August Menz P&B

 1933 წელს აუგუსტ მენცის (August Menz) მიერ დაფუძნებულმა გერმანულმა კომპანიამ „Waffenfabrik August Menz“, დაიწყო 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი თვითდამტენი პისტოლეტების სამოდელო ხაზის წარმოება აღნიშვნით P&B (აღნიშვნა იშიფრება როგორც „Polizei-und Behördenpistole“ საპოლიციო და სამთავრობო პისტოლეტი). ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ სახელწოდების შთაგონების წყარო შესაძლოა იყოს 1929 წელს გამოსული ლეგენდარული Walther PP (Polizeipistole) და მისი პოპულარულობა. მანამდე აუგუსტ მენცის კომპანია ძირითადად დაკავებული იყო მიკრო და მცირეგაბარიტიანი პისტოლეტების წარმოებით. ასევე მის სამოდელო ხაზს უკავშირდება პისტოლეტი „Menta”. რომლის შესახებაც სტატია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე > Beholla / Menta / Stenda / Leonhardt.

 August Menz P&B Mod. III. ყურადღებას იქცევს პისტოლეტის საკეტის ზემოდან ამოშვერილი ფრთა. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ვაზნის არსებობის ინდიკატორს. ამოწული ინდიკატორი მსროლელს ატყობინებს რომ ლულის სავაზნეში მიწოდებულია ვაზნა, ხოლო როდესაც ინდიკატორის ფრთა დაშვებულია, ესეიგი სავანზეში ვაზნა არ არის მიწოდებული

August Menz P&B წარმოადგენდა თავისუფალი საკეტის პრინციპით მომუშავე პისტოლეტს, რომელიც იყენებდა ჩარჩოზე უძრავად დამაგრებულ ლულას, ლულაზე ჩამოცმულ დამაბრუნებელ ზამბარას და დახურულ საკეტ-გარსაცმს. დახურ საკეტ-გარსაცმს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ კომპანიის ასორტიმენტში მანამდე არსებული პისტოლეტების საკეტ-გარსაცმი ლულის ნაწილში იყო ღია.

თავდაპირველად დამზადებულ პისტოლეტებს მიენიჭა აღნიშვნა August Menz P&B Model III, რომელიც იყენებდა ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს ღია ჩახმახით.

August Menz P&B Model III სტრაიკერის ტიპის დამრტყმელი მექანიზმით. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი რომ მის საკეტზე მარკირება არის ადრეული და ჯერ არ დამატებია აღნიშვნის ბოლოში ასო А
მოგვიანებით პროტოტიპის სახით დამზადდა პისტოლეტის 
August Menz P&B Model III ვარიანტი ე.წ. სტრაიკერის ტიპის დამრტყმელით. შემდგომ ამ მოდელის მცირე სერიაში ჩაშვების დროს მიენიჭა აღნიშვნა August Menz P&B Model III. A

გარკვეული პერიოდის შედეგ კი გამოჩნდა მოდელი Menz P&B Model IV, რომელსაც ჰქონდა თვითშეყენებადი (ე.წ. ორმაგი მოქმედების) დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. აღნიშნული მოდელი არის ყველაზე იშვითი, რადგან სულ რამოდენიმე ცალი ეგზემპლარის სახით დამზადდა.

     Menz P&B Model IV

1936 წელს კომპანიამ კიდევ ერთი გადამუშავებული მოდელი წარმოადგინა, რომლის წარმოებაც მცირე სერიად განხორციელდა და მიენიჭა ოფიციალური აღნიშვნა "Menz PB Spezial", თუმცა 1937 წელს აუგუსტ მენცის საწარმო შეისყიდა თეოდორ ბერგმანის მფლობელებოაში არსებულმა კომპანიამ "Lignose" (Actiengesellschaft Lignose of Berlin) და უკვე მან გააგრძელა მისი წარმოება. ეს პისტოლეტი საკმაოდ საინტერესო მოდელია ამიტომ მის შესახებ ცალკე სტატიაში გიამბობთ.

No comments:

Post a Comment