კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 1)

არ მეგულება იარაღის მოყვარული, რომელიც კალაშნიკოვის ავტომატით და მისი შექმნის ისტორიით არ იქნება დაინტერესებული. ასევე არ მეგულება იარაღის თემატიკის ვებ გვერდი, სადაც რამოდენიმე სიტყვით მაინც არ იქნება ნახსენები კალაშნიკოვის ავტომატი. აღნიშნული სტატიით ჩვენც ჩვენი მხრიდან შევეცდებით მოგაწოდოთ ვრცელი ინფორმაცია კალაშნიკოვის ავტომატის შესახებ და ეს ინფორმაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი სტატიით. გადავწყვიტეთ, რომ რამოდენიმე ნაწილიანი სტატია მივუძღვნათ ამ თემას. ჩვენ მსგავსი სტატია უკვე შემოგთავაზეთ, რომელიც კონკრეტულად დამოკლებული კალაშნიკოვის (АКС-74У) შექმნის კონკურსს ეხებოდა. სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
კონკურსი „Модерн„ და ყველაფერი მის შესახებ (ნაწილი #1)
კონკურსი „Модерн„ და ყველაფერი მის შესახებ (ნაწილი #2)
კონკურსი „Модерн„ და ყველაფერი მის შესახებ (ნაწილი #3)
აღნიშნულ სტატიაში შევეცდებით დეტალურად განვიხილიოთ კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის, გამოცდების (კონკურსის) და წამოებაში ჩაშვების თითქმის ყველა ნიუანის. ასევე მინდა სტატიაში ვისაუბრო კონკრეტულად იმ საკითხებზე, რომელშიც მოიაზრება „კალაშნიკოვის მხრიდან გერმანული მოიერიშე შაშხანის მოპარვა“ ან კიდევ ის გავრცელებული ფაქტი, რომ კალაშნიკოვი არის პირდაპირ გადმოკოპირებული გერმანული “StG.44”. ზოგადად ეს ისეთი თემაა, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს და დაობს. საქართველოს ვებ სივრცეში არსებულ ფორუმებზე / სოციალურ ჯგუფებში ძალიან ბევრი პირდაპირ ამბობს, რომ კალაშნიკოვმა მოიპარა StG.44 და მეტი არაფრის გაგონება არ უნდა.  შევეცდები ჩვენი ანალიზი იყოს მაქსიმალურად ობიექტური და მოიცავდეს მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს (ასევე თეზისებს) ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს სტატია იქნება შედგენილი ჩვენს მიერ წლების მანძილზე მოგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და ანალიზით. რათქმაუნდა რასაც ჩვენ დავწერთ ამ თემაზე ვერ იქნება სრული ჭეშმარიტება და შეიძლება შეგვეკამათოს ვიღაც, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნეთ ეს ის თემაა, რომელზეც ნახევარ საუკუნეზე მეტია ხალხი დაობს, შესაბამისად ჩვენ ჩვენს მოსაზრებებსს გაგიზიარებთ და ნება თქვენია დაეთანხმებით თუ არა. ზედმეტ ამბიციურობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ვფიქრობ ეს სტატია იქნება ქართულ ვებ სივრცეში ყველაზე ვრცელი ნამუშევარი, რომელიც  კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორიას ეხება. მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ... დავიძარით!
 
შუალედური ვაზნების გამოჩენა
იმისათვის, რომ დავიწყოთ კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორიაზე საუბარი, დაგვჭირდება მე-20-ე  საუკუნის დასაწყისის პერიოდში გადავინაცვლოთ. ამ ეპოქაში საბჭოთა კავშირს მასიურ შეიარაღებაში ჰქონდა მოსინის სისტემის გრძივად მოსრიალე საკეტიანი შაშხანა М1891, რომელიც ფაქტიურად ბელგიური ლეონ ნაგანის შაშხანის გადამღერებას წარმოადგენდა. შემდგომ უკვე დაიწყო სხვადასხვა ტყვიაფრქვევების, ასევე თვითდამტენი და სრულიად ავტომატური შაშხანების შექმნა, რომლებშიც ძლიერი შაშხანის ვაზნები გამოიყნებოდა. პარალელურად საბჭოთა კავშირში დაიწყეს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების შემუშავება, რომელიც შაშხანის ვაზნასთან შედარებით სუსტ პისტოლეტის ვაზნებს იყენებდნენ. ანუ მარტივად, რომ ვთქვათ, საბჭოთა კავშირს, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანას ამ პერიოდში არ გააჩნდა შუალედური ვაზნა, რომელიც იქნებოდა შაშხანის ვაზნაზე უფრო სუსტი, ხოლო პისტოლეტის ვაზნაზე უფრო ძლიერი (სწორედ აქედან მოდის დასახელება შუალედური ვაზნა). საცდელი სახით, საბჭოთა კავშირში 1916 წელს შეიქმნა ფიოდოროვის ავტომატი, რომელიც იყენებდა იაპონური არისაკას  6,5მმ-ან შაშხანის ვაზნებს. ამ  ვაზნას ვერ განვიხილავთ, როგორც შუალედურ ვაზნას. იგი იყო ჩვეულებრივი შაშხანის ვაზნა, მხოლოდ შედარებით სუსტი იმპულსით.  რაც შეეხება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, ნელი ნაბიჯებით ხდებოდა შუალედური ვაზნების შემუშავება. მაგალითად ჯერ კიდევ 1901-1903 წლებში შეიქმნა ავსტრიული მანლიხერის სისტემის თვითდამტენი პისტოლეტ-კარაბინი, რომელიც იყენებდა შუალედური ვაზნის მსგავს საბრძოლო მასალას სახელწოდებით „7,65х32 Mannlicher Carbine“ (აღნიშნავენ აგრეთვე, როგორც 7.63 Mannlicher Pistolenkarabiner).
მანლიხერის ვაზნა იყო ბოთლისებური მოყვანილობის მასრით და ბლაგვი ცხვირიანი ტყვიით. ეს ვაზნა შემუშავებულ იქნა ჯერ კიდევ 1893 წელს ჰუგო ბორხარდტის მიერ შექმნილი 7,65х25მმ-ანი პისტოლეტის ვაზნის მასრის დაგრძელებით.
ფოტოზე გამოსახულია მანლიხერის კარაბინის ვაზნა 7,65x32
1905-1907 წლებში აშშ-ში ტომას ჯონსონის მიერ  (Thomas Crossley Johnson), კომპანია ვინჩესტერთან თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა თვითდამტენი შაშხანები და კარაბინები, რომელიც გათვლილი იყო სპეცალურ ნახევრად რანტიან ვაზნებზე .35 WSL (Winchester Self-Loading) და .351 WSL.
35 Winchester Self-Loading, .351 Winchester Self-Loading და .45 ACP
აღნიშნული ვაზნები თავისი გეომეტრიული აგებულების გამო არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც შუალედური ვაზნა. თუმცა მათი ენერგია საკმაოდ სოლიდური იყო. მაგალითად .351 WSL -ის ენერგია უტოლდება თანამედროვე .357 Magnum რევოლვერის ვაზნას. ამავე პერიოდში აშშ-ში კომპანია Remington -ის ვაზნების ლაბორატორიაში შეიქმნა სამი ერთმანეთის იდენტური ვაზნა სახელოწოდებით .25 Remington (6,35x52), .30 Remington (7,62x51) < (აღნიშნული ვაზნა არ უნდა აგვერიოს მსგავს აღნიშვნის მოქნე ვაზნაში 7,62x51 NATO) და .35 Remington (9x51). ეს ვაზნები თავისი გეომეტრიით და საბრძოლო თვისებებით ყველაზე ახლოს იდგნენ დღევანდელ შუალედურ ვაზნებთან. ორივე კომპანიის მიერ დამზადებულ იქნა თვიტდამტენი იარაღები, რომლებიც იმ პერიოდისათვის ახალი ტიპის ვაზნებს იყენებდნენ, ეს მოდელები იყო ტომას ჯონსონის Winchester Model 1907 ვაზნაზე  .351 WSL და ჯონ ბრაუნინგის Remington Model 8 ვაზნებზე .25, .30 და .35 Remington.
ფოტოზე გამოსახულია ზევით Remington Model 8, ხოლო ქვევით Winchester Model 1907
1917 წელს ასევე კომპანია Winchester -ის მიერ დამზადებულ იქნა ფრენკ ბარტონის (Frank Burton) ავტომატური იარაღი სპეციალურ ვაზნაზე .345WSL (ამ ვაზნას სხვადასხვა ლიტერერატურაში შეიძლება შევხდეთ ასევე სახელწოდებით .345 WSLR ან .345 WMR Winchester Machine Rifle), რომლის სროლის ტემპიც შეადგენდა წუთში 800 გასროლას.
ფოტოზე გამოსახულია ფრენკ ბარტონის ავტომატური იარაღი Winchester 1917
1917 წელს ფრანგმა კონსტრუქტორმა რიბეიროლმა (Ribeyrolle) აიღო ამერიკული .351  SWL ვაზნაის მასრა, რომელსაც შეუვიწროვა ყელი და გახადა ბოთლისებური ფორმის. შემდეგ მასრა დამუხტა ფრანგული 8მმ-ანი ლებელის შაშხანის ვაზნის ტყვიით (ტყვია დეზალიე “D”) და მიიღო ვაზნა სახელწოდებით „8x35 Ribeyrolle“.
ფოტოზე გამოსახულია ვაზნა 8x35 Ribeyrolle
აღნიშნულ ვაზნაზე მის მიერ კონსტრუირებულ იქნა თვიტდამტენი კარაბინი „Ribeyrolle 1918“ (საწყისი სიჩქარე 442მ/წამი). შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მსოფლიოში პირველი ვაზნა, რომელიც თავის გაბარიტებით და საბრძოლო თვისებებით იყო სრულფასოვანი შუალედური ვაზნა. 
ფოტოზე გაოსახულია 1918 წელს დამზადებული კარაბინი Ribeyrolle
1921 წელს შვეიცარიაში კონსტრუქტორმა ადოლფ ფურერმა (Adolf Furrer) (ადოლფ ჰიტლერში არ აგვერიოს)  შექმნა თვითდამტენი კარაბინი, რომელიც გათვლილი იყო 7,65х35 მმ-ან ვაზნაზე.
აღნიშნული ვაზნა წარმოადგენდა ზემოთ მოყვანილი მანლიხერის 7,65მმ-ანი ვაზნის (7,65х32) მსგავს ეგზემპლარს.
7,65x35 Furrer
ამავე კონსტრუქტორის მიერ 1930 წელს გადამუშავდა ვაზნა და მიიღო სახელწოდება “7,65x38 Furrer”. ზუსტად ამ პერიოდში იტალიაშიც გამოჩნდა თვითდამტენი იარაღი Moschetto Automatico per Fanteria Modelo 1921, რომელიც სპეციალურ მოკლე 7,35მმ-ან შაშხანის ვაზნებზე იყო გათვლილი.
Moschetto Automatico per Fanteria Modelo 1921 (1921 MAF)
დაახლოებით 1927-1928 წლებში გერმანიაში კომპანია Rheinmetall-Borsig -ის მიერ შემუშავებულ იქნა საცდელი შუალედური ვაზნა სახელწოდებით „7,92x42,5 Rheinmetall-Borsig“ (სხვადასხვა ლიტერატურაში შეიძლება შეგვხდეს აღნიშვნა 8х42,2). ამ ვაზნაზე საცდელი სახით დამზადდა თვითდამტენი იარაღი 20 ვაზნიანი მჭიდით სახელწოდებით "Gewehr 28", რომლითაც არ დაინტერესდა გერმანიის არმია.
 30-ანი წლების დასაწყისში დანიაშიც ცადეს შუალედური ვაზნის შექმნა და საცდელი სახით დაამზადეს ავტომატური შაშხანა სახელწოდებით „Weibel“ ვაზნაზე 7x44, რომლის 7,78 გრამიანი ტყვია ლულიდან გამოსვლისას ანვითარებდა 660 მ/წამს და ენერგია შეადგენდა 1695 ჯოულს.
„Weibel“ ვაზნაზე 7x44
1937 წელს ვერმახტის თაოსნობით ჩამოყალიბდა  გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი საბჭო (Reichsforschungsrat), რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა ვერმახტის სახმელეთო ჯარების შეიარაღების სამმართველოსთან „HwaA“ (Heereswaffenamt). აღნიშნული საბჭო მუშაობდა სხვადასხვა ახალი იარაღის და საბრძოლო მასალის შექმნაზე. ერთერთ მიმართულებას წარმოადგენდა მსუბუქი შაშხანის ვაზნის შექმნა, რომელიც ეფექტური იქნებოდა 1000 მეტრამდე. ქალაქ ლიუბეკში მდებარე ფაბრიკა  BKIW -ში (Berliner-Karlsruher Industriewerke [შემოკლებით Berkawerke]- აღნიშნული ფაბრიკა წარმოადგენდა იგივე DWM -ს [Deutsche Waffen — und MunitionsFabriken], უბრალოდ გარკვეული პერიოდი ამ სახელწოდებით მოღვაწეობდა) შეიქმნა შუალედური ტიპის საცდელი ვაზნა სახელწოდებით 7х39, რომელსაც მიენიჭა შიფრი DWM 581. ვინაიდან ვაზნა გამოიყენებოდა ბერგმანის საცდელ პროტოტიპში, მას უწოდებდნენ „Bergmann-patrone“-ს. ასავე 7х39 ვაზნაზე საცდელი იარაღის დაპროექტება ხდებოდა მაუზერის ფაბრიკაში. აღნიშნული ვაზნა იყო საკმაოდ ძლიერი და გააჩნდა მაღალი საწყისი სიჩქარე. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ მისი სიჩქარე შეადგენდა დაახლოებით 960-985 მ/წამს (ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ ამხელა საწყის სიჩქარეს ანვითარებდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ტყვიის წონა. თუკი ტყვია იყო მსუბუქი მაშინ დასაშვებია, რომ მართლა ამხელა საწყისი სიჩქარე ჰქონდა). საბოლოოდ ახალი ვაზნის წარმოებაში ჩაშვება არარენტაბელურად ჩათვალეს და მასზე მუშაობაც შეწყვიტეს.
პარალელეურად გერმანიაში  ფაბრიკა GECO - ში  "Gustav Geenschow & Co A.G.“ მიმდინარეობდა სხვადასხვა შუალედური საცდელი ვაზნების დაპროექტება. პროექტის ფარგლებში ექსპერიმენტები ტარდებოდა 7; 7,2; 7,35; 7,62; 7,75 და 7,92 მმ-ანი ტყვიით დამუხტულ ვაზნებზე, რომელთა მასრის სიგრძე ვარირებდა 37 დან 46 მმ-მდე, ხოლო ტყვიის მასა (წონა)  4,3 დან 9,72 გრამამდე.
1935-1939 წლებში, გერმანელმა მეიარაღემ ჰაინრიხ ფოლმერმა (Heinrich Vollmer) HwaA -ს წარუდგინა ავტომატური კარაბინის სამი ნიმუში სახელწოდებებით М.35/I, М.35/II და М.35/III, რომლებიც გათვლილი იყო 1935 წელს GECO -ში შექმნილ შუალედურ ვაზნაზე „7,75х39,5 GeСo“ (აღნიშნული ვაზნა სხვადასხვა ლიტერატურაში შეიძლება შეგხვდეს ასევე სახელწოდებით „7,75х40 GeСo“). HwaA -ში გადაწყვიტეს, რომ კარაბინი ზედმეტად რთული კონსტრუქციით გამოირჩეოდა და უარი თქვეს მის წარმოებაზე.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს საბერძნეთშიც მიმდინარეობდა მუშაობა შუალედურ ვაზნებზე, რომლის ფარგლებშიც 1939 წელს შეიქმნა ვაზნა 7,92x36.
 
შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას არცერთ ქვეყანას არ ჰქონდა შეიარაღებაში შუალედურ ვაზნაზე გათვლილი შაშხანა ან კარაბინი.
1940 წელს აშშ-ში გამოჩნდა ახალი ვაზნა 7,62x33 .30 М1 Carbine და მასზე გათვლილი კარაბინი „М1 Carbine“, რომელიც 1941 წელს  იქნა შეიარაღებაში მიღებული. ამ ვაზნაზე ვერ ვიტყვით, რომ ბოლომდე შუალედურია, რადგანაც წარმოადგენს დაგრძელებულ პისტოლეტის ვაზნას, თუმცა საბრძოლო თვისებებით შუალედურ ვაზნებთან უფროა მიახლოებული.
ამერიკული ვაზნა .30 Carbine (7,62x33)
 
1941 წელს ჩეხოსლოვაკიაშიც სცადეს შუალედური ვაზნის შექმნა. მათ აიღეს მაუზერის შაშხანის ვაზნის 7,92x57 მასრა, გადაჭრეს, გაუკეთეს ბოთლისებური ყელი და დამუხტეს 8მმ-ანი ბლაგვი ტყვიით. ვაზნას ეწოდა „8mm Rapid“.
ასევე სამუშაოები შუალედური ვაზნის შექმნაზე მიმდინარეობდა ფინეთშიც, სადაც 1942 წელს შეიქმნა ვაზნა აღნიშვნით „7x33mm SAKO“. 1943 წელს ფინეთში Erkki Lilja -ს მიერ შეიქმნა ვაზნა “9х40 Lilja”. ასევე 1943 წელს ფინეთში  გამოცადეს აიმო იოჰანეს ლაჰტის (ლახტი) მოიერიშე შაშხანის პროტოტიპი „AL-43“ (AL- Aimo Lahti 1943), რომელიც გათვლილი იყო შუალედურ ვაზნებზე “7,62х35 Lahti” და “9x35 Lahti”.
 
AL43 (lahti) 9x35
 
გერმანიაში კიდევ ერთი ფაბრიკა სახელწოდებით „RWS“ მუშაობდა ექსპერიმენტალურ შუალედურ ვაზნებზე, რომელსაც მიენიჭა აღნიშვნა  „7,92х46 RWS”.  
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა გერმანული კომპანია „Polte Armaturen- und Maschinenfabrik OHG“-ში განხორციელებული სამუშაოები, რომელის ფარგლებში 1938-1940 წლებში დამზადდა ექსპერიმენტალური ვაზნები აღნიშვნით 7х45, 7,9х45, 7,92x30  და 7,92x33 Kurz აღნიშნული ვაზნები შეიქმნა მაუზერის შაშხანის ვაზნის 7,92x57 მასრის დამოკლებით.
 
HwaA -მ ყურადღება სწორედ 7,92x33 Kurz ვაზნაზე შეაჩერა და შემდგომი სამუშაოებიც მის ბაზაზე განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანული  ვაზნა “7,92x33 Kurz” არ იყო პირველი შუალედური ვაზნა, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ვაზნამ და მასზე გათვლილმა მოიერიშე შაშხანებმა ითამაშა გარდამტეხი როლი ამ კლასის იარაღის შემდგომი განვითარების კუთხით.
დასაწყისი / კონკურსის ინიცირება საბჭოთა კავშირში
1942 წლის მიწურულს და 1943 წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაზვერვას, ხელში ჩაუვარდა ბრძოლის ველიდან წამოღებული (ნაალაფარი) პირველი გერმანული ექსპერიმენტალური მოიერიშე შაშხანები Mkb 42 (h) და Mkb 42 (w).
ზევით Mkb 42 (h), ქვევით Mkb 42 (w)
შაშხანების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ გერმანული შუალედური ვაზნა “7,92x33 Kurz”და მასზე გათვლილი მოერიშე შაშხანები საცეცხლე ძალით ბევრად უფრო ეფექტური იყო, ვიდრე საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში არსებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები (ППШ-41, ППД-40, ППС-42) გათვლილი 7,62х25მმ კალიბრის „ТТ“-ს პისტოლეტის ვაზნებზე.
1943 წლის 15 ივლისს გაიმართა სპეციალური თათბირი, რომელზეც განხილულ იქნა გერმანული შაშხანა Mkb 42 (h) და ამერიკული М1 Carbine. თათბირს ესწრებოდნენ სხვადასხვა საკუნსტრუქტორო ბიუროს წარმომადგენლებიც. საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საბჭოთა კავშირში სასწრაფოდ უნდა დაეწყოთ მუშაობა შუალედურ ვაზნაზე.
სხვადასხვა ექსპერიმენტების შედეგად გამოვლინდა, რომ ყველაზე ოპტიმალურ კალიბრათ ითვლებოდა 7,62მმ. მეეჭვება, რომ მაშინ რაიმე სერიოზული ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ. სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა  იმას, რომ საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში იყო მოსინის 1891 წლის შაშხანა, ნაგანის 1895 წლის რევოლვერი, ტოკარევის პისტოლეტი ТТ, შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ППШ-41 და დეგტიარევის ППД-40. მიუხედავად იმისა, რომ ეს იარაღები განსხვავებულ ვაზნებზე იყო გათვლილი, ყველა მათგანს აერთიანებდა ერთი რამ, კერძოდ 7,62 მმ კალიბრი. შესაბამისად საბჭოთა კავშირში ჰქონდათ ჩარხები, რომლითაც მარტივად შეძლებდნენ ახალი იარაღისთვის ლულების დამზადებას. ახალი კალიბრის არჩევის შემთხვევაში კი მათ მოუწევდათ ჩარხების გადაკეთება და მარტივად რომ ვთქვათ სტანდარტის შეცვლა, რომელიც ფინანსურ (მატერიალურ) დანახარჯებს შექმნიდა. ამიტომაც დაასახელეს ოპტიმალურ კალიბრათ 7,62მმ.           
1943 წლის სექტემბერში საცდელ-საკონსტრუქტორო ბიურო ОКБ-44 -ში მომუშავე ჯგუფმა, წარმოადგინა შუალედური ვაზნის ვარიანტი 7,62х41. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა მთავარი კონსტრუქტორი ნ.მ. ელიზაროვი (Н.М. Елизаров). პროქტში მუშაობდნენ აგრეთვე შემდეგი პირები: წამყვანი კონსტრუქტორი პ.ვ. რიაზანოვი (П.В. Рязанов), წამყვანი ტექნოლოგი ბ.ვ. სემინი (სიომინი) (Б.В. Семин) და ინჟინერი ი.ტ. მელნიკოვი (И.Т. Мельников).
შუალედური ვაზნის მასრის სიგრძე შეადგენდა 41მმ-ს და დამზადებული იყო ბიმეტალისგან. მასში გამოიყენებოდა პიროკსილინის ტიპის შაშხანის დენთი მარკით „ВУ“. 1944 წლის მარტში დღის სინათლე იხელეს 7,62х41მმ ვაზნების პირველმა სერიულმა პარტიამ (მანამდე მცირე რაოდენობით საცდელად მზადდებოდა).
ფოტოზე გამოსახულა ამერიკული ვაზნა .30 Carbine (7,62x33), გერმანული მოკლე ვაზნა 7,92х33 Kurz და საბჭოთა შუალედური ვაზნა 7,62х41
 
1943 წლის ნოემბრის დასაწყისში მთავარი საარტილერიო სამმართველოს (ГАУ) მიერ გამოცხადდა კონკურსი რომლის ფარგლებშიც ახალი ცეცხლსასროლი კომპლექსი უნდა შერჩეულიყო. ახალი იარაღის შექმნა იმიტომ ატარებდა კომპლექსურ ხასიათს, რომ იარაღთან ერთად მასში უნდა გამოყენებულიყო იმ დროს საბჭოთა კავშირისთვის ახალი ხილი ე.წ. შუალედური ვაზნა “7,62х41”.

ამავე პერიოდში მთავარი საარტილერიო სამმართველოს (ГАУ) მიერ ჩამოყალიბდა საბოლოო ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო 7,62х41მმ კალიბრის  შუალედურ ვაზნაზე გათვლილი იარაღები. მოთხოვნები ფორმულირებული იყო შემდეგი სახით:
-    იარაღში გამოყენებული ვაზნა აუცილებლად 7,62х41 (1943 წელს შექმნილი ვაზნა)
-   იარაღის წონა არ უნდა აჭარბებდეს 5 კილოგრამს, ხოლო დამატებით სავსე სათადარიგო მჭიდთან ერთად 9 კილოგრამს.
-    საერთო სიგრძე არ უნდა აჭარბებდეს 1000 მმ-ს;
-    ლულის სიგრძე 500-520 მმ;
-    აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა სროლის რეჟიმების არჩევის შესაძლებლობა (ანუ როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა);
      -     მოხსნადი სავაზნე კოლოფის (მჭიდის) ტევადობა 30-35 ცალი ვაზნა;


-     ერთეული გასროლის რეჟიმის შემთხვევაში 100 მეტრამდე სროლისას იარაღი არ უნდა ჩამოუვარდებოდეს 1891 წლის მოსინის სისტემის შაშხანას;

-    ავტომატური ჯერებით 100 მეტრამდე სროლის შემთხვევაში იარაღი არ უნდა ჩამოუვარდებოდეს დეგტიარევის სისტეмის ტყვიამფრქვევ „ДП -ს.

-    შესაძლებელია (არა სავალდებულო) იარაღის სადგამი ფეხით (ე.წ. ბიპოდით) აღჭურვა;

ზევით მოყვანილი ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად 1943 წლის მიწურულს და 1944 წლის დასაწყისში სტარტი აიღო კონკურსმა, რომლის კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა მთავარი საარტილერიო სამმართველოს ცეცხლსასროლი იარაღის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე და ინჟინერი, წოდებით ვიცე პოლკოვნიკი ა.ბაშმარინი (А.Я.Башмарин).
მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები ჩამოყალიბებულ იქნა, არავის არ უფქრია იმაზე, თუ რამდენად სწორად იყო ეს მოთხოვნები ფორმულირებული. გარდა ამისა, ამ მოთხოვნების მიხედვით უნდა შექმნილიყო 3 განსხვავებული სახის იარაღი:
1. ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი;
2. ავტომატი (მოიერიშე შაშხანა, რომელსაც საბჭოთა კავშირში ავტომატურ კარაბინს უწოდებდნენ. შემდეგ სახელწოდება შეიცვალა, როგორც „ავტომატი“);
3. თვითდამტენი კარაბინი.
კონკურსში ჩაერთნენ საბჭოთა კავშირის წამყვანი კონსტრუქტორები, რომელთა მიერ მომზადებულ იქნა სხვადასხვა საცდელი ეგზემპლარები.

საკონკურსო საცდელი ეგზემპლარები
1944 წელს საკონსტრუქტორო ბიური КБ N2-ში  ვ.ა. დეგტიაროვმა ჩამოაყალიბა ჯგუფი  პ.ე. ივანოვის (П.Е. Иванов) ე.კ. ალექსანდროვიჩის (Е.К. Александрович) და ვ.გ სელეზნევის (В.Г. Селезнев) ჩართულობით. მათ მიერ წარმოდგენილ იქნა დეგტიაროვის ტყვიამფრქვევის «ДП» ბაზაზე შექმნილი მსუბუქი ტყვიამფრქვევი, რომელიც აღჭურვილი იყო 50 ვაზნაზე გათვლილი დისკისებური მჭიდით და საკეცი ორფეხათი.
ასევე ეს კონსტრუქტორები პ.ე. ივანოვი, ვ.ნ. ივანოვი და  ე.კ. ალექსანდროვიჩი  ვ.ა. დეგტიაროვთან ერთად მუშაობდნენ მსუბუქი ტყვამფრქვევის შექმნაზე, რომლის ვაზნებით კვება ხდებოდა 100 ცალ ვაზნაზე გათვლილი ფირის (ე.წ. ლენტის) მეშვებოთ. მათ მიერ 1944 წელს წარმოდგენილი იქნა ვარიანტი სახელწოდებით “РД-44”, რომელიც შემდგომ ოფიციალურად იქნა მიღებული შეიარაღებაში სახელწოდებით Ручной Пулемёт Дегтярёва (РПД) (საარტილერიო სამმართველოს ინდექსი 56-Р-327).
ს.გ. სიმონოვმა კონკურსის გამოცხადებისთანავე გადააკეთა საკუთარი კონსტრუქციის ხელის ტყვიამრქვევი РПС-3 შუალედურ ვაზნაზე (7,62x41) და წარმოადგინა კონკურსზე სახელწოდებით РПСМ-10-П-44. აღნიშნული ეგზემპლარი შესრულებულ იქნა მოსკოვთან მდებარე ქალაქ კლიმოვში არსებულ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (НИИ-61). სიმონოვის ავტომატი აღჭურვილი იყო საკეცი მეტალის დუგლუგით, მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით, იკვებებოდა 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით და შეეძლო მხოლოდ ავტომატური ჯერებით სროლა (ერთეული გასროლები არ იყო გათვალისწინებული).
კონკურსზე ქალაქ ტულის ქარხნის კონსტრუქტორის ს.ა. კოროვინის მიერ წარმოდგენილ იქნა იშვიათი კონსტრუქციის ავტომატური კარაბინი, რომელიც მუშაობდა რგოლისებური აირის კამერის და რგოლისებური დგუშის პრინციპით, სადაც დგუში ჩამოცმული იყო ლულაზე. კარაბინს შეეძლო მხოლოდ ავტომატური ჯერებით სროლა და იკვებებოდა 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით.
ს.ა. კოროვინის (კაროვინის) ექსპერიმენტალური ავტომატი
განსხვავებულ იარაღს წარმოადგენდა ასევე ს.ა. პრილუცკის მიერ წარმოდგენილი ეგზემპლარი, რომელიც ბულპაპის (Bull Pup) (ქართულად „ხარლეკვი“ J)))))) სქემით მუშაობდა.
ს.ა. პრილუცკის ავტომატი
ავტომატი  რომლის კონსტრუქტორებიც იყვნენ ე.კ ალექსანდროვიჩი და ვ.ნ ივანოვი. მჭიდი გათვლილი 30 ვაზნაზე. მუშაობის პრინციპი ლულიდან აირების გაყვნა.
ს.გ. სიმონოვი კონკურსში ჩაერთო საკუთარი კონსტრუქცის მოიერიშე შაშხანით, რომელიც ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით მუშაობდა. შაშხანის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ჩახმახიანი და იძლეოდა სროლის რეჟიმების შერჩევის შესაძლებლობას (ავტომატური, ერთეული გასროლები). მჭიდი გათვლილი იყო 30 ვაზნაზე. < სამწუხაროდ ამ ეგზემპლარის ფოტო ვერსად ვერ მოვიძიე.
ტოკარევის ავტომატი АТ-44 (Автомат Токарева 1944)
ფ.ვ. ტოკარევმა ახალ იარაღზე მუშაობა ჯერ კიდევ 1943 წლის ოქტომბერში დაიწყო. მან მოსკოვში მდებარე, საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროში „ОКБ-16“ საკუთარი კონსტრუქციის ავტომატური შაშხანა „АВТ-40“  (გათვლილი ვაზნაზე 7,62х54) გადააკეთა 7,62х41 კალიბრის შუალედურ ვაზნაზე.
ასევე კონსტრუქციას დაუმატა პისტოლეტისებური სახელური და ლულის ბოლოში დამაგრებული ორფეხა სადგარი. მუშაობის პრინციპი ეფუძნებოდა ლულის არხიდან აირების გაყვანას. სამუშაო ეგზემპლარს მიენიჭა სახელწოდებ "АТ-44".

ტოკარევის ავტომატი АТ-44

იარაღის ვაზნებით კვება ხდებოდა 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით. პირველი მაკეტი ტოკარევმა დაამზადა 1943 წლის 21 ნოემბერს. აღნიშნული ეგზემპლარები აღჭურვილი იყო აირის კამერის რეგულატორით, რომელსაც გააჩნდა 5 პოზიცია. აირის კამერის რეგულირება შესაძლებელი იყო იარაღის დაუშლელად. რეგულიატორი იძლეოდა საშუალებას, რომ მსროლელს სხვადასხვა წნევის ვაზნების გამოყენების შემთხვევაში ოპტიმალურად დაერეგულირებინა აირის კამერის სამუშაო წნევა. ჩემი აზრით ასეთი გადაწყვეტილება იყო ერთგვარი სწორი სვლა, რადგანაც ახალი ვაზნა 7,62х41 ჯერ არ იყო საბოლოო სახით დასრულებული და მისი ცვლილების შემთხვევაში, ადვილად მოხდებოდა ავტომტის აირის კამერის ოპტიმალური წნევის შერჩევა.
ავტომატის საკეტი და საკეტის ჩარჩო აღებულ იქნა შაშხანა АВТ-40 -დან, რომელიც გადამუშავდა იმდაგვარად, რომ შეძლებოდა ახალი ვაზნის მასრის ფსკერის დიამეტრზე მუშაობა. მთლიანად შეიცვალა დამაბრუნებელი ზამბარის კონსტრუქცია, რამაც შესაძლებელი გახადა ლულის კოლოფის ხუფის დაბეჭდვის მეთოდით დამზადება. ნაწილობრივ გადამუშავებას დაექვემდებარა ლულის კოლოფიც, რომლის მჭიდის მიმღები ფანჯარაც გახდა უფრო ვიწრო, რათა მასში მორგებულიყო ახალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდი. ავტომატს სასხლეტი კავის დამცავთან გააჩნდა მცველის ბერკეტი, რომელიც ამავდროულად იყო სროლის რეჟიმების გადამრთველი და შეეძლო როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა. მცველის გააქტიურების შემთხვევაში, ბერკეტი კეტავდა სახლეტ კავს. მექანიკური უკანა სამიზნე მოწყობილობა აღებულ იქნა ტოკარევის თვითდამენი შაშხნა СВТ -დან, რომელიც 1500 მეტრამდე რეგულირდებოდა. ავტომატი აღჭურვილი იყო ორფეხა საკეცი სადგარით, რომელიც სპეციალური სამაგრი კრონშტეინით იყო მიმაგრებული ლულაზე. ორფახა სადგარის ფეხებს ბოლოში გააჩნდა საკეცი ბჯენები, რომლის მეშვებოთაც მსროლელი რბილ გრუნტზე უკეთ დააფიქსირდება სადგარს, ხოლო მყარი გრუნტის შემთხვევაში ბჯენებს უბრალოდ დაკეცავდა. კონდხის საზურგს გააჩნდა ზამბარიანი ხუფი, რომლის გახსნის შემთხვევაშიც, შესაძლებელი იყო კონდახში საწმენდი აქსესუარების შენახვა.

ავტომატზე შესაძლებელი იყო თვითდამტენი შაშხანა СВТ-40 -ის ხიშტის დამაგრება. ცარიელი მჭიდით ტოკარევის ავტომატი იწონიდა 4,77კილოგრამს. საერთო სიგრძე შეადგენდა 1080 მმ-ს, ლულის სიგრძე 485მმ-ს. მჭიდში თავსდებოდა 30 ცალი 7,62х41მმ კალიბრის ვაზნა. ტოკარევის ავტომატი მასა-გაბარიტებით უფრო ახლოს იდგა ხელის ტყვიამფრქვევთან, რაც იმ პერიოდის ყველა საბჭოთა ავტომატის დამახასიათებელი თვისება იყო.     

1943 წლის დეკემბრიდან 1944 წლის აპრილის ჩათვლით ტოკარევი აგრძელებდა ცვლილებების შეტანას ავტომატის კონსტრუქციაში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 1944 წელს, მის მიერ წარმოადგენილ იქნა ორი ერთმანეთის მსგავსი პროტოტიპი სახელწოდებით АТ-44 (Автомат Токарева 1944).


რთი ეგზემპლარი აღჭურვილი იყო სპეციალური პისტოლეტისებური სახელურით, რომელსაც ქვედა მხრიდან ეხსნებოდა თავსაფარი და მასში შესაძლებელი იყო საწმენდი აქსესუარების შენეხვა.
1944 წლის მაისის დასაწყისში ტოკარევის ავტომატი გაგზავნილ იქნა შჩუროვოში პოლიგონ „НИПСМВО“ -ში, სადაც მისი გამოცდა 7 მაისს უნდა გამართულიყო  სხვა ეგზემპლარებთან ერთად.  მაისში გამართული გამოცდებისას ტოკარევის ავტომატმა (АТ-44) ვერ დააკმაყოფილა საიმედოობის მოთხოვნები. სროლის დროს წარმოიქმნებოდა გარკვეული შეფერხებები. ავტომატი ხშირად ახდენდა თვითნებურ გაორებულ გაისროლას. ასევე დაფიქსირდა მასრის გახლეჩვის შემთხვევბიც. გამოცდების ბოლოს გატყდა ავტომატის ლულის კოლოფის კედელი, რამაც მთლიანად  გამოიყვანა მწყობრიდან ტოკარევის საცდელი ეგზემპლარი.
ფ.ვ. კუზმიშჩევის ავტომატი
კონკურსში მონაწილეობას იღებდა ასევე სასროლი შეიარაღების სამეცნიერო-კვლევითი პოლიგონის საკონსტრუქტორო ბიუროს (КБ НИПСВО) ხელმძღვანელი ფ.ვ. კუზმიშჩევი (Ф.В. Кузьмищев), რომლის მიერაც წარმოდგენილ იქნა საკუთარი კონსტრუქციის მოიერიშე შაშხანის პროტოტიპი.
შაშხანის მექანიზმი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით და სპეციალური ჩამკეტი მექანიზმით. კუზმიშევის შაშხანის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ჩახმახიანი და შეეძლო როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა. დამაბრუნებელი ზამბარა განთავსებული იყო ლულის კოლოფის თავსაფარზე. შაშხანის ვაზნებით კვება ხდებოდა 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით. ასევე შაშხანაზე შესაძლებელი იყო ხიშტის დამაგრება.
ა.ი. სუდაევის ავტომატი
კონსტრუქტორმა ა.ი. სუდაევმა (А.И. Судаев) კონკურსის ფარგლებში თავდაპირველად შეიმუშავა 2 ცალი ავტომატი კოდური სახელწოდებით „АС-44“. ორივე ეგზემპლარი დამზადებულ იქნა ქალაქ ტულის იარაღის ქარხანაში და მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით. ლულის ჩაკეტვა ხდებოდა საკეტის ვერტიკალურ სიბრტყეში გადაადგილებით (გადახრით). ავტომატის მოძრავი დეტალების (საკეტის ჩარჩო, საკეტი და აირის დგუში) საერთო წონა შეადგენდა 715 გრამს. სუდაევის ეგზემპლარები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა დამრტყმელ-გამშვები მექანიზმით. ერთი იყო დამრტყმელიანი ე.წ. (Striker) ტიპის, ხოლო მეორეს გააჩნდა ჩახმახი.  ორივე „АС-44“ ისროდა, როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით. ერთერთ ეგზემპლარს არ გააჩნდა სპეციალური გადამრთველი. სასხლეტ კავზე ბოლომდე დაჭერა იწვევდა ავტომატური ჯერის გასროლას, ხოლო ოდნავი დაწოლა ერთეულ გასროლებს. მეორე ეგზემპლარს კი მარცხენა მხარეს ჰქონდა სროლის რეჟიმების დროშისებური გადამრთველი. იარაღის ვაზნებით კვება წარმოებდა 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით.  ლულის კოლოფი დამზადებული იყო დაბეჭდვის მეთოდით.
 
ირველი გამოცდა (1944 წლის 7მაისი)
1944 წლის გაზაფხულს (7 მაისს) გაიმართა წარმოდგენილი ეგზემპლარების პირველი გამოცდა, რომელიც მოსკოვთან ახლოს მდებარე დასახლება შუროვოში (ალბათ უფრო სწორი იქნება გამოვთქვათ, როგორც შჩუროვო), პოლოგონ НИПСВО -ზე გაიმართა. გამოცდის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, რამოდენიმე ფაქტორის განსაზღვრა:   
-         რამდენად იყო შესაძლებელი, რომ ახალ იარაღს საერთოდ ჩაენაცვლებინა საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში არსებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები ППШ და ППС;
-         რამდენად საიმედოდ და შეფერხებების გარეშე მუშაობდნენ წარმოდგენილი ეგზემპლარები;
-         რამდენად გამოირჩეოდნენ სიზუსტით
გამოცდებმა აჩვენა, რომ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს ჰქონდათ თავიანთი ნიშა და შუალედურ ვაზნაზე გათვლილი შაშხანა მთლიანად ვერ ჩაანაცვლებდა მათ. ასევე გამომცდელები უკმაყოფილონი იყვნენ წარმოდგენილი პროტოტიპების საიმედოობით და სიზუსტით.  გამომდინარე იქიდან, რომ კონკურსზე წარმოდგენილი ავტომატური კარაბინები და მსუბუქი ტყვიამფრქვევები რადიკალურად განსხვავდებოდნენ  ერთმანეთისგან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ცალკე გაგრძელებულიყო მუშაობა ავტომატურ კარაბინებზე (ავტომატებზე) და ცალკე ხელის ტყვიამფრქვევებზე. ასევე ცალკე ალტერნატიულ ვარიანტად განიხილებოდა თვითდამტენი შაშხანის შექმნა 7,62х41 ვაზნაზე. კონსტრუქტორებს მიეცათ 1 თვიანი ვადა, რათა მოეხდინათ თავიანთი ეგზემპლარების გადამუშავება და კონსტრუქციული ნაკლლოვანებების აღმოფხვრა. განმეორებითი გამოცდა დაინიშნა 1944 წლის 1 ივლისს.
1944 წლის 1 ივლისი - 30 აგვისტო (გამოცდები)
კონკურსზე მცირედი გადამუშავებებით წარმოდგენილ იქნა სიმონოვის; სუდაევის და კუზმიშჩევის ავტომატები. ასევე წარმოდგენილ ეგზემპლარებს შორის იყო ავტომატი КБ-2, რომლის კონსტრუქტორებიც იყვნენ ე.კ. ალექსანდროვიჩი და ა.ა. კაშტანოვი.
ე.კ. ალექსანდროვიჩის და ა.ა. კაშტანოვის ავტომატი
ასევე 1 ივლისს გამართულ კონკურს შემოურთდა ორი ახალი ეგზემპლარი:
.ს. შპაგინის კონსტრუქციის ავტომატი
გ.ს. შპაგინის მიერ კონკურსზე წარმოდგენილ იქნა ეგზემპლარი სახელწოდებით „გ.ს. შპაგინის 1944 წლის შუალედური ავტომატი“, რომელიც სხვა ეგზემპლარებისგან გამოირჩეოდა მუშაობის პრინციპით. მასში გამოყენებული იყო თავისუფალი საკეტის სქემა, რაც გამართლებულია მხოლოდ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების შემთხვევაში და არა შუალედურ ვაზნაზე გათვლილ ავტომატურ იარაღში. კონკურსზე გ.ს. შპაგინის იარაღის გამოჩენამ კონკურენტებში გამოიწვია გარკვეული დისკომფორტი, რადგანაც შპაგინს მანამდე ჰქონდა შექმნილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „ППШ-41“, რომელიც საბჭოთა კავშირის არმიის შეიარაღებაში პოპულარობით სარგებლობდა  და თავად კონსტრუქტორიც იმ პერიოდში ითვლებოდა მოწინავე მეიარაღეთ, რაც თეორიულად კონკურსში გამარჯვების შანსებს ზრდიდა. 
გ.ს. შპაგინის ავტომატი, შედგებოდა ორი ძირითადი ბლოკისაგან: 1. ლულის კოლოფი, რომელშიც ჩამონტაჟებული იყო დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი, პისტოლეტისებური სახლური, მჭიდის მიმღები ყელი და კონდახი; 2. ლულის კოლოფის ზედა ნაწილი (თავსაფარი), რომელიც ამავდროულად იყო ლულის გარსაცმი. მასში განლაგებული იყო დამაბრუნებელი ზამბარა, საკეტი თავის შესამართი სახელურით და ლულა. ასევე მასზე იყო დამონტაჟებული სამიზნე მოწყობილობები. იარაღის დაშლისას ლულის კოლოფის თავსაფარი სპეციალური ღერძის მეშვებოთ ლულსთან ერთად იკეცებოდა ქვევით. იმისათვის, რომ თავისუფალი საკეტის სქემას ემუშავა ნორმალურად, შპაგინმა ზედმეტად დაამძიმა ავტომატის მთავარი მოძრავი დეტალი (ამ შემთხვევაში საკეტი), რასაც მოჰყვა რამოდენიმე უარყოფითი ფაქტორი: 1. საკეტი იწონიდა 1,2 კილოგრამს, ხოლო მთლიანად ავტომატის წონა შეადგენდა 5,5 კილოგრამს, რაც უკვე ცდებოდა მთავარი საარტილერიო სამმართველოს ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს; 2. ავტომატური ჯერებით სროლის დროს მძიმე საკეტის მოძრაობა იწვევდა დიდ ვიბრაციას, რაც უარყოფითად აისახებოდა სიზუსტეზე; 3. თავისუფალი საკეტის გამო ხდებოდა საკეტის ძლიერი უკუგდება, რაც ნეგატიურად აისახებოდა ლულის კოლოფის სიოცხლისუნარიანობაზე. საგამოცდო სროლებზე შპაგინის ავტომატმა აჩვენა უარყოფითი შედეგები, რის გამოც იგი მოიხსნა კონკურსიდან, ხოლო სხვა კონსტრუქტოტრებისთვის ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ სრულიად თავისუფალი საკეტის გამოყენება შუალედურ ვაზნაზე გათვლილ იარაღში კარგ შედეგს ვერ მოიტანს.
.ა. ბულკინის კონსტრუქციის ავტომატური იარაღი
ა.ა. ბულკინის მიერ წარმოდგენილი ავტომატი, კონკურსში მონაწილე სხვა ეგზემპლარების მსგავსად მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით. ავტომატის საკეტს გააჩნდ 3 ცალი საბრძოლო ბჯენი. გადასატენი სახელური განთავსებული იყო მარცხენა მხარეს. რადიკალურ სხვაობას წარმოადგენდა მჭიდის განთავსება ზევიდან, რამაც გამოიწვია სამიზნე მოწყობილობების მარცხენა მხარეს გადატანა.
საგამოცდო სროლებზე გ.ს. შპაგინის ავტომატმა 315 გასროლის შემდეგ პირველმა დატოვა კონკურსი. შემდეგ მას მიყვნენ დეგტიარევის საკონსტრუქტორო ბიუროში შექმნილი ეგზემპლარები. ასევე არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა კოროვინის და ტოკარევის ავტომატებმა. საბოლოოდ გამომცდელებმა არჩევანი სუდაევის ავტომატზე (АС-44) შეაჩერეს. АС-44 საიმედოდ მუშაობდა ყველანირ პირობებში. მისი დეტალების სიცოცხლისუნარიანობა იყო საკმაოდ მაღალი. მიუხედავად იმისა, რომ ა.ი. სუდაევის (А.И. Судаев) ავტომატი ყველა კონკურენტს ჯობნიდა, იგი მაინც არ იყო იდეალური და საჭიროებდა გადამუშავება. კონსტრუქტორმა მცირე ვადებში მოახდინა მისი გადამუშავება და ახალი სახით წარმოადგინა ხელახალ გამოცდებზე. სულ გადამუშავების შედეგად 1944-1945 წლებში დამზადდა რამოდენიმე საცდელი ვარიანტი. ზოგადად ითვლება, რომ სუდაევმა გამოცდებისთვის დაამზადა 3 ძირითადი, ვარიანტი, თუმცა საკითხის სიღრმისეულად შესწავლისას აღმოჩნდა, რომ გამოცდებზე სულ ჯამში სუდაევის ავტომატის 7 სახის ვარიანტი იღებდა მონაწილეობას. ქვემოთ შევეცდები მოკლედ ავღწერო აღნიშნული ეგზემპლარები. ვინაიდან პირველ მოდელზე უკვე ვისაუბრეთ პირდაპირ მეორე მოდელზე გადავალ.
სუდაევის ავტომატი АС-44 მოდელი #2
იგი მუშაობის პრინციპით პირველი ეგზემპლარის იდენტური იყო, თუმცა მცირედად გადამუშავდა აირის კამერის ფორმა. ცვლილებას დაექვემდებარა საკეტი და მისი გეომეტრიული მოყვანილობა. მოძრავი დეტალების (საკეტის ჩარჩო, საკეტი და აირის დგუში) საერთო მასა შემცირებულ იქნა 520 გრამამდე. იარაღის გადასატენი სახელური განთავსებული იყო მარჯვენა მხრიდან. ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელური იყო გადასახსნელი ტიპის, რომელიც იარაღის დაშლისას დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმთან ერთად ქვემოთ ეშვებოდა. სროლის რეჟიმების გადამრთველი განთავსებულ იქნა სასხლეტი კავის დამცავთან, სასხლეტის წინ.
მცველის ღილაკი აღნიშნულ მოდელში წარმოადგენდა დამოუკიდებელ დეტალს, რომელიც პისტოლეტისებური სახელურის ზემოთ იყო განლაგებული. ავტომატს გააჩნდა დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული ლულის კოლოფის თავსაფარი, რომელიც იარაღის დაშლის დროს იხსნებოდა. ლულის ბოლოში დამაგრებული იყო მუხრუჭ-კომპენსატორი. იარაღზე შესაძლებელი იყო ორფეხა სადგარი და ხიშტის დამაგრება. აირის კამერაზე და ლულის გარკვეულ ნაწილზე დამონტაჟებული იყო გარსაცმი, რომელსაც გააჩნდა 8მმ დიამეტრის მქონე 28 ცალი ნასვრეტი.
ა.ი. სუდაევის ავტომატის ლულის კოლოფის ქვედა ნაწილი მზადდებოდა ფრეზირების მეთოდით, საკეტის ჩარჩო დაფარული იყო თავსაფარის მეშვეობით, რომელიც ლულის კოლოფზე ზევიდან მაგრდებოდა. ლულის კოლოფს გააჩნდა სპეციალური ღარები, რომელზეც შეკიდული იყო მოძრავი საკეტი. დამაბრუნებელ-საბრძოლო ზამბარა ასევე განთავსებული იყო ლულის კოლოფში. ლულის კოლოფის თავსაფარი დამაგრებული იყო სპეციალური ღერძის მეშვეობით. საკეტის შესამართი სახელური ისეთნაირად იყო დაპროექტებული, რომ მისთვის განკუთვნილი სამოძრაო არეალი წარმოადგენდა ვიწრო ღარს, რაც მინიმუმამდე ამცირებდა შიდა მექანიზმში ჭუჭყის და მტვრის მოხვედრას. სამიზნე მოწყობილობა იყო რეგულირებადი ტიპის, რომელიც 800 მეტრამდე სროლისთვის გამოიყენებოდა. მჭიდი დამზადებული იყო ფოლადის ფურცლისგან და იტევდა 30 ცალ ვაზნას.
სუდაევის ავტომატი АС-44 მოდელი #3
მესამე მოდელი წარმოადგენდა მეორე მოდელის მსგავს ეგზემპლარს და მისგან განსხვავდებოდა რამოდენიმე ნიუანსით. მისი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იძლეოდა მხოლოდ ავტომატური ჯერებით სროლის შესაძლებლობას (ერთეულ ჯერებზე გადამრთველი არ გააჩნდა). ლულის კოლოფის მარჯვენა გვერდზე გაკეთებული იყო მტვრისგან დამცავი ფირფიტა, რომელიც ზევით აწეულ მდგომარეობაში კეტავდა გადასატენი სახელურის მოძრაობისათვის განკუთვნილ ღარს. ასეთ მდგომარეობაში იგი პარალელურად ასრულებდა მექანიკური მცველის დანიშნულებას. იარაღის გადასატენათ მსროლელს ხელით უნდა დაეწია ფირფიტა და შემდეგ მოეხდინა იარაღის გადატენვა. უმნიშვნელოდ გადამუშავდს საკეტის კონსტრუქცია. მოძრავი დეტალების (საკეტის ჩარჩო, საკეტი და აირის დგუში) იწონიდა 670 გრამს. ლულას ბოლოში გააჩნდა 6 ცალი ნასვრეტი (3-3 თითო მხრიდან), რომელიც ასრულებდა მუხრუჭ-კომპენსატორის დანიშნულებას. ასევე მეორე მოდელისგან განსხვავებით ოდნავ დამოკლდა ტიბჟირი.
გამომცდელების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დამზადებულიყო სუდაევის ავტომატის სერიული პარტია, რომელსაც საარმიო გამოცდებზე გაიტანდნენ და უფრო საფუძვლიანად გამოცდიდნენ.
ფოტოზე გამოსახულია ა.ი. სუდაევის ავტომატი АС-44 მოდელი 3
1945 წლის გაზაფხულზე ქალაქ ტულის იარაღის ქარხანამ დაამზადა სუდაევის ავტომატის „АС-44“ პირველი საცდელი სერიული პარტია, რომლის გამოცდებიც გაიმართა იმავე წლის ზაფხულში. გამოცდები ტარდებოდა რამოდენიმე სამხედრო ნაწილში (მოსკოვში, ლენინგრადში, შუააზიაში, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქიში). ასევე სუდაევის ავტომატი გამოიცადა საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ჯარების მიერ გერმანიის ტერიტორიაზე გამართულ უმაღლეს ოფიცერთა კურსის ფარგლებში სახელწოდებით „Выстрел“.
ერთერთი ეგზემპლარი (АС-44), რომელიც დაექვემდებარა გამოცდას
ერთერთი ეგზემპლარი (АС-44), რომელიც დაექვემდებარა გამოცდას
„АС-44“ აკმაყოფილებდა გამომცდელების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს სიზუსტეში, როგორც ხელიდან სროლით, ასევე ორფახა სადგარზე (ბიპოდი) სროლის შემთხვავაში. იგი 600 მეტრ დისტანციაზე სროლისას იძლეოდა იგივე შედეგს, რაც გააჩნდა დეგტიაროვის ტყვიამფრქვევ „ДП“-ს. ასევე სუდაევის ავტომატი  საშუალო მანძილზე სროლისას ეფექტურობით პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებზე მაღლა იდგა. ერთეული გასროლებით АС-44 ზისუსტის კუთხით ჩამორჩებოდა მოსინის 1891/30 წლის მოდელის შაშხანას. საბოლოოდ საგამოცდო კომისიამ გადაწყვიტა, რომ ავტომატმა გაართვა თავი საარმიო გამოცდების პროგრამას და შესთავაზა კონსტრუქტორს გადაემუშავებინა  АС-44 ისე, რომ შემცირებულიყო საერთო წონა (მასა) და გაადვილებულიყო ავტომატით მანევრირების შესაძლებლობა. (АС-44-ის ერთერთი გამოცდილი ეგზემპლარი იწონიდა 5,35 კგ-ს ცარიელი მჭიდით, ხოლო სავსე მჭიდით 5,9კგ-ს).  გამოცდების საბოლოო დასკვნაში ეწერა, რომ ავტომატი АС-44 შესაძლოა გახდეს საბჭოთა კავშირის არმიის საშტატო იარაღი და შესაძლოა ჩაანაცვლოს შეიარაღებაში არსებული პისტოლტ-ტყვიამფრქვევები „ППД-40“, „ППШ-41“ და „ППС-43“, იმ შემთხვევაში, თუკი მანევრირების კუთხით და ავტომატური ჯერებით სროლისას არ ჩამორჩება მათ.
სუდაევის ავტომატი მოდელი #4 იგივე „ОАС“
1945 წლის ოქტომბერში ა.ი. სუდაევმა გადაამუშავა მისი ავტომატი. განახლებულ ავტომატს მიენიჭა დასახელება ОАС (Облегченный автомат судаева) (სუდაევის შემსუბუქებული ავტომატი).
კონსტრუქტორმა კონსტრუქციიდან ამოიღო ორფეხა  სადგარი და საერთო ჯამში წონა შეამცირა 4,8-5,1 კგ-მდე. სულ ასეთი ავტომატი სუდაევმა დაამზადა 3 სხვადასხვა ვარიანტში, რომლებიც უმნიშვნელოდ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. დამზადდა ასევე ვარიანტი, რომელიც თავისუფალი საკეტის პრინციპით მუშაობდა და გააჩნდა საკეტის გახსნის შემანელებელი სისტემა.
სუდაევის შემსუბუქებულმა ავტომატმა (ОАС) კარგი შედეგები აჩვენა დეტალების სიცოცხლისუნარიანობის და საიმედოობის კუთხით,  თუმცა მანევრირების თვალსაზრისით იგი მაინც ჩამორჩებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევევბს და ჯერებით სროლისას 200 მეტრ დისატნციამდე აჩვენებდა უფრო ცუდ შედეგს.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მთავარმა საარტილერიო სამმართველომ (ГАУ) მიიღო გადაწყვეტილება გამოცხადებულიყო ახალი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ კონსტრუქტორები გ.ს. გარანინი (Г.С. Гаранин), ი.ი. სლოსტინი (И.И. Слостин), ა.ა. ბულკინი (А.А. Булкин), ფ.ვ. კუზმიშევი (В.Ф. Кузьмишев), ეფიმოვი (Ефимов) და სხვები.
ახალი კონკურსის ფარგლებში გადამუშავდა ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები, რომლის თანახმადაც 100 მეტრ დისტანციაზე სროლისას ერთეული გასროლებით ტყვიის გაფანტვის მაქიმალური რადიუსი შეადგენდა 15სმ-ს, ხოლო 50 მეტრამდე სროლისას  6სმ-ს. ავტომატური ჯერებით სროლისას დაწოლილ მდგომარეობაში და ბჯენის გამოყენებით 100 მეტრზე 35სმ, ხოლო 50 მეტრზე 14 სმ. დაწოლილ მდგომარეობაში ხელიდან ავტომატური ჯერებით სროლის შემთხვევაში (ბჯენის გამოყენების გარეშე) მოთხოვნა შეადგენდა 100 მეტრზე 70სმ-ს, ხოლო 50 მეტრზე 28სმ-ს. აღნიშნული მოთხოვნები ჩაოყალიბებულ იქნა შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის (ППШ-41) მიხედვით. 
კონკურსში ასევე მონაწილეობა უნდა მიეღო ა.ი. სუდაევს მისი გადამუშავებული ავტომატით „ОАС“. რომელიც ვაზნების გარეშე იწონიდა 4,77 კგ-ს, ხოლო კომპლექტში 3 ცალი სავსე მჭიდით 9.75კგ-ს. წონის შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ჯერებით სროლისას უკუცემა გაიზარდა, რაც საბოლოოდ ნეგატიურად აისახა ავტომატის სიზუსტეზე. მიუხედავად იმისა, რომ სუდაევის შემსუბუქებული ავტომატი (ОАС) კომისიის წევრების ფავორიტს წარმოადგენდა, მის კონსტრუქციაში იყო გარკვეული სუსტი დეტალები, რომელიც სანამ საპოლიგონო გასროლებზე გაიტანდნენ უნდა გადამუშავებულიყო. გადაწყდა, რომ ОАС-ს გადამუშავების შემდეგ, გაევლო ქარხნული გამოცდები და შემდგომ გატანილიყო საპოლიგონო გამოცდებზე.
ალტერნატივა თვითდამტენი კარაბინების სახით
ავტომატის შექმნის პარალელურად საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა მცირე სამუშაოები, რომელიც შუალედურ ვაზნაზე ნახევრადავტომატური შაშხანის შექმნას ეხებოდა. 1944-1945 წლებში წარმოდგენილ იქნა რამოდენიმე საცდელი ეგზემპლარი, რომელთა შორისაც იყო:
 ს.გ. სიმონოვის თვითდამტენი შაშხანა, გათვლილი შუალედურ ვაზნაზე 7,62х41.
1944 წლის მიწურულს სიმონოვის კარაბინმა (СКС) მიიღო ასეთი სახე
გ.ს. გარანინის თვითდამტენი კარაბინი 1944 წელი გათვლილი შუალედურ ვაზნაზე 7,62х41.
გ.ს. გარანინის გადამუშავებული თვითდამტენი კარაბინი 1945 წელი გათვლილი შუალედურ ვაზნაზე 7,62х41.
მოულოდნელად 1944 წელს კონკურსში ჩნდება ახალგაზრდა კონსტრუქტორის (წოდებით უფროსი სერჟანტი) მ.ტ. კალაშნიკოვის (М.Т. Калашников) თვიტდამტენი კარაბინი, СККП  რომელიც ვინმე პეტროვთან ერთად იქნა შემუშავებული. მ.ტ. კალაშნიკოვი 1942 წლიდან  სასროლი შეიარაღების სამეცნიერო-კვლევითი პოლიგონის საკონსტრუქტორო ბიუროში (КБ НИПСВО) მივლინებით იმყოფებოდა
რამდენადაც ირკვევა საკონსტრუქტორო ბიუროში მ.ტ. კალაშნიკოვის შესახებ თითქმის არავინ არაფრი არ იცოდა. იცოდნენ მხოლოდ ის,  რომ იგი მივლინებით იმყოფებოდა იქ, მაგრამ რა დანიშნულებით ამაზე ყველა დუმდაა. და მაინც ვინ იყო ეს ახალგაზრდა კალაშნიკოვი?
იდუმალი და საინტერესო ფაქტები კალაშნიკოვის ბიოგრაფიიდან

ვინაიდან კალაშნიკოვის მამა იყო გადასახლებაში, სკოლის პერიოდში იგი ცხოვრობდა ომსკის ოლქში მდებარე სპეციალურ დასახლებაში, სადაც იყვნენ გადასახლებულთა ოჯახები. მაცხოვრებლებს ეკრძალებოდათ დასახლების დატოვება სპეციალური ნებართვის გარეშე. 1934 წელს მ.ტ. კალაშნიკოვმა ყალბი ბეჭდის გამოყენებით გაკეთა კომენდატურის ცნობა, რომლის თანახმადაც შეეძლო დასახლების დატოვება და დაბრუნდა მის მშობლიურ დასახლება კურიაში (ალტაის გუბერნია), სადაც დაასრულა 8 კლასი.  არადა კალაშნიკოვი თავის მემუარებში წერს რომ 9 კლასი დაამთავრა. 
1937 წელს კალაშნიკოვი მიდის ყაზახეთში, სადაც იწყებს მუშაობას  სადგურ მატაის ორთქმავლების დეპოში აღმრიცხველად.
1939 წელს იგი გაიწვიეს ჯარში, სადაც გაიარა სპეც კურსები და მიენიჭა სპეციალობა მძღოლ-მექანკოსი.
1941 წელს იგი ერთვება მეორე მსოფლიო ომში, უფროსი სერჟანტის წოდებით, სადაც არის ტანკის მეთაური. კალაშნიკოვი თავის მემუარებში წერს, რომ 1941 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბრიანსკთან ახლოს მძიმედ დაიჭრა და სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწრეს სახლში 6 თვიანი სარეაბლიტაციო პერიოდით. ჰოსპიტალის პროტოკოლის დოკუმენტებში კი ჩანაწერი სხვა რამეს ამბობს. ჩანაწერების თანახმად იგი დაიჭრა 1941 წლის 31 აგვისტოს და მისი სარეაბილიტაციო პერიოდი შეადგენს 1 თვეს. საიდან ასეთი უზუსტობა? და რა მოხდა რეალურად ამ პერიოდში? კალაშნიკოვი გაემგზავრა მატაიში მდებარე დეპოში, სადაც დეპოს ხელმძღვანელმა ჩუმად გამოუყო ოთახი და რამოდენიმე დამხმარე თანამშრომელი, რომლებთან ერთადაც კალაშნიკოვმა დაამზადა მისი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. ასევე კალაშნიკოვს ადგილობრივმა სამხედო კომისარიატმა გამოუყო რამოდენიმე ასეული ვაზნა, რომელიც პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გამოსაცდელად ესაჭიროებოდა. რათქმაუნდა გაგანია ომის პერიოდში ასეთი რაღაცეების გაკეთება საეჭვო ფაქტია. ვინ უნდა წასულიყო ამხელა რისკზე? 1942 წლის ივნისში კალაშნიკოვი თავის პისტოლეტ-ტყვიამფრქვვით მიემგზავრება ალმა-ატაში, სადაც იგი დააკავეს. დაკავების დროს კალაშნიკოვს ემუქრებოდა ორი მძიმე სანქცია 1. ავტომატური იარაღის უკანონო დამზადება და ტარება, 2. დეზერტირობა, რადგანაც მას ოფიციალურად მხოლოდ 1 თვიანი სარეაბილიტაციო შვებულება ჰქონდა. რამდენადაც ირკვევა კალაშნიკოვს დაეხმარა რამოდენიმე მაღალჩინოსანი და მოხდა მისი დაჭრის თარიღის გაყალბება (გაყალბებული დოკუმენტების თანახმად იგი დაიჭრა ოქტომბერში). ასევე გაყალბებულ იქნა მისი საშვებულებო პერიოდი, რომელიც 1 თვის ნაცვლად 6 თვე გახდა. ზემოთ მოყვანილი ფაქტებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კალაშნიკოვს მაღალჩინოსანთა რიგებში ჰყავდა ვიღაც ან ვიღაცეები, ვინც ეხმარებოდნენ. არა მარტო ამ ეპიზოდში, არამედ მისი ავტომატის შეიარაღებაში მიღების საკითხშიც, რომელზეც სტატის შემდგომ ნაწილებში ვისაუბრებთ.  არსებობს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც კალაშნიკოვი წერს ყაზახეთის ცენტრალური კომიტეტის მდივანს, რომ მან სამშობლოსთვის იშრომა და შექმნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც მცირე დანახარჯებით დაეხმარება ქვეყანას დაამარცხოს ფაშიზმი.  სწორედ ამ წერილის შემდეგ იწყება კალაშნიკოვის ცხოვრებაში ახალი ფურცელი:
- ზუსტად ამ პერიოდში მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტმა „МАИ“ (Московский авиационный институт) მოახდინა ევაკუაცია ალმა-ატაში, სადაც  არტილერიის და სასროლი შეიარაღების ფაკულტეტზე გამოყფილ იქნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც დახმარება უნდა გაეწია მ.კალაშნიკოვისთვის. ჯგუფში შედიოდნენ ფაკულტეტის დეკანი მეორე რანგის სამხედრო ინჟინერი ა.ი. კაზაკოვი (А.И. Казаков), უფროსი პედაგოგი ე.პ. ერუსლანოვი (Е.П. Ерусланов) და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. სპეციალური ჯგუფის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენდა, კალაშნიკოვის კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის დამუშავება და საცდელი პროტოტიპის დამზადება. პროტოტიპის დამზადების შემდეგ კალაშნიკოვი მივლინებულ იქნა მოსკოვთან მდებარე შჩუროვოს პოლიგონზე (НИПСМВО). ამ პერიოდში პოლიგონზე იმართებოდა შემსუბუქებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების გამოცდები,  რომელიც შეიარაღებაში უნდა მიღებულიყო, როგორც შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის (ППШ-41) დანამატი. მიუხედავად იმისა, რომ კალაშნიკოვი არ იღებდა მონაწილეობას აღნიშნულ კონკურსში, მაინც მოხდა მისი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის საპოლიგონო გამოცდა.

ფოტოზე გამოსახულია კალაშნიკოვის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელშიც ნათლად ამოვიცნობთ ამერიკული ტომპსონის სიტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ნიშნებს
გამომცდელების ვერდიქტი იყო, რომ კალაშნიკოვის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ზედმეტად რთულია წარმოებისთვის და მოითხოვს დიდ დანახარჯებს, ამიტომ არამიზანშეწონილია მასზე შემდგომი სამუშაოების გაგრძელება.

ამავე წელს მ.კალაშნიკოვი ჩაერთო ხელის ტყვიამფრქვევის შექმნის კონკურსში და მივლინებულ იქნა შუააზიის სამხედრო ოლქში, სადაც დაამზადა მსუბუქი ტყვიამფრქვევის საცდელი ეგზემპლარი.


მ.ტ. კალაშნიკოვის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი

საპოლიგონო გამოცდების შედეგად მოხდა კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევის გადამუშავება, თუმცა საბოლოოდ იგი არ იქნა მიღებული შეიარაღებაში. ამ კონკურსის გამარჯვებულათ დასახელდა დეგტიარევის მოდერნიზირებული ტყვიამფრქვევი ДПМ, რომელიც 1944 წელს იქნა შეიარაღებაში მიღებული.

1943 წელს მთავარი საარტილერიო სამმართველოს მიერ შემუშავდა ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები, რომელიც ეხებოდა შუალედურ ვაზნაზე თვითდამტენი კარაბინის შექმნას. შუალედური ვაზნის გამოჩენამ, განაპირობა ის, რომ კალაშნიკოვს გაუჩნდა ერთგვარი ჩანაფიქრი (ვინ იცის იქნებ ჩუმი და ჩათლახურიც კი J)), რომ სწორედ ამ ვაზნაზე უნდა ეცადა ახალი იარაღის დაპროექტება და შექმნა თვითდამტენი კარაბინი, რომელიც წარმოადგენდა ამერიკული ჯონ გარანდის “Garand M1” გადამღერებულ ვარიანტს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეს იარაღი კალაშნიკოვს მარტო არ შეუქმნია. მასთან ერთად კარაბინის დაპროექტებაში ჩართული იყო ვინმე პეტროვი.
ამას მოწმობს პოლიგონის არქივებში შენახული დოკუმენტი, სადაც გაწერილია, რომ გამოიცადა კალაშნიკოვ-პეტროვის თვითდამტენი კარაბინი „СККП“ (Самозарядный карабин конструкции Калашникова и Петрова), თუმცა დღეს არავინ არ იცის ვინ არის ეს პეტროვი და რატომ ამოვარდა მისი გვარი ყველა სხვა დოკუმენტიდან.

კალაშნიკოვის გადამუშავებული თვითდამტენი კარაბინი (1945 წელი)

1945 წელს კალაშნიკოვმა წარმოადგინა თვითდამტენი კარაბინის გადამუშავებული ეგზემპლარი. თუმცა საბოლოოდ თვითდამტენი კარაბინის კონკურსში გამარჯვება მოიპოვა  ს.გ სიმონოვის (С.Г Симонов) ეგზემპლარმა, რომელიც 1945 წელს გადამუშავდა და მიენიჭა სახელწოდება „СКС-45“ (Самозарядный Карабин Симонова), ხოლო მოგვიანებით  1949 წელს სიმონოვის თვითდამტენი კარაბინი შეიარაღებაში იქნა მიღებული.
მიუხედავად იმისა, რომ კალაშნიკოვის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, ხელის ტყვიამფრქვევი და თვითდამტენი კარაბინი წარუმატებელი აღმოჩნდა, კალაშნიკოვი მაინც დაჯილდოვდა წითელი ვარსკვლავის ორდენით. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ დაჯილდოვების ფურცელი.

1945 წლის 3 აპრილს გერმანიის ქალაქი ზული დაიკავა ამერიკის არმიამ სადაც დაკავებულ იქნა ჰუგო შმაიზერი (მოიხსენიებენ ასევე როგორც შმაისერი) და მისი ძმა ჰანს შმაიზერი, რომლებსაც რამოდენიმე კვირის განმავლობაში უტარდებოდათ დაკითხვა. 1945 წლის ივლისში საბჭოთა კავშირის არმიამ დაიკავა ტურინგიის ტერიტორია, სადაც განთავსებული იყო ფაბრიკა “C.C. Haenel”. სწორედ ამ ფაბრიკის ხელმძღვანელი იყო ჰუგო შმაიზერი. ამავე წლის აგვისტოს თვეში ფაბრიკაში არსებული ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ითვლიდა დაახლოებით 11 000 დოკუმენტზე მეტს, გადავიდა საბჭოთა კავშირის მფლობელობაში. ასევე საბჭოთა კავშირს ერგო ფაბრიკის საწყობში არსებული 50 ცალი მოიერიშე შაშხანა “StG.44”, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად გატანილ იქნა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
გერმანული მოიერიშე შაშხანა StG.44
გერმანელები საბჭოთა კავშირის საკონსტრუქტორო ბიუროებში
1946 წელს ჰუგო შმაიზერი საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ რამოდენიმე წლით გადაყვანილ იქნა ურალში, როგორც იარაღის სპეციალისტი. ანალოგიური მიზნით ჰუგო შმაიზერთან ერთად გერმანიის ქალაქ ზულიდან საბჭოთა კავშირში გადაყვანილ იყვნენ სხვა კონსტრუქტორები და მათი ოჯახის წევრები.  1946 წლის 24 ოქტომბერს მატარებელი სპეციალური რეისით მიადგა ქალაქ იჟევსკს, რომელშიც გერმანელი კონსტრუქტორები და მათი ოჯახის წევრები ისხდნენ. იჟევსკის ქარხანა N74 -ის საკონსტრუქტორო ბიუროში ჩამოყალიბდა სპეციალური დანაყოფი, რომელიც გერმანიიდან ჩამოყვანილი კონსტრუქტორებით დაკომპლექტდა, ხოლო მათი საქმიანობა აყვანილ იქნა უმაღლეს კონტროლოზე და მიენიჭა გრიფით საიდუმლო დავალება!
გერმანელი კონსტრუქტორები და მათი ოჯახის წევრები იჟევსკში
აღნიშნული ფაქტი დიდხანს იყო გასაიდუმლოებული და არავინ არ საუბრობდა მის შესახებ. გერმანელი კონსტრუქტორები ცხოვრობდნენ ოთხსართულიან სახლში, რომელიც მდებარეობდა წითელ ქუჩაზე N133-ში. ეს სახლი აშენებულ იქნა ჯერ კიდევ 1925 წელს იჟევსკის ფოლადის ქარხნის (Ижстальзавод) ელიტარული ტექპერსონალისათვის.
გარკვეული დროის შემდეგ ეს სახლი აღარ ითვლებოდა ელიტარულად, რადგანაც იდგა ქალაქის ცენტრში ხმაურიან და მტვრიან ადგილას. შესაბამისად იგი იქცა ერთგვარ ქარხნის სასტუმროდ, რომელშიც მივლინებაში მყოფ პერსონალს ანთავსებდნენ. გერმანიიდან ჩამოყვანილ კონსტრუქტორებს შორის გარდა ჰუგო შმაიზერისა იყვნენ სხვა ცნობილი მეიარაღეებიც.  მთავარი კონსტრუქტორის განყოფილებაში (განყოფილება N58) უფროსად დაინიშნა კარლ ბარნიცკე (იგი გერმანიაში ყოფნის დროს იყო ფაბრიკა Gustloff-Werke -ს მთავარი კონსრუქტორი), ხოლო კონსტრუქტორების პოზიციაზე განაწილდნენ ვერნერ გრუნერი (მოგვიანებით იგი სხვა ფაბრიკაში გადაიყვანეს), ოსკარ შინკი, კურტ ოტო ჰორნი, ოსკარ ბეტცოლდი და ჰუგო შმაიზერი. მათი საცხოვრებელი სახლიდან-ქარხანამდე და ქარხნიდან-სახლამდე კონსტრუქტორები გადაადგლდებოდნენ ქარხნის კომენდატურის წევრის თანმხლებით. კონსტრუქტორებს აკრძალული ჰქონდათ ქარხნის ცეხებში შესვლა, რადგანაც მათი საქმიანობა არ ეხებოდა იარაღის საწარმოო ხაზს. 1949 წლის იანვარში გერმანელმა კონსტრუქტორებმა დაასრულეს თავიანთი სამუშაოები. სამუშაოების დასრულების შემდეგ იჟევსკის ქარხნის ხელმძღვანელებმა ოფიციალურად შეაფასეს გერმანელების მუშაობა და თვითოეულ მათგანზე დაწერეს დახასიათება. აღნიშნული დოკუმენტი დათარიღებულია 1949 წლის 2 სექტემბრით და მას ხელს აწერს ქარხნის მთავარი ინჟინერი ვინმე ლავრენოვი და მთავარი კონსტრუქტორი კოლპიკოვი. დოკუმენტში ეწერა: „ყველაზე მეტად უკმაყოფილონი ვართ ჰუგო შმაიზერის მუშაობით, რომელიც ამბობს, რომ მას არ აქვს არანაირი ტექნიკური განათლება და ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ვერაფრის განხორციელებას. შესაბამისად ქარხანაში მისი გამოყენება შეუძლებელია“.
რატომ იყო დათარიღებული დოკუმენტი 1949 წლის 2 სექტემბრით თუკი სამუშაობი ამავე წლის იანვარში დასრულდა? ზუსტად ამ თარიღში მ.ტ. კალაშნიკოვი იჟევსკის ქარხანაში ინიშნება წამყვანი ინჟინერის პოზიციაზე, სწორედ იმ განყოფილებაში სადაც ჰუგო შმაიზერი მუშაობდა. აღნიშნულ პოზიციაზე მისი დანიშვნა მოხდა რათა მოეხდინა ავტომატის (АК-47) სერიულ წარმოებაში ჩაშვება. აქ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი იჩენს თავს. მიუხედვად იმისა, რომ გერმანელმა კონსტრუქტორებმა ყველა სამუშაოები დაასრულეს და 1950 წელს გაემგზავრნენ გერმანიაში, ჰუგო შამიზერი მაინც დატოვეს იჟევსკის ქარხანაში.
რამოდენიმე ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა საინტერესო წერილის დასკანერებული ვერსია, სადაც ჩანს, რომ ჰუგო შმაიზერი კუთვნილი ხელფასის თაობაზე წერს ფაბრიკის დირექტორს. ასევე წერილის ბოლოში შმაიზერი ახსენებს, რომ გერმანიაში ელოდება ავადმყოფი მეუღლე და შვილი. იგი თხოვნით მიმართავს დირექტორს, რომ დააბრუნონ გერმანიაში.
ჰუგო შმაიზერი 1952 წლის 9 ივნისს გაემგზავრა სამშობლოში, სადაც 1953 წლის 12 სექტემბერს ქ. ერფურტის საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ამბობენ, რომ მისი გარდაცვალებაც საიდუმლოებითაა მოცული, თუმცა ცნობილია, რომ მას ფილტვების დაავადება მანამდევე აწუხებდა. ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუკი ქარხნის ხელმძღვანელობა ცუდად ახასიათებდა მას და არაფრისმაქნისად მოიხსენიებდნენ, რატომ დატოვეს იგი ქარხანაში?
არსებობს ინფორმაცია (ჟურნალ VISIER-იდან), რომლის თანახმად თავად ჰუგო შმაიზერს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მას კავშირი კალაშნიკოვს ავტომატთან? რაზეც მან უპასუხა: - მე მხოლოდ რამოდენიმე სასარგებლო რჩევა მივეცი მათ.

ერთერთი პირველი მასალა შმაიზერის და სხვა კონსტრუქტორების იჟევსკში ყოფნის შესახებ, 90-ანი წლების დასაწყისში გამოქვეყნებულ იქნა გერმანულ ჟურნალ „Visier” -ში.  
1946 წელი კონკურსი ავტომატის გამოსავლენად გრძელდება
1946 წლის აგვისტოში სუდაევი გარდაიცვალა, შესაბამისად მის ავტომატზე (ОАС) შემდგომი მუშაობა აღარ გაგრძელებულა. მარტივად რომ ვთქვათ იმედებდი, რომელსაც სუდაევის ავტომატზე ამყარებდნენ აღარ გამართლდა. საბჭოთა კავშირშირის მთავარ საარტილერიო სამმართველოში კი დღის წესრიგში კვლავ იდგა შუალედურ ვაზნაზე გათვლილი ავტომატური იარაღის შერჩევა.  მართალია სუდაევის ავტომატი მცირე პარტიად მაინც დამზადდა, თუმცა საბოლოდ უარი თქვეს მის შეიარაღებაში მიღებაზე.
1946 წელს მთავარი საარტილერიო სამმართველოს ხელმძღვანელმა ნ.დ. იაკოვლევმა (Н.Д. Яковлев) გასცა ბრძანება, რომლის თანახმად ჩამოყალიბდა ახალი საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: მთავარი საარტილერიო-სამმართველოს თავმჯდომარე , საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი ნ.ნ. დუბოვიცკი (Н.Н. Дубовицк), პოლკოვნიკი მ.გ. არეფიევი (М.Г. Арефьев), ინჟინერ-ვიცეპოლკოვნიკი ს.ბ. ვაისლედერი (С.Б. Вайследер), ა. ბაშმარინი, ი. ლიტიჩევსკი, ი.პ პოპკოვი და ინჟინერ-კაპიტანი ა.ა. გრიგორიევი
კონკურსის ახალი ეტაპის დაწყებისას შემუშავებულ იქნა სპეციალური ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნა, რომელიც პირველ რიგში ითვალისწინებდა ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა მანევრირება, სწრაფსროლა, ტყვიის სიზუსტე და ზიანის მიყენება.
მანევრირების ხარისხი აერთიანებდა რამოდენიმე ფაქტორს, რომელიც ეხებოდა იარაღის მასას (წონას), მის გაბარიტებს და სხვადასხვა მდგომარეობიდან სროლის მოხერხებულობას.  დიდი როლი ენიჭებოდა ასევე მჭიდების წონას, რადგანაც პრაქტიკამ აჩვენა, რომ მსროლელს ველზე საბრძოლო კომპლექტის სახით უნდა ჰქონოდა 200-300 ცალი ვაზნა.  იარაღით გადაადგილებისას ასევე დიდ როლს თამაშობდა მისი გაბარიტები, რომელიც ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების თანახმად  900-1000მმ სიგრძეს წარმოადგენდა. ავტომატს არ უნდა ჰქონოდა გამოშვრეილი დეტალები, რომელიც გაართულებდა მის გამოყენებას შეზღუდულ სივრცეში და შეუქმნიდა მსროლელს დაბრკოლებებს.  ასევე აუცილებელი მოთხოვნა იყო ხის კონდახი, რომელიც გამომცდელების აზრით უფრო საიმედოდ და მყარად ითვლებოდა.  ხის კონდახზე მოთხოვნა აგრეთვე განპირობებული იყო იმით, რომ მსროლელს უნდა შეძლებოდა მისი ხელჩართულ ბრძოლაში გამოყენება.  ოფიცრების შემადგენლობისთვის და სპეციალური დავალებებისთვის შესაძლებელი იყო მეტალის საკეცი კონდახით აღჭურვილი იარაღის გამოყენება. ერთერთი მოთხოვნა უკავშირდებოდა ასევე იარაღის დაკომპლექტებას მოხსნადი ხიშტ-დანით, რომელსაც მსროლელი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებდა. ავტომატის სროლის ტემპი ჯერებით სროლისას უნდა ყოფილიყო 400-500 გასროლა წუთში, ხოლო საბრძოლო (პრაქტიკული) სწრაფსროლა არანაკლებ 60-100 გასროლა. იარაღი უნდა ყოფილიყო აღჭურვილი სროლის რეჟემების გადამრთველით (სელექტორიც), რომლის მეშვეობითაც მსროლელი შეარჩევდა სრულიად ავტომატური ჯერებით, ან კიდევ ერთეული გასროლების განხორციელებას.  
1946 წელს გამართული კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილ იქნა 16 ცალი ავტომატის საესკიზო პროექტი, რომელთა შორისაც 7 ესკიზი წარმოადგინა  ქალაქ კოვროვის იარაღის ქარხანა N2 -ის მთავარი კონსტრუქტორის განყოფილებამ რომელთა შორისაც იყო პ.პ. პოლიაკოვი (П.П. Поляков), ა.პ. ბოლშაკოვი (A.П. Большаков), ს.ვ. ვლადიმიროვი და ვ.ს. ვლადიმიროვი (С.В. B.C. Владимиров); ორი პროექტი წარმოადგინა დეგტიარევის საკონსტრუქტორო ბიურომ  КБ-2“ რომელშიც შედიოდნენ ვ.ვ. დეგტიარევი (B.В. Дегтярев), გ.ფ. კუბინოვი (Г.Ф. Кубынов) და ა.ა. დემენტიევი (А.А. Дементьев).  სასროლი შეიარაღების სამეცნიოერო-კვლევითი პოლიგონის „НИПСВО“ -ს მიერ კონკურსში ჩაერთო ა.ა. სულაევი (А.А. Сулаев), ნ.ვ. რუკავიშნიკოვი (Н.В. Рукавишников), კ.ა. ბარიშევი და მ.ტ. კალაშნიკოვი. ქალაქ ტულის იარაღის ქარხნიდან (ТОЗ) მონაწილეობას იღებდა ს.ა. კოროვინი (С.А. Коровин) და ვინმე ვასკრესენსკი. ქალაქ ტულის ცენტრალური საკონსტრუქტორო ბიურო N14 -დან (ЦКБ-14) ჩაერთვნენ გ.ა. კორობოვი (Г.А. Коробов) და ა.ა. ბულკინი (А.А. Булкин); ქალაქ კლიმოვსკიდან ს.გ. სიმონოვი (C.Г. Симонов) და ვინმე ეფიმოვი (Ефимов). კონკურსში მონაწილეობას იღებდა ასევე საარტილერიო აკადემია, რომლიდანაც წარმოდგენილ იქნა ი.კ. ბეზრუჩკო-ვისოცკი (И.К. Безручко-Высоцкий).
1946 წლის აგვისტოში გაიმართა საესკიზო პროექტების გადახედვა / განხილვა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილი საპროექტო ესკიზებიდან მხოლოდ 10 ცალ ნამუშევარზე გაგრძელდებოდა საკონსტრუქტორო სამუშაოები და პროტოტიპების დამუშავება. ყველაზე საინტერესო და ამავდროულად დამაფიქრებელ ფაქტს ამ კონკურსში წარმოადგენდა მ.ტ. კალაშნიკოვი, რომელმაც მთელი ტექნიკური დოკუმენტაცია და საპროექტო-საესკიზო ნახაზები დაგვიანებით გააგზავნა გამოგონილი (დაშიფრული) სახელით   «МИХТИМ», რომელიც იშიფრება შემდეგნაირად (Михаил Тимофеевич). იმ პერიოდში კონკურსში მონაწილეობის მიღება ხდებოდა ანონიმურად, რომ კომისიის წევრებზე არ მომხდარიყო გარკვეული გავლენა. ბუნებრივია გვიჩნდება ლოგიკური შეკითხვა რატომ მოხდა მაინცდამაინც კალაშნიკოვის ეგზემპლარის გაგზავნა დაგვიანებით? რაიმეს ხომ არ მალავდნენ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელები? ვინმეს ინტერესი ხომ არ იყო ჩადებული, რომ კალაშნიკოვი გამხდარიყო გამარჯვებული?  ეს ის კითხვებია, რომელიც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა გაუჩდნეს. ხოლო თავად მიხაილ კალაშნიკოვის ვერსია ამ საკითხზე არის ის, რომ კონკურსი დახურული იყო და შესაბამისად დამოუკიდებლად სკუთარი ძალებით ვცადე დაშიფრული სახელით დოკუმენტაციის შეტანაო, რამაც გარკვეული დრო მოითხოვაო. ბევრს ჰგონია, რომ მ.ტ. კალაშნიკოვი მარტო მუშაობდა თავის იარაღზე. რეალურად კი მას ეხმარებოდნენ შჩუროვოს პოლიგონის ოფიცრები ვ.ფ. ლიუტი (В.Ф. Лютый), დ.მ. ბიტაევი (Д.М. Битаев), ე.ა. სლუცკი (Е.А. Слуцкий), ა.ა. მალიმონი (А.А. Малимон) და ბ.მ კაპელი (Б.Л. Капель), რომელმაც მოამზადა ნახაზების გარკვეული ნაწილი. რატომ ეხმარებოდა ამდენი ოფიცერი აქამდე უცნობ და თვითნასწავლ კონსტრუქტორს? აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ კალაშნიკოვის წარმატებით დაინტერესებული იყვნენ ზედა ეშელონებში და სერიოზულად მუშაბდნენ ამ საკითხზე. ბევრი ამ ფაქტს "აპრავებს" იმით, რომ კალაშნიკოვს შეეძლო ძალიან ადვილად შესულიყო კონტაქტში ადამიანებთან და იყო ყველას მიმართ კეთილადგანწყობლი. შესაბამისად მასთან მეგობრობა ყველას უხაროდა და ეს ხალხიც მეგობრულად ცდილობდნენ მის დახმარებას.
1946 წლის ოქტომბერში საკონკურსო კომისიამ განიხილა გადამუშავებული საესკიზო ნამუშევრები და მიიღო გადაწყვეტილეაბა, რომ საპოლიგონო გამოცდებისთვის დამზადებულიყო რუკავიშნიკოვის, ბარიშევის, კორობოვის, ბულკინის, დემენტიევის და კალაშნიკოვის საცდელი ეგზემპლარები. დანარჩენი კონკურსანტების პროექტები უბრალოდ დაიბრაკა.  პროექტების დეტალური შესწავლისას კომისიამ გადაწყვიტა, რომ წარმოდგენილი პროექტებისთვის არავინ არ იმსახურებდა პირველი ხარისხის პრემიას. მეორე ხარისხის პრემია გადაეცა ნ.ვ. რუკავიშნიკოვს, ხოლო მესამე ხარისხის პრემია ერგო გ.ა. კორობოვს. კომისიამ საჭიროდ ჩათვალა, რომ წამახალისებელი პრემია გადაეცათ ა.ა. ბულკინისთვის, მ.ტ. კალაშნიკოვისთის, ა.ა. დემენტიევისთვის და კ.ა. ბარიშევისთვის. ასევე წამახალისებელი პრემიით დაჯილდოვდა კონკურსის პირველ ტურში მონაწილე ი.კ. ბეზრუჩკო-ვისოცკი. კონსტრუქტორებს უნდა გაეთვალისწინებინათ კომისიის წევრების მიერ გაცემული რეკომენდაციები და აღნიშნულის გათვალისწინებით 1946 წლის ბოლოს უნდა წარმოედგინათ გამოსაცდელად განკუთვნილი ეგზემპლარები.
ამ პერიოდში კიდევ ერთი საეჭვო ფაქტი ამოტოვტივდა, რომელიც ასევე ბადებს შეკითხვებს. საბჭოთა კავშირის შეიარაღების სამინისტრომ და მთავარმა საარტილერიო სამმართველომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მ.ტ. კალაშნიკოვი მისი პროექტით «МИХТИМ» გადასულიყო კოვროვის ქარხანა № 2 -ში, სადაც მოხდებოდა საცდელი ეგზემპლარის დამუშავება და დამზადება. ეს ქარხანა იმ პერიოდში ითვლებოდა ერთერთ მოწინავე ქარხანად საბჭოთა კავშირში. კალაშნიკოვის ავტომატის მთელი ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება დაწყებულ იქნა კოვროვის ქარხანა № 2 -ში და აქაც მარტო არ იყო კალაშნიკოვი, მის გვერდით ყველაზე გამოცდილი მხაზველები, კონსტრუქტორები და ინჟინერ-ტექნოლოგები დადგნენ. ჩამოყალიბდა სპეციალური სამუშაო ჯგუფი რომელის ხელმძღვანელადაც მ.ტ. კალაშნიკოვი აირჩიეს. ჯგუფში შედიოდნენ ა.ა. ზაიცევი (А.А. Зайцев), რომელიც შემდგომ ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელიც კი გახდა, ვ.ი. სოლოვიევი (В.И. Соловьев) და სხვა წამყვანი სპეციალისტები. კალაშნიკოვის მთავარი დამხმარე  სწორედ ა.ა. ზაიცევი იყო, რომელიც ეხმარებოდა კონსტრუქტორს ნახაზების მომზადებაში და გარკვეულ გათვლებში. ნოემბრის მიწურულს უკვე მზად იყო კალაშნიკოვის ავტომატის 2 ცალი პროტოტიპი, რომლიდანაც ერთი იყო ფრეზირებული ლულის კოლოფით, ხოლო მეორე დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული კოლოფით. პროტოტიპებს მიენიჭა სახელწოდება „АК-1. ქარხნული გამოცდისას ორივე პროტოტიპმა დამაკმაყოფილბელი შედეგი აჩვენა.  და მაინც რატომ მოხდა კალაშნიკოვის გადაყვანა კოვროვში მდებარე იარაღის ფაბრიკაში? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემაში გვეხმარებ ერთი ნიუანსი. სტატიის ზევით ჩვენ ვისაუბრეთ, რომ საბჭოთა კავშირში ჩამოყვანილ იქნა გერმანიაში დატყვევებული კონსტრუქტორები, რომლებიც სხვადასხვა ქარხნებში და საკონსტრუქტორო ბიუროებში გაანაწილეს. ზუსტად ამ პერიოდში ქალაქ კოვროვის საკონსტრუქტორო ბიუროში მუშაობა დაიწყო გერმანელმა მეიარაღემ და ინჟინერმა  Werner Gruner -მა, რომელიც იყო შედუღების და ფოლადის ფურცლებისგან დეტალების დაბაეჭდვის (ე.წ. შტამპოვკის) სპეციალისტი. სწორედ მისი თანაავტორობით შეიქმნა ცნობილი ტყვიამფრქვევი MG-42 (Maschinengewehr 42). აი აქ უკვე ნათელი ხდება, თუ ვინ დაეხმარა კალაშნიკოვს ლულის კოლოფის დაბეჭდვის მეთოდით დამზადებაში და საეთოდ რატომ მოხდა მისი გადაყვანა კოვროვის ქარხანაში. ბუნებრივია მეორე მხარე რომ განვიხილოთ აქაც შეიძლება „გავაპრავოთ“ მ.ტ. კალაშნიკოვის კოვროვის ქარხანა № 2 -ში გადასვლის საკითხი იმით, რომ ეს ნეიტრალური ტერიტორია იყო და ვინმეს თუ უნდოდა ზედა ეშელონებიდან დახმარება, НИПСВО-ში რომ დაეტოვებინათ კალაშნიკოვი იქ უფრო დაეხმარებოდნენ. იქნებ ეს სვლაც გათვალეს და სწორედ ეგრე რომ არ ეფიქრა ვინმეს მაგიტომ გადაიყვანეს კოვროვში მდებარე ფაბრიკაში?
მიუხედავად იმისა, რომ საესკიზო პროექტებიდან ბავერი ეგზემპლარი დაიბრაკა, რიგი მათგანი 1946 წელს მაინც დამზადდა, თუმცა გამოცდებზე არ იქნენ დაშვებულნი. ეს ავტომატებია:
ეფიმოვის ავტომატი АП-34

კუბინოვის ავტომატი
 
კოროვინის ავტომატი
 
სიმონოვის ავტომატი АС-19
 
გაგრძელება იქნება

1 comment:

  1. I dont see any reason why does reload should take more than 20 seconds with this gun.
    357 Magnum Brass

    ReplyDelete