მეორე
მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უნგრეთის სახალხო არმიამ შეიარაღებაში მიიღო საბჭოთა
ტოკარევის სიტემის პისტოლეტის ლიცენზირებული კოპიო, რომელის წარმოებაც 1948 წელს დაწყებულ
იქნა უნგრეთში და ცნობილი გახდა აღნიშვნით „Tokarev 48M”. პარალელურად მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ
უნგრეთის პოლიციისთვის და სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების იმ თანამშრომლებისთვის,
რომელთაც სამსახურეობრივად ეკუთვნოდათ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება, დაწყებულ იქნა
სამუშაოები ახალი საშტატო პისტოლეტის შემუშავებაზე, რომელიც გაბარიტებით იქნებოდა უფრო
კომპაკტური ვიდრე ტოკარევის სისტემის საარმიო პისტოლეტი.
1946
წელს დაკვეთა საპოლიციო პისტოლეტზე მიიღო ბუდაპეშტში მდებარე ქარხანამ სახელწოდებით
„Femaru“ (იმ დროს ქარხნის სრული სახელწოდება
გახლდათ „Fémáru és Szerszámgépgyár N.V.
Budapest“). დამკვეთს წარმოადგენდა უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ქარხნის მესვეურები
სასწრაფოდ ჩაერთვნენ დაკვეთის შესრულებაში და პროექტის ხელმძღვანელად მოიწვიეს ინჟინერ-კონსტრუქტორი
ლაიოშ ელოდი (Lajos Elődy), რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე მუშაობდა ქარხანაში.
„Rendõrségi Pisztoly 48.Minta“ იგივე „Femaru 48M“ იგივე 48.R
1948
წელს ქარხნის საკონსტრუქტორო ბიურომ წარმოადგინა 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე
(.32ACP) გათვლილი პისტოლეტი, რომელიც გერმანული Walther PP-ს გავლენით იყო შმუშავებული.
ახალ პისტოლეტს მიენიჭა აღნიშვნა „Rendõrségi Pisztoly 48.Minta“ რაც ითარგმნება როგორც
„საპოლიციო პისტოლეტი 1948 წლის მოდელი“. პისტოლეტს ასევე აღნიშნავდნენ როგორც 48.R.
აღნიშვნაში R მიუთითებდა Rendõr-ს (უნგრულად ნიშნავს პოლიციას). თანამედროვე დასავლურ
ლიტერატურაში კი პისტოლეტს აღნიშნავენ როგორც „Femaru Police 48M“.
პისტოლეტი
Femaru 48.M კონსტრუქციულად წარმოადგენდა გერმანული Walther PP-ს კოპიოს, თუმცა დიზაინის
მხრივ იყო გარკვეული სხვაობები. ვიზუალურად განსხვავდებოდა ჩარჩოს, სახელურსი და საკეტის
ფორმა. მჭიდის ბოლოში დამაგრებული იყო პლასტმასის დამაგრძელებელი ტერფი, ხოლო ლულის
სავაზნეში არსებული ვაზნის ინდიკატორი განთავსებული იყო საკეტის მარცხენა მხარეს ზემოთა
მხრიდან.
პისტოლეტის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით, სადაც ლულის ჩაკეტვა ხდება ლულაზე ჩამოცმული დამაბრუნებელი ზამბარის და საკეტის მასის მეშვეობით. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყენებდა ნახევრად ღია ჩახმახს და იყო ორმაგი მოქმედების. დროშისებური მცველის ბერკეტი ვალტერის ანალოგიურად საკეტის უკანა ნაწილში მარცხენა მხარეს იყო განთავსებული. მცველის შიდა მექანიზმი და დამრტყმელის კონსტრუქცია განსხვავდებოდა გერმანული Walther PP-სგან. იგი შემუშავებული იყო Femaru-ს ქარხნის კონსტრუქტორ József Kameniczky-ს მიერ. მჭიდის ღილაკ-ფიქსატორიც ვალტერ პპ-ს იდენტურად სასხლეტი კავის უკან ჩარჩოზე მარხენა მხარეს განთავსდა.
საკეტის მარცხენა მხარეს დატანილი იყო წარწერა „FÉMÁRU ÉS SZERSZÁMGÉPGYÁR N.V. BUDAPEST 48.M. KAL. 7.65mm.“. პოლიციისთვის განკუთვნილი პისტოლეტების სერიული ნომრების წინ მიმითითებული იყო ასო R, ხოლო სახელურის ლოყებზე გამოსახული იყო პოლიციის ემბლემა.
პირველი
პარტიის პისტოლეტებმა პოლიციის რიგებში ადგილი დაიკავა 1948 წელს. კონტრაკტის თანამხად
ქარხანას სულ უნდა დაემზადებინა 22 000 ცალი პისტოლეტი 48.M. აქედან 11 500 ერთეული
გადაეცა უნგრეთის ნაციონალურ პოლიციას, 10 000 ცალი პისტოლეტი მოხვდა საბაჟოს, ფინანსური
პოლიციის და ინკასატორების რიგებში, ხოლო 450 პისტოლეტი დამზადდა მაღალჩინოსანი თანამდებობის
პირებისთვის, რომელთა დაფარვაც გარედან იყო ქრომირებული.
1956
წელს უნგრეთში დაწყებული რევოლუციის დროს პისტოლეტების 48.М გარკვეული ნაწილი თავდაცვის
მიზნით გადაეცათ პარტიულ ჩინოვნიკებს. ამ პისტოლეტების საკეტზე დატანილი იყო მარკირება
წარწერის სახით „POLGÁRI“, რაც უნგრულად ნიშნავს სამოქალაქოს.
|
კალიბრი/ ვაზნა |
7.65х17mm (.32 ACP) |
|
სიგრძე |
175 მმ |
|
ლულის სიგრძე |
100 მმ |
|
წონა ვაზნების
გარეშე |
725 გრამი |
|
მჭიდის ტევადობა |
7-8 ცალი ვაზნა |
მას
შემდეგ რაც დაკმაყოფილდა პოლიციის შეკვეთა, ქარხანამ დაიწყო პისტოლეტის შეთავაზება
სხვადასხვა უწყებებისთვის და საექსპორტოდ. 1950 წლებში უნგრეთის და ეგვიპტის მთავრობას
შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო ურთიერთობები, რის შედეგედაც ეგვიპტის მთავრობამ 1957 წელს
შეუკვეთა უნგრეთს პისტოლეტი 48.М, რომელიც ნაცვლად 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნისა
(.32ACP), გათვლილი უნდა ყოფილიყო ბრაუნინგის 9მმ-ან მოკლე ვაზნაზე 9mm Browning
Short (.380ACP).
საწარმომ
Fémáru Fegyver és Gépgyár (FÉG) ეგვიპტის კონტრაქტის ფარგლებში დაიწყო პისტოლეტის
წარმოება 1958 წელს და გასტანა 1960 წლის შუა პერიოდამდე, რადგან ეგვიპტის მთავრობამ
უცებ გააუქმა კონტრაქტით გათვალისწინებული შეკვეთა. შეკვეთის გაუქმების მიზეზად სხვადასხვა
წყაროებში სახელდება ორი განსხვავებული მიზეზი. რიგი წყაროები ამბობს, რომ შეკვეთის
გაუქმებამ გამოწვეული იყო პოლიტიკური მიზეზებით, ხოლო რიგი წყაროები ასახელებს ეგვიპტის
მხრიდან თანხის გადახდის ნაკისრი მოველაობის შეუსრულებლობას. რიგი ეყაროების თანახმად
ეგვიპეტეს ჯამში მიაწოდეს 10 000 ცალი პისტოლეტი, ხოლო გარკვეული წყაროები ასახელებს
7000 ცალს.
ეგვიპტური კონტრაკტის პისტოლეტი „WALAM 48“
ეგვიპტისთვის
განკუთვნილი პისტოლეტები განსხვავდებოდა პირველ რიგში კალიბრით და მინიჭებული ჰქონდა
აღნიშვნა „WALAM 48“ (ასევე გარკვეული პერიოდი პისტოეტს აღნიშნავდნენ როგორც WaltherLampagyar).
ეგვიპტური კონტრაკტის პისტოლეტების სერიული ნომრების წინ მიმითითებული იყო ასო E. თავდაპირველად წარმოებული პისტოლეტების საკეტზე დატანილი იყო ეგვიპტური ლოგო, რომელი გარკვეული პერიოდის შემდგომ დამზადებულ პისტოლეტებზე აღარ გვხვდება. სავარაუდოდ ეს უკავშირდება ეგვიპტის მიერ კონტრაკტის გაუქმების. მწარმოებელმა უკვე დამზადებულ და მარაგებში არსებულ საკეტებზე აღარ დაიტანა ეგვიპტური ლოგო.








No comments:
Post a Comment