LF-57 (Luigi Franchi Model 57)

1956 წელს იტალიურმა კომპანიამ Luigi Franchi S.p.A. წარმოადგინა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის პროტოტიპი სამუშაო სახელწოდებით „LF-56“, რომელიც მცირედი გადამუშავების შემდეგ, 1957 წელს იქნა ჩაშვებული სერიულ წარმოებაში. სერიულ მოდელს მიენიჭა ოფიციალური აღნიშვნა Franchi LF-57.

Franchi LF-57 -ის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით და სროლა წარმოებდა ღია საკეტიდან. საკეტს ჰგონდა L სებური ფორმა და მისი დიდი ნაწილი განლაგებული იყო ლულის ზემოდან (პარალელურად). ამგვარი გადაწყვეტილებით პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გამოვიდა კომპაქტური და ვინაიდან გასროლის მომენტში ლულის ზემოთ განლაგებული იყო საკეტის მასის დიდი ნაწილი, მაქსიმალურად მცირდებოდა ლულის ხტომა. 

მართკუთხა ფორმის ლულის კოლოფი მჭიდის მიმღებთან და ცეცხლის სამართავ პისტოლეტისებურ სახელურთან ერთად დამზადებული იყო ფოლადის ფურცლისგან დაბეჭდვის მეთოდით. ლულის კოლოფი შედგებოდა ორი ცალი (მარჯვენა და მარცხენა) ნაწილისგან, რომელიც შემდგომ მოქლონების და შედუღების მეშვეობით ერთიანდებოდა. გადასატენი სახელური განთავსებული იყო ლულის კოლოფის წინა ნაწილში მარცხენა მხარეს და სროლის დროს ინარჩუნებდა უძრავ მდგომარეობას. იარაღის ვაზნებით კვება წარმოებდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის Beretta Model 38-ის ანალოგიური მჭიდებით, რომელიც გათვლილი იყო 10, 20, 30 ან 40 ცალ ვაზნაზე. რიგი წყაროების თანამხად იარაღის დაკომპლექტება ხდებოდა მხოლოდ 20 და 40 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდებით.

A- სროლის რეჟიმების გადამრთველი; B-ავტომატური მცველის კლავიში

სროლის რეჟიმების გადამრთველი შესრულებული იყო პისტოლეტისებური სახელურის ზემოთ და წარმოადგენდა მრგვალ ღილაკს, რომელიც ჰორიოზნტალურ სიბრტყეში მოძრაობდა. Franchi LF-57 აღჭურვილი იყო ავტომატური მცველის დიდი კლავიშისებური ღილაკით, რომელიც პისტოლეტისებური სახელურის წინ მდებარეობდა. აღნიშნულ ღილაკზე ხელის დაჭერით მსროლელი ახდენდა ავტომატური მცველის გათიშვას. ასეთი მცველი გამორიცხავდა თვითნებურ გასროლას შემართული (შეყენებული) იარაღის ძირს დავარდნისას ან მყარ ზედაპირზე დაჯახებისას. 

პისტოლეტ-ტყვიმფრქვევის სამინზე მოწყობილობები იყო ფიქსირებული (არარეგულირებადი) და მისი მისროლა ხდებოდა ქარხნულად 55 იარდზე (50 მეტრი). მთლიანობაში Franchi LF-57 წარმოადგენდა მარტივი კონსტრუქციის კომპაკტურ იარაღს, რომელიც აღჭურვილი იყო ფოლადის მილისგან დამზადებული ჩარჩოსებური გვერდით საკეცი დუგლუგით.

Franchi LF-57 -ის წარმოება არ ხდებოდა მასიურად. მას გარკვეული დაკვეთების ფარგლებში წყვეტილად აწარმოებდენენ (დაამზადებდნენ შეკვეთილ პარტიას და შემდგომ დაკვეთამდე შეაჩერებდნენ წარმოებას). 1962 წელს იგი წავიდა იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შეიარაღებაში. ასევე მცირე რაოდენობა მოხვდა იტალის გარკვეული სპეცსამსახურების რიგებშიც. ამას გარდა Franchi LF-57 მცირე პარტიების სახით შეისყიდეს აფრიკის ქვეყნების (კონგო, ანგოლა, მოზამბიკი, ნიგერია და სხვა) ძალოვანმა სტრუქტურებმა.  

გარდა სტანდარტული ვარიანტისა, მზადდებოდა მოდელი რომელსაც არ ჰქონდა სროლის რეჟიმების გადამრთველი ღილაკი და მხოლოდ ავტომატური ჯერებით ისროდა. ასევე მცირე პარტიის სახით დამზადდა ვარიანტი კარაბინის სახით რომელიც გრძელი (406 მმ სიგრძის) ლულით იყო აღჭურვილი და მხოლოდ ერთეულ გასროლებით ხდებოდა ცეცხლის წარმოება. 

ფოტოზე გამოსახულ ეგზემპლარებს არ გააჩნია სროლის რეჟიმების გადამრთველი ღილაკი

კომპანია Luigi Franchi S.p.A. ცდილობდა ამერიკის სამოქალაქო იარაღის ბაზარზეც გასულიყო, თუმცა საბოლოოდ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ Franchi LF-57 იყო მარტივი, საიმედო და მოსახერხებელი იარაღი, მან ვერ გაუწია კონკურენცია სხვა კომპანიის მიერ წარმოებულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს. 1970-ანი წლების მიწურულს (რიგი წყაროების თანახმად 1980-ანი წლების დასაწყისში) Franchi LF-57 -ის წარმოება საერთოდ შეწყდა.

No comments:

Post a Comment