასევე ემატებოდა ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოებული სხვადასხვა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები
საკმაო რაოდენობით ხვდებოდა ბაზარზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა კონკურენციას. შესაბამისად
SIG MP-48-ის წარმოება მიმდინარეობდა შეზღუდული სერიებით და ძირითად შესყიდვა ხდებოდა
ჩილეს შეიარაღებული ძალების მიერ.
SIG
MP-48 შემუშავებაზე მუშაობდნენ კონსტრუქტორი Josef Gaetzi და კომპანია SIG-ის დირექტორი
Gotthard Heinrich End. იგი იყენებდა ხისგან დამზადებულ სარეცელს და პისტოლეტისებურ
სახელურს, ხოლო ხის კონდახი (SIG MP-46-სგან განსხავევბით) ჩანაცვლებულ იქნა მავთულსებური
ფოლადისგან დამზადებული საკეცი დუგლუგით. ასევე კონსტრქციიდან ამოიღეს მეტალისგან დამზადებული
ლულის გარსაცმი.
1957-1958
წლებში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი SIG MP-48 კიდევ ერთხელ დაექვემდებარა გადამუშავებას.
გადამუშავებულ ვარიანტს მიენიჭა ინდექსი SIG MP-310. მოდელი SIG MP-310 ხის სარეცელის
და პისტოლეტისებური სახელურის ნაცვლად იყენებდა ჩამოსხმის მეთოდით დამზადებულ პლასტმასის
დეტალებს.
SIG
MP-310 გამოირჩეოდა საკმაოდ მაღალი ხარისხის დეტალებით. ამას გარდა იგი იყო SIG-ის
წარმოებაში პირველი სერიული იარაღი, რომელიც იყენებდა ზუსტი ჩამოსხმით დამზადებულ დეტალებს
ნაცვლად მანქანური ჭედვისა. SIG MP-310 ისევე როგორც SIG MP-48 იყენებდა თავისუფალი
საკეტის პრინციპით მომუშავე ავტომატიკას და ორივე შემთხვევაში სროლა წარმოებდა ღია
საკეტიდან. იარაღს არ გააჩნია ტრადიციული ტიპის მცველი. მის ნაცვლად გამოიყენება შემდეგი
გადაწყვეტილება. მჭიდის მიმღები მასში მოთავსებულ მჭიდთან ერთად იკეცება ლულის პარალელურად,
იკავებს ჰორიზონტალურ მდგომარეობას და ფიქსირებდა ღილაკ-ფიქსატორის მეშვეობით. იარაღის
საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად მსროლელი მარცხენა მხარეს განთავსებულ ღილაკ-ფიქსატორზე
თითის დაწოლით ათავისუფლებს მჭიდს რომელიც საკუთარი წონის ხარჯზე ვერტიკალურად ეშვება
დაბლა და იკავებს საბრძოლო მდგომარეობას. შესაბამისად იარაღის უსაფრთხო ტარება/გადატანა
ხდებოდა მოკეცილი მჭიდით, რაც წარმოადგენდა ერთგვარ დაცვას უნებლიე გასროლისგან.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს
ლულის კოლოფზე ზედა მხრიდან შესრულებული ჰქონდა მარკირება „SIG NEUHAUSEN MOD 310
9 mm“ და ქარხნული ნომერი. სროლის რეჟიმების შერჩევა ხდებოდა სასხლეტზე თითის დაწოლის
ძალისხმევით. სასხლეტზე ნახევრად დაწოლის შემთხვევაში ხდებოდა ერთეული გასროლა, ხოლო
სრული დაწოლის შემთხვევაში წარმოებდა ავტმატური ჯერებით სროლა.
SIG
MP-310 შეზღუდული სერიებით იწარმოებოდა 1972 წლამდე. დამზადებული იარღის მცირე რაოდენობა
მიეწოდებოდა ლათინურ ამერიკას, ხოლო გარკვეული ნაწილის შესყიდვა ხდებოდა შვეიცარიის
პოლიციის მიერ. საბოლოოდ SIG MP-310 მიჩნეულ იქნა წარმოებისთვის ზედმეტად ძვირიან პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად,
რომელიც ნაკლებად ესაჭიროებოდათ სამხედრო მოსამსახურეებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე
1978 წელს SIG-ის ფაბრიკამ განახორციელა MP-310-ის საწარმოო ხაზის სრული დემონტაჟი.
ტაქტიკურ-ტექნიკური
მახასიათებლები
|
|
კალიბრი/ვაზნა: |
9მმ / 9х19mm Luger (9mm Parabellum) |
სრული სიგრძე: სიგრძე დაკეცილი დუგლუგით: |
735 მმ (გაშლილი
დუგლუგით) 610 მმ
(დაკეცილი დგლუგით) |
ლულის სიგრძე: |
200 მმ |
ჭრილების
რაოდენობა ლულაში: |
6 ცალი
მარჯვნივ მიმართული |
წონა (მასა): |
3,15 კგ
MP-48 (ვაზნების გარეშე) 2,35 კგ MP-310 (ვაზნების გარეშე) |
მჭიდის
ტევადობა: |
40 ცალი
ვაზნა |
სროლის
ტემპი: |
900 გასროლა
წუთში |
No comments:
Post a Comment