Type 70

კომპაქტური თვითდამტენი პისტოლეტი „Type 70“ შემუშავებულ იქნა კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში. იგი განკუთვნილი იყო კორეის სახალხო არმიის უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობისთვის და უსაფრთხოების სამსახურის იმ პირებისთვის, რომელთაც ესაჭიროებოდათ იარაღის ფარული ტარება.
 
კორეული პისტოლეტი "Type 70"
 
რიგ წყაროებში გვხდება ინფორმაცია, რომ პისტოლეტი გათვლილია ბრაუნინგის 7,65მმ-ან ვაზნაზე (7,65x17mm .32ACP). რეალურად პისტოლეტი აგებულია ბრაუნინგის ვაზნის ჩინურ ანალოგზე აღნიშნვნით 7,62x17 Type-64. ამას მოწმობს ასევე პისტოლეტის საკეტზე დატანილი წარწერა „7.62“. აღნიშნული ვაზნა ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნისგან განსხვავდება მასრის ნაწიბურის გეომეტრიით. ასევე ჩინურ ვაზნას არ აქვს ნახევრად რანტისებური (ე.წ. ნახევარქიმურა) ნაწიბური, როგორც ბრაუნინგის ვაზნას.
მარცხნივ ბრაუნინგის 7,65მმ-ანი ვაზნა (.32ACP), ხოლო მარჯვნივ ჩინური ვაზნა "7,62x17 Type 64"
 
ღილაკისებური მცველი განთავსებულია პისტოლეტის ჩარჩოზე სასხლეტი კავის ზემოთ. მცველის გააქტიურება ხდება ღილაკზე მარცხენა მხრიდან თითის დაწოლით, ხოლო მცველიდან მოხსნა ღილაკზე მარჯვენა მხრიდან დაწოლით. მცველის გააქტიურება შესაძლებელია შეყენებული ჩახმახის შემთხვევაში.
 ასევე  მცველის ღილაკის მეშვეობით შესაძლებელია პისტოლეტის არასრული დაშლის განხორციელება. ამისათვის საჭიროა საკეტს და ლულას წინა მხრიდან მივაწვეთ ერთდროულად ისე, რომ მოხდეს მათი უკან დახევა დაახლოებით 2-3 მმ-ით  (აქვე ავღნიშნავ, რომ ლულა არ არის პისტოლეტის ჩარჩოზე ხისტად დამაგრებული და აქვს მცირე უკუსვლა). საკეტის და ლულის ერთდროულად უკან დახევით და ამავდროულად მცველის ღილაკზე მარჯვენა მხრიდან თითის დაწოლით შესაძლებელია მცველის ღილაკის გამოგდება. აღნიშნული ოპერაციის შესრულების შემდეგ საკეტი ლულასთან და ლულაზე ჩამოცმულ დამაბრუნებელ ზამბარასთან ერთად შეგვიძლია წინ გადაადგილებით მოვხსნათ პისტოლეტის ჩარჩოსგან.
ლულის ქვემოთ დამაგრებული უკუცემის ბუფერი
 
საინტერესოა ის ფაქტი, რომ პისტოლეტის ლულას სახაზინო ნაწილში (სავაზნის ქვემოთ) ჩამაგრებული აქვს ზამბარიანი ღერძი, რომელიც გასროლის დროს ასრულებს ერთგვარი უკუცემის ბუფერის დანიშნულებას.
საცემ ნემსას გააჩნია უკან დამხევი ზამბარა, რაც გამორიცხავს სავაზნეში ვაზნის მიწოდებისას კაფსულის ინერციულ დაზიანებას საცემით. მჭიდის ღილაკ ფიქსატორი ისევე როგორც მაკაროვის სისტემის პისტოლეტში განთავსებულია ტარის ქვემოდან. მჭიდს კედლებზე გააჩნია ნასვრეტები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ვიზუალურად დავინახოთ რამდენი ვაზნაა მასში მოთავსებული.

საერთო ჯამში პისტოლეტი გამოირჩევა მარტივი კონსტრუქციით და დამზადებულია მთლიანად ფოლადისაგან. სასხლეტი მექანიზმი არის ერთმაგი მოქმედების და იყენებს ღია ჩახმახს.

No comments:

Post a Comment