„Frogman“ - საბრძოლო დანა ბუნდესვერის აკვალანგისტებისთვის

1960-ან წლებში ძირძველმა გერმანულმა დანების მწარმოებელმა კომპანია  „PUMA” -მ დაიწყო საბრძოლო დანის წარმოება სახელწოდებით „Frogman“ (მყვინთავი). აღნიშნული დანა 1969 წელს ოფიციალურად იქნა მიღებული ბუნდესვერის სამხედრო მცურავ-აკვალანგისტების შეიარაღებაში. გარკვეული ნაწილი კი მოხვდა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სამხედრო საზღვაო ძალების მყვინთავების დანაყოფში.

„Frogman“ -ს გააჩნია ხანჯლისებური მოყვანილობის პირი რომლის სიგრძე შეადგენს 181მმ-ს. ხოლო დანის საერთო სიგრძე არის 310 მმ. იმისათვის, რომ დანის პირს ჰქონოდა მეტი სიმტკიცე, გამოყენებულ იქნა საკმაოდ მსხვილი პირი, რომლის სისქე 6მმ-ს შეადგენდა. დანის პირი ალესილი იყო ცალ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს ჰქონდა  ხერხისებური ნაჭდევები, რომლის დანიშნულებაც იყო მეტალის გახერხვა. დანის ტარი დამზადებული იყო შავი ან ნარინჯისფერი პლასტმასისგან, რომელსაც ჰქონდა მომრგვალებული ფორმა. ხელის უკეთ მოჭიდებისათვის ტარზე შესრულებული იყო რგოლისებური გამონაზარდები.
„Frogman“ აღჭურვილი იყო ალუმინისგან დამზადებული ქარქაშით. რომელზეც შავი ფერის ლაკის საკმაოდ სქელი ფენა იყო დატანილი. ქარქაშს გაჩნდა ჩამოსაკიდი რგოლები და ფიქსატორი, რომლითაც დანის ტარი ფიქსირდებოდა.
ითვლება, რომ „Frogman“  შექმნის მომენტისთვის იყო უკვე მოძველებული, რადგანაც გააჩნდა ნახევრადმომრგვალებული მეტალის ვადა (ე.წ. ჯვარედი), რომელიც ტარის ნახევარ მხარეს ფარავდა. საერთო ჯამში სამხედროებს დანის მიმართ  არ ჰქონდათ პრეტენზიები, რადგანაც მისი პირი ძალიან კარგად უზრუნველყოფდა მჩხვლეტავი იარაღის სახით გამოყენების შესაძლებლობას. მომრგვალებული ვადას კი იყენებდნენ როგორც საჯიგველს (ე.წ. კასტეტი). მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, აკვალანგისტის დანა არ იყო შექმნილი ხელჩართული ბრძოლისთვის. მის დანიშნულებას წარმოადგნდა წყალქვეშ სხვადასხვა სამუშაობის განხორციელება, მაგალითად როგორიც არის წყალმცენარეების, ბაგირების, სადენების, შლანგების და ბადეების გადაჭრა.  როგორც უკვე ავღნიშნეთ დანა „Frogman“ 1969 წელს იქნა შეიარღებაში მიღებული და ბუნდესვერის შეიარაღებაში ირიცხებოდა 1978 წლის ჩათვლით.

No comments:

Post a Comment