სუდანური ხიშტ-დანა AR-10-სთვის (Model 1959)

1958 წელს სუდანის არმიამ შეიძინა იუჯინ სტოუნერის კონსტრუქციის 2508 ცალი შაშხანა AR-10, რომელიც დამზადდა ჰოლანდიური კომპანიის Staatsbedrijf Artillerie Inrichtingen Hembrug-Zaandam (შემოკლებით A.I.) მიერ. აღნიშნული შაშხანებისთვის დადგა ხიშტ-დანებით დაკომპლექტების საჭიროება, ამიტომ ამერიკულმა კომპანიამ International Armament Corporation (Interamrco) მიმართა პარტნიორებს გერმანიაში და დაუკვეთა ხიშტ-დანების დამზადება. 

გერმანელებმა არჩევანი გააკეთეს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (კონკრეტულად კი 1942 წელს) შემუშავებულ ექსპერიმენტალურ ხიშტ-დანაზე Seitengewehr 42 (SG-42). ფაქტიურად გერმანელებმა თაროდან ჩამოიღეს ძველი ნამუშევარი და ახალი სიცოცხლე ჩაბერეს.

სუდანისთვის განკუთვნილ ხიშტ-დანას, ისევე როგორც ექსპერიმენტალურ SG-42-ს, გააჩნდა სახელურში მოთავსებული მოოხსნადი მოდული, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა დამხმარე ინსტრუმენტებს.

ხიშტ დანის საერთო სიგრძე შეადგენდა 330მმ-ს. დანის პირი იყო ორლესილი რომბესიებური კვეთით რომლის სიგრძეც შეადგენდა 200მმ-ს, სიგანე კი 27მმ-ს. სახელური წარმოადგენდა 2 ცალი დამოუკიდებელ დეტალს (მარჯვენა და მარცხენა). იგი დამაგრებული იყო 3 ცალი ხრახნის მეშვეობით. სახელურის თავაკზე გაკეთებული იყო Т-სებური ღარი და ზამბარიანი ჩამკეტი.

ხიშტ-დანის პირის მარცხენა მხარეს, ფუძესთან  არსებული მარკირება წარმოადგენდა ტექსტურ ცნობებს შემდეგი სახით „Interarmsco. reg. pat. Germany“ (მწარმოებელი, მოდელის საპატენტო რეგისტრაცია და მწარმოებელი ქვეყანა). მეორე მხარეს დატანილი იყო ხიშტ-დანის ნომერი.

No comments:

Post a Comment