ყველაფერი სტეჩკინის ავტომატურ პისტოლეტზე (АПС)

უკვე წელიწადზე მეტია რაც დავასრულე აღნიშნული სტატია, თუმცა არ დამიდია ბლოგზე. ეს სტატია ჩემთვის არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგანაც იგი ეხება პისტოლეტს, რომელიც ჩემს ბავშობას უკავშირდება. ზუსტად 13 წლის ვიყავი როდესაც ეს პისტოლეტი იქცა ჩემთვის ყველაზე დიდი შესწავლის საგნად. თუ შეიძლება ბავშვი იყოს რაიმე ნივთის ფანატი, მე იმ პერიოდში გავხდი ზუსტად ამ პისტოლეტის ფანატი, რის გამოც მეტსახელადაც კი შემარქვეს ამ პისტოლეტის შემქმნელის გვარი  და მეგობრების წრეში დღემდე ამ მეტსახელით მომმართავენ. ხშირ შემთხვევაში ჩემი სახელის გაგონებაზე იმდენად არ ვრეაგირებ ისე, როგორც ამ მეტსახელის გაგონებაზე და ეს სახელია „სტეჩკინა“ დიახ... ზუსტად სტეჩკინის პისტოლეტის უზომო სიყვარულის გამო შემარქვეს ეს ზედმეტსახელი. კლასელებზე რომ არაფერი ვთქვა სკოლაში მასწავლებლებიც კი ხშირად ამ მეტსახელით მომმართავდნენ. რატომ არ ვაქვეყნებდი ამ სტატიას ამდენი ხანი? ამ შეკითხვაზე პასუხია მარტივია... მინდოდა იდეალური ყოფილიყო ეს სტატია. თუმცა 1000 ჩასწორების, სხვადასხვა ინფორმაციის დაკორექტირების, დამატების და ამოკლების შემდეგ მაინც გადავწყვიტე გამომექვეყნებინა ეს სტატია იმ ფორმით, როგორიც გამომივიდა. რა გამოვიდა ამის განსჯა თქვენთვის მომინდია.

იგორ სტეჩკინი

1922 წლის 15 ნოემბერს ტულის რაიონ ალეკსინში დაიბადა იგორ იაკოვლეს (იაკოვი) ძე სტეჩკინი (Игорь Яковлевич Стечкин). ოჯახის უფროსი გახლდათ იაკოვ სტეჩკინი, რომელიც პროფესიით იყო ექიმი და ითვლებოდა ერთერთ წარმატებულ ქირურგად.

იგორ სტეჩკინი ძალიან კარგად ხატავდა და ბავშობიდან უყვარდა ჩხირკედელაობა. ამბობენ მან ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მოახდინა გაფუჭებული ნაგანის 1895 წლის მოდელის რევოლვერის შეკეთება, ისე რომ იგი იდეალურად მუშაობდა. სტეჩკინს ხშირად მიმართავდნენ მეზობელი მონადირეები, რომლებსაც ეხმარებოდა კარაბინებისა თუ სხვადასხვა თოფების შეკეთება/გამართვაში.

1935 წელს სტეჩკინის ოჯახი გადავიდა ტულაში, სადაც 1941 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ტულის მექანიკურ ინსტიტუტში. ინსტიტუტში სტეჩკინმა მიიღო სპეციალობა „საიარაღო-სატყვიამფრქვევო საქმის" მიმართულებით. მისი სადიპლომო თემა იყო „7,65მმ-ანი თვითდამტენი პისტოლეტი“ („სამოქალაქო ტიპის პისტოლეტი“ ასეთი სახელითაცაა მისი სადიპლომო ნამუშევარი დასათაურებული). იმ პერიოდში სადიპლომო თემების დაცვა ხდებოდა ნახაზების და თეორიული ასპექტების განხილვის საფუძველზე, თუმცა სტეჩკინმა საკუთარი ძალებით და სხვადასხვა ნაცნობების დახმარებით, მათ შორის ნიკოლაი მაკაროვის, რომელიც ამ პერიოდში იყო სტეჩკინის სადიპლომო ნამუშევრის სამეცნიერო კონსულტანტი, 1948 წელს დიპლომის დაცვაზე  წარმოადგინა საკუთარი კონსტრუქციის  7,65 მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი თვიტდამტენი პისტოლეტი სახელწოდებით „ТС“ (Тульский Стечкина). ერთერთი ლეგენდის თანახმად (შეიძლება სულაც არაა ლეგენდა და სიმართლეა) დიპლომის დაცვაზე პირდაპირ დარბაზში სთხოვეს სტეჩკინს ესროლა პისტოლეტი.

იგორ სტეჩკინის სადიპლომო პისტოლეტი „ТС“ (Тульский Стечкина)

ზედიზედ ორი გასროლის შემდეგ, კომისისს წევრებმა შეაჩერეს სტეჩკინი, გამოართვეს პისტოლეტი, დაათვალიერეს და უთხრეს ჩაებარებინა იგი ინსტიტუტის საცავში, ხოლო თვითონ კი მაისის თვიდან სამუშაოდ წასულიყო ტულის ცენტრალურ-საკონსტრუქტორო ბიურო-14-ში (ЦКБ-14). სწორედ ამ ბიუროში სტეჩკინს დაევალა მონაწილეობა მიეღო ავტომატური პისტოლეტის შექმნაში, რომელიც იმ პერიოდში ახალ 9მმ-ან ვაზნაზე (შემდგომში ცნობილს როგორც 9X18 ПМ მაკაროვი)  უნდა შექმნილიყო.

სტეჩკინის სადიპლომო პისტოლეტი „ТС“  სხვადასხვა ლიტერატურაში შეიძლება შეგხვდეთ აღნიშვნით 7,62მმ. აღნიშნული ფაქტი განპირობებულია ერთი რამით. იმ პერიოდში ბრაუნინგის 7,65 მმ-ანი ვაზნის კლონს საცდელი სახით ამზადებდნენ საბჭოთა კავშირში და აღნიშნავდნენ როგორც 7,62მმ.  ამ საბჭოთა ვაზნის მასა იყო  7,7გრამი, მისი ტყვიის მასა შეადგენდა 4,7გრამს, მასრის მასა 2,6გრამი, დენთის მუხტის მასა 0,16 გრამი, ხოლო ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 300მ/წამს.

პისტოლეტ „ТС“-ის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:

პისტოლეტის მასა ცარიელი მჭიდით: 700 გრამი

პისტოლეტის საერთო სიგრძე:  160 მმ

პისტოლეტის სიმაღლე: 107 მმ

ლულის სიგრძე: 90 მმ

პისტოლეტის საკეტის სისქე: 25,3 მმ

ვაზნების რაოდენობა მჭიდში: 8 ცალი

ავტომატური პისტოლეტის შექმნის საჭიროება და საცდელი ეგზემპლარები

1940-ანი წლების ბოლოს მაკაროვის პისტოლეტის და მისთვის განკუთვნილი საშტატო ვაზნის შექმნის პარალელურ რეჟიმში ინიცირებულ იქნა სამუშაოები, რომელიც უკავშირდებოდა სპეციალური ავტომატური პისტოლეტის შექმნას.

ვისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი ავტომატური პისტოლეტი? საჭიროება იდგა რამოდენიმე მიმართულებით, ამიტომ ჩამონათვალის სახით გთავაზობთ მას:

  • სატანკო ეკიპაჟისთვის;
  • დაჯავშნული მანქანების (ეგრედწოდებული ბრონეტრანსპორტიორების) ეკიპაჟისთვის;
  • სამხედრო პირებისთვის, რომლებიც შედიოდნენ თვითმსვლელი საარტილერიო დანადგარების გათვლაში;
  • ხელის ყუმბარმტყორცნის (РПГ-2) ოპერატორებისთვის;
  • ასევე საუბარი იყო მეზენიტეების და სამხედრო პილოტების შეიარაღებაზე.
  • ზემოთმოყვანილი სამხედრო მოსამსახურეები იმ დროისთვის შეიარაღებული იყვნენ ტოკრევის სისტემის პისტოლეტებით (ТТ-33), ხოლო გარკვეული ნაწილი ასევე იყენებდა სუდაევის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევე ППС-43-ს. ППС-43 მისი გაბარიტებიდან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში მოუხერხებელი იყო როგორც სამხედრო პილოტებისთვის, ასევე ტანკისტებისთვის და სხვადასხვა შეჯავშნული სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის წევრებისთვის, რომელთაც შემჭიდროვებულ სივრცეში ყოფნით უწევდათ გადაადგილება.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამხედრო პირებისა საჭიროება იდგა იმ ოფიცერთა შემადგენლობის შეიარაღებაზე, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში და ესაჭიროებოდათ ისეთი იარაღი, რომელიც საშტატო პისტოლეტთან შედარებით უზრუნველყოფდა უფრო მეტ საცეცხლე ძალას. საცეცხლე ძალასთან ერთად ასევე პრიორიტეტული იყო იარაღის მასა-გაბარიტული მახასიათებლები. ახალი იარაღი საშტატო პისტოლეტ-ტყვიამფქრვევთან შედარებით უფრო მსუბუქი და მცირე გაბარიტიანი უნდა ყოფილიყო.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ავტომატური პისტოლეტისთვის ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნები (ТТТ № 04913) რომელიც ასე გამოიყურებოდა:

  • ·       პისტოლეტის მჭიდის მინიმალური ტევადობა: 16 ცალი ვაზნა (რეკომენდირებული ტევადობა 18-20 ვაზნა);
  • ·       სროლის რეჟიმების გადამრთველი ერთეული გასროლებიდან სრულიად ავტომატურ ცეცხლის წარმოებაზე;
  • ·       სამიზნე მოწყობილობა რეგულირებადი სხვადასხვა დისტანციაზე სროლისთვის;
  • ·       Mauser C-96-ის მსგავსი ბუდე-კონდახი;
  • ·       პისტოლეტის მასა ვაზნების გარეშე არაუმეტეს 1000 გრამი (1კგ);
  • ·       ბუდე კონდახის მასა არაუმეტეს 300 გრამი;
  • ·       დეტალების სიცოცხლისუნარიანობა არანაკლებ 4000 გასროლა;
  • ·       ტემპი ავტომატური ჯერებით სროლისას არაუმეტეს 800 გასროლა წუთში
  • ·       გამოყენებული ვაზნის კალიბრი 9x18 მმ.

ავტომატური პისტოლეტის შექმნის კონკურსში სულ  სამი კონსტრუქტორი ჩაერთო. ეს კონსტრუქტორები იყვნენ:

1.    პ.ვ. ვოევოდინი ქალაქ ტულადან (П.В. Воеводин);

2.    მ.ტ. კალაშნიკოვი (М.Т. Калашников) ქალაქ იჟევსკიდან (ქარხანა „Ижмаш“);

3.    ი.ი. სტეჩკინი ქალაქ ტულადან.


1949 წელს გამართული სამუშაოები და იგორ სტეჩკინის პირველი პროტოტიპი

1949 წელს იგორ სტეჩკინმა წარმოადგინა საკუთარი კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტი, რომელზეც მუშაობა ჯერ კიდევ 1948 წელს დაიწყო. კონსტრუქციულად იგი თითქმის იდენტური იყო ვოევოდინის პისტოლეტისა (ვოევოდინის პისტოლეტზე სტატიის ქვემოთ ვისაუბრებთ). ერთერთი სხვაობა იყო ის, რომ პ.ვოევოდინის პისტოლეტისაგან განსხვავებით, სტეჩკინის პისტოლეტის დამაბრუნებელი ზამბარა განთავსებული იყო ლულის ქვემოთ და არა ლულაზე. 

იგორ სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტის პირველი პროტოტიპი

სტეჩკინის პროტოტიპს გააჩნდა სახელურში ჩამონტაჟებული სროლის ტემპის შემანელებელი, ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, ვაზნებით კვება ხდებოდა იგივე ტიპის 20 ვაზნიანი მჭიდით, ჰქონდა ბუდე-კონდახის სამაგრი, სამიზნე მოწყობილობა იყო გათვლილი 25 და 75 მეტრამდე სროლისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ 20 ვაზნიანი მოხსნადი მჭიდი, რომელიც ბოლომდე იმალებოდა პისტოლეტის ტარში, იმ პერიოდში ითვლებოდა ერთგვარ რეკორდულ მაჩვენებლად და არ არსებობდა არცერთი 9მმ-ანი საარმიო პისტოლეტი ამხელა ტევადობის მჭიდით.

1949 წელს დაიწყო კონკურსის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტის პირველმა პროტოტიპმა გაიარა პირველადი სადემონსტრაციო გამოცდები, რასაც ამავე წლის აპრილის თვეში მოჰყვა სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტის საპოლიგონო გამოცდები.

გამოცდებზე სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტი შეადარეს სუდაევის პისტოლეტ ტყვიამფრქვევს ППС-43, ესპანური წარმოების მაუზერის კლონებს ASTRA M902 -ს და ASTRA M903 -ს, რომელთაც ასევე შეეძლოთ სრულიად ავტომატური ჯერებით ცეცხლის წარმოება.

საკონტროლო სახით შედარებაში მონაწილეობას იღებდა საბჭოთა კავშირისთვის იმ პერიოდში შეიარაღებაში მყოფი  ტოკარევის სისტემის საშტატო პისტოლეტი ТТ-33 და მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად მიღებული შეიარაღებაში და მცირესერიული პარტიის სახით დამზადებული ეგზემპლარები გადიოდა სამხედრო (საარმიო) გამოცდებს.

ავტომატური პისტოლეტის შესარჩევი კონკურსის პირველ ტურში გაიცა გარკვეული რეკომენდაციები, რომლის თანახმად უნდა მომხდარიყო სტეჩკინი პროტოტიპის გადამუშავება. სტეჩკინის პისტოლეტის პირველ პროტოტიპში კომისიის წევრების მიერ ერთხმად იქნა დაწუნებულ  შემდეგი საკითხები:

  • პისტოლეტის წონა ვაზნების გარეშე შეადგენდა 1190 გრამს რასაც ემატებოდა ხის ბუდე კონდახის წონა 700 გრამი და მთლიანობაში პისტოლეტი ბუდე-კონდახთან ერთად იწონიდა 1890 გრამს, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნას;
  • ბუდე-კონდახის სამაგრი, რომელიც არ იყო საიმედო;
  • რეგულირებად სამიზნე მოწყობილობას ჰქონდა მხოლოდ 2 პოზიცია 25 და 75 მეტრზე სასროლათ. დამკვეთი ითხოვდა 25, 50, 100 და 200 მეტრზე გათვლილ პოზციებს; 
  • ასევე შენიშვნა იყო პისტოლეტის დაშლა აწყობის გართულებულ პრინციპზე და იარაღის ვიზუალურ მხარეზე.  

ზემოთ მოყვანილი შენიშვნების შედეგად იგორ სტეჩკინმა 1949 წელს დაიწყო მუშაობა მისი პროტოტიპის გადამუშავებაზე და 1950 წელს დასრულებული სახით წარმოადგინა ავტომატური პისტოლეტის მეორე პროტოტიპი, რომელიც 2 ეგზემპლარის სახით სტეჩკინის გადამუშავებული პროტოტიპი N3 და N4 იქნა დამზადებული.

სტეჩკინის გადამუშავებული პროტოტიპი

გადამუშავების შედეგად დამაბრუნებელი ზამბარა გადატანილ იქნა ლულაზე, პისტოლეტის წონა შემცირდა 1020 გრამამდე, ხოლო ხის ბუდე კონდახის წონა ჩამოვიდა 450 გრამამდე. დამკვეთი თავდაპირველად ითხოვდა, რომ ხის ბუდე კონდახის წონა ყოფილიყო 300 გრამი, თუმცა საბოლოოდ მივიდნენ იმ აზრამდე რომ შეუძლბელი იყო ხისგან დამზადებულიყო ასეთი მასის მქონე ბუდე კონდახი.

სტეჩკინის გადამუშავებულ პისტოლეტში ასევე შეიცვალა სასხლეტი მექანიზმი და სროლის ტემპის შემანელებელი კვანძი. საბოლოოდ  სტეჩკინის გადამუშავებული პისტოლეტის დაშლის და აწყობის დრო შემცირდა 4 ჯერ. ამას გარდა შემცირდა პისტოლეტის დეტალების საერთო რაოდენობა. გადამუშავებულ პისტოლეტის რეგულირებად სამიზნე მოწყობილობის მბრუნავ (დოლურისებრ)  გადამრთველზე გააჩნდა პოზიციები 25, 50, 100 და 200 მეტრამდე სასროლათ.

პაველ ვოევოდინის პისტოლეტი

კონსტრუქტორმა პაველ ვოევოდინმა საგამოცდო კომისას წარმოუდგინა საკუთარი კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტი გათვლილი 9×18მმ-ან ვაზნაზე. პისტოლეტი მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით, სადაც ლულის ჩაკეტვა ხდებოდა საკეტის მასის და ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარის მეშვეობით.

პაველ ვოევოდინის ავტომატური პისტოლეტი

დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ორმაგი მოქმდების და გააჩნდა ღია ჩახმახი. მცველი განთავსებული იყო მარცხენა მხარეს საკეტ-გარსაცმზე და ამავდროულად ასრულებდა სროლის რეჟიმების გადამრთველის ფუნქციას. გააქტიურებული მცველის შემთხვევაში ხდებოდა ჩახმახის გადაკეტვა და საკეტ-გარსაცმის ბლოკირება. დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი აღჭურვილი იყო აგრეთვე სროლის ტემპის შემამცირებელი კონსტრუქციით, რომელიც ავტომატური ჯერებით სროლისას აქტიურდებოდა. წინასწარ შეყენებული ჩახმახით გასროლის განხორციელებისას სასხლეტ კავზე დაწოლის სიმძლავრე შეადგენდა 3,2 კილოგრამს, ხოლო სასხლეტი კავის სვლას ესაჭიროებოდა 6მმ.

ლულა პისტოლეტის ჩარჩოში მოთავსებული იყო ჩაპრესვის მეთოდით, რომელიც შემდგომ ფიქსირდებოდა სპეციალური ღერძის გაყრით. ტარის ლოყები დამზადებული იყო ხისგან და ტარზე მაგრდებოდა ჭანჭიკის მეშვეობით. პისტოლეტის ტარის უკანა მხარეზე შესრულებული იყო ჭრილი, რომელზეც მაგრდებოდა ბუდე-კონდახი.

ღია სამიზნე მოწყობილობა იყო რეგულირებადი და გააჩნდა ორი პოზიცია 25 და 75 მეტრამდე სროლისათვის. ჭრილი უკანა სამიზნეზე იყო ნახევრად მომრგვალებული U-სებური ფორმის. პისტოლეტის ვაზნებით კვება ხორციელდებოდა ორრიგიანი 20 ვაზნიანი მჭიდით, რომელშიც ვაზნები შახმატური განლაგებით იყო განთავსებული. მჭიდის ფიქსირება ხდებოდა პისტოლეტის სახელურის ფუძეზე არსებული ღილაკ-ფიქსატორის მეშვეობით.

მ. კალაშნიკოვის ავტომატური პისტოლეტის პირველი პროტოტიპი

1950 წელს გამოცდებში ჩაერთო ასევე მ.კალაშნიკოვიც, რომლის მიერაც წარმოდგენილ იქნა ავტომატური პისტოლეტის პირველი პროტოტიპი „АПК“,  ჩვენ ამ პისტოლეტზე დეტალურად ვისაუბრეთ სტატიაში კალაშნიკოვის პისტოლეტზე. ამიტომ აქ აღარ ვისაუბრებთ.

მ.კალაშნიკოვის ავტომატური პისტოლეტის პირველი პროტოტიპი „АПК“

1950 წელს გამართული სამუშაობი

კალაშნიკოვის და ვოევოდინის პისტოლეტების გამოცდა სტეჩკინის გადამუშავებულ პროტოტიპთან ერთად განხორციელდა 1950 წლის იანვარში და თებერვალში. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ პაველ ვოევოდინის პისტოლეტი კონკურსის საწყის ეტაპზევე გამოეთიშა ასპარეზობას. ამის მიზეზი იყო გარკვეული შეფერხბები. ასევე იგი პარალელურად სხვა პროექტშიც იყო ჩართული და საბოლოოდ უარი თქვა ავტომატური პისტოლეტზე მუშაობის გაგრძელებაზე. აქვე ავღნიშნავ, რომ მეორე პროექტშიც წარუმატებელი იყო პაველ ვოევოდინის იარაღი და სხვადასხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ მარცხის შემდეგ იგი საერთოდ შეეშვა ცეცხლსასროლი იარაღის კონსტრუირებას და სულ სხვა სფეროზე გადაერთო.

გამოცდებზე იგივე ბედი გაიზიარა კალაშნიკოვის ავტომატურმა პისტოლეტმაც და პირველად გამოცდებზევე იქნა მოხსნილი კონკურსიდან.  შესაბამისს კონკურსის შემდგომი სამუშაო პროცესი გაგრძელდა მხოლოდ სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტის გადამუშავებულ პროტოტიპზე და მის დეტალურ გამოცდებზე.

სტეჩკინის გადამუშავებული პროტოტიპის გამოცდები

1950 წლის იანვარ-თებერვალში გამართულ საცდელ ეტაპზე გამოცდას დაექვემდებარა სტეჩკინის გადამუშავებული პისტოლეტის ორი ცალი პროტოტიპი ნომრებით №3 და  №4. აღნიშნული პროტოტიპები მცირედით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.  

ცხრილში მოყვანილია გადამუშავებული პროტოტიპების (პროტოტიპი ნომრებით №3 და  №4) შედარება, სტეჩკინის პირველ პროტოტიპთან.

მახასიათებლების დასახელება

საზომი ერთეული

სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტი

გადამუშავებული

პირველი პროტოტიპი გადამუშავებამდე

პროტოტიპი №3

პროტოტიპი №4

1

პისტოლეტის წონა ცარიელი მჭიდით

გრამი

1010

1013

1190

2

პისტოლეტის წონა სავსე მჭიდით

გრამი

1210

1213

1390

3

ცარიელი მჭიდის წონა

გრამი

74

74

81

4

მოძრავი დეტალების წონა

გრამი

363

361

391

5

ხის ბუდე-კონდახის წონა

გრამი

465

418

703

6

პისტოლეტის სიგრძე ბუდე-კონდახით

მმ.

540

540

600

7

პისტოლეტის სიგრძე ბუდე-კონდახის გარეშე

მმ.

222

222

235

8

პისტოლეტის სიმაღლე ბუდე-კონდახით

მმ.

158

168

155

9

პისტოლეტის სისქე ბუდე კონდახით

მმ.

60

60

60

10

ლულის სიგრძე

მმ.

140

140

140

11

სამიზნე ხაზის სიგრძე

მმ.

187

186

186

12

სასხლეტზე დაწოლის ძალისხმევა შეყენებული ჩახმახის შემთხვევაში

კგ.

1,0

1,0

2,7-3,1

13

სასხლეტზე დაწოლის ძალისხმევა თვითშეყენებით რეჟიმში

კგ.

4,3

4,6

5,7-5,5

14

მჭიდის ტევადობა

ცალი

20

20

20

15

მანძილი სასხლეტიდან ბუდე-კონდახის საზურგემდე

მმ.

400

400

455

როგორც ცხრილიდან ჩანს სტეჩკინის პისტოლეტის გადამუშავებისას ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთდა იარაღის და ბუდე-კონდახის წონის შემცირებაზე. გადამუშავების შედეგად პისტოლეტის წონა თითქმის სრულად მიუახლოვდა ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნის მახასიათებელს (ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნის თანახმად პისტოლეტის წონა ვაზნების გარეშე უნდა ყოფილიყო 1000 გრამი. 

მახასიათებლის დასახალება

პისტოლეტები

სტეჩკინის გადამუშავებული პროტოტიპები

პირველი პროტოტიპი

№3

№4

№2

1

ტყვიის საწყისი სიჩქარე მ/წამი

322

327

325-327

2

უკუცემის ენერგია კგ/მ

0,24

0,24

0,21

3

სროლის ტემპი (გასროლა წუთში)

703-724

647-952

705-751

როგორც ზემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს  პროტოტიპს №4 ჰქონდა არაერთგვაროვანი სროლის ტემპი, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ სროლის ტემპის შემანალებელს უშუალოდ ამ პროტოტიპზე ჰქონდა პრობლემები, მაშინ როდესაც პროტოტიპი №3 აჩვენებდა ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნებისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგს. (ტაქტიკურ ტექნიკური მოთხოვნის თანახმად პისტოლეტს არ უნდა ჰქონდა უფრო მაღალი სროლის ტემპი ვიდრე 800 გასროლა წუთში. 

გამოცდა სიზუსტეზე

გამოცდების შემდგომ ეტაპს წარმოადგენდა სიზუსტეზე სროლა. ვინაიდან საბჭოთა პისტოლეტის ახალი ვაზნა მეტრიკული აღნიშვნით 9х18 მმ იყო ჯერ კიდევ ნედლი, არ არსებობდა ბალისტიკური ცხრილები, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა შედარება და განსაზღვრა რამდენად ზუსტი იყო იგი. ამიტომ საცდელი სახით გადაწყდა რომ სროლა განხორციელებულიყო 25, მეტრ დისტანციაზე სასროლოსნო სავარძელში მჯდომი პოზიციიდან ბუდე-კონდახის გამოყენების გარეშე, ხოლო 50, 100 და 200 მეტრ დისტანციაზე სროლისას გამოყენებული იქნა ბუდე-კონდახი.  სროლის წინ ვაზნები 2 საათის განმავლობაში გააჩერეს +15 გრადუს ტემპერატურაზე.

პროტოტიპი №

სროლის დისტანცია მეტრში

მოხვედრის საშუალო წერტილის გადახრა სანტიმეტრებში

№ 3

25

50

100

200

-6,3

-13,0

-32,0

-28,0

№ 4

25

50

100

200

-5,2

-13,0

-35,4

-39,0

თავდაპირველად შედარება განხორციელდა პისტოლეტებს შორის

#

პისტოლეტების დასახელება

სროლის მანძილი მეტრებში

სროლის მდგომარეობა

გაფანტვის რადიუსი სანტიმეტრებში

მოხვედრის საშუალო წერტილის გადახრა სანტიმეტრებში

R100

R50

სიმაღლეში

გვერდით

1

სტეჩკინი პტოტოტიპი №3

25

მჯდომი

მდგომი ხელიდან

7,0

11,0

2,7

4,0

-6,3

-3,3

+5,7

+5,0

50

მჯდომი

მდგომი ხელიდან

17,5

21,0

8,0

7,8

-4,0

+-0

+5,0

+11

2

სტეჩკინი პტოტოტიპი №4

25

მჯდომი

მდგომი ხელიდან

7,3

9,3

2,5

4,0

-5,2

-5,5

+1,0

+1,0

50

მჯდომი

მდგომი ხელიდან

20,0

26,0

7,8

11,3

-7,0

+1,0

+5,0

+3,0

3

მაკაროვის პისტოლეტი

25

მჯდომი

მდგომი ხელიდან

10,2

11,2

3,5

4,3

+11,0

+6,0

+1,0

+1,0

50

მჯდომი

მდგომი ხელიდან

18,0

24,0

8,0

11,5

+21,0

+19,0

+4,0

+7,0

4

ტოკარევის პისტოლეტი (ТТ-33)

25

მჯდომი

მდგომი ხელიდან

10,7

13,8

3,8

5,0

-13,0

-11,0

+4,0

+4,0

50

მჯდომი

მდგომი ხელიდან

22,0

31,0

8,5

9,5

-16,0

-25,0

+19,0

+19,0

პისტოლეტებთან შედარების შემდეგ, განხორციელდა სიზუსტეზე შერკინება სუდაევის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევთან ППС-43.

სროლის მდგომარეობა

სროლის ტიპი

სროლის მანძლი მეტრებში

იარაღის დასახელება

გაფანტვის რადიუსი სანტიმეტრებში

მოხვედრის საშუალო წერტილის გადახრა სანტიმეტრებში

R100

R50

სიმაღლეში

გვერდით

სავარძელში მჯდომი პოზიციიდან ბუდე-კონდახით

ერთეული

50

სტეჩკინი № 3

სტეჩკინი № 4

ППС-43

17,3

19,0

29,0

6,8

7,2

9,7

-12,0

-16,0

+15,0

-9,0

+8,0

-11,0

100

სტეჩკინი № 3

სტეჩკინი № 4

ППС-43

37,0

47,0

54,0

16,0

21,0

19,0

-33,0

-29,5

+6,0

-14,5

-12,0

-10,0

200

სტეჩკინი № 3

სტეჩკინი № 4

ППС-43

92,0

107,0

192,0

43,0

46,0

41,0

-22,0

-37,0

-49,0

-89,0

-1,0

-19,0

დაწოლილი  პოზიციიდან საყრდენის გამოყენებით და ბუდე-კონდახით

მოკლე ჯერებით

3-5 გასროლა

50

სტეჩკინი № 3

სტეჩკინი № 4

ППС-43

71,0

44,0

31,0

18,0

19,0

13,0

-26,0

-27,0

+12,0

+21,0

+21,0

-6,0

100

სტეჩკინი № 3

სტეჩკინი № 4

ППС-43

126,0

90,0

113,0

37,0

37,0

29,0

-62,0

-59,0

+26,0

+58,0

+34,0

-20,0

200

სტეჩკინი № 3

სტეჩკინი № 4

ППС-43

150,0

131,0

143,0

70,0

59,0

56,0

-63,0

-46,0

-27,0

+130,0

+133,0

-43,0

დაწოლილი  პოზიციიდან საყრდენის გარეშე ბუდე-კონდახით

მოკლე ჯერებით

3-5 გასროლა

50

სტეჩკინი № 3

სტეჩკინი № 4

ППС-43

70,0

72,0

57,0

25,0

24,0

28,0

-32,0

-24,0

+38,0

+15,0

+34,0

-2,0

100

სტეჩკინი № 3

სტეჩკინი № 4

ППС-43

132,0

148,0

117,0

58,0

41,0

44,0

-58,0

-43,0

+85,0

+22,0

+51,0

+4,0

200

სტეჩკინი № 3

სტეჩკინი № 4

ППС-43

205,0

188,0

178,0

70,0

78,0

87,0

-108,0

-82,0

+95,0

+150,0

+168,0

+37,0

მდგომი პოზიცია ხელიდან სროლით და ბუდე-კონდახით

მოკლე ჯერებით

3-5 გასროლა

50

სტეჩკინი № 3

სტეჩკინი № 4

ППС-43

86,0

100,0

75,0

38,0

43,0

28,0

-22,0

-21,0

+38,0

+35,0

+29,0

-2,0

100

სტეჩკინი № 3

სტეჩკინი № 4

ППС-43

190,0

174,0

155,0

79,0

71,0

61,0

-37,0

-34,0

+76,0

+82,0

+79,0

+13,0

200

სტეჩკინი № 3

სტეჩკინი № 4

ППС-43

340,0

360,0

287,0

160,0

150,0

130,0

-82,0

-53,0

+157,0

+111,0

+140,0

+63,0

როგორც ცხრილიდან ჩანს 25 მეტრამდე სროლისას სტეჩკინმა აჯობა როგორც ტოკარევის სისტემის საშტატო პისტოლეტს (ТТ-33),  ასევე მაკაროვის სისტემის პისტოლეტს. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ სტეჩკინის პისტოლეტს აქვს გრძელი სამიზნე ხაზი და გრძელი ლულა, ეს შედეგი არაა გასაკვირი. 50 მეტრ დისტანიაზე სროლისას სამივე პისტოლეტს ჰქონდა ერთმანეთთან მიახლოვებული შედგები.

მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო სტეჩკინის და სუდაევის პისტოლეტ-ტყვიამგფრქვევის (ППС-43) შერკინება, სადაც ერთეული გასროლებით 50, 100 და 200 მეტრამდე სროლისას მორგებული ბუდე-კონდახით სტეჩკინის პისტოლეტმა აჩვენა თითქმის ППС-43-თან მიახლოევებული შედეგი.  ხოლო მოკლე ავტომატური ჯერებით სროლის შემთხვევაში გარკვეული უპირატესობა ჰქონდა სუდეავის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს (ППС-43). 

ვინაიდან სტეჩკინში და მაკაროვის პისტოლეტში გამოყენებული ახალი საბჭოთა ვაზნა, მეტრიკული აღნიშვნით 9x18მმ იყო ჯერ კიდევ ნედლი, მთავარმა საარტილერიო სამმართველომ გადაწყვიტა, რომ საპოლიგონო გამოცდების ფარგლებში განხორციელებინათ ერთგვარი საცდელი სროლა 300 მეტრამდე, რომლის მიზანიც იყო გამოევლინათ რამდენად ხდებოდა ტყვიის საიმედო დასტაბილურება. გამოცდის შედეგადაც  დადგინდა, რომ 300 მეტზე სტეჩკინიდან ნასროლი ყველა ტყვია საკონტროლო ფარზე მოხვედრისას ტოვებდა აკურატულ მრგვალ ნასვრეტს, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ჯერ კიდევ ახალი და ნედლი ვაზნა მეტრიკული აღნიშვნით 9х18-ზე შორ დისტანციაზეც მიფრინავდა საკმაოდ სტაბილურად.

გამოცდა ტყვიის შეღწევადობაზე (პენეტრაციაზე)

ტყვიის შეღწევადობის გამოცდა მიმდინარეობდა ორი მეთოდით.

მოძველებული მეთოდი, რომელიც გულისხმობდა ფიჭვის დაფებზე სროლას. გამოყენებული იქნა 25მმ სისქის საშუალო ტენიანობის ფიჭვის დაფების პაკეტი, რომლებიც განლაგებული იყო 25მმ-ანი დაშორებებით. სროლა წარმოებდა 25, 50, 100, 200 და 300 მეტრზე.

სროლის მანძილი

მეტრში

იარაღის დასახელება

გასროლების რაოდენობა

ტყვიების რაოდენობა, რომლებმაც გახვრიტეს დაფა / ტყვიების რაოდენობა, რომლებიც ჩარჩნენ დაფაში. (დარჩენილი სხვაობები გულისხმობს, რომ მოხვედრისას ვერ შეაღწიეს დაფაში)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაფების ნუმერაცია №

1

2

3

4

5

6

7

8

25

სტეჩკინის პისტოლეტი

ППС-43

10

10

10/0

10/0

10/0

10/0

10/0

10/0

9/1

10/0

1/6

9/1

0/0

8/1

 

5/1

 

0/3

50

სტეჩკინის პისტოლეტი

ППС-43

10

10

10/0

10/0

10/0

10/0

10/0

10/0

1/9

10/0

0/0

6/2

 

2/4

 

0/1

 

0/0

100

სტეჩკინის პისტოლეტი

ППС-43

10

10

10/0

10/0

10/0

10/0

5/5

10/0

0/3

10/0

0/0

1/9

0/0

200

სტეჩკინის პისტოლეტი

ППС-43

10

10

10/0

10/0

10/0

10/0

2/8

10/0

0/0

7/3

0/0

300

სტეჩკინის პისტოლეტი

ППС-43

10

10

10/0

10/0

0/7

10/0

0/0

8/1

0/1

ბუნებრივია ტყვიის შეღწევადობის მხრივ უპირატესობა ჰქონდა სუდაევის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს (ППС-43), რომელიც იყენებდა შედარებით მაღალი საწყისი სიჩქარის მქონე 7,62x25მმ კალიბრის (ე.წ. ტოკარევის პისტოლეტის) ვაზნას და გამოირჩეოდა გრძელი ლულით, რაც კიდევ უფრო ზრდიდა ტყვიის საწყის სიჩქარეს. მიუხედავად ამისა პისტოლეტის კვალობაზე, სტეჩკინი სავსებით აკმაყოფილებდა შეღწევადობის მოთხოვნებს. ამას გარდა გასათვალისწინებელია კიდევ 2 ნიუანსი: 1. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში ნაკლებად იყო გავრცელებული ჯავშანჟილეტები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, შესაბამისად 9x18 ტიპის ვაზნა (ე.წ. მაკაროვის ვაზნა) სავსებით აკმაყოფილებდა სამხედროებს. 2. გამოცდისას სროლა წარმოებდა 9x18 მმ კალიბრის ადრეული ვაზნებით (9x18 ტყვიით П) რომელიც გამოირჩეოდა უფრო ნაკლები საწყისი სიჩქარით და იყენებდა გარსიან ტყვიას მთლიანად ტყვიის გულარით. 1956 წელს საბჭოთა კავშირმა შეიარაღებაში მიიღო ვაზნა 9x18мм 57-Н-181С, რომელც დამუხტულიყო იყო ფოლადის სოკოსებრი მოყვანილობის გულარიანი ტყვიით (9x18 Пст). ასეთი ტყვიის გამოყენებით შეღწევადობა კიდევ უფრო გაიზარდა.

მარცხნივ 9x18მმ-ანი ვაზნის ადრეული П ტიპის ტყვია, ხოლო მარჯვნივ ფოლადის გულარიანი ტყვია 9x18 Пст (57-Н-181С)

შეღწევადობის გამოცდაზე მეორე მეთოდს წარმოადგენდა სროლა საშტატო ჩაფხუტზე СШ-40 (Стальной  Шлем 1940), რომელიც იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში მთავარ და ყველა გავრცელებულ დაცვის საშუალებას წარმოადგენდა.

მანძლი მეტრში

იარაღის დასახელება

მოხვედრების რაოდენობა

შედეგები

გამჭოლი გახვრეტა

შეჭყლეტილობა მეტალის შეღუნვით და ბზარებით ჩაფხუტის შიდა მხარეს

უმნიშვნელო შეჭყლეტილობა

15

სტეჩკინის პისტოლეტი

ППС-43

10

10

6

10

4

25

სტეჩკინის პისტოლეტი

ППС-43

10

10

4

10

4

2

50

სტეჩკინის პისტოლეტი

ППС-43

10

12

6

3

6

7

100

სტეჩკინის პისტოლეტი

ППС-43

10

13

1

1

4

9

8

120

სტეჩკინის პისტოლეტი

ППС-43

10

10

3

10

7

გამოცდა საიმედოობაზე

საიმედოობაზე გამოცდა გაიმართა გართულებულ პირობებში იარაღების ფუნქციონირების კუთხით. სულ მოცემულ პირობებში განხორციელდა 50-50 ცალი გასროლა. პირობების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1. სროლა პისტოლეტის კუთხით აწევით +90 გრადუსამდე;

2.  სროლა პისტოლეტის კუთხის დაბლა დაწევით -90 გრადუსამდე;

3. სროლა მშრალი დეტალებით (პისტოლეტები გაიწმინდა ბენზინით და გამშრალდა);

4. სროლა მშრალი დეტალებით + მტვრით დაბინძურებით;

5. სროლა ნორმალურად გაპოხილი დეტალებით + მტვრით დაბინძურებით;

6. სროლა სქელი (შედედებული) საპოხით დამუშავებული დეტალებით;

7. სროლა ცივ კლიმატურ პირობებში (იარაღი და ვაზნები 2 საათის განმავლობაში გააჩერეს -45 გრადუს ტემპერატურაზე);

8. სროლა ცხელ კლიმატურ პირიობებში (იარაღი და ვაზნები 2 საათის განმავლობაში გააჩერეს +60 გრადუს ტემპერატურაზე);

9. სროლა ვაზნებით, რომელსაც 10%-ით ჰქონდა მომატებული დენთის მუხტი;

10. სროლა ვაზნებით, რომელშიც 10%-ით  ნაკლები დენთის მუხტი იქნა გამოყენებული.

აღნიშნულ ცხრილში მოყვანილია ის შეფერხებები, რომელშიც რომელიმე ეგზემპლარმა აჩვენა შეფერხება. ის პირობები, რომელიც არ არის შესული ცხრილში, ნიშნავს რომ ყველა იარაღმა შეფერხების გარეშე გაიარა.  

პირობები

იარაღი

გასროლების რაოდენობა მოცემულ პირობებში

შეფერხებები

სულ

შეფერხებები

მასრა გაიჭედა ამოგდებისას

ტყვიის ცხვირის მიბჯენა ლულის სავაზნესთან (ე.წ. უტიკანიე)

საკეტი ბოლომდე არ დაიხურა

საკეტმა ვერ შეძლო ვაზნის მიწოდება

საკეტმა გამოტოვა ვაზნა (ისე დაიკეტა, რომ ვერ მოასწრო მიწოდება)

კაფსულის სუსტი დაზიანება

რაოდენობა

%

მშრალი დეტალები მტვრით დაბინძურებით

ტოკარევი

(ТТ-33)

50

2

2

4

შესქელებული საპოხით დამუშავებული დეტალებით

ტოკარევი

(ТТ-33)

50

1

1

2

ППС-43

50

3

3

6

იარაღი და ვაზნები

2 საათის განმავლობაში გააჩერეს -45 გრადუს ტემპერატურაზე

სტეჩკინის პისტოლეტი

50

1

1

2

ტოკარევი

(ТТ-33)

50

2

3

1

6

12

მაკაროვის

პისტოლეტი

50

1

1

2

როგორც ზემოთმოყვანილი ცხრილიდან ჩანს შეფერხებების მხრივ „რეკორდსმენი“ იყო ტოკარევის სისტემის პისტოლეტი (ТТ-33) (ჯამში 9 შეფერხება), ხოლო ყველაზე ნაკლები შეფერხება აჩვენა სტეჩკინის და მაკაროვის სისტემის პისტოლეტებმა.

შემოწმება დეტალების სიოცხლისუნარიანობაზე

მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნის (ТТТ № 04913) თანახმად დეტალების სიცოცხლისუნარიანობა დამაკმაყოფილებლად ჩაითვლებოდა თუ პისტოლეტი განახორციელებდა 4000 გასროლას, გადაწყდა საცდელ სროლებზე წარმოდგენილი პროტოტიპებიდან განახორციელბინათ 10 000 გასროლა, რომლითაც რეალურად დაადგენდნენ რა თუ რა რესურსი ექნებოდა პისტოლეტის როგორც ძირითად, ასევე არაძირითად დეტალებს.

ყოველი 100 გასროლის შემდეგ პისტოლეტს აგრილებდნენ წყლით, ყოველი 1000 გასროლის შემდეგ ხდებოდა დათვალიერება/ინსპექტირება, გაწმენდა და გაპოხვა. გამოცდა ხდებოდა 120 გასროლიანი სერიებით შემდეგი პრინციპის დაცვით: 40 გასროლა ერთეული ცეცხლის წარმოებით, 40 გასროლა მოკლე ჯერებით (3-5 გასროლა) და 2 ცალი სავსე მჭიდი (20+20 ვაზნა)  სრულიად ავტომატური (უწყვეტი) ჯერებით.

აღნიშნულ ტესტში სტეჩკინის პროტოტიპმა ნომრით № 4 გაისროლა 8677 ცალი ვაზნა. ამ პროტოტიპს მანამდე სხვადასხვა საგამოცდო ტესტების ფარგლებში უკვე ჰქონდა ნასროლი 398 ვაზნა. შესაბამისად ჯამურად ამ პროტოტიპის სრულმა „გარბენმა“ შეადგინა  9075 გასროლა, რიშ შემდეგაც მას გაუტყდა საკეტის შემაკავებელი ბერკეტი. ამ პროცესში ადვილად აღმოსაფხვრელი შეფერხებების რაოდენობამ სულ შეადგინა 0,08%. 

რაც შეეხება სტეჩკინის პროტოტიპს ნომრით №3 მას არცერთი შეფერხება არ ჰქონია ამ ტესტში, თუმცა სულ ჯამში განახორციელა 3089 გასროლა და დაზიანდა ცხრილში მოყვანილი დეტალები.

პროტოტიპის №

დეტალების სიოცოცხლისუნარიანობა

მწყობრიდან გამოსული / გატეხილი დეტალი

შენიშვნა

№ 3

1283 გასროლა

-          ბუდე-კონდახის თავსაფრის ფიქსატორიდან გამოვარად ხრახნი. 

-          გამოცდებზევე დამაგრდა ლურსმინის გამოყენებით

 № 3

3009 გასროლა

-          გატყდა სასხლეტი მექნიზმის გადამცემი ბერკეტის მარცხენა კბილანა (ე.წ. ცაპფა) 

-          შეიცვალა სათადარიგო დეტალით

 № 3

3089 გასროლა

-          ჩურჩულას ზამბარას მოტყდა ერთი ხვეულა

-          ამ შეფერხების შემდეგ შეულებელი გახდა სროლის წარმოება

№ 4

9075 გასროლა

-          გატყდა საკეტის შემაკავებელი ბერკეტი

ზემოთ მოყვანილი სროლების შემდეგ გადაწყდა, რომ პროტოტიპი №4 შეემოწმებინათ სიზუსტეზე და ენახათ ამხელა გარბენის შემდეგ სიზუსტის კუთხით მოხდა თუ არა მნიშვნელოვანი დეგრადირება. შედგები მოყვანილი ქვემოთ მოცემულ ცხრილში: 

გაფანტვის რადიუსი

25 მეტრზე

100 მეტრზე

R100

R50

R100

R50

თავდაპირველად

7,3 სმ

2,5 სმ

47 სმ

21 სმ

9233 გასროლის შემდეგ

7,8 სმ

2,8 სმ

49,5 სმ

19,5 სმ

აღნიშნული ტესტის შედეგად დადგინდა, რომ 9000 გასროლის შემდეგ სტეჩკინის პროტოტიპმა შეინარჩუნა ბალისტიკური თვისებები.  თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ერთვგარი „დახელოვნების ფაქტორიც“. თავდაპირველად მსროლელი ახალი (მისთვის უცნობი) იარაღიდან სიზუსტის კუთხით უფრო ცუდ შედეგს დებს, ხოლო რაც მეტ გასროლას განახორციელებს ხდება ერთგვარი დახელოვნება და ჯგუფებიც უფრო უკეთესია.

გამოცდების შედეგად გადაწყდა, რომ დამზადებულიყო სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტის მცირესერიული პარტია, რომელიც გაიგზავნებოდა სამხედრო ნაწილში, სადაც საველე პირობებში, ასევე სხვადასხვა ამინდის და კლიმატის პირობებში პრაქტიკულად გამოცდიდნენ ოფიცრები. სამხედრო გამოცდებისთვის პისტოლეტების მცირე პარტია უნდა დამზადებულიყო იჟევსკის მექანიკურ ქარხანაში. 

1950 წელს საცდელი პისტოლეტები მცირე რაოდენობით ერთგვარი რამოდენიმე სერიიანი პარტიის სახით განხორციელდა იჟევსკის მექანიკური ქარხნის „ИМЗ“ (Ижевский механический завод) მიერ. ეს იყო მცირე პარტია რომელიც საცდელი სროლებისას და სატესტოდ იქნა გამოყენებული.  დღეს იჟევსკის სტეჩკინი თითქმის აღარ გვხვდება ბუნებაში. მიუხედავად იმისა, რომ სერიამდელი სტეჩკინები მცირე რაოდენობით დამზადდა, მათში მცირედი სხვაობები მაინც გვხვდება.

1.      სერიამდელი საცდელი მოდელები მომრგვალებული სახელურის ლოყებით, რომელსაც ტარზე არ აქვს ხრახნი.

2.      სერიამდელი მოდელი მომრგვალებული სახელურის ლოყებით, რომელსაც ტარზე აქვს ხრახნი. სხვაობაა აგრეთვე საკეტის შემაკავებელი ბერკეტის ჭრილში.

სერიამდელი პისტოლეტის ლულები არ იყო ქრომირებული. ქრომირებული ლულების გამოყენება  დაწყებულ იქნა ძირითად სერიაში ჩაშვებისას.

1951 წელი და საბოლოო გადაწყვეტილება

1951 წელს გამოჩნდა კალაშნიკოვის პისტოლეტის გადამუშავებული პროტოტიპი (კალაშნიკოვის ავტომატური პისტოლეტის მეორე პროტოტიპი), რომელიც იკვებებდოა სტეჩკინის 20 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდებით. თუმცა კალაშნიკოვის პროტოტიპს არ ჰქონდა სროლის ტემპის შემანელებელი მექანიზმი, და მისი სროლის ტემპი რადიკალურად სცდებოდა სტეჩკინის პროტოტიპის სროლის ტემპს. ასევე აღარ იყო დრო განმეორებთი გამოცდებისთვის. შესაბამისად იგი არ იქნა განხილული.

კალაშნიკოვის ავტომატური პისტოლეტის გადამუშავებული პროტოტიპი

გამომცდელების საბოლოო ვერდიქტი იყო სტეჩკინის პისტოლეტის გამარჯვება და მისი ოფიციალურად  შეიარაღებაში მიღება.

პისტოლეტი მიღებულ იქნა შეიარაღებაში სახელწოდებით „სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტი“ აბრევიატურით „АПС“ (Автоматический пистолет Стечкина). მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს (ГРАУ) მიერ კი მიენიჭა კოდური სახელწოდება „56-А-126“.  1952 წელს სპეციალურ სხდომაზე იგორ სტეჩკინი ახალი პისტოლეტის შექმნისათვის დაჯილდოებულ იქნა სტალინის პრემიით. ამავე სხდომაზე იგივე პრემიით დაჯილდოვდა აგრეთვე ნიკოლაი მაკაროვი პისტოლტ „ПМ“-ის შექმნისათვის.

პისტოლეტის სერიულ წარმოებაში ჩაშვება

სტეჩკინის პისტოლეტის ოფიციალურად შეიარაღებაში მიღებიდან 2 წლის შემდეგ, ანუ 1953 წელს ჩაეშვა ძირითად სერიული წარმოებაში.

ძირითადი სახის სერიული მოდელი, რომელშიც შეიცვალა ტარის ლოყების ფორმა, ბუდე-კონდახის სამაგრის ფორმა, საკეტ-გარსაცმზე არსებული ნაჭდევები თითების მოსაჭიდებლად და სასხლეტი კავის ზემოთ პისტოლეტის ჩარჩოზე დამატებულ იქნა ღვედის ყულფის გასაყრელი დეტალი.

აღნიშნული ყულფის გასაყრელი ისეთ ადგილასაა განთავსებული, რომ მე არ მახსენდება არცერთი სხვა პისტოლეტი ასეთი გადაწყვეტილებით. ეს გადაწყეტილება განპირობებული იყო იმით, რომ  მებრძოლს შესძლებოდა ბუდე-კონდახიანი პისტოლეტის მხარზე გადაკიდება.

დღეს რუსეთის შსს-ს სპეც-დანაყოფები და სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები სტეჩკინის პისტოლეტებზე ხშირად იყენებენ ზამბარისებულ ხვეულა თასმებს. ფოტოს ავტორი KardeN

სერიული წარმოება ხდებოდა კიროვის რაიონის „ვიატსკიე პოლიანის მანქანამშენებელ ქარხანა "Молот“-ში (ВПМЗ-Вятско-Полянский машиностроительный завод „Молот“). პისტოლეტების წარმოება აღნიშნულ ქარხანაში სერიულად მიმდინარეობდა 1953 წლიდან 1957 წლის ჩათვლით. 

პისტოლეტს საექსპლუატაციო კუთხით ჰქონდა მთელი რიგი  უარყოფითი ფაქტორები, რომელზეც სტატიის ქვემოთ ვისაუბრებთ გარდა ამისა ერთერთ მთავარ მომენტს წარმოადგენდა წარმოების მაღალი ღირებულება. შესაბამისად სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ძალიან ძვირი ჯდებოდა პისტოლეტის წარმოება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაკეტილიყო სტეჩკინის საწარმოო ხაზი.

ცხრილში მოყვანილია წარმოების სტატისტიკა 1953-1957 წლებში:

1952 წელს სულ ჯამში დამზადდა მხოლოდ 5 ცალი ეგზემპლარი. სავარაუდოდ ეს ეგზემპლარები იჟევსკიდან წამოღებული მზა დეტალებისგან ააწყვეს.
გარდა 94 160 ცალი სერიული პისტოლეტისა, ასევე დამატებით დამზადებულ იქნა 1600 ცალი სასწავლო (ე.წ. უჩებნი) პისტოლეტი. 
მიუხედავად იმისა, რომ 1957 წელს საწარმოო ხაზი ოფიციალურად დაიკეტა, 1958 და 1959 წელს მაინც დამზადდა პისტოლეტების მცირე პარტია  რამოდენიმე ასეული პისტოლეტის სახით... რის შემდეგაც მათი წარმოება სამუდამოდ შეწყდა.

ერთი დეტალი რომელზეც მინდა გავამიხვილო ყურადღება, არის დამზადების წლის დატანა პისტოლეტის საკეტზე.

1956 წლამდე პისტოლეტების უმეტეს პარტიას სერიული ნომრის შემდეგ დატანილი ჰქონდა შესაბამისი წელი, ხოლო რიგ ეგზემპლარებზე წლის მაგივრად ხდებოდა ასოებით მარკირება. 1957 წლიდან კი მხოლოდ ასოებით ხდებოდა წლების აღნიშვნა.

ასოების სახით დატანილი მარკირებები ასე გამოიყურება, შესაბისად თუკი ხართ სტეჩკინის მფლობელი და გინდათ დაადგინოთ დამზადების წელი შეგიძლიათ ამ ცხრილით იხელმძღვანელოთ. 

ერთერთი საწარმოო თავისებურება

სტეჩკინის პისტოლეტის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის და ტემპის შემანელებელი დეტალების ერთმანეთთან მორგება ხორციელდებოდა ხელით, რაც საბოლოო ჯამში  ქმნიდა გარკვეულ პრობლემებს. კერძოდ პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ სხვადასხვა სტეჩკინის დეტალები ხშირ შემთხვევაში არ ერგებოდა ერთმანეთს. ეს ახლაც ასეა სხვადასხვა სტეჩკინის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმიდან ერთი დეტალი რომ ამოვიღოთ და გადავაყენოთ მეორე ეგზემპლარზე დიდი ალბათობით დასჭირდება სპეციალური მორგება. აგრეთვე სხვადასხვა წლებში გამოშვებული პისტოლეტების საკეტ-გარსაცმის შემაკავებელი ბერკეტის ღილაკის ფორმა და ზომებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. სხვაობები გვხვდება მცველის ბერკეტის გეომეტრიაშიც.

პისტოლეტის ძირითადი აღწერილობა

სტეჩკინის პისტოლეტი მუშაობს თავისუფალი საკეტის პრინციპით. დამაბრუნებელი ზამბარა განთავსებულია ლულაზე. გააჩნია რეგულირებადი სამინზე. კომპლექტაციაში შედის ხის ან პლასტმასის (ბაკელიტის) ბუდე-კონდახი თავისი ღვედით (თასმით), საწმენდი ზუმბა და 5 მჭიდი. აგრეთვე ტყავის შალითა, რომელშიც შესაძლებელია 4 ცალი მჭიდის მოთავსება.

პისტოლეტის 346 გრამიანი საკეტ-გარსაცმის და ტარში ჩამონტაჟებული ტემპის შემანელებელის წყალობით სროლის ტემპი ავტომატური ჯერებისას შეადგენს 700-750 გასროლას წუთში. ავტომატური ჯერებით სროლისას პისტოლეტი აუცილებლად ორი ხელით უნდა დაიჭიროს მსროლელმა და უნდა მოახდინოს მოკლე ჯერებით სროლა, რადგანაც უკუცემა მესამე გასროლის შემდეგ უკვე აღარ იძლევა მიზანში მორტყმის საშუალებას და ტყვიები ფაქტიურად მიზნის ზევით იწყებს მოხვედრას. რათქმაუნდა სიზუსტე და შეჯგუფება ჯერებით სროლისას უფრო ეფექტური ხდება ბუდე-კონდახის გამოყენების შემთხვევაში.

მე დიდი ხნის წინ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მომეცა სტეჩკინის სროლის შესაძლებლობა და სულ ვისროლე მხოლოდ 4 ვაზნა (ერთეული რეჟიმით). უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან ცუდი მსროლელი ვარ და ვერ ვიტყვი რამდენად ზუსტია პისტოლეტი. ზოგადად სტეჩკინი ერთეული ჯერებით სროლისას არის საკმაოდ ზუსტი იარაღი.  წინა სამიზნე ძალიან თხელია და უკანა სამიზნე მოწყობილობის U-სებური ჭრილიც არაა მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა იგი სპორტული სროლისთვის არ შექმნილა, მაგრამ თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ სამიზნეს გააჩნია 25, 50, 100 და 200 მეტრამდე გათვლილი სამიზნე შკალა ეს ყველაფერი გადაჭარბებულია, რადგანაც ეფექტური მანძილი სტეჩკინის პისტოლეტიდან შეადგენს 50-70 მეტრს. ნუ არიან მსროლელები, რომლებიც 100 მეტრზე ტორსში არტყავენ ტყვიებს და ასეთი მსროლელები იგივე შედეგს დებენ სხვა თანამედროვე პისტოლეტებითაც რაც არაა გასაკვირი.

საკეტ-გარსაცმზე მარცხენა მხარეს განთავსებული მცველი და სროლის რეჟიმების გადამრთველი, ფაქტიურად მაკაროვის იდენტურია და მე პირადად არ მომწონს. მცველის გააქტიურებისას თუკი ჩახმახი შეყენებულ მდგომარეობაშია მოხდება მისი უსაფრთხო დაშვება. მე აგრეთვე არ მომწონს საკეტ-გარსაცმის შემაკავებელი ბერკეტის გეომეტრია, თუმცა გემოვნების ამბავია, მაგრამ ცალსახად ვერ ვიტყვით რომ პისტოლეტის კონტროლები ერგონომიულია ან არაერგონომიულია.

საერთო ჯამში პისტოლეტის კონსტრუქცია არაა მაინც და მაინც რთული და საიმედოდ მუშაობს ყველანაირ კლიმატურ და რთულ საბრძოლო პირობებში. აგრეთვე ადვილია მისი მომსახურება (დაშლა, წმენდა).  

სხვაობები ტარის ლოყებში

ძირითადად სტეჩკინის ტარის ლოყები იყო რომბისებური ნაჭდევებით, ხოლო 1958 წელს გამოჩნდა ლოყები, რომელთაც სიგრძეზე ვერტიკალურად გააჩნდათ მთლიანი ხაზები ნაჭდევების სახით. ძირითადად ყველა ტარის ლოყები მზადდებოდა ბაკელიტისგან, თუმცა შეიძლება შეგვხდეს ხისგან დამზადებული ლოყებიც. რაც შეეხება ლოყების ფერს ძირითადი იყო მუქი ყავისფერი ლოყებით, თუმცა არსებობს შავი ფერის ლოყებიც. სასაჩუქრე პისტოლეტებში ტარის ლოყებზე დატანილია რუსეთის ფედერაციის ღერბი.

ტარის ლოყების მოდინგი

ერთერთი მოდინგი (თუ შეიძლება ამას ეწოდოს მოდინგი), არის ტარის ლოყებზე რეზინის საცმის დამაგრება. პისტოლეტის ტარი ხანგრძლივი გამოყენების და ცვეთის შემდეგ ხდება ძალიან პრიალა და არსებობს ხელიდან ამოსრიალების ერთგვარი ტენდენცია, ამიტომ ზოგიერთი სპეცრაზმელი ახდენს ტარზე ველოსიპედის საბურავის კამერისგან გამოჭრილი ფრაგმენტის წამოცმას.

ცოტა უფრო "პრადვინუტი" სამხედორები კი ხშირად იყენებენ  კომპანია Uncle Mike's-ის მიერ წარმოებულ რეზინის საცმს “Slip On Pistol Grip“-ს, რომელიც ბევრად ერგონომიულს ხდის პისტოლეტის ტარს და ხელიც აღარ ცურავს. 

უარყოფითი მხარეები

პისტოლეტის ერთერთ მთვარ უარყოფით მხარედ ითვლება იარაღის დიდი გაბარიტები და წონა. ტარის დახრის კუთხის უვარგისობაზეც ბევრი საუბრობს, თუმცა მე ძალიან მომწონს სტეჩკინის ტარი და მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს დიდი ხელის მტევანი, მაინც კომფორტულია მისი ჭერა. თუმცა ეს შეიძლება იმითაა განპირობებული, რომ მე ძალიან მომწონს სტეჩკინის პისტოლეტს და ჩემი ეგო შინაგანად თვალს ხუჭავს ამ ნაკლზე.

ბუდე-კონდახი ზედმეტად დიდი და მძიმეა, ამიტომ დღეს რუსეთში სპეციალურად სტეჩკინისთვის დამზადდა სპეციალური ტყავის შალითები.

ავტომატური ჯერებით სროლისას ტყვიების გაფანტვაც სტეჩკინის პისტოლეტის თანამგზავრია, თუმცა ბუდე-კონდახი შედარებით აბალანსებს ამ მინუსს.

მაგრამ რამდენად პრაქტიკულია მსროლელმა უცებ მოახდინოს პისოლეტის ბუდიდან ამოღება, მერე ბუდის მოხსნა და პისტოლეტზე მიმაგრება სწრაფად ეს უკვე ფანატიზმის თემაა. ხოლო თუ ბუდე-კონდახ მიმაგრებული უნდა ატაროს მებრძოლმა პისტოლეტი, მაშინ ბევრად უფრო ეფექტური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებიც არსებობს.

ბევრი სამხედრო პირი საუბრობს იმაზე, რომ ბუდე-კონდახით სროლისას სტეჩკინის პისტოლეტს ახასიათებს ერთი ტენდენცია, კერძოდ: ავტომატური ჯერებით სროლისას ტყვიების ჯერი უფრო დაბლა ეშვება, ვიდრე მაღლა, ხოლო მის გარეშე კი პირიქით. ამიტომ ბუდე-კონდახის არ გამოყენების შემთხვევაში მსროლელები ქამრის ან მუცლის არედან იწყებენ დამიზნებას და შემდეგ იწყებენ ჯერის გაშვებას.

სტეჩკინის პისტოლეტის მინუსად ითვლება მასში გამოყენებული სუსტი საბრძოლო ვაზნაც. 140 მმ-ანი ლულის წყალობით სტანდარტული ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენს 340მეტრ/წამს, რაც მაკაროვის პისტოლეტიდან ნასროლ ტყვიასთან შედარებით საწყის  ენერგიას ზრდის 353 ჯოულამდე. ცნობისთვის მაკაროვის პისტოლეტიდან ნასროლი ტყვიის ენერგია ლულიდან გამოსვლისას შეადგენს 303 ჯოულს. გამოდის რომ სტეჩკინიდან ნასროლი ტყვია 50 ჯოულით მეტ ენერგიას ფლობს რაც არაა ცუდი მაჩვენბელი, თუმცა თანამედროვე გადმოსახედიდან 353 ჯოული საარმიო პისტოლეტისთვის მაინც ცოტაა.

2000-ანი წლების დასაწყისში იჟევსკის მექანიკურ ქარხანაში საცდელი სახით მოახდინეს სტეჩკინის პისტოლეტის გადაკეთება 9x19 პარაბელუმის ვაზნაზე, რამაც არ გაამართლა. ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ ამ თემის შესახებ და ავღნიშნეთ, რომ ისტორიას თითქმის არ ახსოვს არცერთი პისტოლეტი თავისუფალი საკეტით, რომელიც საიმედოდ უმუშავებდა 9X19 Parabellum-ის ვაზნებზე. (თითქმის არ ახსოვს იმიტომ ავღნიშნე, რომ არის თითებზე ჩამოსათვლელი ეგზემპლარები, მაგალითად ესპანური ASTRA მოდელი 400). არსებობს მოსაზრება, რომ სპეციალურად სტეჩკინის პისტოლეტისათვის საცდელი სახით დამზადდა 10%-ით გაძლიერებული დენთის მუხტიანი ვაზნები, რომელმაც არ გაამართლა და არ მოხდა მისი სერიულ წარმოებაში ჩაშვება, რადგანაც ხდებოდა პისტოლეტის ჩარჩოს სწრაფი ცვეთა და დაზიანება. ასევე არაა რეკომენდირებული სტეჩკინის პისტოლეტში მაკაროვის მოდერნიზირებული ვაზნების ПММ გამოყენება. საქართვეოლოშ ბევრს ჰგონია, რომ მწვანე ლაკირებული მასრიანი მაკაროვის ვაზნები არის სტეჩკინისთვის განკუთვნილი გაძლიერებული მოდიფიკაცია, რაც მტკნარი სიცრუეა და მითოლოგიური არსებების ოპერიდანაა.

დადებითი მხარეები

შენობებში შესასრულებელი ოპერაციებისას სტეჩკინის პისტოლეტს აქვს ერთგვარი პლიუესბი, კერძოდ: ვიწრო დერეფნებში და ოთახებში გადაადგილებისას ადვილია პისტოლეტით მანევრირება, გამოყენებული ვაზნის სპეციფიკიდან გამოდინარე ნაკლებია შენობაში სროლისას რიკოშეტირების ალბათობა, აგრეთვე ტყვია არ გამოირჩევა ზედმეტი პენეტრაციით (შეღწევადობით), რაც ქალაქში და შენობებში სროლისას უდაოდ გასათვალისწინებელია.

სპეც-დანიშნულების  მებრძოლები ხშირად სტეჩკინის პლიუსად აღნიშნავენ იმას, რომ ტყვიაგაუმტარი ფარის გამოყენების შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელით ფარი უკავია მსროლელს, სტეჩკინის პისტოლეტი ძალიან პრაქტიკულია.

არ აქვს გამოშვერილი დეტალები, რაც აადვილებს პისტოლეტის სწრაფ ამოღებას და ნაკლები ალბათობაა, რომ პისტოლეტი ტანისსამოსზე ან ბუდე წამოედოს.

ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იძლევა საშუალებას უსაფრთხოდ ვატაროთ პისტოლეტი ლულის სავაზნეში არსებული ვაზნით და თუკი საჭიროება მოითხოვს პირველი გასროლა განვახორციელოთ თვითშეყენებად რეჟიმში.

ახლო მანძილზე შეტაკებისას ავტომატური სროლის რეჟიმი ზრდის პისტოლეტის ეფექტურობას, თუმცა ვაზნების სწრაფი ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით მოკლე ჯერების სროლა უფრო ეფექტურია.


ვინ იყენებდა და იყენებს სტეჩკინის პისტოლეტს?

საბჭოთა კავშირის პერიოდში

АПС-ით საბჭოთა კავშირში შეიარაღებულნი იყვნენ ოფიცრები, სერჟანტები, საბრძოლო მანქანების და ტანკების ეკიპაჟი, საარტილერიო გათვლები, ყუმბარმტყორცნის ოპერატორები, ნაწილობრივ სტეჩკინი ჰქონდათ პილოტებსაც და სნაიპერებსაც.

მიუხედავად იმისა, რომ 1960 წელს პისტოლეტების უმეტესობამ საცავებში გადაინაცვლა და დაკონსერვდა, იგი მაინც რჩებოდა КГБ-ს თანამშრომლების შეიარაღებაში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში დაიწყეს სხვადასხვა საარმიო ტიპის პისტოლეტების კონსტრუირება, რომელიც იმ პერიოდში საშტატო მაკაროვის პისტოლეტ „ПМ“-ზე და „ПСМ“-ზე ფექტური იქნებოდა, თუმცა ვერ ქმნიდნენ ვერაფერ სერიოზულ მოთამაშეს და გადაწყვიტეს სამხედრო მარაგებიდან ამოეღოთ დაკონსერვებული სტეჩკინის პისტოლეტები და გაეცათ შეიარაღებაში იმ პირებზე, ვისაც ესაჭიროებოდათ მაკაროვზე უფრო ძლიერი პისტოლეტი.

სტეჩკინს დღესაც აქტიურად იყენებს რუსეთის შსს (МВД), აგრეთვე დანაყოფები „СОБР“ და „ОМОН“, სპეცდანაყოფები „ФСБ“ და „ФСО“. სტეჩკინები მცირე რაოდენობით აქვთ პროკურატურის თანამშრომლებს და სახელმწიფო ინკასაციის ჯგუფებს.

პისტოლეტი აქტიურად გამოიყენებოდა რუსეთ-ჩეჩნეთის ყველა ომსა და შეტაკებაში ორივე მხარის მებრძოლთა მიერ. ალბათ მსოფლიო მასშტაბით სტეჩკინის პისტოლეტი ყველაზე მეტად გაფეტიშბულია სწორედ ჩეჩნეთში. ჩეჩნების ხელში შეხვდებით მოოქროვილ და ძვირფასი თვლებით მოპირკეთებულ ეგზემპლარებს. ხშირია აგრეთვე სხვა და სხვა ლიდერების სურათების გამოსახულებიანი ტარის ლოყები. ფაქტიურად სტეჩკინი ჩეჩნეთში იქცა ერთგვარ ბიჟუტერიად.

სტეჩკინს მისი გაბარიტების გამო აგრეთვე ხშირად იყენებენ რუსი სნაიპერები და მფრინავები.

ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას მოყვა აგრეთვე ის, რომ სტეჩკინების დიდი ნაწილი ამოღებულ იქნა საცავებიდან და ჩაუტარდათ დექატივაცია. ვინაიდან რუსეთში აკრძალულია საბრძოლო მოკლელულიანი პისტოლეტების რიგით მოქალაქეებზე გაყიდვა, მათი ლულები დაიხვრიტა, ამოიჭრა საკეტის ის ნაწილი სადაც ნემსაა ჩამაგრებული და პისტოლეტები იქცა ეგრედწოდებულ მასა-გაბარიტულ მაკეტებათ, რომელიც სამოქალაქო ბაზარზე იყიდება მოყვარულებისთვის. ნაწილი გადაკეთდა გაზის და ტრავმატული ვაზნების გამოსაყენებლად, ნაწილი კი პნევმატურად. ასეთი ბედი ეწიათ აგრეთვე საცავებში არსებულ ნაგანის 1895 წლის მოდელის რევოლვრებს, ტოკარევის სიტემის პისტოლეტებს (ТТ) და "ПСМ"-ებს.

სტეჩკინი საზღვრებს გარეთ

АПС-ი სასაჩუქრე სახით გადაეცათ სხვა და სხვა ქვეყნების ლიდერებს და მნიშვნელოვან სამხედრო პირებს. მაგალითად იგი იყო ფიდელ კასტროს და ერნესტო ჩე გევარას პირადი იარაღი.

პისტოლეტებს იყენებდნენ სხვადასხვა ლოკალურ ომებში აფრიკაში. აგრეთვე მცირე პარტიები მოხვდა ბულგარეთში, ლიბიაში, ანგოლაში, მოზამბიკში.

საქართველოში სტეჩკინს იყენებდნე სპეც-დანაყოფები, იგი შეიარაღებაში ჰქონდა გულუას სპეც-რაზმს. დღეს საქართველოში ხშირად შევხვდებით  სტეჩკინს სამოქალაქო პირებშიც და იარაღის ინტერნეტ ბაზარზე, სადაც  უამრავი ფანატი გააჩნია მას.  სტეჩკინის სიყვარულის ერთერთ მიზეზზს განაპირობებს ის ფაქტორი, რომ იგი ავტომატური ჯერებით ისვრის, რაც   ერთგვარი ეგზოტიკაა. საქართველოში ავტომატური ჯერებით სროლის მქონე პისტოლეტებიდან შეიძლება შეგხვდეთ სლოვაკური პსიტოლეტი “Grand Power K-105”, “CZ-75A” და იშვიათად შეიძლება წააწყდეთ Glock-ს, რომელსაც დაყენებული აქვს ავტომატური სროლის სელექტორი. (Glock 18-ის შესახებ მე არ მსმენია სქართველოში, თუმცა იქნებიან პირები ვისაც ექნებათ იგი).  ყველაზე მტკივნეული საკითხი ჩემთვის არის სტეჩკინის ღირებულება, რომელიც 4000-6000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამ თანხაში ბევრად უფრო პრაქტიკული და სოლიდური იარაღის შეძენაა შესაძლებელი, თუმცა მე იარაღს არასოდეს არ ვუყურებ პრაქტიკული დანიშნულების კუთხით და ხშირად მიტრიალებს თავში ერთი აზრი „ხომ არ გავყიდო ყველა იარაღი რაც მაქვს და ვიყიდო სტეჩკინის პისტოლეტი". მე იარაღი არ მჭირდება თავდაცვის მიზნით და თუ მაინც და მაინც გამოყენება მომიწია, მირჩევნია სტეჩკინით ხელში მოვკვდე ვიდრე ჩეხური კარაბინ VZ-58-ით, ან ჩემს საკუთრებაში არსებული რომელიმე პსიტოლეტით J.

უკრაინაში სტეჩკინის პისტოლეტი შიარაღებაში აქვთ მილიციის სპეც-დანაყოფებს «Сокол» და «Грифон», აგრეთვე სხვა სამხედრო სპეც-დანიშნულების დანაყოფებს. დღეის მდგომარეობით უკრაინაში სტეჩკინის პისტოლეტი აგრეთვე ითვლება სასაჩუქრე იარაღად და მამაცობისთვის აჯილდოებენ სხვადასხვა მებრძოლებს.

კაზახეთში პისტოლეტს იყენებდნენ სახელმწიფო საფელდეგერო სამსახურის თანაშმრომლები.

სტეჩკინი აქვთ აგრეთვე ნაწილობრივ შეიარაღებაში სომხეთის შსს-ს და ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურში „СНБ“(Служба Национальной безопасности).

ბელორუსიის ОМОН, СОБР და საბაჟო ორგანოებიც სტეჩკინის პისტოლტებით არიან შეიარაღებულნი.

სტეჩკინის პისტოლეტი გერმანიის შეიარაღებაში

რიგი წყაროების თანახმად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გერმანულმა კომპანია „Transarms“-მა რუსეთისგან შეისყიდა სტეჩკინის პისტოლეტების მცირე პარტია, რომელსაც გაუუქმეს ავტომატური ჯერებით სროლის რეჟიმი და შეიარაღბაში გადასცეს სამხედრო კომისარიატს და ერთერთ საპოლიციო დეპარტამენტს.  რუსებმა თითო პისტოლეტს კომპლექტაციაში გააყოლეს ბუდე-კონდახი, 5 ცალი მჭიდი და მჭიდების შესანახი შალითა. ერთი ასეთი კომპლექტის ფასი პლასტმასის (ბაკელიტის) ბუდე-კონდახით გერმანიისთვის შეადგენდა 1890 მარკას, ხოლო ხის ბუდე-კონდახით 1990 მარკას. კომპანია „Transarms“-ის მიერ შეძენილი პისტოლეტები თარიღდება 1954 წლით. გერმანიაში არსებულ პისტოლეტებს ვიზუალური დაკვირვებისას არ ეტყობათ არაფერი, თუმცა მისი დაშლის შემთხვევაში აღმოაჩენთ რომ კონსტრუქციიდან ამოღებულია ტემპის შემანელებელი მექანიზმი. სროლის რეჟიმების გადამრთველი კი ისეა შეცვლილი, რომ ვერ ხდება ავტომატური ჯერების პოზიციაზე გადართვა.

პისტოლეტის რესურსი

სხვადასხვა გამოხმაურებებს თუ დავუჯერებთ გვხვდება სტეჩკინის პისტოლეტები, რომლებმაც საბრძოლო და სავარჯიშო პირობებში შეადგინა 40 000-45 000-მდე გასროლა. ამდენი გასროლის პროცესში  კი ძირითადად იცვლებოდა დამაბრუნებელი და დამრტყმელი მექანიზმის ზამბარები. რეალურია ეს ციფრები? თუკი სტეჩკინის კონსტრუქციას გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ მისი ჩარჩო და საკეტ გარსაცმი საკმაოდ მასიურია და დიდი დატვირთვას გაუძლებს. აგრეთვე სოლიდურადაა შესრულებული დამრტყმელ-გამშვები მექანიზმიც, ლულა და სავაზნე ქრომირებულია და ამ ყველაფერს ემატება არც თუ ისე ძლიერი / დაბალ იმპულსიანი მაკაროვის ვაზნა 9X18. ასე რომ 40 000 გასროლა სავსებით რეალურად ჟღერს. ნუ ყოველ შემთხვევაში სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ მე მინდა რომ უძლებდეს :)))) თუმცა ვიტყოდი, რომ სასხლეტი მექანიზმის დეტალები მაინც მინიატურულია, ასევე იგივე ეხება სროლის ტემპის შემანელებელ კვნაძს და მე პირადადა არარერთხელ მსმენია, რომ ეს დეტალები 3000-4000 გასროლაზეც შეიძლება გატყდეს.

პისტოლეტების ვარიანტები

ვარიანტი „АПБ“ (АПСБ ) იგივე  „АО-44” იგივე „6П13"

1972 წელს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს „ГРУ“ (Главное разведывательное управление) დაკვეთით, ზუსტ მანქანამშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „ЦНИИТОЧМАШ“ (Центральный научно-исследовательский институт точного машиностроения) კონსტრუქტორმა ა.ს.ნიუგოდოვმა (А.С. Неугодов), მოახდინა სტეჩკინის პისტოლეტის გადაკეთება ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მაყუჩის გამოყენება. გადაკეთების პროექტს მიენიჭა კოდური სახელწოდება „АО-44”, ხოლო პისტოლეტს მიენიჭა სახელწოდება „АПБ“ (Автоматический пистолет бесшумный), მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს ინდექსი „6П13“.

სტანდარტული სტეჩკინის პისტოლეტის გადაკეთებისას შეიცვალა შემდეგი დეტალებ:

·         კონსტრუქტორმა აიღო სტეჩკინის პისტოლეტი და ლულის კედლებზე გააკეთა სპეციალური ნასვრეტების ორი ჯგუფი. პირველი ჯგუფი ოთხი ნასვრეტის სახით შესრულდა ლულის სავანზედან 15მილიმეტრში, ხოლო მეორე ჯგუფი 8 ნასვრეტის სახით დატანილ იქნა ლულის ბოლოდან 15მმ-ში. გასროლისას აღნიშნული ნასვრეტებიდან ხდებოდა დენთის აირების გამოდინება ლულაზე ჩამოცმულ მილაკში, ხოლო ამ მილაკიდან აირები უკვე ხვდებოდა მასზე დამაგრებული მაყუჩის პირველ (გამაფართოებელ კამერაში).  ამგვარი სქემა გამოყენებულ იქნა იმ მიზნით, რომ ტყვიის საწყისი სიჩქარე დავარდნილიყო ქვებგერით სიჩქარემდე. АПБ-დან გასროლილი ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენს 290-295 მ/წამს.

·         ვინაიდალ ლულის მთელ სიგრძეზე ჩამოცმულ იქნა მილაკი, ამან გამოიწვია დამაბრუნებელი ზამბარის შეცვლა, რომელიც გახდა უფრო მსხვილი. ასევე ამ მილაკმა გამოიწვია ის, რომ საკეტ-გარსაცმის ცხვირის ნაწილში გაიზარდა ჭრილის დიამეტრი. იარაღის წმენდისას მილაკი იხსნებოდა ლულიდან.

ლულის მილაკზე მაყუჩის დამაგრება ხდებოდა მარტივად და არ საჭიროებდა რამოდენიმეჯერ დახრახვნას. მაყუჩი თავის კონსტრუქციით იყო მარტივი, არ გააჩნდა რეზინის საგებები (ე.წ. პრაკლადკები), რაც მის რესურსს ფაქტიურად ულიმიტოს ხდიდა, თუმცა ასეთი ტიპის მაყუჩი, ვერ უზრუნველყოფს აბსოლიტურად ჩუმ გასროლას, არამედ იგი ამცირებს სროლის ხმას, ლულიდან არ ხდება ცეცლხის ალის და კვამლის დიდი ღრუბელის გამოფრქვევა, რაც ართულებს მსროლელის აღმოჩენას. იმისათვის, რომ მაყუჩს არ დაეფარა სამიზნე ხაზი, მისი კორპუსი ლულის ხაზთან მიმართებაში აგებული იყო ექსცენტრულად.

ვინაიდან პისტოლეტის საკეტ-გარსაცმიდან გამოშვერილი იყო მაყუჩის სამაგრი მილაკი. მას მსროლელი ვერ მოათავსებდა სტეჩკინის სტანდარტულ ბუდე-კონდახში, ამიტომ სპეციალურად АПБ-სთვის შეიქმნა ტყავის ბუდე (შალითა) და სპეციალური მავთულისებური დუგლუგი, რომელზეც შეიძლებოდა მოხსნილი მაყუჩის დამაგრებაც.

ტყავის ბუდე (შალითა)АПБ-სთვის, ბაკელიტის ბუდე-კონდახი და ხის ბუდე-კონდახი

თავდაპირველად მეტალის დუგლუგი სროლისას ცურავდა მხრიდან და შემდგომ სამხრე ადგილას დაუმატეს კბილანები. ზუსტად ამდაგვარი კბილანები აქვს ჩეხური მორიელის Vz.61-ის დუგლუგს. მავთულისებური დუგლუგი იწონიდა 200 გრამს, რაც უკეთს გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, ვიდრე 560 გრამიანი ხის ბუდე-კონდახი. მაყუჩი იწონიდა 400 გრამს. პისტოლეტი სავსე მჭიდით და მაყუჩით იწონიდა 1650 გრამს.

მარცხნივ ადრეული დუგლუგი სამხრეზე კბილანების გარეშე, ხოლო მარჯვნივ კბილანებიანი დუგლუგი

რამდენადაც სანდო წყაროები ამბობენ, АПБ ჯერებით სროლისას უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე სტანდარტული სტეჩკინის პისტოლეტი АПС.  ალბათ ეს განპირობებულია იმით, რომ ლულაზე დამაგრებულია მაყუჩი, რომელიც ბუნებრივია ცვლის სიმძიმის ცენტრს და შესაბამისად ლულის მაღლა ხტომა უკუცემის დროს ბევრად დაბალია.
იმ ხალხისგან ვინც უშუალოდ იყენებდა АПБ-ს, ხშირად მოისმენთ  ნეგატიურ გამოხმაურებას პისტოლეტის ზედმეტად დაბინძურების შესახებ. მაყუჩის გამოყენებისას დენთის აირების და ნამწვის დიდი ნაკადი ხვდება პისტოლეტის მექანიზმში.

ვინ იყენებდა და იყენებს АПБ-ს?

პისტოლეტი მის შექმნისთანავე 1972 წელს,  მიიღეს შეიარაღებაში   შსს-ს და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) დანაყოფებმა.  ავღანეთის ომში 1979-1989 წლებში ამ პისტოლეტებს ხშირად იყენებდნენ საბჭოთა კავშირის სპეც-დანიშნულების რაზმები. დღეს იგი გამოიყენება რუსეთის სამხედრო დაზვერვის, უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს (ФСБ) და შსს-ს სპეცდანაყოფების თანამშრომლების მიერ. 

აბსოლიტურად ყველა АПБ  დამზადებულია 50-ან წლებში გამოშვებული სტეჩკინის პისტოლეტების გადაკეთებით და ხშირად სერიული ნომრების შემდეგ დამატებული აქვს ასო „М". შესაძლოა შეგხვდეთ АПБ, რომელსაც სერიული ნომრის თავზე უწერია გამოშვების წელი 2005, 2006 და აშ. ეს წელი ნიშნავს იარაღის გადაკეთების წელს. ანუ სტეჩკინის პისტოლეტი „АПС“ მაგ წელს გადაკეთდა „АПБ“ მოდელათ.

ვარიანტი “Паук“

სტეჩკინის პისტოლეტი АПС და Паук

რუსეთში, ქარხანა «Молот»-ში კონსტრუქტორ  სერგეი ვლადიმერის ძე ურჟუმცევის (С. В. Уржумцев) მიერ სტეჩკინის ბაზაზე შეიქმნა პისტოლეტი სახელწოდებით „ობობა“ (Паук), რომელიც გათვლილია 9x19 Parabellum-ის ვაზნებზე. ლულას გააჩნია 6 ცალი მარჯვნივ მიმართული ჭრილი. აღნიშნულ ეგზემპლარს არ შეუძლია ავტომატური ჯერებით სროლა. პისტოლეტი ეფუძნება თავისუფალი საკეტის პრინციპს, თუმცა სტეჩკინისგან განსხვავებით, ეს ეგზემპლარი ძლიერი ვაზნის გამოყენების გამო, აღჭურვილია  საკეტის აირ-მუხრუჭით.


გასროლიას ლულის ქვემოთ არსებული ნასვრეტიდან ხდება აირების გადინება  ლულის ქვეშ განთავსებულ ზამბარიან დგუშში, დგუშის ღერძი მიმაგრებულია საკეტ-გარსაცმზე და არ აძლევს მას საშუალება გაიხსნას მანამ, სანამ ტყვია დატოვებს ლულას. ტყვიის ლულიდან გასვლის შემდეგ, როდესაც მოხდება წნევის ვარდნა, საკეტი იწყებს უკუცემას და გადატენვის ციკლის შესრულებას.

აღნიშნული ეგზემპლარი შეიქმნა საექსპორტოდ, თუმცა საბოლოოდ სამუშაოები არც კი გასცდა საცდელი ეგზემპლარების მცირე პარტიის დამზადებას. 

რუმინული "Dracula 98"

საინტერესო ეგზემპლარს წარმოადგენს აგრეთვე რუმინელების მიერ შექმნილი ეგზემპლარი სახელწოდებით „Dracula 98“, რომელიც 1998 წელს შეიქმნა მექანიკური ქარხნის „Uzina Mecanică Sadu“ მიერ.  რიგი წყაროების თანახმად იგი 2003 წელს შეიარაღებაში მიიღო ბუქარესტის ანტიტერორისტულმა ბრიგადამ   (Brigada Antitero București). რუმინული პისტოლეტი სტეჩკინისგან განსხვავებით გათვლილია პარაბელუმის 9x19 მმ-ან ვაზნებზე. მისი ავტომატიკა მუშაობს თავისუფალი საკეტის პრინციპით, თუმცა "Паук"-ის მსგავსად მასაც გააჩნია საკეტის მუხრუჭი, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერი ვაზნის მონელებას, რათა არ მოხდეს საკეტის ნაადრევი გახსნა. სტეჩკინისგან განსხვავებით, რუმინულ პისტოლეტს ჩარჩოს წინა ნაწილში გააჩნია მჭიდის დასამაგრებელი ლიანდაგი. ასეთი კონფიგურაციით მსროლელს ეძლევე დამატებითი წინა სახელური, რომელზეც  ახდენს მეორე ხელის მოჭიდებას, რაც ავტომატური ჯერებით სროლისას უფრო ეფექტურს ხდის პისტოლეტს.
სტეჩკინის პისტოლეტი მისი მრისხანე იერის გამო მხატვრულ ფილმებშიც ხშირად ფიქგურირებს

გიორგი გურგულია. კადრი ალექსანდრე ბალაბანოვის ფილმიდან  "ომი"

იგორ სტეჩკინის მიერ ბევრი საინტერესო იარაღი შეიქმნა და ჩვენ შევეცდებით ნელნელა ყველა მათგანზე გიამბოთ.

სტატიის ბოლოს კი აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ დღეს უამრავი თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პისტოლეტები არსებობს, თუმცა 65 წლის "АПС", მათ ფონზე მაინც არ ითვლება ისე მოძველებულად, როგორც  ამ ხნის იარაღს უნდა ახასიათებდეს. მას უამრავი მოტრფიალე ჰყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი აზრით კიდევ დიდ ხანს იქნება იგი პოპულარული და ემსახურება როგორც ბოროტ, ასევე კეთილ საქმეებს.

No comments:

Post a Comment