LA-12 Puma / Kuandian K13X-12

 Kuandian K13X-12 / LA-12 Puma 

2006 წელს ჩინეთში გამართულ საპოლიციო აღჭურვილობის გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა გლუვლულიანი ნახევრადავტომატური თოფის პროტოტიპი, რომელიც იარაღის მწარმოებელ ჩინურ კერძო კომპანია Kuandian shotgun plant -ს ეკუთვნოდა. თოფის პროტოტიპს მინიჭებული ჰქონდა სახელწოდება Kuandian K13X-12 და გათვლილი იყო როგორც საპოლიციო, ასევე სამხედრო დანიშნულებისთვის.

თოფი აგებული იყო ბულპაპის სქემით და მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით. ავტომატიკა იყენებდა ლულის ზემოთ განლაგებულ აირის დგუშს, რომელსაც გააჩნდა მოკლე სვლა. ლულის გადაკეტვა ხდებოდა მბრუნავი საკეტის მეშვეობით. თოფის კორპუსი დამზადებული იყო დარტყმაგამძლე პლასტმასისგან და გარკვეულწილად წააგავდა ჩინუსი საიერიშო შაშხანის Type 95 ფურნიტურას. 

გადასატენი სახელური

იარაღი იკვებება 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი მოხსნადი კოლოფისებური მჭიდით. სროლის დროს მასრების ამოყრა ხდებოდა მარჯვენა მხარეს, ხოლო გადასატენი სახელური შესაძლებელია დაყენდეს როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს.

მიუხედავად იმისა, რომ თოფი წარმოდგენილ იქნა 2006 წელს, მისი სერიული წარმოება ექსპორტიისთვის დაიწყეს 2015 წელს. მთავარ გათვლას წარმოადგენდა კანადის ბაზარი სადაც ჩინური თოფი მცირე პარტიის სახით LA-12 Puma -ს დასახელებით იქნა გაგზავნილი.


No comments:

Post a Comment