Petter Mle 1939

1936 წელს საფრანგეთში კომპანია Société Alsacienne de Constructions Mécanique (SACM) -ის საკონსტრუქტორო ბიუროში შარლ გაბრიელ პეტერის (Charles Gabriel Petter)  მიერ შემუშავებულ იქნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის საცდელი პროტოტიპი, რომელიც 1937 წელს გამოცდებისთვის გადაეცა საფრანგეთის არმიის ტექნიკურ კომისიას. ამ პერიოდში უკვე დასრულებული იყო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების გამოცდები, ამიტომ პეტერის პროტოტიპის გამოცდა დამოუკიდებელი საცდელი მოდელის სახით დაგვიანებით განხორციელდა.
 
Pistolet Mitrailleur Modèle 1939“ (Petter Mle 1939)
 
გამოცდების შემდეგ საფრანგეთის არმია დაინტერესდა პეტერის იარაღით და 1939 წელს შეუკვეთა კომპანია SACM-ს 3000 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. შეკვეთის დოკუმენტში იარაღი მოხსენიებული იყო, როგორც „Pistolet Mitrailleur Modèle 1939“ (Petter Mle 1939). გეგმის თანახმად პეტერის მოდელი წავიდოდა შეიარაღებაში MAS 38-თან ერთად. მიუხედავად შეკვეთისა კომპანია „SACM“ დატვირთული იყო  საფრანგეთის საშტატო პისტოლეტის „Mle 1935A“ და მჭიდიანი შაშხანის „MAS 36“ წარმოებით, ამიტომ უარი განაცხადა შეკვეთის მიღებაზე და შეძლო მხოლოდ 50 ცალი საცდელი ეგზემპლარის დამზადება.  რამდენადაც ცნობილია ეს ეგზემპლარები 1940 წელს გამოყენებულ იქნა მაშინ, როდესაც გერმანია შეიჭრა საფრანგეთში. ამ პერიოდში მასთან ერთად გამოიყენებოდა ასევე მცირე რაოდენობით დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი E.T.V.S.7,65.

პეტერის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით. ტრანსპორტირების დროს შესაძლებელი იყო მჭიდის მიმღების დაკეცვა ლულის გასვწრივ. გარდა ამისა იარაღს გააჩნდა ხის კონდახი, რომელიც ტრანსპორტირების დროს მარტივად იხსნებოდა ლულის კოლოფიდან, რაც ამარტივებდა იარაღის გადატანას, ჩანთაში მოთავსებას ან ტანისსამოსის ქვეშ დამალვას.

No comments:

Post a Comment