1908 წელს კომპანია კოლტის საწარმომ „Colt's Manufacturing Company“ წარმოებაში ჩაუშვა ახალი რევოლვერი სახელწოდებით „Colt Army Special“, რომელიც წარმოადგენდა მისი წინამორბედი მოდელის „Colt New Army and Navy“ გაუმჯობესებულ და გამარტივებულ ვარიანტს. რევოლვერი გათვლილი იყო .38 Special ტიპის ვაზნაზე და იყენებდა ორმაგი მოქმედების სასხლეტ მექანიზმს. სროლის წარმოაება ხდებოდა როგორც თვიშეყენებადი (ორმაგი მოქმდება DA) სახით, ასევე ერთმაგი მოქმედებით (SA), ანუ ჩახმახის წინასწარ ხელით შეყენებით.
კოლტის წინამორბედი მოდელებისგან განსხვავებით მთავარ გაუმჯობესებას წარმოადგენდა დოლურის მაბრუნებელი მექანიზმი და დოლურას ფიქსატორი. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელში დოლურა ბრუნავდა საათის ისრის მიმართულებით. ცნობისთვის მანამდე არსებულ კოლტის რევოლვერების მოდელებში დოლურას ბრუნვა ხდებოდა საათის ისრის საწინააღმდეგო მხარეს. ამას გარდა რევოლვერის სასხლეტი მექანიზმი აღჭურვილი იყო დამცავი სისტემით "Positive Lock", რაც გამორიცხავდა საცემის წვდომას დოლურაში არსებული ვაზნის კაფსულამ-მაალებლამდე მანამ, სანამ სასხლეტზე არ მოხდებოდა დაწოლა.
რევოლვერის ლულაზე მარცხენა მხრიდან დატანილი იყო მოდელის მაიდენტიფიცირებელი წარწერა "Army Special"
სტანდარტულად რევოლვერის კალიბრს წარმოადგენდა .38 Special (9.1x29mm R), თუმცა მზადდებოდა ასევე რევოლვერები, რომელიც გათვლილი იყო ქვემოთ მოცემულ კალიბრის ვაზნებზე:
· .32-20 Winchester Center-Fire (7.9x33.4mm R)
· .38 Short Colt (.38 SC) (9.1x19.4mm R)
· .38 Long Colt (.38 LC) (9.1x26mm R)
· .41 Long Colt (.41 LC) (9.8x29mm R)
გარდა კალიბრებისა, ასევე რევოლვერი მზადდებოდა სხვადასხვა სიგრძის ლულით: სტანდარტული სიგრძის 4 ინჩიანი (10.2სმ) ლულა, 4.5 ინჩიანი (11.5სმ) 5 ინჩანი (12.7სმ) და 6 ინჩიანი (15.3სმ).
1908 წლიდან 1923 წლამდე პისტოლეტის სახელურის ფურნიტურა მზადდებოდა მყარი რეზინისგნ, რომლის ზედა ნაწილშიც დატანილი იყო წარწერა „COLT“. 1924 წლიდან სახელურის ფურნიტურა მზადდებოდა კაკლის ხისგან და შუაში ჩასმული ჰქონდა მედალიონი კოლტის სავაჭრო ნიშნით (ორ ფეხზე აყალყებული ცხენი და წარწერა COLT).
(შესაძლოა 1923 წლის შემდეგ დამზადებულ გარკვეული პარტიის რევოლვერებზე ისევ ადრეული რეზინის ფურნიტურა შეგხვდეს). რაც შეეხება დაფარვას, ძირითადად მზადდებოდა შავი ფერის ოქსიდირებით, ხოლო მცირე პარტიებად მზადდებოდა ასევე მონიკელებული რევოლვერები.
1908 წელს წარმოებაში ჩაშვებული რევოლვერი „Colt Army Special“, მისი სახელწოდებიდან გამომდინარე პირველ რიგში გათვლილი უნდა ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების არმიისთვის, თუმცა დაინტერესება სამხედროების მხრიდან არ მოხდა და 1909 წელს შეიარაღებაში მიიღეს რევოლვერი Colt M1909 New Service. ასევე შემდგომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებში გავრცელდა ჯონ ბრაუნინგის მიერ შექმნილი ლეგენდარული თვითდამტენი პისტოლეტი COLT M1911. 1917 წელს კი არმიის შეიარაღების რიგებს შეურთდა რევოლვერი Colt M1917 და რევოლვერი Smith & Wesson M1917. ყველა ეს მოკლელულიანი იარაღები იყენებდა .45 ACP ტიპის ვაზნას, რაც კოლტის საწარმოსთვის წარმოადგენდა ერთგვარ სიგნალს, რომ სამხედროები ნაკლებად ინტერესდებოდნენ .38 კალიბრის რევოლვერებით და თუ მიიღებდნენ მას შეიარაღებაში ეს არ იქნება მასიური სახით. შესაძლებელი იყო მხოლოდ გარკვეული მცირერიცხოვანი კონტიგენტი შეიარაღებულიყო ამ კალიბრზე გათვლილი რევოლვერებით. თუმცა კოლტის ქარხანის მესვეურებმა დაინახეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სამართალდამცავი სტრუქტურები და გარკვეული ძალოვანი ორგანოები გამოხატავდნენ ინტერესს .38 კალიბრის იარაღებზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 1927 წელს რევოლვერის სახელწოდებამ განიცადა ცვლილება და მოევლინა ბაზარს მარკეტინგულად სწორად შერჩეული ახალი აღნიშვნით „Colt Official Police“, რომლის შესახებაც აღნიშნულ სტატიაში გავაგრძელებთ საუბარს > Colt Official Police
No comments:
Post a Comment