არგენტინული პისტოლეტი TALA

 
TALA Modelo 4

1980-ანი წლების შუა პერიოდში არგენტინულმა კომპანიამ „Talleres Armas Livianas Argentinas“ წარმოებაში ჩაუშვა წრიული აალების მცირეკალიბრიან ვაზნაზე .22LR გათვლილი  თვითდამტენი პისტოლეტი. პისტოლეტს მიენიჭა სავაჭრო სახელწოდება „TALA“ (Talleres Armas Livianas Argentinas).

კონსტრუქციულად არგენტინული პისტოლეტი TALA წარმოადგენდა ჯონ ბრაუნინგის მიერ შექმნილ Colt Woodsman-ის ერთგვარ კოპიოს, რომელიც არგენტინაში ამერიკელების მიერ გაცემული ლიცენზიით იწარმოებოდა.

პისტოლეტი TALA Modelo 4 გახსნილი საკეტით და 10 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით

TALA -ს Colt Woodsman-ის ანალოგიური მოკლე საკეტი გააჩნდა, ლულა იყო უძრავი, ხოლო სახელურს ჰქონდა გამოკვეთილად დახრილი კუთხე. ავტომატიკია მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით, სადაც ლულის ჩაკეტვა ხდებოდა საკეტის მასის და დამაბრუნებელი ზამბარის ხარჯზე. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ერთმაგი მოქმედების. დროშისებური მცველის ბერკეტი განთავსებული იყო პისტოლეტის ჩარჩოზე სახელურის მარცხენა ლოყის უკან. სახელურის ლოყები მზადდებოდა პლასტმასისგან, თუმცა რიგი პარტიის პისტოლეტებზე ასევე გვხდება ხისგან დამზადებული ლოყებიც.


სრულად დაშლილი პისტოლეტი TALA 

პისტოლეტის ვაზნებით კვება ხდებოა 10 ცალ ვაზნაზე გათვლილი ერთრიგიანი მჭიდით. მჭიდის დაფიქსირება სახელურში წარმოებდა სახელურის ძირზე განთავსებული ღილაკ-ფიქსატორით. სამიზნე მოწყობილობა შედგებოდა წინა ფიქსირებული დეტალისგან და მუდმივი (არარეგულირებადი) უკანა სამიზნისგან, რომელიც მერცხლის კუდის ტიპის სამაგრით იყო დამაგრებული.

პისტოლეტი TALA Modelo Olimpic 35 ხისგან დამზადებული სახელურის ლოყებით

პისტოლეტი TALA იწარმოებოდა 2 ძირითადი შესრულებით, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ლულის სიგრძით. შესრულება TALA Modelo 4 – იყენებდა 112 მმ სიგრძის ლულას, ხოლო შესრულება  TALA Modelo Olimpic 35 – აღჭურვილი იყო 150 მმ სიგრძის ლულით.

პისტოლეტების წარმოება არგენტინაში გაგრძელდა 1990 წლების საწყის პერიოდამდე და სულ დამზდებული პისტოლეტების საერთო რაეოდენობამ შეადგინა დაახლოებით 27000 ერთეული.

შესრულება:

Modelo 4

Modelo Olimpic 35

კალიბრი/ვაზნა:

5,6 მმ/.22LR

სიგრძე:

218 მმ

256 მმ

ლულის სიგრძე:

112 მმ

150 მმ

წონა ვაზნების გარეშე:

810 გრამი

960 გრამი

მჭიდიდის ტევადობა:

10 ცალი ვაზნა

10 ცალი ვაზნა

 

No comments:

Post a Comment