კონკურსი „Модерн„ და ყველაფერი მის შესახებ (ნაწილი #1)

1973 წლის 23 ივლისს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის მიერ გამოცხადებულ იქნა საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები ნომრით №191, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩატარებულიყო საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები და სპეცილური კონკურსი შიფრით „მოდერნ“-ი (Модерн). საცდელი- საკონსტრუქტორო სამუშაოები მიზნად ისახავდა მცირეგაბარიტიანი მოიერიშე შაშხანის (ავტომატის) შექმნას. ჩვენი სტატიაც სწორედ აღნიშნული კონკურსის შესახებ იქნება. ჩემი სუბიექტური აზრით ეს კონკურსი ერთერთი ყველაზე საინტერესო კონკურსია, რომელიც საბჭოთა კავშირში ჩატარდა. სწორედ ამ კონკურსის პირმშოს წარმოადგენს დღეს ჩვენთვის ცნობილი მცირეგაბარირიანი ავტომატი „АКС-74У“.
შევეცდები ქრონოლოგიურად მივყვე კონკურსის წამოწყების საჭიროებას და დამკაში გავიდე, ისე, რომ ავღწერო კონკურსის მსვლელობა და მის ფარგლებში არსებული საკონკურსო ეგზემპლარები.

გზა კონკურსამდე და მისი ინიცირება
კალაშნიკოვის ცნობილი ავტომატის შექმნის და შეიარაღებაში მიღების დღიდან, სამხედრო პირები და სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ესაჭიროებოდათ უფრო კომპაკტური იარაღი,  რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნებოდა ვიდრე იმ პერიოდში შეიარაღებაში არსებული საშტატო კალაშნიკოვის ავტომატი (AK-47, AKM, AKMC). სხვადასხვა დაკვირვებების თანახმად გამოვლინდა, რომ კომპაკტური მოიერიშე იარაღი განკუთვნილი უნდა ყოფილიყო მძღოლებისათვის, ჯავშანტექნიკის ეკიპაჟისათვის, არტილერისტებისთვის, კავშირგაბმულობისთვის და სხვა მსგავსი ტიპის მებრძოლთათვის, რომელთაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ესაჭიროებოდათ სასაშტატო მოიერიშე იარაღზე უფო კომპაკტური ავტომატი. ასეთი სამხედრო პირები ძირითადად შეიარაღებულნი იყვნენ კალაშნიკოვის მოდელით „AKMC“, ხოლო რიგ პირებს სტეჩკინის სისტემის ავტომატური პისტოლეტი (АПС) ერგოთ, რომელიც არაეფექტური გამოდგა და მარტივად რომ ვთქვათ ვერ ჩაანაცვლა მოიერიშე შაშხანა.

АО-46 პეტრე ტკაჩევის ავტომატი
1964 წელს ქალაქ კლიმოვსკის ზუსტი მანქანამშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „ЦНИИТочМаш“ (Центральный научно-исследовательский институт точного машиностроения) კონსტრუქტორმა პეტრე ტკაჩევმა (Петр Андреевич Ткачев) დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა ახალ იარაღზე. 1966 წელს მან შექმნა ექსპერიმენტალური მცირეგაბარიტიანი მოიერიშე შაშხანა ვაზნაზე 7,62x39, რომელიც შემდგომ მცირედად გადაამუშავა და დასრულებული სახით წარმოადგინა 1969 წელს. ახალ იარაღს მიენიჭა კოდური სახელწოდება „АО-46“.
ახალი პროტოტიპი განკუთვნილი იყო იმ პერიოდისათვის ახალ ექსპერიმენტალურ შუალედურ ვაზნაზე „5,45х39“, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დასრულებული და შესაბამისად არც შეიარაღებაში იყო მიღებული. (ეს ვაზნა გახლავთ დღეისათვის ცნობილი კალაშნიკოვის ავტომატის 5,45მმ-ანი ვაზნა, რომელიც 1974 წელს იქნა ოფიციალურად შეიარაღებაში მიღებული კალაშნიკოვის AK-74 მოდელთან ერთად). შეიძლება ჩაითვალოს, რომ „АО-46“ იყო ერთერთი პირველი მოიერიშე შაშხანა, რომელიც ისროდა „5,45х39“-მმ ვაზნებს.
О-46"  მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე წარმოადგენს არატრადიციულ მოდელს, რადგანაც პისტოლეტისებური სახელურის დანიშნულებას ასრულებს 15 ვაზნიანი მჭიდი. იქიდან გამომდინარე რომ მსხვილ მჭიდზე ხელის მოკიდება იქნებოდა მოუხერხებელი, მასში ვაზნები განლაგებულია ერთ რიგად. საბოლოო ჯამში ამან გამოიწვია ის, რომ ვაზნების ტევადობა მცირეა. იმისათვის რომ მჭიდი სიგანეში ყოფილიყო უფრო პატარა და მოსახერხებელი, მასში ვაზნები განლაგებული იყო დახრილად. თავდაპირველად გამომცდელები საუბრობდნენ იმაზე, რომ ასეთი დიდი დახრილობა გამოიწვევდა შეფერხებებს მიწოდებისას, თუმცა იარაღმა საცდელი სროლებისას დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა. სტატიის დაწერისას გამიჩნდა შეკითხვა თუ რომელ ქვეყანას აქვს ან ქონია მსგავსი კონცეფციის მოიერიშე შაშხნა და გამახსენდა ორი ეგზემპლარი:

1. 1961 წელს რუსი კონსტრუქტორის გერმან კორობოვის მიერ შექმნილი პოლიმერული მოიერიშე შაშხანის წარუმატებელი პროტოტიპი 7,62x39 ვაზნაზე კოდური სახელწოდებით „ТКБ-022 №1“ და  შვედური Interdynamics MKS 5,56x45 ვაზნაზე, რომელიც 1970-ანი წლების შუალედში შეიქმნა. აღნიშნულ მოდელში სახელურის როლს ასრულებს მჭიდის მიმღები ყელი. საბოლოოდ შვედურმა იარაღმაც ვერ მოიპოვა აღიარება და მალევე იქნა მივიწყებული.

АО-46 -ის მუშაობის პრინციპი ეფუძნებოდა ლულიდან აირების გაყვანის სისტემას. ლულის არხის ჩაკეტვა ხდებოდა მბრუნავი საკეტით, რომელსაც გააჩნდა 2 ცალი საბრძოლო ბჯენი. საკეტი იყო ძალიან მსუბუქი და იწონიდა 70 გრამს. იარაღის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო დამრტყმელის გრძელი სვლით. დამრტყმელის სვლის მანძილი შეადგენდა 80 მილიმეტრს, რაც ახანგრძლივებდა გასროლებს შორის არსებულ დროს. ასეთი მეთოდის გამოყენება უზრუნველყოფდა მოძრავი დეტალების დაწყნარების და გაჩერების შემდეგ გასროლას, რაც დადებითად აისახებოდა იარაღის სიზუსტეზე ჯერებით სროლისას.
საცდელი სროლებისას კონსტრუქტორმა აღმოაჩინა, რომ გასროლის ხმა იყო ძალზედ შემაწუხებელი და თან ახლავდა ლულიდან გამოვარდნილი მოგრძო ალი. შენობაში ან დახურულ სივრცეში, მაგალითად ტანკიდან სროლისას იარაღის ხმა ფაქტიურად იყო გაუსაძლისი. ამიტომ ლულის ბოლოში გაკეთდა რამოდენიმე ნასვრეტი, ხოლო აღნიშნულ ნასვრეტიან ნაწილზე ჩამოცმულ იქნა ცილინდრისებური კამერა. გასროლისას სანამ ტყვია მოასწრებდა ლულის დატოვებას, ნასვრეტებიდან ხდებოდა დენთის აირების გაყვანა ლულის ცხვირზე არსებულ ცილინდრულ კამერაში, რაც იწვევდა წნევის ვარდნას და ამცირებდა ტყვიასთან ერთად ცეცხლის ალის გამოვარდნას და შესაბამისად სროლის ხმას. იარაღში საინტერესო იყო კიდევ ერთი ფაქტი კერძოდ: აირგამყვანი მილის დანიშნულებას ასრულებდა სწორედ ლულის ცხვირზე დამონტაჟებული ცილინდრული კამერა. ამდაგვარი კონსტრუქციის გამოყენებას მოჰყვა ტყვიის საწყისი სიჩქარის შემცირება 20 მეტრ წამით, თუმცა ალის და ხმის შემცირება ბევრად პრიორიტეტული იყო ვიდრე 20 მ/წამით მეტი სიჩქარე. თუკი კონსტრუქტორი კიდევ დამატებით ნასვრეტს გააკეთებდა ლულაზე აირგამყვანი მილისათვის, მაშინ კიდევ უფრო დავარდებოდა ტყვიის საწყისი სიჩქარე, ამიტომ ლულის ცხვირზე არსებული ცილინდრული კამერა ფაქტიურად 2 კურდღელს კლავდა ერთდროულად. შესაბამისად ამგვარმა მეთოდმა გაამართლა და ავტომატიზაციის პროცესიც გამართულად მუშაობდა. 

სამიზნე მოწყობილობა იარაღზე იყო დიოპტრული ტიპის, რომელსაც გააჩნდა ორი პოზიცია 200 და 400 მეტრზე სასროლად. რამდენადაც ცნობილია სხვადასხვა წყაროებიდან, იარაღი ეფექტური იყო 300 მეტრამდე, რაც ასეთი მცირეგაბარიტიანი ეგზემპლარისთვის არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია. მცველი და სროლის რეჟიმების გადამრთველი მცირე ღილაკის სახით განთავსებულია მარჯვენა მხარეს სასხლეტი კავის ზევით. მისი გადართვა და მასზე ოპერირება შესაძლებელია საჩვენებელი თითით. იარაღის დუგლუგი იკეცებოდა ზევით და ფიქსირდებოდა სპეციალური ღილაკის მეშვეობით.
АО-46-ის მთავარ უპირატესობას წარმოადგენდა მისი წონა. ცარიელი სავაზნე კოლოფით იგი იწონიდა 1,95 კილოგრამს! ფაქტიურად ეს არის რეკორდული მაჩვენებელი მოიერიშე შაშხანისთვის.

იარაღის ერთერთ უპირატესობას წარმოადგენდა აგრეთვე ის ფაქტი, რომ დეტალების უმეტესობა მზადდებოდა დაბეჭდვის (დაშტამპვის) მეთოდით, რაც თავისთავად ამცირებდა წარმოების ღირებულებას და აადვილებდა მთელ პროცესს.
რამდენადაც ცნობილია იარაღმა 70-ანი წლების დასაწყისში გაიარა გამოცდები, რომელიც მოიცავდა საკმაოდ ვრცელ ტესტირებებს, მათ შორის ცივ კლიმატურ პირობებში გამოყენებას და დაბიძნურებული მექანიზმით მოქმედებას, რასაც წარმატებით გაართვა თავი. ფაქტიურად გადაწყვეტილიც კი იყო, რომ მიეღოთ იგი შეიარაღებაში, თუმცა ვინაიდან ამ ირაღს არ გააჩნდა კონკურენტი, საბოლოოდ მიღებულ იქნა გადაყვეტილება გამოეცხადებინათ  კონკურსი, სადაც სხვა კონსტრუქტორების ეგზემპლარებიც იქნებოდა წარმოდგენილი, რათა კონკურენციის პრინციპით მომხდარიყო შედეგების გამოვლენა.

ფაქტიურად АО-46 გახდა კონკურს „მოდერნის“ მაინიცირებელი, მაგრამ საბოლოოდ კონკურსში მას არც კი მიუღია მონაწილეობა და სამუდამოდ იქნა მივიწყებული.

1973 წლის 19 ივლისს საბჭოთა კავშირის თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს  (МОП-Министерство оборонной промышленности) და მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს მიერ (ГРАУ-Главное ракетно-артиллерийское управление), შემუშავდა ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები, ეგრედწოდებული (ТТТ-тактико-технические требования) ნომრით No 008407, რომლის თანახმადაც:
1.      იარაღიდან შესაძლებელი უნდა ყოფილიყო როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა;
2.      იარაღის წონა (მასა) არ უნდა ყოფილიყო 2,2 კილოგრამზე მეტი;
3.      იარაღს უნდა ჰქონოდა საკეცი დუგლუგი;
4.      დაკეცილი დუგლუგის (კონდახის) შემთხვევაში საერთო სიგრძე არ უნდა ყოფილიყო 450 მმ-ზე მეტი;
5.      გაშლილი დუგლუგით იარაღის საერთო სიგრძე არ უნდა ყოფილიყო 750 მმ-ზე მეტი;
6.      დამიზნების მანძილი უნდა ყოფილიყო 500 მეტრამდე;
7.    იარაღი უნდა ყოფილიყო გათვლილი ვაზნაზე 5,45x39. აღნიშნული პუნქტი დაემატა 1974 წელს, როდესაც შიარაღებაში იქნა მიღებული ახალი დაბალიმპულსიანი ვაზნა 5,45x39 და აღნიშნულ ვაზნაზე გათვლილი კალაშნიკოვის ახალი ავტომატი AK-74. შესაბამისად ახალი მცირეგაბარიტიანი იარაღიდან ნასროლი 5,45მმ-ანი ტყვიის საწყისი სიჩქარე არ უნდა ყოფილიყო 700მ/წამზე ნაკლები;
8. 100 მეტრზე დაწოლ მდგომარეობაში საყრდენის გამოყენებით  ერთეული სროლისას (არა ავტომატური ჯერებით) სიზუსტე უნდა ყოფილიყო 10სმ, ხოლო მოკლე ჯერებით სროლისას 25სმ.

ონკურსში „მოდერნ“-ი ჩაერთნენ შემდეგი კონსტრუქტორები:
М. Т. Калашников,
С. Г. Симонов,
С. И. Кокшаров (აღნიშნული კონსტრუქტორის ზუსტი გვარი ცოტათი გაუგებარია ჩემთვის, რადგანაც რიგ წყაროებში იგი მოხსენიებულია როგორც С. И. Кошкаров. სავარაუდოდ ნაბეჭდი შეცდომებია დაშვებული)
А. С. Константинов,
И. Я. Стечкин,
Е.Ф. Драгунов.
მოგვიანებით კონკურსში ჩაერთო კიდევ ერთი უცნობი კონსტრუქტორი А. В. Шевченко.

კონკურს მოდერნის პირველი ეტაპი  (1973-1974 წლები)

კალაშნიკოვის ჩართულობა კონკურსის დაწყებამდე
ვინაიდან კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი საბჭოთა კავშირში უკვე ლეგენდად იყო ქცეული, მისი კონსტრუქტორიც შეიძლება ითქვას გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდა.  მან ჯერ კიდევ 1973 წლის მარტში იცოდა, რომ აპირებდნენ მსგავის კონკურსის წამოწყებას. ხოლო 1973 წლის მაისში მთავარმა სარაკეტო-საარტილერიო სამმართველომ „იჟმაშს“ (Ижмаш) მიმართა დავალებით, რომ შემოწმებისთვის და ცდებისთვის გაეკეთბინათ 200მმ-ით შემოკლებულ ლულიანი კალაშნიკოვის ავტომატი 5,45x39 ვაზნებზე (აღნიშნული ვაზნა ამ დროს ჯერ არ იყო ოფიციალურად შეიარაღებაში მიღებული), რათა გაეგოთ როგორი ბალისტიკური კოეფიციენტი და მახასიათებლები (შეჯგუფება, პენეტრაცია, ტრაექტორია) ექნებოდა ტყვიას ასეთი მოკლე ლულიდან.

კალაშნიკოვმა მისი მოდელის კოდური სახლწოდებით „А-3“  (ეს მოდელი გახლდათ AK-74 და AKC-74-ის პირველი საცდელი ვარიანტი, რომელიც 1970 წელს შექმნა კალაშნიკოვმა) ბაზაზე დაამზადა ეგზემპლარი 255მმ სიგრძის ლულით ხოლო შემდეგ ლულა დაამოკლეს 215მმ-მდე, რომელსაც ჭრილების ბიჯი ნაცვლად 200 მილიმეტრისა გაუხადა 180მმ (მოგვიანებით ჩატარდა ცდები და ლულა დამოკლებულ იქნა 212, 209, 206 და 202მმ-მდე. აგრეთვე ჭრილების ბიჯი შემცირდა 160მმ-მდე). გარკვეული ცვლილებები განიცადა სამიზნე მოწყობილობამაც. წინა სამიზნე განთავსდა აირგამყვან მილაკზე, ხოლო უკანა სამიზნე გახდა ორ პოზიციიანი და გადინაცვლა ლულის კოლოფის თავსაფარზე. ლულის დამოკლებამ აგრეთვე გამოიწვია ის, რომ აირების კამერამ გადაინაცვლა უკან, ხოლო აქედან გამომდინარე შემოკლებულ იქნა აირის დგუშიც. ლულის ცხვირზე მოიჭრა ხრახნი, რომელზეც დაიხრახნა ცილინდრული ფორმის ალმქრობი. მისი დანიშნულება იყო აგრეთვე ის, რომ საიმედოდ ემუშავა აირის დგუშს. მჭიდის გარეშე იარაღის მასა შეადგენდა 2,4კილოგრამს, კონკურსის მოთხოვნების თანახმად კი იარაღის მაქსიმალური წონა უნდა ყოფილიყო 2,2კგ.
1973 წლის 6 ივლისს პირველი ეგზემპლარი გაგზავნილ იქნა ლენინგრადში და მიენიჭა კოდური სახელწოდება „ПП-1“.  1973 წლის 22 სექტემბერს დასრულებულ იქნა მისი გამოცდა. ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 755-760 მეტრ წამს, ხოლო შეღწევადობა „AK-74“-ის პროტოტიპ „A-3“-თან შედარებით იყო 20-30% ნაკლები. „ПП-1“-ის გამომცდელების აღფრთოვანება გამოიწვია სიზუსტემ, რომელიც თითქმის „А-3“ პროტოტიპის იდენტური იყო. გასროლისას იარაღიდან გამოვარდნილი ცეცხლის ალი იყო ძალიან დიდი, ხოლო სროლის ხმა აჭარბებდა დადგენილ ნორმებს. 150 გასროლის შემდეგ სალულე ტიბჟირი ისე ცხელდებოდა, რომ შეუძლებელი იყო მასზე ხელის მოკიდება.


კალაშნიკოვმა დაამზადა კიდევ ერთი „ПП-1“-ის პროტოტიპი, რომელსაც დუგლუგი ჰქონდა AKMC-ისგან აღებული და ეკეცებოდა ქვემოთ.
„ПП-1“-ის დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმს გააჩნდა გარკვეული ტექნიკური მინუსები, კერძოდ თვითდაუნებურად ხდებოდა გაორებული გასროლა, ხშირი იყო მტყუნებაც (ე.წ. ასეჩკები). კვლავ პრობლემად რჩებოდა ლულიდან გამოვარდნილი გაუსაძლისი ხმა და ცეცლხის ალი, აგრეთვე ტიბჟირის ზედმეტი გადახურება.
1974 წელს სრულგაბარიტიანი პროტოტიპი „A-3 და მისი ვაზნა 5,45x39” საბოლოოდ იქნა დასრულებული, რასაც მოჰყვა მათი კომპლექსური სახით (ვანზა+ავტომატი) საბჭოთა კავშირის არმიის მიერ ოფიციალურად შეიარაღებაში მიღება, სახელწოდებით „AK-74“ (ინდექსი 6П20). კალაშნიკოვი კი მთლიანად ჩაერთო კონკურს „მოდერნში“.

1975-1976 წლები და კონკურს მოდერნის სხვა ეგზემპლარები


სერგეი სიმონოვის ავტომატი „АГ-043“
„АГ-043“
კონკურსზე სერგეი სიმონოვმა (Сергей Гаврилович Симонов) წარმოადგინა მცირეგაბარიტიანი ავტომატი კოდური სახელწოდებით „АГ-043“, რომელიც მან შექმნა 1975 წელს. საფუძვლად აღებულ იქნა 1974 წელს შექმნილი ეგზემპლარი მუდმივი (არადასაკეცი კონდახით АГ-042).
„АГ-042“ მუდიმივი (არა დასაკეცი კონდახით)
ფაქტიურად პროტოტიპი АГ-043“ არის ყველაზე საიდუმლოებით მოცული, რადგანაც მასზე ინფორმაცია ყველაზე მწირია. სტატიის დაწერის მომენტში ჩემს მიერ გადამოწმებულ იქნა სხვადასხვა ვებ გვერდი და ინტერნეტ რესურსი, აგრეთვე ჩემს ბიბლიოთეკაში არსებული არაერთი სახელმძღვანელო. ბევრ წყაროში მე შევხვდი ინფორმაციას, რომელიც ეხება ერთ ლეგენდას შეიძლება არცაა ლეგენდა და სიმართლეცაა... მოკლედ ჭორის დონეზე ბევრი საუბრობს, რომ „АГ-043“ მისი გაბარიტებიდან გამომდინარე მოეწონათ კაგებეს თანამშრომლებს და ფარულად იქნა მიღებულ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ  შეიარაღებაში, რომლებიც მცირე რაოდენობით დაურიგდათ იმ პირებს ვინც განსაკუთრებულად გასაიდუმლოებულ დავალებებს ასრულებდნენ. აქვე გამიჩნდა მე ერთი შეკითხვაც... კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ ეგზემპლარებზე ძირითადად მოიპოვება ინფორმაცია, მაგრამ მაინც და მაინც „АГ-043“ რატომაა გამონაკლისი ამ მხრივ? რა თქმა უნდა ეს ბადებს ეჭვს, რომ მართლაც შესაძლოა უშიშროებას კონკურსიდანვე მოეხსნა ეს იარაღი და გაეხადა გრიფით საიდუმლო. პასუხი ამ შეკითხვაზე ჯერჯერობით არც მე მაქვს და არც სხვა სანდო წყაროებშია მოცემული.
სიმონოვის „АГ-043“ მოდელს კონკურსის სხვა ეგზემპლარებისგან გამოარჩევს ერთი მთავარი ფაქტი. კერძოდ იგი პასუხობს „მოდერნის“ აბსოლიტურად ყველა მოთხოვნას, გარდა 500 მეტრამდე ეფექტური სროლისა. მისი საერთო სიგრძე დაკეცილი დუგლუგის შემთხვევაში შეადგენს 420 მმ-ს, ხოლო გახსნილი დუგლუგით კი 680 მმ-ს. იარაღის მასა კი არის 2,1 კგ. მისი გაბარიტებიდან და მასიდან გამომდინარე „АГ-043“ უფრო ახლოს დგას პისტოლეტ-ტყვიამფრვევებთან, თუმცა გათვლილია შუალედურ ვაზნაზე 5,45х39 და მისი ვაზნებით კვება ხდება კალაშნიკოვის ავტომატის „AK-74“, 30 ვაზნიანი მჭიდებით.

„АГ-043“ მუშაობდა ტრადიციული სქემით და ეფუძნებოდა ლულიდან დენთის აირების გაყვანის პრინციპს. ვინაიდან მისი ლულა იყო 215მმ, დენთის აირების გაყვანა ხდებოდა ლულის ცხვირთან დამონტაჟებული აირების კამერის მეშვეობით, რომელიც ამავდროულად ასრულებდა წინა სამიზნე მოწყობილობის ფუძეს. იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ისევე როგორც კალაშნიკოვის ავტომატებში

 ხდებოდა მარჯვენა მხარეს განთავსებული ბერკეტის მეშვეობით. იქვე იყო დამინტაჟებული მცველი და სროლის რეჟიმების გადამრთველიც. დუგლუგის გაშლა-დაკეცვა ხდებოდა ტელესკოპურად. ტიბჟირი დამზადებული იყო ხისგან. იარაღი მიზანში კარგად ისროდა ახლო და საშუალო დისტანციაზე, თუმცა სხვა ეგზემპლარებმა უკეთესი სიზუსტე აჩვენეს. ყველაზე მოსაწონი ამ ეგზემპლარში აღმოჩნდა ის, რომ მისი მცირეგაბარიტიანი დეტალები, იდეალურად მუშაობდა. მისი დეტალების უმეტესობა მზადდებოდა ცივი ბეჭდვის (დაშტამპვის) მეთოდით. იარაღის ლულას ბოლოში ჰქონა ხრახნი, რომელზეც შესაძლებელი იყო ალმქრობის დამაგრება. საბოლოოდ „АГ-43“ წარუმატებელი აღმოჩნდა და ვერ გაუწია კონკურენცია სხვა ეგზემპლარებს. რამდენადაც ცნობილია კონკურსის დამთავრების შემდეგ 1979 წელს ერთი ეგზემპლარი ს.სიმონოვმა საჩუქრად გადასცა ერთერთ მუზეუმს.

იგორ სტეჩკინის ავტომატი „ТКБ-0116“ (Тульское Конструкторское Бюро, образец № 0116)

იგორ სტეჩკინმა (Игор Яковлевич Стечкин) 1975 წელს წარმოადგინა საკუთარი კონსტრუქციის მცირეგაბარიტიანი ავტომატი კოდური სახელწოდებით „ТКБ-0116“. მან ჯერ კიდევ 1974 წელს შექმნა ავტომატი, რომელიც მასა-გაბარიტებით ვერ ჯდებოდა კონკურსის ტექნიკურ მოთხოვნებში და შემდეგ მოახდინა მისი მოდერნიზაცია იმდეგვარად, რომ შესაბამისობაში მოსულიყო აღნიშნულ მოთხოვნებთან. ამდაგვარი ხერხი მან სპეციალურად გამოიყენა იმ მოტივით, რომ უკვე შექმნილი იარაღის გაბარიტების შემცირება და კონკურსის მოთხოვნებზე მორგება, ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა. საბოლოო ჯამში კონსტრუქტორს მაინც გაუჭირდა იარაღის დეტალების შემცირება და მაინც ვერ ჩაჯდა კონკურსის მოთხოვნებში.

„ТКБ-0116“-ის სიგრძე დაკეცილი დუგლუგით შეადგენდა 458მმ-ს, რაც 8მმ-ით აჭარბებდა მოთხოვნებს. გაშლილი დუგლუგის შემთხვევაში საერთო სიგრძე შეადგენდა 743მმ-ს. მცირედი მეტობა 0,11კილოგრამით იყო აგრეთვე იარაღის მასაში, რომელიც ცარიელი 20 ვაზნიანი მჭიდით 2,31კილოგრამს შეადგენდა. (ცარიელი 30 ვაზნიანი მჭიდის შემთხვევაში იარაღის საერთო მასა იზრდებოდა 2,4კილოგრამამდე) ავტომატის ვაზნებით კვება ხდებოდა 20 და 30 ვაზნიანი მჭიდებით, ხოლო სროლის ტემპი რამდენადაც სხვადასხვა წყაროებშია მოცემული სავარაუდოდ შეადგენდა 785-850 გასროლას წუთში.

სტეჩკინმა ავტომატის შემუშავებისას აირჩია განსხვავებული (არატრადიციული მიდგომა). მისი ქმნილება მუშაობდა ლულის უკუცემის მოკლე სვლის პრინციპით, რომელშიც ლულის ჩაკეტვა ხდებოდა ლულისავე შემობრუნებით.  გასროლისას ლულა და საკეტი გადაბმული იყო საბრძოლო ბჯენებით. მასრის ფსკერზე დენთის აირების დაწოლის იმპულსი აიძულებდა საკეტს ლულასთან ერთად გადაადგილებულიყო უკან. უკან გადაადგილებისას ლულის კორპუსი სპეციალური შვერილების მეშვეობით ახდენდა საკუთარი ღერძის ირგვლივ ბრუნს, რის შედეგადაც საკეტის საბრძოლო ბჯენები და ლულასთან შეჭიდულობა თავისუფლდებოდა. საკეტის გათავისუფლების დროს ლულა ჩერდებოდა, ისე რომ სპეციალური ბერკეტის მეშვეობით ახდენდა აჩქარების გადაცემას საკეტზე. საკეტი კი საკუთარი ინერციით და ლულის მიერ ბერკეტის მეშვეობით გადაცემული  ენერგიით გადაადგილდებოდა უკან და ახდენდა ბოლომდე გახსნას. შემდგომ კი საკეტი შეკუმშული დამაბრუნებელი ზამბარის წყალობით კვლავ ახდენდა საწყის პოზიციაზე დაბრუნებას, ლულაზე დაჯახებას და შესაბამისად მასთან გადაბმულობას ლულის არხის ჩაკეტვით. შემდეგი გასროლისას კვლავ მეორდებოდა იგივე ციკლი. გასროლისას დენთის აირები ლულის მუხრუჭ-კომპენსატორზე ისე ზემოქმედებდნენ, რომ ხდებოდა  ლულის აჩქარება საწყის პოზიციაში დასაბრუნებლად, რაც ერთგვარი დაბალანსებური ავტომატიკის პრინციპის მსგავს გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. ყველაფერთან ერთად იგი ძალზედ ეფექტურად ახშობდა ავტომატის უკუცემას.

ავტომატის ვაზნებით კვება ხდებოდა სწორი ფორმის 20 ვაზნიანი მჭიდით, რომლის სიგრძეც იარაღზე მორგებისას არ სცდებოდა პისტოლეტისებურ სახელურს. ამგვარი მჭიდის გამოყენება მცირე გაბარიტებიდან გამომდინარე, ბევრად მოსახერხებელი იყო ავტოტრანსპორტის და ჯავშანტექნიკის სალონში, სადაც მცირე სივრცეა. რიგ წყაროებში მოცემულია ინფორმაცია, რომ მჭიდის მიმღები ყელი აგრეთვე თავისუფლად იღებდა კალაშნიკოვის სტანდარტულ 30 ვაზნიან მჭიდებს (ქვემოთ სურათსაც ნახავთ 30 ვაზნიანი კალაშნიკოვის მჭიდით), თუმცა იარაღის გამოცდების შედეგებში იარაღის ერთერთ უარყოფით მხარეთ გამომცდელები ასახელებდნენ იმ ფაქტს, რომ მას არ შეეძლოა კალაშნიკოვის “AK-74“ მოდელის მჭიდების მიღება. ასე რომ ეს საკითხი ჩემთვის ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, რადგანაც სტეჩკინის ავტომატი მუშაობდა კალაშნიკოვის 30 ვაზნიანიანი მჭიდებით.

მასრების ამოსაყრელი ფანჯარა შესრულებული იყო ავტომატის ზემოთა მხრიდან და გააჩნდა სპეციალური თავსაფარი, რომელიც ავტომატურად იღებოდა საკეტის უკუცემისას. იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანი სახელური და სროლის რეჟიმების გადამრთველი ბერკეტი ტრადიციულად მარცხენა მხარეს იყო განთავსებული. იარაღის ტიბჟირი დამზადებული იყო ხისგან. ღია სამიზნე მოწყობილობა იყო რეგულირებადი, რომელსაც გააჩნდა 100, 400 და 500 მეტრამდე სასროლი პოზიცია. საკეცი დუგლუგი იკეცებოდა ზევით და ფიქსირდებოდა ღილაკის მეშვეობით.

ალექსანდრე კონსტანტინოვის და ს. კოკშაროვის ავტომატი АЕК-958 
 
ალექსანდრე კონსტანტინოვმა (Александр Семенович Константинов) და С. И. Кокшаров -მა, 1976 წელს კონკურსზე წარმოადგინეს თავიანთი მცირეგაბარიტიანი ავტომატი კოდური სახელწოდებით „АЕК-958“, რომელიც შექმნა  მათივე კონსტრუქციის ავტომატის „СА-006“ ბაზაზე. (ავტომატი„СА-006“ იყო ბალანსირებული ავტომატიკით და 1973 წლის მიწურულს დამარცხდა კალაშნიკოვის AK-74 მოდელთან ბრძოლაში). „АЕК-958“ მუშაობდა ტრადიციული სქემით (ლულის არხის გვერდით არსებული ნასვრეტიდან აირების გაყვანის პრინციპით).



ლულის ჩაკეტვა ხდებოდა ორი ცალი საბრძოლო ბჯენის მეშვეობით. დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ჩახმახიანი ტიპის და იარაღს შეეძლო როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა. დამზედებულ იქნა აგრეთვე სპეციალური დამრტყმელ-გამშვები მექანიზმიც, რომელის გამოყენებისას გარდა ერთული და სრულიად ავტომატური ჯერებით სროლისა შესაძლებელი იყო სამ გასროლიანი მოკლე ჯერების განხორციელებაც. მცველი და სროლის რეჟიმების გადამრთველი კალაშნიკოვის მსგავსად განთავსებული იყო მარჯვენა მხარეს. გაბარიტების და წონის კუთხით „АЕК-958“ ჯდებოდა კონკურსის მოთხოვნებში. მისი სამიზნე მოწყობილობა გათვლილი იყო 500 მეტრამდე სროლისათვის. იარაღს აგრეთვე გააჩნდა ოტიკური სამიზნე „НСПУ“-ს სამაგრი.

რთერთი უცნაურობა რომელიც გააჩნდა ავტომატ „АЕК-958“-ს იყო ის, რომ ზუმბას (შომპოლის) დანიშნულებას ასრულებდა იარაღიდან ამოღებული დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი, რომელზეც შესაძლებელი იყო ლულის საწმენდი ჯაგრისის დამაგრება. იარაღის ვაზნებით კვება ხდებოდა 20 ვაზნიანი მჭიდებით, თუმცა შესაძლებელი იყო კალაშნიკოვის AK-74 მოდელის 30 ვაზნიანი მჭიდების გამოყენებაც. იარაღის ერთერთ მთავარ მინუსად ითვლება აგრეთვე მისი საკეცი დუგლუგი, რომელიც იკეცება მარჯვნივ, სადაც  განთავსებულია საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანი ბრკეტი და სროლის რეჟიმების გადამრთველი, რაც ართულებს მათზე წვდომას.  რიგი წყაროების თანახმად იარაღის ლულის ბოლოში დამონტაჟებული ალმქრობი იყო არასწორი გეომეტრიის, რის გამოც ჯერებით სროლისას ხდებოდა ლულის ხტომა.  იარაღის მასა შეადგენდა 2,45 კილოგრამს, საერთო სიგრძე გაშლილი დუგლუგით 680მმ, დაკეცილი დუგლუგით 445მმ.

კალაშნიკოვმა 1975 წელს დაამზადა კიდევ ერთერთი საცდელი პროტოტიპი სახელწოდებით "А-75" (ცნობილია აგრეთვე სახელწოდება "AI-75"
რამდენადაც ცნობილია აღნიშნული ეგზემპლარი ისროდა მხოლოდ ერთეული გასროლებით და არ გააჩნდა ავტომატური ჯერებით სროლის რეჟიმი. მისი დუგლუგი იკეცებოდა ზევით. ცარიელი მჭიდით ავტომატის წონა შეადგენდა 2,65კილოგრამს. საერთო სიგრძე 750მმ, სიგრძე დაკეცილი დუგლუგით 480მმ. სამიზნე ხაზის სიგრძე 280მმ.

1976 წლის გამოცდები
1976 წლის თებერვალში განმეორებით პოლიგონალურ გამოცდებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კალაშნიკოვის გადამუშავებული პროტოტიპი „ПП-1“, სტეჩკინის „ТКБ-0116“ და  კონსტანტინოვისა და კოშკარევის „АЕК-958“.
კონსტრუქციულად და მახასიათებლებით „АЕК-958“ მის კონკურენტებთან შედარებით იყო საშუალო კლასის იარაღი და დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა კონკურს „მოდერნის“ ფარგლებში. საცდელი სროლებისას ერთეული გასროლებითაც კი იგი ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და გააჩნდა ტყვიების საშინელი შეჯგუფება. მისი გასროლის ხმა აღემატებოდა გამომცდელების მიერ დადგენილ ნორმებს, ხოლო სიმტკიცის გამოსაცდელად მისი ძირს დაგდების შემდეგ დაზიანებულ იქნა დეტალების უმეტესობა და საბოლოოდ იგი გამოეთიშა ასპარეზობას.

მთავარი ორთაბრძოლა გაიმართა სტეჩკინის „ТКБ-0116“-სა და კალაშნიკოვის პროტოტიპ  „ПП-1“-ს შორის. მათი გამოცდების პირველი ეტაპის შემდეგ გაიწერა გარკვეული რეკომენდაციები, რომლის შედეგადაც მოხდა ორივე ეგზემპლარის მცირედი გადამუშავება.

ПП-1 პროტოტიპში რამოდენიმე მილიმეტრით დამოკლებულ იქნა ლულა, შეიცვალა ალმქრობის გეომეტრია, აირგამყვანი კამერის მილაკს გაუკეთდა 4 ნასვრეტი. ვინაიდან ტიბჟირი ზედმეტად ხურდებოდა გადამუშავდა მისი სავინტილაციო ფანჯრებიც, რომელიც უკეთესი გაგრილების საფუძველი უნდა გამხდარიყო. სამიზნე მოწყობილობას დაემატა მუდმივი “П“ პოზიცია რმელიც 350 მეტრამდე სროლისათვის იყო განკუთვნილი. ჩამოსხმის მეთოდით დამზადდა ახალი 20 და 30 ვაზნიანი 6С-30Ц მარკის პლასტმასის მჭიდები, რომელიც მანამდე არსებულ მჭიდებთან შედარებით უფრო მსუბუქი იყო.
დამზადებულ იქნა ვარიანტი სახელწოდებით „ПП-1Н“ რომლის დუგლუგიც იკეცებოდა მარჯვნივ და გააჩნდა ოპტიკური სამიზნე НСПУ-ს სამაგრი კრონშტეინი.

„ТКБ-0116“-ში შეიცვალა გარკვეული დეტალები. მოდიფიცირება განიცადა ლულის მუხრუჭ-კომპენსატორმა, ჩამკეტმა მექანიზმმა, დუგლუგმა და განმეორებით გამოცდაზე წარმოდგენილ იქნა ახალი სახით „ТКБ-0116 №15“.
კონსტრუქციაში დამატებულ იქნა აგრეთვე ღამის ხედვის ოპტიკური სამიზნის „НСПУ“ სამაგრი, რომელიც მარცხენა მხარეს იყო განთავსებული. იარაღზე დამაგრებული ოპტიკის შემთხვევაში მსროლელი ვერ ახდენდა დუგლუგის დაკეცვას. როგორც ფოტოდან ჩანს მასზე მორგებულია 30 ვაზნიანი მჭიდი.

„ТКБ-0116“-ის და „ПП-1“-ის გამოცდები გაგრძელდა 1976 წლის ივნისის პირველ რიცხვებამდე, რომლის საერთო სურათიც შემდეგი სახის იყო.

სტეჩკინის ავტომატმა აჩვენა უფრო უკეთესი შეჯგუფება ვიდრე კალაშნიკოვის ПП-1 -მა. თუმცა ლულის გახურების შემთხვევაში ტყვიების შეჯგუფება „ПП-1“ პროტოტიპთან შედარებით უარესდებოდა. „ТКБ-0116“-ის ულის ბოლოში დამაგრებული მუხრუჭ-კომპენსატორი ეფექტურად ახშობდა ალს და სროლის ხმაც არ აჭერბებდა დადგენილ მოთხოვნებს. ფაქტიურად იგი ასრულებდა ერთდროულად რამოდენიმე ფუნქციას: 1. მუხრუჭ-კომპენსატორის; 2. ალმქრობის; 3. გასროლის ხმის შესუსტების; 4.  ავტომატკის სათანადო მუშაობის.
გამოცდებისას აღმოჩნდა, რომ სტეჩკინის ავტომატის მექანიზმის დეტალები ძალიან მალე იცვითებოდა და გამოდიოდა მწყობრიდან. გარდა ამისა დაბინძურების შემთხვევაში წვრილი ქვიშის ნამცეცებიც კი იწვევდა ავტომატის არასიმედო მუშაობას და დეტალების სწრაფ ცვეთას, რაც საბოლოოდ მოძრავი ლულის ან საკეტის გაჭედვასაც გამოიწვევდა
მინუსებს მიეკუთვნებოდა ისიც, რომ საკეტის შესამართი სახელური ზედმეტად ხისტი იყო და მისი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა დიდ ძალისმხევას მოითხოვდა. აქედან გამომდინარე კონსტრუქტორმა იგი ზედმეტად გრძელი გააკეთა რაც დამატებით დისკომფორტს უქმნიდა მფლობელს მისი ტარებისას.
საცდელ სროლებზე სტეჩკინის ავტომატმა მოახდინა გაორებული სროლებიც, რაც დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის არასრულყოფილ მუშაობაზე მიუთითებდა.
ერთერთი მთავარი მინუსი, რომელსაც კონკურს მოდერნის კომისიამ მიაქცია ყურადღება იყო ის ფაქტი, რომ სტეჩკინის „ТКБ-0116“-ის წარმოება ძალიან ძვირი ჯდებოდა. მისი დამზადებისას ნარჩენების სახით ბევრი მასალა გამოუსადეგარი რჩებოდა.

შეფერხებების კუთხით კალაშნიკოვის „ПП-1“ აჩვენა საუკეთესო შედეგი 0% შეფერხება, ხოლო სტეჩკინის „ТКБ-0116“ -ის შედეგმა 0,17% შეადგინა.

„ТКБ-0116“-ზე ღამის ხედვის სოპტიკური სამიზნის დამონტაჟების შემთხვევაში, იარაღის ზემოთ განთავსებული ფანჯრიდან ამოსროლილი მასრები ეჯახებოდა სამიზნის კორპუსს, რაც კიდევ ერთ მინუსად ჩაითვალა სტეჩკინის ანგარიშზე. კომისიას არ მოეწონა აგრეთვე სტეჩკინის მიდგომა საკუთარი მჭიდების შექმნის კუთხით, რაც კიდევ უფრო გააძვირებდა იარაღის წარმოებას და შეუძლებელი იქნებოდა კალაშნიკოვის საშტატო მჭიდების გამოყენება. < როგორც ზევით ავღნიშნე ეს საკითხი გაურკვეველია, რადგანაც უამრავ წყაროში სახელდება რომ სტეჩკინის ავტომატს შეეძლო AK-74-ის მჭიდების მიღება და ამას ფოტოსურათებიც მოწმობს.

1976 წელს წარმოდგენილი ПП-1-ის ერთერთი ვარიანტი. დუგლუგის დაკეცვა ამ ეგზემპლარში ხდებოდა მარჯვნივ.
„ПП-1“-ის მთავარ უარყოფით მხარედ კვლავ რჩებოდა ტიბჟირის გაცხელება, რასაც მისი
წინა ნაწილის დაწვაც კი მოჰყვა. ასევე პრობლემას წარმოადგენდა ლულიდან გამოვარდნილი ძლიერი ალი და გასროლის ხმა.
თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სარაკეტო-საარტილერიო სამმართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემდეგი სამუშაოები გაგრძელებულიყო მხოლოდ კალაშნიკოვის პროტოტიპის „ПП-1“ გადამუშავებაზე.
1976 წლის ოქტომბერში და დეკემბერში ჩატარდა საპოლიგონო გამოცდები, რომელზეც წარმოდგენილ იქნა ПП-1-ის გადამუშავებული პროტოტიპი. ცვლილება შეეხო შემდეგ დეტალებს:
·         10მმ-ით დაგრძელდა ალმქრობი;
·         შეიცვალა სამიზნე მოწყობილობები და გახდა უფრო წვრილი;
·         გადამუშავდა ტიბჟირი;
·         საკეტის შესამართი ბერკეტი შემცირდა 8მმ-ით, რადგანაც ხშირად მარცხენა ხელით სროლისას ხდებოდა მოძრავი საკეტის ბერკეტის მსროლელის ტანისსამოსის სახელოზე წამოდება;
·         შეიცვალა დუგლუგის კონსტრუქცია და მისი სისქე გაიზარდა 0,8მმ-ით. აგრეთვე ახალი დუგლუგის დამზადება ნაცვლად „Ст. 35“ მარკის ფოლადისა ხდებოდა Ст. 45 მარკით, რომელიც მეტ სიმტკიცეს უზრუნველყოფდა.

ცდებისას ახალმა პროტოტიპმა გამოავლინა უკეთესი სიზუსტე და ტყვიების შეჯგუფება, ლულიდან გამოვარდნილი ხმა და ალიც აღარ იყო ზედმეტად მაღალი. ასევა აღარ ხდებოდა ტიბჟირის გადახურება. დამაკმაყოფილებელი იყო აგრეთვე რთულ კლიმატურ და დაბიძნურებულ პირობებში გამოყენების შემოწმებაც. პროტოტიპს შემოწმების მხოლოდ ერთი ნაბიჯი ჰქონდა გასავლელი. ეს ნაბიჯი იყო წყლიანი ლულით სროლა.


პირველივე გასროლისას  მოხდა ლულის მთელ სიგრძეზე გახეთქვა და ტიბჟირის ნამსხვერევებად ქცევა.  არსებობს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კალაშნიკოვი თავად მივიდა პოლიგონზე და თვალყურს ადევნებდა საცდელად გაგზავნილი მეორე ეგზემპლარის წყალში გამოცდას. ამ შემთხვევაშიც იგივე სცენარი განმეორდა. გასროლის დროს ლულაში წყლის არსებობისას ფაქტიურად შუაზე იხეოდა ლულა.
ტიბჟირის ნამსხვრევები
მასალების ცენტრალური სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის (ЦНИИМ Центральный научно-исследовательский институт материалов) მიერ, ლენინგრადში ჩატარებულ იქნა ლულის მეტალოგრაფიული შემოწმება, რომლის  შედეგადაც დადგინდა, რომ ლულების გახეთქვას იწვევდა მეტალის დაბალი ელასტიურობა, რაც მათი თერმოდაამუშავების ტექნოლოგიით იყო განპირობებული. საბოლოოდ მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საარმიო გამოცდებისას გამონაკლისის სახით უნდა ამოეღოთ წყლიანი ლულით გასროლის ტესტი. კონკურს მოდერნის მომდევნო საცდელმა ეტაპმა კი 1977 წელს გადაინაცვლა...

გაგრძელება იქნება

No comments:

Post a Comment