SOCIMI Model 821

1982 წლის მიწურულს (რიგი წყაროების თანახმად 1983 წლის დასაწყისში) მილანში მდებარე კომპანიამ Societa Costruzioni Industriali Milano S.p.A. (აბრევიატურა SOCIMI), რომელიც დაკავებული იყო სარკინიგზო მშენებლობით, ცნობილ იტალიურ იარაღის საწარმოსთან Luigi Franchi S.p.A. თანამშრომლობის შედეგად წარმოადგინა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი სახელწოდებით „SOCIMI Model 821“ (ასევე აღნიშნავენ როგორც „SOCIMI Type 821“). ცნობისთვის 1987 წელს კომპანია SOCIMI-მ მთლიანად შეისყიდა Luigi Franchi S.p.A. 1992 წლის მიწურულს კომპანია SOCIMI -ს შეექმნა ფინანსური პრობლემები და 1993 წლის დასაწყისში საბოოლოოდ გაკოტრდა. ამ დროს Luigi Franchi S.p.A. -ს აქტივები მთლიანად შეისყიდა Beretta Holding-მა.
 
„SOCIMI Model 821“
სანამ კომპანია SOCIMI გამართავდა საწარმოო ხაზს და დააკომპლექტებდა ყველა საჭირო ინსტრუმენტს, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის საცდელი ეგეზმპლარების წარმოება ხდებოდა Luigi Franchi S.p.A. -ს ქარხანაში. „SOCIMI Model 821“ ვიზუალურად და კონსტრუქციოლად წააგევს ებრაულ UZI-ს, თუმცა არის გარკვეული კონსტრუქციული სხვაობები. ლულის კოლოფი უზისგან განსხვავებით დამზადებულია ალუმინის შენადნობისგან და არა დაბეჭდილი ფოლადისგან. ასევე ლულის კოლოფი არის მთლიანი ნაჭრის სახით დამზადებული და უკანა მხრიდან გააჩნია ღია ნაწილი, რომლიდანაც შესაძლებელია საკეტის ჯგუფის ამოღება. „SOCIMI Model 821“-ის საკეტი არის ტელესკოპური სახის და აღებულია იტალიური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისგან „Beretta Model 12“ (PM12). ლულა ისევე, როგორც UZI-ს შემთხვევაში  ლულის კოლოფზე დამაგრებულია ჭანჭიკისებური სამაგრით. დუგლუგის დაკეცვა ხდება მარჯვენა მხარეს ლულის კოლოფის გასწვრივ. დუგლუგის სიგრძე შეადგენს 200მმ-ს (ცნობისთვის უზის დუგლუგის სიგრძე არის 180მმ).


„SOCIMI Model 821“ მუშაობს თავისუფალი საკეტის პრინციპით, სადაც სროლა ღია საკეტით წარმოებს. შესაძლებელია როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა. სროლის რეჟიმების სელექტორი (გადამრთველი) და ამავდროულად მცველის ბერკეტი განლაგებულია მარცხენა მხარეს, ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელურის ზევით. გარდა მექანიკური მცველისა, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს ტარზე აქვს ავტომატური მცველი, რომელიც მსროლელის მიერ ხელის მტევნის მოჭერის შემთვევაში ითიშება. უკანა სამიზნე მოწყობილობა შედგება L -სებური საგდულიანი დეტალისგან, რომელიც 100 და 200 მეტრამდე სასროლად გამოიყენება. ცნობილია, რომ საცდელი სახით შეიქმნა სპეციალური ტაქტიკური პორტფელი, რომელშიც თავსდებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „SOCIMI Model 821“. გარდა ამისა პროტოტიპის სახით დამზადდა კომპაქტური მოდელი სახელწოდებით „SOCIMI Type 821-5 Micro“, რომლის საერთო სიგრძე 250მმ-ს შეადგენდა. ტაქტიკური პორფელიც და კომპაკტური ვარიანტიც მხოლოდ საცდელ პროტოტიპებად დარჩა და არ წასულა სერიულ წარმოებაში.

 
„SOCIMI Model 821“ -ის გამოსვლის შემდეგ მისი რეკლამირება საკმაოდ აქტიურად ხდებოდა სპეციალურ პრესაში. რიგი წყაროების თანახმად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების მცირე პარტია შეიძინა იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და და გადასცა სპეცდანიშნულების ანტიტერორისტულ  დანაყოფს NOCS (Nucleo Operativo Centrale di Sicurezza). ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ იგი მცირე რაოდენობით სხვადასხვა დანაყოფებშიც მოხვდა. გვხვდება ასევე ინფორმაცია, რომლის თანახმად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების მცირე რაოდენობა საზღვრებს გარეთაც იქნა გაყიდული. მაგალითად ფილადელფიაში მდებარე ამერიკულ კომპანია „MTS Corporation“-თან მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომლის ფარგლებშიც  შეთანხმდნენ, რომ „MTS Corporation“ მოახდენდა „SOCIMI Model 821“ -ის იმპორტს აშშ-ში, თუმცა დღეს არ არსებობს ოფიციალური ცნობები იმის შესახებ განხორციელდა თუ არა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების იმპორტი აშშ-ში.

საბოლოო ჯამში „SOCIMI Model 821“ არ დამზადებულა დიდი რაოდენობით და კომპანიის გაკოტრებასთან ერთად 1992 წელს შეწყევტლ იქნა მისი წარმოება.  დღეს იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს იარაღის საცავში ინახება „SOCIMI Model 821“ -ის გარკვეული რაოდენობა, თუმცა რამდენადაც ცნობილია მას აღარ იყენებენ.

No comments:

Post a Comment