FÉG R78
1978
წელს ბუდაპეშტში მდებარე იარაღის და გაზის დანადგარების ქარხანამ Fegyver és
Gázkészűlékgyár (FÉG) (თავდაპირველად ეწოდებოდა Femaru Fegyver es Gepgyar - იარაღების
და დაზგა-მანქანების ქარხანა), უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო დაკვეთა,
რომლის თანახმად უნდა შემუშავებულიყო მცირეგაბარიტიანი ჯიბის პისტოლეტი. ახალი პისტოლეტი
განკუთვნილი უნდა ყოფილიყო იმ ოპერატიული თანამშრომლებისთვის, ვისაც სამსახურეობრივი
მოვალეობის შესრულების დროს ესაჭიროებოდა იარაღის ფარული ტარება. გარკვეულ წილად ამ
პისტოლეტის შექმნის საჭიროება თავისი ხასიათით ჰგავს საბჭოთა კავშირში შექმნილ მცირეგაბარიტიან
პისტოლეტს, რომელიც დღეს ПСМ-ის სახელითაა ცნობილი. სტატია ამ პისტოლეტზე შეგიძლიათ
იხილოთ მოცემულ ბმულზე ПСМ მფლობელის თვალით.
უნგრეთის
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთას მალევე უპასუხეს ქარხნის მესვეურებმა და იმავე
წელს წარმოადგინეს 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე 7,65x17mm Browning (.32ACP) გათვლილი
პისტოლეტი, რომელიც შეიარაღებაში იქნა მიებული აღნიშვნით FÉG R78.
მიუხედავად
იმისა რომ პისტოლეტში გამოყენებული იყო Walther PP-ს და Walther PPK-ს იდენტური მართვის
ორგანოები და რიგი ტექნიკური გადაწყვეტილებები, FÉG R78 მთლიანობაში წარმოადგენდა ორიგინალურ
პისტოლეტს.
FÉG
R78-ის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით, სადაც ლულის ჩაკეტვა ხდება
ლულაზე ჩამოცმული დამაბრუნებელი ზამბარის და საკეტის მასის მეშვეობით. დამრტყმელ-სასხლეტი
მექანიზმი იყენებდა ნახევრად ღია ჩახმახს და იყო ორმაგი მოქმედების (DA). სროლა შესაძლებელი
იყო როგორც ორმაგი მოქმედებით, ასევე ჩახმახის წინასწარ ხელით შეყენებით. დროშისებური
მცველის ბერკეტი საკეტის უკანა ნაწილში მარცხენა მხარეს იყო განთავსებული და ამავდროულად
ასრულებდა ჩახმახის უსაფრთხოდ დაშვების ფუნქციას.
პისტოლეტის
ჩარჩო დამზადებული იყო ალუმინის და ტიტანის შენადნობისგან, ხოლო საკეტი და დანარჩენი
დეტალები საიარაღო ფოლადისგნ. ლულის არხი იყო
ქრომირებული 6 ცალი მარჯვნივ მიმართული ჭრილით.
პისტოლეტის
ჩარჩოზე მარცხენა მხარეს, სასხლეტის დამცავი კავის წინ განთავსებული იყო ბერკეტი, რომლის
მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ჩარჩოდან საკეტის მოხსნა ლულასთან ერთად და ამდაგვარად
პისტოლეტის არასრული დაშლა.
ვაზნებით
კვება ხდებოდა ერთრიგიანი მჭიდით, რომელიც იტევდა 6 ცალ ვაზნას. მჭიდის ღილაკ ფიქსატორი
განთავსებული იყო პისტოლეტის მარცხენა მხარეს სასხლეტი კავის ფუძესთან. სახელურის ლოყები დამზადებული იყო დამრტყმაგამძლე
პლასტმასისგან.
საკეტის
მარცხენა მხარეს დატანილი იყო წარწერა „R78 cal 7.65 mm Browning“. რიგ პარტიებზე შესაძლოა შეგვხვდეს მარკირება
შემდეგი სახით „Cal 7.65 mm Browning MADE IN HUNGARY FEG BUDAPEST“.
FEG
R78 იწარმოებოდა 1978 წლიდან 1990 წლამდე. დამზადებული პისტოლეტების ნაწილი მოხვდა
კომერციულ ბაზარზე, ხოლო დიდი ნაწილი უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპრეტიული
თანამშრომლების შეიარაღებაში. ასევე მას იყენებდნენ უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში
შემავალი მე-III-ე მთავარი სამმართველოს [უნგრულად Belügyminisztérium III.
Főcsoportfőnökség] თანამშრომლები. აღნიშნული სამმართველო მოიცავდა სამ ძირითად მიმართულებას:
III/I. დაზვერვის სამმართველო: ანხორციელებდა გარე დაზვერვას, სამეცნიერო-ტექნიკური
ინფორმაციის შეგროვებას და ემიგრანტებზე თვალთვალს. III/II. კონტრდაზვერვის სამმართველო:
პასუხისმგებელი იყო დასავლური აგენტების შემოღწევის აღკვეთაზე და ტერორიზმთან ბრძოლაზე.
III/III. შიდა უშიშროების სამმართველო (კონსტიტუციური წესრიგის დაცვა): წარმოადგენდა
ყველაზე ცნობილ მიმართულებას. იგი ანხორციელებდა ბრძოლოას „შიდა მტრებთან“. იგი უთვალთვალებდა
მუსიკოსებს, მწერლებს, რელიგიურ ჯგუფებს და აკონტროლებდა უნგრეთის მოქალაქეების კონტაკს
უცხოელებთან.
7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.32ACP) გათვლილი პისტოლეტი FEG R78 და 6,35mm-ან ვაზნაზე გათვლილი გერმანული Walther TPH
პისტოლეტი FEG R78 მისი გაბარიტებით და ფომ-ფაქტორით ახლოს იდგა 6,35მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილ ჯიბის პისტოლეტებთან. მისი სიგანე შეადგენდა 23,5მმ-ს. შედარებისთვის Walther PPK-ს სიგანე შეადგენს 25მმ-ს, ხოლო 6,35მმ-ან ბრაუნინგის (.32 ACP) და .22LR ტიპის ვაზნაზე გათვლილი ჯიბის პისტოლეტის Walther TPH სიგანე გახლავთ 23მმ.
ასე გამოიყურება პისტოლეტის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები
(ტტმ)
|
კალიბრი: |
7.65x17mm Browning (.32 ACP) |
|
სიგრძე: |
140 მმ |
|
ლულის სიგრძე: |
72 მმ |
|
სიმაღლე: |
95 მმ |
|
სიგანე (სისქე): |
23,5 მმ |
|
წონა ვაზნების გარეშე: |
450 გრამი |
|
ჭრილების რაოდენობა ლულაში: |
6 ცალი მარჯვნივ მიმართული ჭრილი |
|
მჭიდის ტევადობა: |
6 ცალი ვაზნა |








No comments:
Post a Comment