უნგრული Tokarev 48M

 უნგრული წარმოების საბჭოთა ტოკარევის პისტოლეტის ასლი "Tokarev 48M"

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უნგრეთის არმია და ძალოვანი უწყებები შეიარღებული იყვნენ სხვადსახვა მორალურად თუ ტექნიკურად მოძველებული პისტოლეტებით. შესაბამისად დღის წესრიგში დადგა უნგრეთის არმიისთვის ახალი საარმიო პისტოლეტის შემუშავება და წარმოების დაწყება. სწორედ ამ დროს საბჭოთა კავშირმა „დახმარების ხელი გაუწოდა“ უნგრეთს და გადასცა ტოკარევის სისტემის პისტოლეტის (ТТ-33) წარმოებისთვის ლიცენზია. გარდა ლიცენზიასე საბჭოთა კავშირიდან გაგზავნილ იქნა უნგრეთში საწარმოო პროცესისთვის საჭირო სრული ტექნიკური დოკუმენტაცია.

გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, 1947 წელს ბუდაპეშტში მდებარე ქარხნის „Lámpagyár” (ცნობილი ასევე როგორც FÉG) ტერიტორიაზე გამართულ იქნა პისტოლეტის საწარმოო ხაზი და სერიულ წარმოებაში ჩაეშვა ტოკარევის სიტემის პისტოლეტი, რომელიც 1948 წელს ოფიციალურ შეიარაღებაში მიიღო უნგრეთის სახალხო არმიამ აღნიშვნით “Tokarev 48M“.

“Tokarev 48M“ წარმოადგენდა საბჭოთა ტოკარევის სიტემის პისტოლეტის ზუსტ ასლს. გათვლილი იყო იგივე 7,62x25мм ТТ-ს ვაზნაზე და საკეტზე ჰქონდა ომის შემდგომი ტოკარევის პისტოლეტისთვის დამახასიათებელი წვრილი ნაჭდევები. მთავარ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენდა სახელურის ლოყები, რომელზეც ნაცვლად ვასრკვალვისა და წარწერის СССР დატანილი იყო უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის გერბი.

პისტოლეტის “Tokarev 48M“ წარმოება 1947 წლიდან გაგრძელდა 1958 წლამდე. სულ ამ პერიოდში დამზადებული პისტოლეტების საერთო რაოდენობამ შეადგინა 100 000 ერთეული.

კალიბრი

7.62х25mm Tokarev (ТТ)

სიგრძე

195 მმ

ლულის სიგრძე

115 მმ

წონა ვაზნების გარეშე

850 გრამი

მჭიდის ტევადობა

8 ცალი ვაზნა

ტყვიის საწყისი სიჩქარე

420 მ/წამი

No comments:

Post a Comment