1944 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა,
იტალიელმა ძმებმა ტონონ და ზორზოლი ჯიანდოზომ (Tonon Giandoso და Zorzoli
Giandoso). შექმნეს საკუთარი კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. მისი წარმოება 1944
წლის მიწურულს მცირე პარტიებად იქნა დაწყებული ძმები ჯიანდოზოების
ფაბრიკაში (Fabbrica Fratelli Giandoso). რიგი წყაროების თანახმად წარმოებაში ასევე
ჩაერთო ქალაქ კრემონაში მდებარე კომპანია "Armaguerra Cremona".
კომპანიის მიერ დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების
მიწოდება განხორციელდა 1945 წელს იტალიის სოციალისტური რესპუბლიკის R.S.I. (Repubblica
Sociale Italiana) (არაოფიციალური სახელწოდებით რესპუბლიკა სალო - Repubblica di
Salò) შეიარაღებული ფორმირებებისთვის, რომლებიც მას ჩრდილო იტალიის ნაწილში მოქმედ
პარტიზანებთან ბრძოლაში იყენებდნენ. იარაღს მიენიჭა დასახელება „TZ-45“. სახელწოდება
გულისხმობდა ძმების სახელების პირველ ასოებს Tonon
და Zorzoli, ხოლო 45 ნიშნავდა 1945 წელს, რადგანაც ამ დროს
მოხვდა იგი შეიარაღებული ფორმირებების რიგებში.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „TZ-45“
„TZ-45“-ის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის
სქემით. სროლა წარმოებდა ღია საკეტიდან. სასხლეტი მექანიზმი იძლეოდა, როგორც ერთეული,
ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლის შესაძლებლობას. მცველი და ამავდროულად სროლის
რეჟიმების გადამრთველი ბერკეტი განთავსებული იყო იარაღის მარჯვენა მხარეს სასხლეტი
კავის წინ.
იარაღის ჰქონდა მცველი, რომელიც ახდენდა საკეტის ბლოკირებას.
იმისათვის, რომ მომხდარიყო საკეტის ბლოკირატორის გათიშვა აუცილებელი იყო მსროლელს განეხორციელებინა
მჭიდის მიმღებ ყელთან განთავსებულ L-სებურ ბეკეტზე ხელის მტევნით მოჭერა, რაც ავტომატურად მოახდენდა
საკეტის ბლოკირების გათიშვას. ასეთი გადაწყვეტილება ერთის მხრივ იყო გამართლებული,
თუმცა სროლის დროს მსროლელს მუდმივად უნდა ჰქონოდა მოჭერილი ხელის მტევანი მჭიდის მიმღებზე,
რათა არ მომხდარიყო საკეტის ბლოკირატორის გააქტიურება. თუ მსროლელი მოადუნებდა ხელის
მტევანს ავტომატურად მოხდებოდა საკეტის ბლოკირება და შესაბამისად სროლის შეფერხება.
არასრულად დაშლილი TZ-45
ისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ლულის კოლოფი და ლულის პერფორირებული
გარსაცმი შესრულებული იყო მილისებური ფოლადისგან. ლულის გარსაცმის ბოლოში დამაგრებული
იყო წინა სამიზნე მოწყობილობის ბაზა, ხოლო მის შემდეგ კი ლულის მუხრუჭ-კომპენსატორი,
რომელიც ამცირებდა ლულის ხტომას. იარაღი აღჭურვილი იყო ფოლადის მავთულისგან დამზადებული
დუგლუგით. აღნიშნული დუგლუგი დაკეცილ დგომარეობაში გადაადგილდებოდა წინ და ორივე მხრიდან
ფიქსირდებოდა ლულის გარსაცმის ქვემოთ განთავსებულ სამაგრში.
TZ-45 დაკეცილი დუგლუგით
ვაზნებით კვება ხდებოდა „Beretta Modello 1938/42“
-ის 20, 30 და 40 ვაზნანზე გათვლილი ორრიგიანი მჭიდებთ, რომელიც ვაზნების ჭადრაკულ
განლაგებას იყენებდა. ღია სამიზნე მოწყობილობა იყო მუდმივი (არარეგულირებადი). იარაღის
წარმოებისას ფართოდ იყო გამოყენებული ფულადის ფურცლისგან დაბეჭდვის (ე.წ. დაშტამპვის)
მეთოდი.
საერთო ჯამში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი TZ-45 იმ პერიოდისათვის
წარმოადგენდა მსუბუქ, მოსახერხებელ, მაღალტექნოლოგიურ და საკმაოდ კომპაკტურ იარაღს.
თუმცა მიუხედავად ამისა, მისი გარკვეული კონსტრუქციული კვნაძები საჭიროებდა გადამუშავებას.
ასევე დამზადების ხარისხი იყო დაბალ დონეზე რაც მთლიანობაში აისახებოდა TZ-45-ის საიმედოობაზე.
ომის დასრულების შემდეგ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ TZ-45-ის
გარკვეული ნაწილი სამხედრო გამოცდებისთვის გადაეცა ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული
შტატების არმიას. საბოლოოდ აშშ-მაც და ბრიტანეთმაც უარი განაცხადა აღნიშნული პისტოლეტ-ტყვიამრქვევბის
გამოყენებაზე. უარის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა დამზადების დაბალი ხარისხი და არასაიმედოობა.
ოფიციალური წყაოების თანახმად სულ 1944-1945 წლებში დამზადებულ იქნა 6000 ცალი ეგზემპლარი
TZ-45.
1949 წელს ძმებმა
ჯიანდოზოებმა გადაწყვიტეს TZ-45-ის კომერციული მიზნით წარმოება. კომერციულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს
მიანიჭეს სახელწოდება „AZ-49“. იგი სტანდარტული TZ-45-ისგან განსხვავდებოდა უკანა სამიზნე
მოწყობილობით, რომელიც ლულის კოლოფის შუა ნაწილის მაგივრად, კოლოფის უკანა ნაწილში
იყო განთავსებული. „AZ-49“-ს ძმები ჯიანდოზოები სთავაზობდნენ სხვადასვა ქვეყნების არმიას.
ერთერთი დემოსნტრირების დროს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით დაინტერესდნენ სახელმწიფო ბირმის
(Burma იგივე Myanmar) წარმომადგენლები. გარკვეული მოლაპარაკებების შემდეგ ძმებმა
წარმოების ლიცენზია მიყიდეს სახელმწიფო ბირმის
ხელისუფლებას, რომლებსაც საკუთარი ძალებით უნდა გაეგრძელებინათ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის
წარმოება. ამ პერიოდში ძმები ჯიანდოზოები ჩავიდნენ ბირმაში, რათა დახმარებდნენ იქაურ
ფაბრიკას საწარმოო ხაზის აწყობაში და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის წარმოების ათვისებაში.
ამ მომენტიდან ქრება მათი კვალი და არცერთ წყაროში არ არის მოცემული როგორ გაგრძელდა
მათი ისტორია. თუმცა ბირმაში ოფიციალურად მართლაც იქნა დაწყებული ძმები ჯიანდოზების
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის წარმოება. რამდენადაც ცნობილია ბირმაში დამზადებული იარაღი
იყო ბევრად უფრო უხარისხო, ვიდრე იტალიაში დამზადებული ეგზემპლარები. ბირმაში დამზადებულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს მიენიჭა
ოფიციალური აღნიშვნა „BA-52“, ხოლო არაოფიციალურად
მას უწოდებდნენ "Ne Win STEN"-ს.
„BA-52“ ბირმის არმიის ქვეითების მიერ გამოიყენებოდა
1980-ანი წლების შუა პერიოდამდე, ხოლო 1990 წლების დასაწყისში მას ასევე იყენებდნენ
ბირმის დამხმარ ჯარში.
No comments:
Post a Comment