1950-ანი
წლების დასაწყისში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა პრეტორიაში Piet Nagel-ის (იგი გახლდათ
ჰოლანდიელი ემიგრანტი) და Jan Willem Dekker-ის მიერ შემუშავდა 6,35მმ-ან ბრაუნინგის
მცირეკალიბრიან ვაზნაზე (.25ACP იგივე .25AUTO) გათვლილი ჯიბის პისტოლეტი. ამ ორმა
პიროვნებამ 1954 წელს დააფუძნეს მინი საწარმო სახელწოდებით “Pretoria Arms Factory”
(შემოკლებით P.A.F). სწორედ ამ საწარმოს ბაზაზე დაიწყო პისტოლეტის წარმოება, რომელიც
დღეს ცნობილია როგორც P.A.F. „JUNIOR“.
პისტოლეტი P.A.F. „JUNIOR“ კონსტრუქციულად წარმოადგენს ჯონ მოზეს ბრაუნინგის პოპულარული FN M1905/1906-ის ერთგვარ გამარტივებულ ვარიანტს. მასში გამოყენებულია საცემიან ტიპს ე.წ. striker fired დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, ლულა ბრაუნინგის ანალოგიურად საკუთარი ღერძის მიმართულებით გადატრიალებით იხსნება ჩარჩოდან, თუმცა ბრაუნინგისგან განსხვავებით P.A.F. „JUNIOR“-ში ლულის დაფიქსირება ჩარჩოზე ხდება 1 ცალი მსხვილი შვერილით, ისე როგორც ჩეხოსლოვაკიურ ჯიბის პისტოლეტებში CZ M1936 და М1945.
პირველი
1500 ცალი პისტოლეტის საკეტზე ზემოთა მხრიდან შესრულებული იყო მარტივი ფორმის წინა
და უკანა სამიზნე მოწყობილობა, ხოლო შემდგომ დამზადებულ პისტოლეტებში სამიზნე მოწყობილობები
გაქრა და მის როლს ასრულებდა საკეტის ზემოდან მთელს სიგრძეზე გაკეთებული ჩანაჭრელი
ღარი.
პისტოლეტი იყიდებოდა უბრალო მუყაოს კოლოფით, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი პრეზენტაბელური გაფორმება, წარწერა ან ლოგოტიპი. მხოლოდ ცალმ მხარეს მიწებებული იყო საინფორმაციო სტიკერი, პისტოლეტის მწარმოებლის ლოგოთი, კალიბრით და პისტოლეტის დასახელებით.
პისტოლეტის სახელური ლოყები დამზადებული იყო შავი ფერის პლასტმასისგან, რომელზეც დატანილი იყო კომპანიის ლოგო 2 ცალი გადაჯვარედინებული ვაზნის სახით. გარკვეული პარტიის პისტოლეტები იწარმოებოდა თეთრი ფერის პლასტმასის ლოყებითაც.
აღსანიშნავია რომ პისტოლეტის დეტალები უხარისხოდ იყო დამზადებული გარკვეული ადგილები რომელიც სროლის დროს ყველაზე მეტად იტვირთებოდა არ გადიოდა სათანადო წრთობას / თერმულ დამუშავებას, რაც იწვევდა დაზიანებას და დეფორმირებას. ხშირი იყო პისტოლეტის ჩარჩოს დაზიანება ლულის ბჯენის ჩამაგრების ადგილას, მჭიდის კორპუსი გაბზარვა და უხარისხო პლასტმასისგან დამზადებული სახელურის ლოყების სისტემატიური გატეხვა ხრახნების დამაგრების ადგილას. მწარმოებელმა შემდგომ პარტიებში მეტი ყურადღება მიაქცია დეტალების დამზადების ხარისხს, დამუშავებას და წრთობას, თუმცა პისტოლეტის რეპუტაცია იმდენად იყო შელახული, რომ ყველა ეჭვის თავლით უყურებდა მას. შესაბამისად 1957 წელს კომპანია გაკოტრდა და პისტოლეტის წარმოება შეწყდა. სულ 1954 წლიდან 1957 წლის ჩათვლით დამზადებული პისტოლეტების საერთო რაოდენობამ შეადგინდა დაახლოებით 10 000 -10 800 ცალი.
პისტოლეტი
BRF სულ დამზადდა რამოდენიმე ასეული ცალი, რომელთა დიდი ნაწილი ძირითადად მოხვდა ამერიკის
შეერთებული შტატების სამოქალაქო იარაღის ბაზარზე. პისტოლეტის საკეტზე დატანილი წარწერით
BRF და მის ქვემოთ USA შეიძლება
ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატების ბაზრისთვის ხედბოდა მათი დამზადება. საბოლოოდ
No comments:
Post a Comment