კომპანია „Winchester
Repeating Arms Company“-ის კონსტრუქტორმა ტომას კროსლი ჯონსონმა (Thomas Crosley Johnson) 1910 წელს დაიწყო
მუშაობა და 1911 წლის მიწურულს საფუძვლიანად გადაამუშავა ჯონ ბრაუნინგის 1897 წლის მოდელის (Winchester
M1897) "პომპიანი" თოფი. გადამუშავებული მოდელი საბოლოო სახით 1912 წელს გამოჩნდა. შესაბამისად
მას მიენიჭა სახელწოდება „Winchester Model 1912“ (ასევე ცნობილია სახელწოდებით
„Winchester M12“). შეიძლება ითქვას, რომ გადამუშავება მოხდა ძირეულად. შეიცვალა
ჩაკეტვის პრინციპი, ლულის კოლოფი გახდა დახურული და ღია ჩახმახის ნაცვლად
გამოყენებულ იქნა შიდა ჩახმახი. მხოლოდ რამოდენიმე ელემენტი შემორჩა
ბრაუნნგის მიერ შექმნილი მოდელიდან. ახალი მოდელის გამოშვება კომპანია „Winchester“-მა
თავდაპირველად დაიწყო 20 კალიბრიან ვაზნაზე და ცნობილი გახდა მარკეტინგული დასახელებით „Perfect Repeater“. 1914 წელს
სავაჭრო კატალოგებში გამოჩნდა 12 და 16 კალიბრიან ვაზნაზე გათვლილი მოდელები, ხოლო
1934 წელს ასორტიმენტს შეემატა 28 კალიბრიანი ვარიანტი. ასევე მცირე რაოდენობით
მზადდებოა .410 კალიბრის ვერსია, რომელიც წარმოადგენდა Winchester M1912-ის
მცირეგაბარიტიან ვარიანტს (აღნიშნულ კალიბრზე გათვლილ მოდელს მოიხსენიებენ როგორც “Model
42”). ძირითადად ყველა კალიბრის ვაზნაზე გათვლილი მოდელის ლულისქვეშა მჭიდში საშტატო
სახით თავსდებოდა 5 ცალი ვაზნა, მაგრამ თუ
ვაზნის სიგრძე არ აღემატებოდა 61მმ-ს, მაშინ
შესაძლებელი იყო მჭიდში 6 ცალი ვაზნაის მოთავსება. სტანდარტულად ლულის
სავაზნის სიგრძე შეადგენდა 70 მმ-ს, თუმცა რიგ ეგზემპლარებზე შესაძლოა იყოს 65მმ
სიგრძის სავაზნით შესრულებული ლულა.
Winchester M1912
კონსტრუქციულად
Winchester M1912 იყო ორიგინალური თოფი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა
მოგვიანებით დამზადებული ანალოგიური ტიპის პომპიანი თოფებისგან. ლულის გადაკეტვა
ხდებოდა საკეტის გადახრით. ლულის კოლოფის ზედა ნაწილში შესრულებული იყო სამკუთხა ამონაჭრელი ღარი,
რომელშიც შედიოდა საკეტის უკანა ნაწილზე არსებული შვერილი (ე.წ. ბჯენი) და ახდენდა ლულის
საიმედო გადაკეტვას.
სასხლეტი
კავის დამცავის წინა ნაწილში განლაგებული იყო ჰორიზონტალურად მოძრავი მცველის ღილაკი, რომლის გააქტიურებაც
მსროლელს შეეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩახმახი შეყენებულ
მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ლულის
კოლოფის დამზადება ხდებოდა მთლიანი ფოლადის სამზადისგან, რომელიც ფრეზირების
მეთოდით იღებდა შესაბამის ფორმას. აქედან გამოდმინარე იგი იყო საკმაოდ მასიური და
ჰქონდა მსხვილი კედლები.
დამრტყმელ-გამშვები
მექანიზმი აწყობილი იყო სპეციალურ ჩარჩოზე, რომელიც წარმოადგენდა სასხლეტის
დამცავი კავის ნაწილს. დაშლის დროს აღნიშნული მექანიზმი იხსნებოდა ერთი ხრახნის
მოშვებით და მარტივად მოდულის სახით ამოდიოდა ლულის კოლოფიდან.
თოფს არ
გააჩნდა ეგრედწოდებული სასხლეტის გამთიშველი (disconnector),
შესაბამისად სროლის წარმოება შესაძლებელი იყო ორნაირი რეჟიმით: 1. მოძრავი
ტიბჟირის გადატენვის შემდეგ მსროლელი დააწვებოა თითს სასხლეტზე, განახორციელებდა
გასროლას, აუშვებდა თითს სასხლეტიდან და ასე იმეორებდა გასროლიდან
გასროლამდე; 2. მსროლელი დააწვებოდა
სასხლეტს თითს და მხოლოდ ტიბჟირის უკან და წინ მოძრაობით ანხორციელებდა გასროლების
ციკლს. ამდაგვარ სროლის რეჟიმს მოგვიანებით უწოდეს "Slam fire".
მაგალითისთვის ზუსტად ასეთივე პრინციპით შეიძლებოდა სროლის წარმოება Winchester M1897-დან და სამხედრო
დანიშნულების ლეგენდარული პომპიანი თოფიდან „Ithaca 37“. ასეთი სასხლეტი
მექანიზმის წყალობით, კარგად ნავარჯიშებ მსროლელს ფაქტიურად შეეძლო ცეცხლის
წარმოება ნახევრად ავტომატური სროლის რეჟიმის იდენტურად.
Winchester
M1912 -ის სამიზნე მოწყობილობა შედგება ლულის კოლოფის ზემოდან შესრულებული
ღარისგან და მარტივი წინა სამიზნისგან. დაშლის
დროს ლულა და ლულისქვეშა მჭიდი იხსნებოდა ერთიანი ბლოკის სახით. შესაბამისად
იარაღის ტრანსპორტირებისას მსროლელი იღებდა ორ ბლოკს. 1. კონდახი ლულის კოლოფით და
სასხლეტი მექანიზმით; 2. ლულა, ლულისქვეშა მჭიდით და ტიბჟირით.
საკეტის
დებლოკირატორი ბერკეტი განთავსებული იყო სასხლეტის დამცავი კავის უკან მარცხენა
მხარეს. თუ ლულის სავაზნეში მიწოდებული იყო ვაზნა და შიდა ჩახმახი იკავებდა შეყენებულ მდგომარეობას,
მსროლელი ვერ მოახდენდა ტიბჟირის ხელით გადაწევას და შესაბამისად ლულიდან ვაზნის
ამოგდებას. ამისათვის საჭირო იყო დებლოკირატორ ბერკეტზე თითს დააწოლა და ამავდროულად ტიბჟირის უკან გადაწევა.
Winchester
M1912 „Trench Gun“ და „Riot Gun“
პირველი
მსოფლიო ომის პერიოდში კომპანიამ მიიღო სამხედრო შეკეთა „Winchester M1912“ და „Winchester
M97”-ზე. შეკვეთის ფარგლებში დამზადდა 20 000 ეგზემპლარი, ეგრედწოდებული
„სასანგრე“ ვარიანტის „Winchester M1912 Trench“ სახით,
რომლებმაც პირველ მსოფლიო ომში გაიარეს საბრძოლო ნათლობა. მეორე მსოფლიო ომში Winchester
M1912 „Trench Gun“ კვლავ მოხვდა შეიარაღებაში.
Winchester M1912 „Trench Gun“
გარკვეული წყაროების თანახმად არმიას
სამთავრობო შეკვეთის თანახმად მიეწოდა 80 000 ცალი "სასანგრე" თოფი და შემდგომ კიდევ
დამატებით 6000 ცალი. მათი გამოყენება
ხდებოდა საზღვაო ქვეითთა კორპუსის, სამხედრო საჰაერო ძალების და სამხედრო საზღვაო
ფლოტის მიერ. გარდა ზემოაღნიშნულია “Winchester
М12” პოპულარობით სარგებლობდა კორეის და ვიეტნამის ომში. პირველ მსოფლიო ომში
გამოყენებულ „Winchester M1912 Trench“-ს ლულის გარსაცმზე ნასვრეტები შესრულებული
ჰქონდა 6 რიგად, ხოლო 1942 წლიდან ნასვრეტების განლაგება შეიცვალა და ხდებოდა 4
რიგად.
სამხედრო
შესრულებით დამზადებული მოდელი Winchester M1912 „Trench“ იწარმოებოდა
მხოლოდ 12 კალიბრიანი ვერსიის სახით, რომელსაც ჰქონდა 510 მმ სიგრძის ლულა,
ქარხნულად დაყენებული პერფორირებული ლულის გარსაცმი, რომელიც იცავდა მსროლელს ცხელ
ლულაზე ხელის დადებისგან და დამწვრობის მიღებისგან. ასევე სამხედრო Winchester M1912 „Trench“ -ს ლულის
ბოლოში ჰქონდა ამერიკული საშტატო ხიშტ-დანის (U.S. M1917 Bayonet) სამაგრი.
ომამდე დამზადებულ ეგზემპლარებში ტიბჟირი იყო დამაგრებული ოდნავ წინ, ხოლო უკიდურეს უკანა პოზიციაში გადაწევისას იგი არ მიდიოდა ლულის კოლოფამდე (რჩებოდა დაახლოებით 50 მმ-ანი დაშორება). ომის შემდგომ დამზადებულ М12-ებზე გამოჩნდა დაგრძელებული ტიბჟირი. ტიბჟირის გადასაწევად საჭირო ძალისხმევა შეადგენდა 4 კგ-ს.
Winchester M1912 „Riot gun“
Winchester
M1912-ის საიმედოობას მაქსიმალურად ზრდის ის მომენტი, რომ ლულის კოლოფი და
აბსოლიტურად ყველა დეტალი დამზადებულია ფოლადისგან, ხოლო რიგი დეტალები კი ამავდროლულად წრთობასაც გადიოდა. სწორედ ამიტომ იგი უძლებდა
საკმაოდ დიდ დატვირთვას სამხედრო/საველე პირობებში. შეიძლება ითქვას, რომ Winchester
M1912 ამერიკის კონტინენტზე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ითვლებოდა
ყველაზე გავრცელებულ პომპიან იარაღათ. მიუხედავად
მაღალი საიმედოობისა და დეტალების დიდი სიოცხლისუნარიანობისა Winchester M12 -ის წარმოება 1963 წელს
შეწყვეტილ იქნა. თუმცა სპეციალური შეკვეთით მათი დამზადება ხდებოდა 2006 წლამდე. (რიგი წყაროების თანახმად წარმოება დაიწყო 1912
წლის აგვისტოში და შეწყდა 1964 წლის მაისში). საერთო
ჯამში მთელი წარმოების მანძილზე დამზადებულ იქნა დაახლოებით 2 000 000 -ზე მეტი „Winchester
M1912“-ის სხვადასხვა ვარიანტი.
No comments:
Post a Comment