Type 77

1952 წელს ჩინეთმა ოფიციალურ შეიარაღებაში მიიღო საკუთარი წარმოების ჯიბის პისტოლეტი „Type 52. (სტატია აღნიშნულ პისტოლეტზე  შგიძლიათ იხილოთ ბმულზე პისტოლეტი Type 52  ეს იყო გერმანული „Walther PPK“-ს ჩინური კლონი. მორიგ ჯიბის პისტოლეტზე მუშაობა დაწყებულ იქნა 1960-ანი წლების პირველ ნახევარში. აღნიშნული სამუშაობის ფარგლებში შემუშავდა ახალი ჯიბის პისტოლეტი Type 64 (სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე Type 64)  რომელიც 1964 წელს მიიღეს ოფიციალურ შეიარაღებაში და მას უნდა შეეცვალა შეიაარღებაში არსებული Type 52. თუმცა საბოლოოდ Type 64 -ის წარმოების დაწყება ვერ განხორციელდა 1980 წლამდე, რადგანაც ხელი შეუშალა ჩინეთში მიმდინარე კულტურულმა რევოლუციამ.  მიუხედავად იმისა, რომ 1964 წელს უკვე შეიქმნა Type 64, რომელსაც უნდა შეევსო ჯიბის პისტოლეტის ნიშნა, მისი შექმნიდან ერთი დეკადის შემდეგ, კერძოდ 1976 წელს ჩინეთში კვლავ იქნა ინიცირებულ კიდევ ერთი საკონსტრუქტორო სამუშაოები,  რომელიც ასევე ჯიბის თვითდამტენი პისტოლეტის შემუშავებას ისახავდა მიზნად.

პისტოლეტი Type 77

1977 წელს უკვე მზად იყო პისტოლეტის პროტოტიპული მოდელი, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება „Type 77“. ისევე როგორც „Type 64“-ის შემთხვევაში, ვერც მისი წარმოების დაწყება მოხდა დროულად. საბოლოდ Type 77 სერიულ წარმოებაში 1981 წელს ჩაეშვა.
 
პისტოლეტი Type 77 იყენებს თავისუფალი საკეტის სქემას და ერთმაგი მოქმედების სასხლეტ მექანზმს. მცველი განლაგებულია პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან. პისტოლეტის ვაზნებით კვება ხდება ერთრიგიანი მჭიდით. მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი განთავსებულია პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს სასხლეტი კავის უკანა ნაწილში.

მთავარ და საინტერესო გადაწყვეტილებას წარმოადგენს პისტოლეტში გამოყენებული ვიტოლდ ხილევსკის (Witold Chylewski) სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია პისტოლეტის დამუხტვა ერთი ხელი. ამისათვის საჭიროა, რომ მსროლელი თითით დააწვეს სასხლეტის დამცავი კავის წინა მოძრავ ნაწილს. აღნიშნული ნაწილი სპეციალური გადამცემი თამასის მეშვებოთ დაკავშირებული პისტოლეტის საკეტ-გარსაცმთან. შესაბამისად მასზე საჩვენებელი თითის დაწოლის დროს ხდება საკეტის უკუსვლა. სროლის დროს სასხლეტის დამცავი კავი ინარჩუნებს უძრავ მდგომარეობას, რადგანაც სასხლეტზე დაწოლის დროს ხდება მისი ბლოკირება.
პისტოლეტი „Type 77“ ოფიციალურ შეიარაღებაში მიიღო ჩინეთის არმიამ და სხვადასხვა ძალოვანმა სტრუქტურებმა. მოგვიანებით მათი ამოცვლა მოხდა უფრო თანამედროვე მოდელბით, თუმცა პისტოლეტების გარკვეული ნაწილი დღესაც იმყოფება ჩინეთის პოლიციის და გარკვეული სამართალდამცავი ორგანოების შეიარაღებაში.
კომერციული პისტოლეტი “Type 77-1”
„Type 77“-ის ბაზაზე კომპანია „NORINCO“-მ შეიმუშავა საექსპორტო კომერციული  ვარიანტი სახელწოდებით “Type 77-1”, რომელიც სტანდარტული მოდელისგან განსხვავდებოდა ოდნავ დაგრძელებული ტარით. დაგრძელებული ტარის შედეგად პისტოლეტში ეტევა 1 ცალი ვაზნით მეტი. ვინაიდან პისტოლეტი გათვლილია საექსპორტოთ მასზე წარწერები შესრულებულია ინგლისურ ენაზე.
 
არასრულად დაშლილი Type 77-1

No comments:

Post a Comment