რევოლვერი MP-412 REX

ჩვენ უკვე არაერთ სტატიაში ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ  1990-ანი წლების დასაწყისში რუსეთში დაიწყო სხვადასხვა სამსახურეობრივი რევოლვერების ერთგვარი ბუმი, რომელთა შესახებ ამ სტატიებში წაიკითხვათ:  

РСЛ-1„Кабан“ 

რევოლვერიОЦ-11 „Никель“ 

რევოლვერიР-92 / Р-92С 

სტეჩკინის და ავრაამოვის რევოლვერი ТКБ-0216/ РСА 

პროგრამა„Удар“ და ყველაფერი მის შესახებ  

გლუვლულიანი რევოლვერი РГ-1 „ДОГ-1" 

ზემოთ ჩამოთვლილ რევოლვერებს აერთიანებდა ის, რომ მთავარ სამიზნე ჯგუფს, რომელიც ამ იარაღს გამოიყენებდა სხვადასხვა უწყებების და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები უნდა ყოფილიყვნენ. ამას გარდა იმავე ეპოქაში შემუშავდა ასევე რევოლვერი, რომლის მთავარ კომერციულ გათვლას რუსეთის ფარგლებს გარეთ ექსპორტზე გატანა წარმოადგენდა. უფრო კონკრეტულ კი აღნიშნული რევოლვერის შესახებ სწორედ ამ მცირე სტატიაში ვისაუბრებთ.

რევოლვერი MP-412 REX

1993 წელს იჟევსკის მექანიკურმა ქარხანამ (ИжМех) საექსპორტო სახით წარმოადგინა რუსეთისთვის არასახასიათო კალიბრის .357 Magnum (9×33mmR) ვაზნაზე გათვლილი რევოლვერი სახელწოდებით MP-412 REX, რომელიც შექმნილი იყო კონსტრუქტორ რ. შიგაპოვის (Р.Г. Шигапов) და ს. გულიავის (С.В. Гуляев) ერთობლივი მუშაობით. რევოლვერის დასახელებაში აღნიშვნა REX იშიფრება როგორც Revolver for Export / «Рэкс» («Револьвер ЭКСпортный»)  (საექსპორტო რევოლვერ).

MP-412 REX წარმოადგენს გადასახსნლი ტიპის რევოლვერს, რომელიც კლასიკური Smith & Wesson -ის წარმოების გადასახსნელ სამოდელო ხაზს მოგვაგონებს. მთავარ განმასხვავებელ ნიშანს კი წარმოადგენდა მისი ჩარჩო, რომელიც შიგნიდან ფოლადის ჩონჩხის სახით იყო შესრულებული, ხოლო გარედან გააჩნდა პოლიმერიული მასალისგან დამზადებული გარსაცმი. აღნიშNული გარსაცმი აერთიანებდა ჩარჩოს გვერდებს, რევოლვერის სახელურს და სასხლეტის დამცავ კავს. დღეს იარაღის თანამედროვე ბაზარზე პოლიმერული თვითდამტენი პისტოლეტების ბუმია და არავის არ უკვირს პოლიმერული თუ კომპოზიტური მასალების გამოყენება პისტოლეტის ჩარჩოში თუ იარაღის სხვა არა ძირითად დეტალებში, თუმცა პოლიმერული რევოლვერები თითქმის არ ჩანს ბაზარზე. ალბათ ყველაზე მასიურად წარმოებული კომერციული რევოლვერები პლიმერული ჩარჩოთი, არის ბრაზილიური კომპანია Taurus-ის Model 85 Protector Polymer და Judge Public Defender.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული პოლიმერული რევოლვერი MP-412 REX საცდელი ეგზემპლარების სახით ჯერ კიდევ 90-ანი წლების შუა პერიოდში დამზადდა, იგი გარკვეული წყაროების თანახმად პირველად წარმოდგენილ იქნა Nuremberg -ში გამართულ იარაღის საერთაშორისო გამოფენაზე IWA-2000 (IWA -Internationale Waffen Ausstellung).

რევოლვერის დოლურა განკუთვნილია 6 ცალ ვაზნაზე და გააჩნია მასრების ავტომატური ამომგდები (ე.წ. Ejector), რომელიც რევოლვერის გადახსნის დროს უზრუნველყოფს მასრების ავტომატურ (ერთდროულ) ამოყრას დოლურის სავაზნე კამერებიდან. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ამომგდების გათიშვა. გათიშული ამომგდების დროს მასრები ოდნავ ამოიწევა სავაზნე კამერებიდან და შემდგომ მსროლელი ხელით მოახდენს მათ ამოყრას.

რევოლვერი MP-412 Rex  102მმ (4 ინჩი) სიგრძის  ლულით

საბოლოოდ რევოლვერი MP-412 Rex ორი სახის შესრულებით და თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობით დამზადდა. მოკლე ვარიანტის ლულის სიგრძე შეადგენდა 102მმ-ს (4 ინჩი), ხოლო გრეძლი ვარიანტის ლულის სიგრძე 152მმ-ს (6 ინჩი). ეს რევოლვერები ძირითადად სადემონსტრაციო სახით მოგზაურობდა სხვადასხვა გამოფენებზე და მათი კარიერაც მხოლოდ საგამოფენო სტენდებზე გამოჩენით შემოიფარგლა.

No comments:

Post a Comment