მეორე
მსოფლიო ომის დროს, კონკრეტულად კი 1942 წელს იმპერიის სამეცნიერო-კვლევითი საბჭოს
(Reichsforschungsrat - სპეციალური ორგანო, რომელიც ექვემდებარებოდა შეიარაღების და
სამხედრო მრეწველობის სამინისტროს. იგი პასუხისმგებელი იყო ახალი იარაღების შემუშავებაზე)
და ვერმახტის სახმელეთო ჯარების შეიარაღების სამმართველოს (HWaA - Heereswaffenamt)
ერთობილივი ძალებით დაწყებულ იქნა სამუშაოები, რომელიც ეხებოდა ხიშტ-დანის ახალი მოდელის
შექმნას.
ძირითად ამოცანას წარმოადგენდა ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც ჩაანაცვლებდა შეიარაღებაში არსებულ მოძველებულ ხიშტ-დანას M1884/98. ყველაზე მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენდა ის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო როგორც საშტატო ხიშტ-დანის სახით კარაბინისთვის „Karabiner 98“ (Kar98) და ასევე ახლო ბრძოლაში (როგორც გერმანელები უწოდებდნენ Nahrkampfmesser) გამოსაყენებლი სასანგრე დანის სახით.
ზოლინგენში
მდებარე კომპანია „Carl Eickhorn“-თან თანამშრომლობის შედეგად საკმაოდ მოკლე ვადაში
შემუშავდა იმ პერიოდისათვის ახალი და უანალოგო ხიშტ-დანა, რომელსაც მიენიჭა ოფიციალური
სახელწოდება "Seitengewehr-42" (შემოკლებით SG-42).
დანის
პირს მარტივად შეეძლო მოწინააღმდეგე მებრძოლის ზამთრის უნიფორმის გაჭრა. ამას გარდა
ხიშტ-დანის სახელურში ინახებოდა სპეციალური მოხსნადი მოდული, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა
ინსტრუმენტებს (სახრახნისი, მახათი, სახსნელი, მცირე ზომის დანა). ხიშტ-დანის ქარაქშზე
გაკეთებული იყო სამაგრი, რომლის მეშვებითაც შესაძლებელი იყო მისი ჩამოკიდება მებრძოლისთვის
მოსახერხებელ ადგილას.
ხიშტ-დანის
SG-42 სახელური და ქარქაში მზადდებოდა ბაკელიტისგან. სახელურის თავზე შესრულებული იყო
Т-სებური ღარი და ზამბარიანი ჩამკეტი. გარკვეული წყაროების თანახმად კომპანია „Carl
Eickhorn“-ის მიერ დამზადებულ იქნა დაახლოებით 7000 ცალი ხიშტ-დანა. ამ პარტიის ყველა
ეგზემპლარს გააჩნდა ორი ტიპის დამღა მწარმოებლი ქარხნის კოდური აღნიშვნა „cof“ და შეიარაღებაში
მიღების დამღა ეგრეთ წოდებული ვაფენამტი „WaA 519“.
აღსანიშნავია,
რომ ინსტრუმენტების ნაკრების მოდული, რომელიც ინახებოდა ხიშტ-დანის სახელურში, მზადდებოდა
ცალკე ფაბრიკაში. კერძოდ ზოლინგენში მდებარე „Robert Klaas“-ში. შესაბამისად მოდულს
დატანილი ჰქონდა შესაბამისი საწარმოს კოდირებული აღნიშვნა დამღის სახით „ltk“.
მიუხედავად იმისა, რომ ხიშტ-დანამ SG-42 დიდი მოწონება დაიმსახურა და მას ჰქონდა პოზიტიური გამოხმაურებები მებრძოლებისგან, იგი არ წავიდა მასიურ წარმოებაში. ამის მიზეზი იყო წარმოების სირთულე და მაღალი თვითღირებულება. ასევე ტექნოლოგიურობის მხრივ ხიშტ-დანის დამზადებას ესაჭიროებოდა როგორც მინიმუმ სამი სხვადასხვა მწარმოებლის კოოპერაცია (თანამშრომლობა). ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ ხიშტ-დანა იმ პერიოდისთვის გაცილებით ნაკლებ პრიორიტეტს წარმოადგენდა, ვიდრე სხვა ტიპის იარაღის და საბრძოლო მასალის წარმოება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე უარი თქვეს მის შემდგომ წარმოებაზე.
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები (ტტმ) |
|
საერთო სიგრძე: |
303 მმ |
პირის სიგრძე: |
177 მმ |
პირის სიგანე: |
26 მმ |
პირის სისქე: |
4 მმ |
ქარაქშის სიგრძე: |
190 მმ |
მთლიანი წონა: |
487 გრამი |
მხოლოდ ხიშტ-დანის წონა ინსტრუმენტების მოდულთან ერთად: |
361 გრამი |
ქარქაშის წონა: |
126 გრამი |
ინსტრუმენტების მოდულის წონა: |
98 გრამი |
No comments:
Post a Comment