Menz P.B. "Spezial"
30-ანი წლების დასაწყისში Walther PP-ს და PPK‑ს
გამოჩენისთანავე სხვადასხვა გერმანულმა კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა საკუთარ
თვითდამტენ პისტოლეტებზე, რომლითაც კონკურენციას გაუწევდნენ Walther PP-ს და PPK-ს.
ასე გაჩნდა მაგალითად 1933 წელს გერმანული „Waffenfabrik August Menz“-ის პისტოლეტი August Menz P&B (დასახელაბა P&B იშიფრებოდა
როგორც „Polizei-und Behördenpistole“ საპოლიციო და სამთავრობო პისტოლეტი). სტატია
აღნიშნულ პისტოლეტზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე August Menz P&B
იგივე რამ ვალტერის მთავარმა კონკურენტმა, კომპანია მაუზერმაც სცადა და
შექმნა პისტოლეტი Mauser HSc, ხოლო კომპანია ზაუერის მესვეურებმა კი 30-ანი
წლების მეორე ნახევარში
წარმოადგინეს Sauer 38h.
მიუხედავად
მცდელობისა August Menz P&B ვერ გამოდგა წარმატებული პისტოლეტი, რადგან მას არ
ჰქონდა ორმაგი მოქმედების (თვითშეყენებადი) დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. ამიტომ 1934
წელს გერმანულ კომპანიაში „Waffenfabrik August Menz“, წარმოშობით უნგრელი კონსტრუქტორი ადელბერტ კადიცი
(Adalbert Kàdits) იწყებს მუშაობას საკუთარი კონსტრუქციის თვითდამტენ პისტოლეტზე, რომელიც
უნდა გამხდარიყო Walther PPK‑ს კონკურენტი. საპატენტო განაცხადი ახალ პისტოლეტზე ადელბერტ
კადიცის მიერ გერმანიაში შეტანილ იქნა 1934 წლის ნოემბერში, ხოლო 1935-წლის ოქტომბერში
პისტილეტის სურათები უკვე გამოჩნდა სარეკლამო ბროშურებში და ცნობარებში. პისტოლეტს
მიენიჭა აღნიშვნა P.B. "Spezial" („Polizei-und Behördenpistole Spezial) რაც მიუთითებდა
იმაზე, რომ პისტოლეტი სპეციალურად პოლიციისთვის და მთავრობისთვის იყო განკუთვნილი.
P.B.
Spezial ფორმ-ფაქტორით ახლოს იდგა Walther PPK‑სთან. მის მსგავსად იყენებდა ორმაგი
მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს ღია ჩახმახით, ავტომატიკის სქემა მუშაობდა
თავისუფალი საკეტის პრინციპით, სადაც ლულის ჩაკეტვა ხდება საკეტის მასით და ლულაზე
ჩამოცმული დამაბრუნებელი ზამბარის მეშვეობით. მთავარ სხვაობას Walther PPK‑სთან შედარებით
წარმოადგენდა რამოდენიმე ძირითადი გადაწყვეტილება: 1. პისტოლეტის დაშლისთვის სასხლეტის
დამცავ კავზე დამაგრებული იყო მცირე ზომის ბერკეტი რომლის დაბლა დაწევის შემთხვევაში
შესაძლებელი ხდებოდა პისტოლეტის ჩარჩოდან საკეტის მოხსნა; 2. მცველის ბერკეტი წარმოადგენდა
საკეტის უკანა ნაწილში ზედა მხარეს დამაგრებულ მცოცავ სლაიდერს (Walther PPK‑ს შემთხვევაში
მცველი გახლავთ დროშისებური სახის). აღნიშნული მცველის განლაგება იყო საკმაოდ გონივრულად
გათვლილი და არ წარმოადგენდა პისტოლეტის საკეტს მიღმა გამოშვერილ დეტალს. ამას გარდა
შესაძლებელი იყო პისტოლეტის მცველზე დაყენება ისე, რომ ჩახმახი რჩებოდა შეყენებულ მდგომარეობაში.
Walther PPK‑ს შემთხვევაში მცველი ასრულებს დეკოკერის ფუნქციას და შეყენებული ჩახმახის
შემთხვევაში მცველის გააქტიურება ავტომატურად იწვევს ჩახმახის უსაფრტო დაშვებას;
3. სხვაობა იყო ასევე დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმიშიც. დაშვებული ჩახმახის დროს სასხლეტზე
თითის დაწოლისას, (ისევე როგორც Walther PPK-ს შემთხვევაში) ხდებოდა ჩახმახის თვითშეყენება,
თუმცა აქ იყო ერთი უცნაური მომენტი. თუ მსროლელი ბოლომდე არ მოუჭერდა სასხლეტს და შეწყვეტდა
სასხლეტზე თითის დაწოლას, ჩახმახი რჩებოდა შეყენებულ პოზიციაში; 4. პისტოლეტს ჰქონდა
მოხსნადი ლულა და შესაძლებელი იყო მისი შეცვლა 9x17mm Browning (.380ACP) ტიპის ვაზანაზე
გათვლილი ლულით. ამდაგვარი გადაწყვეტილებებით P.B. Spezial-ის კონსქტრუქცია გარკვეულწილად
იყო უფრო რთული და იყენებდა დიდი რაოდენობით მცირე დეტალებს, რაც ბუნებრივია ნაკლებტექნოლოგიურს
ხდიდა იარაღის წარმოების პროცესს და ართულებდა მის აწყობას.
პისტოლეტ
P.B. Spezial-ის სახელურის ლოყები ვიზუალურად ჰგავს Walther PPK-ს ლოყებს, თუმცა იგი
მზადდებოდა საკმაოდ მყიფე პლასტმასისგან რომელსაც გალალითს (Galalith) უწოდებენ. აღნიშნული
პლასტმასი არ იყო დარტყმაგამძლე შესაბამისად დღეს შემორჩენილი პისტოლეტების უმეტოსობაზე
ლოყები დაზიანებულია. ცნობისთვის ვალტერი მეორე მსოფლიო ომამდე და ომის პერიოდში თავის
პისტოლეტებში იყენებდა ტროლიტანს (Trolitan) რომელიც მყარი რეზინის მსგავსი სტრუქტურის
მსგავსია, შესაბამისად უფრო მეტად იტანდა დარტყმას და უხეშ მოპყრობას. ძირითადად P.B.
Spezial-ის სახელურის ლოყები იყო მოყავისფრო ელფერის, თუმცა ასევე გარკვეულ პარტიებში
იყო შავი ფერის ლოყებიც. სახელურის ლოყების ზედა ნაწილში დატანილი იყო წარწერა „Special“.
რაც შეეხება პისტოლეტის წარმოებას იგი რიგი წყაროების თანახმად დაწებულ იქნა 1935 წლის მიწურულს, ხოლო გარკვეულ წყაროებში სახელდება 1936 წელი. დღეს არ არსებობს ოფიციალური ცნობები იმის შესახებ თუ რამდენი ცალი პისტოლეტი დამზადდა. სანდო წყაროების თანახმად პისტოლეტის ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 1000 ერთეული (ზოგი ასახელებს 5000 ცალს). პისტოლეტები სერიულად იწარმოებოდა 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე, ხოლო რაც შეეხება დამატებით ლულას 9x17მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე დღეს მხოლოდ ორი ეგზემპლარის შესახებ არის ცნობილი.
ფოტოზე გამოსახულია პისტოლეტი დამატებითი ლულით და აქსესუარების ნაკრებით. აღნიშნული პისტოპლეტის წარწერებს თუ დავაკვირდებით შევამჩნევთ რომ თეოდორ ბერგმანის კომპანიას ეკუთვნის. რატომ ამაზე სტატიის ქვემოთ ვისაუბრებთ
1935 წლის მიწურულს დაბეჭდილ სარეკლამო ბანერში გვხდება ინფორმაცია
იმის შესახებაც რომ პისტოლეტისთვის მზადდებოდა სავარჯიშო ლულები, რომელიც გათვლილი
იყო მცირეკალიბრიან 4მმ და 6მმ-ან (.22) ვაზნებზე თუმცა ასეთი ორიგინალური ნაკრების
შესახებ დღეს ოფიციალური ცნობები არ არსებობს.
პისტოლეტის
გარკვეულ პარტიებზე გვხდება მცირედით განსხვავებული წარწერები:
|
სულ პირველ პისტოლეტებზე წარწერა იყო შემდეგი სახის |
WAFFENFABRIK AUG.MENZ SUHL MODELL P.B. „SPEZIAL’” |
|
შემდგომ |
WAFFENFABRIK AUG.MENZ SUHL MENZ - SPEZIAL - MODELL |
|
ბოლოს |
MENZ - SPEZIAL - MODELL |
როგორც
ზემოთ მოყვანილი ცხრილიდან ხედავთ პისტოლეტის
მარკირებიდან გაქრა ასოები P.B. ამ ყველაფრის უკან დგას ერთი საინტერესო ამბავი. კომპანია
„Waffenfabrik August Menz“ თვლიდა რომ ეს სახელწოდება კომერციულ წარმატებას მოუტანდა
პისტოლეტს, თუმცა სწორედ ამ სახელწოდებამ "ჩააჭედა კომპანიის კუბოში ლურსმანი".
1938 წელს Walther-მა სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელიც ეხებოდა პისტოლეტის სახელწოდებას.
ვალტერის მხარე ამბობდა რომ სახელწოდება P.B. „Polizei-und Behördenpistole“ წარმოადგენდა
მათი სავაჭრო ნიშანის PP „Polizei Pistole“
გადამღერებას. 1938 წლის აპრილში სასამართლომ ვალტერის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი
და კომპანია „Waffenfabrik August Menz“-ს დაეკისრა როგორც კომპენსაციის და სასამართლო
ხარჯების გადახდა, ასევე მათ უნდა ამოეღოთ პისტოლეტის აღნიშვნიდან ასოები “PB“. საბოლოოდ
კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა და მისი აქტივები შეიძინა ზულში (Suhl) მდებარე თეოდორ
ბერგმანის კომპანიამ Theodor Bergmann Erben G.m.b.H.
თეოდორ ბერგმანის პისტოლეტი Bergmann Erben Spezial
|
კალიბრი/ვაზნა: |
7,65x17mm Browning (.32ACP) |
|
სიგრძე: |
160 მმ |
|
ლულის სიგრძე: |
85 მმ |
|
წონა (მასა): |
700 გრამი |
|
მჭიდის ტევადობა: |
8 ცალი ვაზნა |







No comments:
Post a Comment