E.T.V.S. 7,65

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საფრანგეთს არმიამ აღძრა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შემუშავებულ იქნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი STA-24. სტატია ამ მოდელზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე STA modèle 1924 (STA PM M1924).
STA-24 დროებით წავიდა საფრანგეთის არმიის შეირაღებაში ხოლო 30-ანი წლების დასაწყისში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების შემუშავება განხორციელებულიყო ფრანგულ საშტატო ვაზნაზე “7,65х20mm Long”. ერთერთი პირველი პროტოტიპი ამ კუთხით ეკუთვნოდა კომპანიას სახელწოდებით Etablissement Technique de Versailles (ETVS), რომელმაც 1933 წელს წარმოადგინა საცდელი ეგზემპლარი.
 
E.T.V.S. 7.65mm
 
პისტოლტ-ტყვიამფრქვევის E.T.V.S. პროტოტიპი წარმოადგენდა საკმაოდ კომპაკტურ ეგზემპლარს, რომელსაც ტრანსპორტირების დროს ეკეცებოდა კონდახი და მჭიდის მიმღები. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი გადაწყვეტილება შემდგომ წლებში ფრანგული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისთვის გახდა ერთგვარი სტანდარტი.
 
 
ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გამოცდა ჩაატარა საფრანგეთის არმიის ტექნიკურმა კომისიამ. მასთან ერთად გამოცდას დაექვემდებარა პროტოტიპი MAS-35, რომელმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა კომისიის წევრების მხრიდან და სწორედ იგი მცირედი გადამუშავების შედეგად 1938 წელს მიიღეს შეიარაღებაში სახელწოდებით MAS Mle 1938 (MAS-38).
ვინაიდან შეიაარღებაში მოხვდა MAS-38, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი  „ETVS“ დამზადება შემოიფარგლა მხოლოდ 100 ცალი საცდელი ეგზემპლარის სახით. როდესაც 1940 წელს გერმანია შეიჭრა საფრანგეთში, MAS-38 -ის წარმოება იყო ახალი დაწყებული შესაბამისად პირველადი პარტიის დროს დამზადებული მოდელები შეიარაღებაში ჰქონდათ ჟანდარმებს, ხოლო არმიის რიგებში მოხვდა ის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები, რომელიც პირველი მსოფლიო ომიდან ნაალაფარის სახით იყო შემორჩენილი. ძირითადად ეს იარაღები იყო გერმანული ბერგმანის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და ამერიკული ტომპსონი. გარკვეული წყაროების თანახმად დამზადებული 100 ცალი „ETVS“ -ის  ნაწილი მცირე რაოდენობით მოხვდა არმიის რიგებში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გარკვეული წყაროების თანახმად გერმანელებს ხელში ჩაუვარდათ რამოდენიმე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „ETVS“ და იმ დროინდელი ვერმახტის სტანდარტის თანახმად გერმანელბმა მას მიანიჭეს თავიანთი კოდური სახელწოდება MP721(f).
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ „ETVS“-ის ბაზაზე შემუშავებულ იქნა პროტოტიპი სახელწოდებით MAC-47. საბოლო ჯამში ამ მოდელმაც მისი წინამორბედის ბედი გაიზიარა და მის ნაცვლად შეიარაღებაში მოხვდა  პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MAT-49.

No comments:

Post a Comment