PM MAC 47/1 (MAC mle 1947)

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საფრანგეთში დაწყებულ იქნა სხვადასხვა საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, რომელიც მიზნად ისახავდა საფრანგეთის არმიისთვის ახალი კომპაქტური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შემუშავებას, რომელიც შეცვლიდა საფრანგეთის არმიის შეიარაღებაში არსებულ ფრანგულ  მოდელს MAS-38, ბრიტანულ STEN -ს და  ნაალაფარის სახით მოპოვებულ სხვადასხვა უცხოურ მოდელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საფრანგეთის სახელმწიფო არსენალმა "Manufactures d'Armes de Châtellerault" (MAC) 1947 წელს წარმოადგინა საცდელი ეგზემპლარი სახელწოდებით “PM MAC 47/1“ (სრული დასხელება “Pistolet Mitrailleur des Manufactures d’Armes de Châtellerault Modele 47/1“).

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “PM MAC 47/1“
იმისათვის რომ იარაღის ტრანსპორტირება ყოფილიყო ადვილი, პისტლეტ-ტყვიამფრქვევს გაუკეთეს ფოლადის ფურცლისგან დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული საკეცი დუგლუგი და საკეცი მჭიდის მიმღები. დუგლუგი იკეცებოდა ლულის კოლოფის პარალელურად ზედა მხარეს, ხოლო მჭიდის მიმღები მასზე მორგებული მჭიდით იკეცებოდა ლულის გასწვრივ.
გადასატანათ გამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “PM MAC 47/1“ დაკეცილი დუგლუგით და მჭიდის მიმღებით
იმისათვის, რომ დაკეცილი მჭიდის დროს ლულის კოლოფში არ მოხვედრილიყო მტვერი და ჭუჭყი, მჭიდის მიმღების უკან დაამაგრეს საკეცი თავსაფარი. PM MAC 47/1 გათვლილი იყო ვაზნებზე 9x19 Parabellum და იკვებებოდა გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის MP.40 მჭიდებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი რაოდენობით ინახებოდა საფრანგეთის საარმიო საწყობებში. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ PM MAC 47/1-ს  არ გააჩნდა არც ტიბჟირი და არც ლულის გარსაცმი, ამიტომ მსროლელი მეორე ხელის მოსაკიდებლად მჭიდს იყენებდა.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ლულის კოლოფი. ფოტოზე ჩანს მჭიდის მიმღების თავსაფარი
1948 წლის მაისში საფრანგეთის არმიის ტექნიკურმა განყოფილებამ (STA -Section Technique de l'Armée) გამოცადა “PM MAC 47/1“, რომელმაც მოწონება დაიმსახურა მსუბუქი წონის და კომპაქტური გაბარიტების გამო. ალაპარაკდნენ იმაზე, რომ იგი ჩინებული იარაღი იქნებოდა პარაშუტისტებისთვის. თუმცა იყო რიგი უარყოფითი ფაქტორები, რომელშიც შედიოდა არადამაკმაყოფილებელი ერგონომიულობა და ის რომ იარაღს არ ჰქონდა წესიერი ხელის მოსაკიდებელი პისტოლეტისებური სახელური. გარდა ზემოაღნიშნულისა, საცდელ სროლებზე მწყობრიდან გამოვიდა დამაბრუნებელი ზამბარა, რომელიც არ იყო ხარისხიანად დამზადებული.
Manufactures d’Armes de Châtellerault -ში ნაჩქარევად  გადაამუშავეს თავიანთი საცდელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და წარმოადგინეს ვარიანტი სახელწოდებით “PM MAC 47/2“, რომელიც უმნიშვნელოდ გამოირჩეოდა პირველი პროტოტიპისგან.
გადამუშავებული მოდელი  “PM MAC 47/2“, რომელსაც დაუმატეს ლულის გარსაცმი და შეუცვალეს საკეცი დუგლუგის კონსტრუქცია. აღნიშნულ მოდელში დუგლუგი იკეცებოდა არა ლულის კოლოფის ზევით, არამედ გვერდით.
საბოლოო ჯამში  საგამოცდო კომისია არ დაინტერსედა გადამუშავებული მოდელით “PM MAC 47/2“, ხოლო კონკურსის გამარჯვებული გახდა Manufacture d'Armes de Tulle -ს (MAT) მიერ წარმოდგენილი საცდელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც 1949 წელს (სახელწოდებით MAT-49) მიიღეს შეიარაღებაში.
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია “PM MAC 47/1“ მოდელის მიხედვთ

No comments:

Post a Comment