ფრანგული წარმოების ნემსური შაშხანა Chassepot Mle 1866
სტატიაში
დრეიზეს ნემსური შაშხანები ვისაუბრეთ იმ ფაქტზე რომ პრუსიის არმია წარმატებით იყენებდა ნემსურ შაშხანას და ავსტრია-პრუსიის
ომში პრუსიელების გამარჯვება სწორედ ამ შაშხანას უკავშირდებოდა. 1860-ანი წლების დასაწყისში
საფრანგეთის არმიის მეთაურებმა დღის წესრიგში დააყენეს საკუთარი ნემსური შაშხანის შემუშავების
საკითხი. შაშხანის შემუშავება დაევალა იარაღის ოსტატ ანტუან ალფონს შასპოს (Antoine
Alphonse Chassepot, დაიბადა 1833 წელს – გარდაიცვალა 1905 წელს).
ალფონს შასპომ საკუთარი იარაღის შემუშავებისას გაითვალისწინა დრეიზეს ნაკლოვანებები და შექმნა გაცილებით უკეთესი ნემსური შაშხანა. მან საკეტის წინა ნაწილში დაამაგრა რეზინის რგოლები, რომელიც საიმედოდ ახდენდა დენთის აირების ობტურაციას, შესაბამისად გასროლის მომენტში არ ხდებოდა დენთის აირების გამოდინება მსროლელის მიმართულებით, რაც დრეიზეს ნემსური შაშხანისთვის იყო დამახასიათებელი.
ალფონს შასპომ ასევე გაითვალისწინა დრეიზეს შაშხანის მთავარი აქილევსის ქუსლი და ნაცვლად გრძელი საცემი ნემსისა გამოიყენა უფრო მოკლე ნემსა. იმისათვის რომ მოკლე ნემსას მოეხდინა კაფსულის აალება, შასპომ საკუთარ უნიტარულ ვაზნაში მაალებელი შემადგენლობა განათავსა ქაღალდის მასრის უკანა ნაწილში ჩასმულ ქვეშაგში და არა მის სიღრმეში როგორც იყო დრეიზეს ვაზნის შემთხვავში.
1866
წელს საფრანგეთის არმიამ შეიარაღებაში მიიღო ალფონს შასპოს ნემსური შაშხანა და მიანიჭა
აღნიშვნა „Fusil modele 1866“ (ასევე ცნობილია აღნიშვნით „Chassepot Mle 1866“).
კონსტრუქციულად
ალფონს შასპოს ნემსური შაშხანა წარმოადგენდა ერთუმხტიან იარაღს გრძივად მოსრიალე საკეტით.
საკეტი დაკეტვისას ბრუნდებოდა 90 გრადუსით და ახდენდა ლულის არხის საიმედოდ ჩაკეტვას.
აღსანიშნავია რომ საკეტის გახსნამდე მსროლელს ხელით უნდა შეეყენებინა დამრტყმელი. დამრტყმელის
შეყენება ხდებოდა საკეტის უკან განთავსებული კუდისებური შვერილის უკან გაწევით.
როგორც
უკვე ავღნიშნეთ სტატტის ზემოთ საკეტის წინა ნაწილში დამაგრებული იყო ერთგვარი საგები
კაუჩუქკის რგოლების სახით. აღნიშნული რგოლები გასროლის მომენტში დენთის აირების ზემოქმედებით
იბერებოდა და ეკვროდა ლულის სახაზინო ნაწილის რაც მინიმუმამე ამცირებდა დენთის აირების
მსროლელის მხარეს გამოდინებას და უზრუნველყოფდა ხარისხიან ობტურაციას.
კონდა-სარეცელი
დამზადებული იყო ხისგან და ჰგონდა სწორი ფორმის ე.წ. ინგლისური ტიპის სახელური (ყელი).
კონდახის ბოლოში ორი ცალი ხრახნის მეშვეობით დამაგრებული იყო L-სებური ფორმის რკინის
სამხრე (საზურგე).
ლულაზე
მარჯვენა მხრიდან შესრულებული იყო ხიშტის სამაგრი კრონშტეინი. როგორც წესი ხიშტი თავის
ქარქაშთან ერთად ქამარზე ჩამოკიდებული სახით დაჰქონდათ ჯარისკაცებს.
შაშხანის
წინა სამიზნე იყო არარეგულირებადი სახის, ხოლო უკანა სამიზნე ჩარჩო რეგულირდებოდა სხვადასხვა
დისტანციაზე გამოსაყენებლად.
შაშხანის წარმოება ხდებოდა საფრანგეთში მდებარე რამოდენიმე საიარაღო საწარმოში. მათი წარმოება გაგრძელდა 1975 წლამდე. სულ ჯამში Chassepot Mle 1866 დამზადდა 1000 000 ეგზემპლარზე მეტი. აღსანიშნავია რომ გარდა საფრანგეთისა მას იყენებდნენ დიდბრიტანეთში, ბელგიაში, საბერძნეთში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში.
|
კალიბრი: |
11 მმ |
|
სიგრძე: სიგრძე მიმაგრებული
ხიშტით: |
1314 მმ 1890 მმ |
|
ლულის სიგრძე: |
825 მმ |
|
წონა: წონა მიმაგრებული
ხიშტით: |
4.1 კგ 4.7 კგ |
|
სწრაფსროლა: |
7-14 გასროლა წუთში |
|
ტყვიის საწყისი
სიჩქარე: |
405 მ/წამი |
|
დამიზნების მანძილი: |
1200 მეტრი |







No comments:
Post a Comment