დრეიზეს კონსტრუქციის „Zündnadelgewehr M/41“ (ნემსური შაშხანა მოდელი 1841)
XIX
საუკუნის პირველ ნახევარში აქტიურად დაიწყო გამოჩენა ისეთმა კაფსულიანმა თოფებმა და
შაშხანებმა რომლებიც სახაზინო ნაწილიდან იტენებოდა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ე.წ.
„ნემსური თოფები“, რომელიც იყენებდა უნიტარულ ვაზნებს. თუ მანამდე იარაღის ლულაში ცალკეული
სახით იდებოდა ისეთი კომპონენტები როგორიც არის დენთის მუხტი, ტყვია (ჭურვი) და შემდეგ
ფალიაზე მაგრდებოდა კაფსულ-მაალებელი, უნიტარული ვაზნის შემთხვევაში კი დენთი, ტყვია
და კაფსულ მაალებელი თავდაპირველად ქაღალდის ან მუყაოს მასრაში იქნა გაერთიანებული.
იოჰან დრეიზე (Johann Nicolaus von Dreyse (დაიბადა 1787 წელს, გარდაიცვალა 1867 წელს)
1809 წელს წარმოშობით გერმანელი იოჰან დრეიზე (Johann Nicolaus von Dreyse) ჩავიდა პარიზში და მუშაობა დაიწყო ჟან სამუელ პოლის (Jean Samuel Pauly დაიბადა 1766 წელს, გარდაიცვალა 1821 წელს) საიარაღო ფაბრიკაში, სადაც გაეცნო სხვადასხვა კონსტრუქციის ცეცხლსასროლ იარაღს, რომელთა შორისაც იყო სამუელ პოლის ნემსური თოფის პროტოტიპი. ტერმინი „ნემსური თოფი“ (ინგლისურად Needle gun) გულისხმობს შემდეგს.
1814
წელს იოჰან დრეიზე დაბრუნდა გერმანიში და დაიწყო საკუთარი კონსტრუქციის უნიტარულ ვაზნაზე
და ნემსურ თოფზე მუშაობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან 1935 წელს წარმოადგინა სამუელ
პოლის ნემსური თოფის გავლენით შემუშავებული შაშხანა და უნიტარული ვაზნა, რომელიც
1840 წელს დაექვემდებარა გამოცდას და 1941 წელს საიდუმლო სახით იქნა მიღებული პრუსიის
არმიის შეიარაღებაში. გერმანელები დრეიზეს კონსტრუქციის შაშხანას მოიხსენიებდნენ როგორც
„leichtes Perkussionsgewehr M/41“ (მსუბუქი კაფსულიანი თოფი მოდელი 1841). შემდგომ
მას მიენიჭა ოფიციალური აღნიშვნა „Zündnadelgewehr M/41“ (ნემსური შაშხანა მოდელი
1841).
იოჰან დრეიზეს უნიტარული ვაზნა წარმოადგენდა ქაღალდის მასრას, რომელის უკანა ნაწილშიც მოთავსებული იყო დენთის მუხტი, შემდეგ მასრაში ჩამაგრებული იყო მუყაოს ქვეშაგი ჭიქის სახით. აღნიშნული ქვეშაგს ძირზე მიმაგრებული ჰქონდა მაინიცირებელი შემადგენლობა რომელიც ასრულებდა კაფსულის დანიშნულებას, ხოლო თავად ჭიქაში იჯდა კვერცხის ფორმის ტყვია. ტყვიის კალიბრი შეადგენდა 15,43მმ-ს.
დრეიზეს ნემსური შაშხანა წარმოადგენდა ერთმუხტიან იარაღს, რომელსაც ჰქონდა გრძივად მოსრიალე საკეტი. საკეტის გახსნის შემდეგ ლულის სახაზინო ნაწილიდან ხდებოდა ლულის სავანზეში ქაღალდის მასრიანი უნიტარული ვაზნის ჩადება. რის შემდეგაც საკეტი მსროლელის მიერ იკეტებოდა ხელით. ფაქტიურად ეს ყველაფერი ხდებოდა ისე როგორც დღეს ხდება ერთმუხტიან ბოლტ-ექშენ ტიპის შაშხანებში და კარაბინებში.
ლულის
კოლოფი ხრახნის მეშეობით იყო ჩახრახნილი ლულის სახაზინო ნაწილზე. ხოლო თავად ლულა იჯდა
კაკლისგან დამზადებულ კონდახ-სარეცელში, რომელზეც მაგრდებოდა რგოლების მეშვეობით. ამავე
რგოლზე დამაგრებული იყო საღვედე ყულფი. მეორე საღვედე წერტილი ყულფი დამაგრებული იყო
სასხლეტის დამცავი კავის წინა ნაწილში. ამას გარდა ხის ტიბჟირში შესრულებული იყო გრძივი
არხი, რომელშიც თავსდებოდა ზუმბა. შაშხანა კომპლექტდებოდა გრძელი მოხსნადი ტიპის ხიშტით,
რომელიც ლულის ცხვირზე მაგრდებოდა. ლულის არხში შესრულებული იყო 4 ცალი ჭრილი.
რაც
შეეხება სამიზნე მოწყობილობებს იგი შედგებოდა ფიქსირებული წინა სამიზნიზნისგან და ჭრილიანი
უკანა სამიზნისგან, რომელიც სპეციალური გადმოსაწევი ფირფიტებისგან შედგებოდა ერთი ფირფიტა
გათვლილი იყო 300 ნაბიჯზე სასროლად, მეორე 400, მესამე 500, ხოლო მეოთხე 600 ნაბიჯზე.
გარკვეული
წლების მანძილზე დრეიზეს შაშხანას წარმატებით იყენებდა პრუსიის არმია და ჩნდებოდა მოდიფიკაციები
რომელთა ჩამონათვალიც ასე გამოიყურება:
Zündnadelgewehr
M/41 – ფეხოსანთა შაშხანა რომელიც წარმოადგენდა პირველ ორიგინალიურ მოდელს და შემდგომ
მოხდა მის ბაზაზე ახალი მოდიფიკაციების შემუშავება
Zündnadelbüchse
M/49 – 1849 წელს გადამუშავებას დაქევემდებარა საკეტის კონსტრუქცია, იმისათვის რომ
დენთის აირების ობტურაცია უკეთ განხორციელებულიყო. ამ მოდელში გამოჩნდა ასევე გადამუშავებული
სამიზნე მოწყობილობები და შემცირდა ლულის სიგრძე (ლულა ნაცვლად 865მმ-სა გახდა 735მმ).
Zündnadelbüchse
M/54 (Pikenbüchse) – 1854 წელს გამოჩნდა კიდევ ერთი გადამუსავებული შასხანა, სადაც
ისევ შეიცვალა საკეტის გარკვეული დეტალები, სამიზნე მოწყობილობები და გადამუშავდა ხიშტი.
Zündnadelkarabiner M/55 და Zündnadelkarabiner M/57 – 1855 წელს შეიარაღებაში გამოჩნდა დამოკლებული ვარიანტი კარაბინის სახით. ეს კარაბინები სპეციალურად დრაგუნებისთვის შეიქმნა. დრაგუნები წარმოადგენდნენ ჯარისკაცებს ან ოფიცრებს ისეთი კავალერიული ნაწილებისა, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ ქვეითად და ცხენდაცხენ საბრძოლველად.
Füsiliergewehr
M/60 – 1860 წელს დაიწყეს ახალი მოდელის წარმოებაზე, რომელიც იყო Zündnadelgewehr
M/41-ის იდენტური მხოლოდ იყენებდა 760 მმ სიგრძის ლულას.
Zündnadelgewehr
M/62 – 1862 წელს გამოჩნდა ქვეითებისთვის (ფეხოსანთა) განკუთვნილი განახლებული შაშხანა
რომელიც Zündnadelgewehr M/41-ისგან განსხვავებით იყენებდა ახალ სამიზნე მოწყობილობას
და 800მმ სიგრძის ლულას.
Zündnadelbüchse
M/65 (იგივე Zündnadel Jägerbüchse
Modell 1865) მორიგი გადამუშავებული ვარიანტი შეიქმნა 1865 წელს სპეციალურად ეგერებისთვის.
იგი იყენებდა განსხვავებულ სამიზნე მოწყობილობას და დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს. მისი
ლულის სიგრძე შეადგენდა 733მმ-ს და ხის სარაცელი ისევე როგორც კარაბინის შემთხვევაში
ლულის ცხვირამდე გრძელდებოდა.
Zündnadelpioniergewehr
U/M – 1865 წელს დღის სინათლე იხილა კიდევ ერთმა მოდიფიკაციამ რომელიც წარმოადგენდა
Zündnadelbüchse M/54 -ის ანალოგს ახალი ხიშტით და მოკლე 645მმ სიგრძის ლულას. 1869 წელს გამოჩნდა ასევე მისი მცირედით გადამუშავებული
ვარიანტი, რომელსაც მიენიჭა აღნიშვნა Zündnadelpioniergewehr M/69.
მიუხედავად
იმისა რომ დრეიზეს კონსტრუქციის ნემსური შაშხანები და კარაბინები წარმატებით გამოიყენებოდა
პრუსიაში, მას ჰქონდა რიგი ნაკლოვანებები რაც იარაღის კონსტრუქციით იყო გამოწვეული.
პირველ რიგში ეს გახლდათ გრძელი საცემი ნემსა, რომელიც გასროლის მომენტში დენთის მუხტის
აალების ეპიცენტრში იმყოფებოდა. მაღალი ტემპერატურა, კვამლიანი შავი დენთის წვის შედეგად გამოყოფილი
აირები და ნამწვი საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად ამცირებდა ნემსის სიცოცხლისუნარიონობას.
ამას გარდა ნემის იყო საკმაოდ გრძელი და თხელი,
რის გამოც იგი ხშირად იღუნებოდა ან ტყდებოდა. სამხედროები თვლიდნენ რომ 60 გასროლაზე სადღაც 3
ცალი ნემსი როგორც სახარჯი მასალა თან უნდა ჰქონოდა მსროლელს.
ვინაიდან
იარაღში გამოიყენებოდა ქაღალდის მასრიანი ვაზნები, ხშირად ქაღალდი არ იწვებოდა ბოლომდე
და მისი ნაფლეთები რჩებოდა ლულაში, რაც იწვევდა შეფერხებას ლულის სავაზნეში მომდევნო ვაზნის მოთავსებისას.
ასევე აღსანიშნავია რომ დენთის აალებისას წარმოქმნილი აირები მსროლელის მხარესაც მოედინებოდა
რაც დამატებით დისკომფორტს ქმნიდა.
1866
წელს ავსტრია-პრუსიის ომის დროს პრუსიელები წარმატებით იყენებდნენ დრეიზეს ნემსურ შაშხანებს.
განსაკუთრებული წარმატება და აღიარება შაშხანას ხვდა ჩეხეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ჰრადეც-კრალოვესთან
(გერმანულად — Königgrätz) შეტაკების ეპიზოდში, სადაც პრუსიელმა მებრძოლებმა ადვილად
დაამარცხეს ავსტრიელები. საბოლოოდ ეს წარმატება სწორედ დრეიზეს ნემსურ შაშხანას მიაწერეს.
1870-ანი
წლების დასაწყისში უკვე ფეხის მოკიდება დაიწყო მეტალის მასრიანმა ვაზნებმა, შესაბამისად
გერმანიაშიც დაფიქრდნენ დრეიზეს კონსტრუქციის შაშხანების და კარაბინების ჩანაცვლებაზე
და 1871 წელს შეიარაღებაშ მიიღეს ცენტრალური აალების უნიტარულ ვაზნაზე გათვლილი შაშხანა
Mauser M1871.
|
მოდელი: |
M/41 |
M/49 |
M/54 |
M/57 |
M/60 |
M/62 |
M/65 |
M/69 |
|
კალიბრი: |
15.43 მმ |
|||||||
|
სიგრძე (მმ): |
1415 |
1235 |
1235 |
805 |
1320 |
1360 |
1245 |
1105 |
|
ლულის სიგრძე
(მმ): |
865 |
735 |
735 |
365 |
760 |
800 |
733 |
645 |
|
წონა (მასა)
(კგ): |
4.9 |
4.7 |
4.5 |
2.8 |
4.7 |
4.8 |
4.6 |
3.9 |
|
დამიზნების
მანძილი (მეტრი): |
450 |
450 |
600 |
220 |
600 |
520 |
670 |
220 |















No comments:
Post a Comment