Colt Cloverleaf House Model
უნიტარული ვაზნების
გამოჩენასთან ერთად სხვადასხვა მწარმოებლები და კონსტრუქტორები აქტიურად
ჩაერთვნენ მცირეგაბარიტიანი თავდაცვითი
იარაღის შემუშავებაში. იმ ეპოქაში მცირეგაბარიტიან თავდაცვით ცეცხლსასროლ იარაღს
ძირითადად წარმოადგენდნენ ერთლულიანი ან რამოდენიმე ლულიანი ე.წ. დერინჯერის (Derringer)
ტიპის პისტოლეტები და მცირე ზომის მოკლეცხვირიანი რევოლვერები.
ამ მხრივ არც კოლტის ფაბრიკა იყო
გამონაკლისი და თავდაცვის მიზნით შეიმუშავა მცირე ზომის „მოკლეცხვირიანი“ რევოლვერი
უცნაური სახელწოდებით Colt House Pistols, რომელსაც მოგვიენბით ეწოდა „Colt
Cloverleaf House Model“. იგი მისი გაბარიტებიდან გამომდინარე წარმოადგენდა
იმ მომენტისათვის პოპულარული დერინჯერების ტიპის პისტოლეტების ერთგვარ
ალტერნატივას და შეიძლება ითქვას მთავარ კონკურენტს.
Colt Cloverleaf House Model
იწარმოებოდა 1871 წლიდან 1876 წლის ჩათვლით და სულ ამ პერიოდში დამზადებული რევოლვერების
საერთო რაოდენობამ შეადგინა დაახლოვებით 10 000 ცალამდე ეგზემპლარი (რიგი წყაროების თანხამდ სულ
დამზადდა 9,952 ცალი).
Colt Cloverleaf House Model გათვლილი
იყო წრიული აალების .41 კალიბრის მოკლე ვაზნაზე (.41 Short Rimfire) და იყენებდა მთლიანად შეკრულ
ჩარჩოს. ეს იყო კოლტის ისტორიაში პირველი რევოლვერი რომელშიც გამოიყენებოდა უნიტარული
ვაზნის და მთლიანად შეკრული ჩარჩოს კომბინაცია. მანამდე არსებულ კოლტის რევოლვერებში
ჩარჩოს ზედა ნაწილი იყო ღია ტიპის (ანუ ზედა გადაბმულობის გარეშე). ასეთი
კონსტრუქციის წყალობით რევოლვერი გამოვიდა უფრო მყარი და საიმედო.
როგორც წესი რევოლვერის „Colt
Cloverleaf House Model“ ჩარჩო მზადდებოდა თითბერისგან (რიგი წყაროები ამბობს რომ
ეს არის ბრინჯაოს მსგავსი მასლა) ან ფოლადისგან, რომელიც იყო მონიკელებული. რევოლვერის
ჩარჩოს მარცხენა მხრიდან ჰქონდა ხრახნებით დამაგრებული მოსახსნელი თავსაფარი.
ხრახნების მოშვების შემდეგ ზემოაღნიშნული თავსაფარი განცალკევდებოდა ჩარჩოსგან,
რის შემდეგაც შესაძლებელი იყო წვდომა რევოლვერის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის
შიდა დეტალებზე.
რევოლვერის სახელური იყო
მოღნული თუთიყუშის ნისკარტისებურად (ასევე უწოდებენ ჩიტის თავს). სახელურის ლოყები
მზადდებოდა ნიგვზის ან პალისანდრის ხისგან და იფარებოდა მბზინავი ლაქით. სახელურის
ლოყები დამაგრებული იყო ჩარჩოზე ხრახნის მეშვეობით.
რევოლვერის
დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მუშაობდა ერთმაგი მოქმედებით (SA), რომელიც იყენებდა
გარეგან ჩახმახს და ე.წ. „საწოვარას“ (სოსკა) ტიპის სასხლეტს. სასხლეტის წინა ნაწილზე შესრულებული იყო მცირე ზომის ხორკლები, რომელიც სასხლეტზე თითის უკეთესად მოჭიდებისთვის იყო გაკეთებული.
წინა სამიზნე მოწყობილობა
წარმოადგენდა ლულის ცხვირის ზემოდან არსებულ შვერილს. ხოლო უკანა სამიზნის როლს
ასრულებდა რევოლვერის ჩარჩოს ზემოთა მხრიდან სიგრძეზე შესრულებული ღარი.
რევოლვერის დოლურა
დამაგრებულია ჩარჩოზე მოხსნადი ღერძით. ამავე ღერძში ჩამონტაჟებულია დოლურადან
მასრების სათითაოდ ექსტრაქციისთვის განკუთვნილი ზუმბა.
სახელწოდება „Colt Cloverleaf
House Model“ ტყუილად არ იქნა შერჩეული. რევოლვერის დოლურაში ჩადის 4 ცალი ვაზნა,
ამიტომ დოლურას აქვს სახასიათო ფორმა რომელიც წააგავს კლოვერის ფოთოლს (Cloverleaf
- ქართულად უწოდებენ სამყურას, თუმცა შესაძლებელია ჰქონდეს 4 ყურიც). ასეთი
კონფიგურაციის დოლურა ერთგვარ უნიკალურობას სძენს რევოლვვერს. მე არ მახსენდება
სხვა რევოლვერი დოლურის ასეთი გადაწყვეტილებით.
დოლურის კამერებს უკანა
ნაწილში შესრულებული აქვს ამონაჭრელები რომელშიც ბოლომდე ჯდება მასრის ფუძის
ქიმურია (ე.წ. რანტი).
როგორც წესი რევოლვერზე სერიული
ნომერი დატანილი იყო ლულის ქვედა სახაზინო ნაწილთან და სახელურის ფუძეზე.
რევოლვერის
ნაირსახეობები და ვარიანტები
როდესაც ვსაუბრობთ რევოლვერის
Colt Cloverleaf House Model ნაირსახეობებსა და ვარიანტებზე, შესაძლოა გამოვყოთ
ოთხი ძირითადი გარეგანი ნიშნები, რომელთა მიხედვითაც მოვახდენთ მათ
კლასიფიცირებას. ეს ნიშნები გახლავთ: 1. ლულის სიგრძე და მისი ფორმა (დაკუთხული ან მრგვალი კედლებით); 2. ჩარჩოს
დამზადებისას გამოყენებული მასლა (თითბერი ან მონიკელებული ფოლადი); 3. ჩახმახის ფორმა (ზემოთ აწეული რომელიც დაშვებულ მდგომარეობაში ფარავდა სამიზნე ხაზს ან უფრო მეტად უკან გადაღუნული, რომელიც დაშვებულ მდგომარეობაში არ ფარავდა სამიზნე ხაზს); 4. დოლურის ფრომა და მისი
ტევადობა (4 ცალ ვაზნაზე გატვლილი დოლურა ან გლუვკედლებიანი დოლურა 5 ცალ ვაზნაზე).
პირველი სახეობა (ადრეული
პარტიის "მოკლეცხვირა" რევოლბერები) - მათი ლულის სიგრძე შეადგენდა 38მმ-ს და გარედან გვერდები
ჰქონდა დაკუთხული (8 კუთხა). ჩარჩო დამზადებული იყო ბრინჯაოსგან (ბრონზა), ხოლო
დანარჩენი დეტალები მზადდებოდა ფოლადისგან და ხდებოდა მათი ოქსიდირება (ე.წ.
ვარანენიე). ჩახმახის კუდი იყო მაღალი ტიპის და დაშვებულ მდგომარეობაში ახდენდა
სამიზნე ხაზის დაფარვას. წინა სამიზნე მოწყობილობა იყო ნახევრადმრგვალი ფორმის.
ლულის მარცხენა მხარეს დატანილი იყო მარკირება წარწერის სახით „COLT“.
მეორე სახეობა - პირველი
სახეობის მსგავსად იყენებდა 38მმ სიგრძის ლულას და ბრინჯაოს ჩარჩოს. ჩარჩოზე
მარცხენა მხარეს დატანილი იყო კალიბრის აღმნიშვნელი მარკირება წარწერის სახით „41
CAL“. მეორე სახეობაში ოდნავ მოგვიანებით
გამოჩნდა გარდამავალი მოდელი, რომელსაც შეცვლილი ჰქონდა ჩახმახის მოყვანილობა.
ჩახმახის კუდი გახდა უფრო მეტად მოღუნული, რაც აადვილებდა იარაღის ამოღებას
ტანისსამოსის ჯიბიდან.
ასევე გაჩნდა ვარიანტები
მრგვალი ფორმის ლულით (ნაცვლად 8 კუთხედისა). ასეთი რევოლვერები იწარმოებდა მონიკელებული ჩარჩოთიც. როგორც ჩანს ფოტოდან რევოლვერის ჩახმახი არის უფრო მეტად გადახრილი უკან და ადრეული ვარიანტისგან განსხვავებით დაშვებულ მდგომარეობაში აღარ ფარავს სამიზნე ხაზს.
ვარიანტი გრძელი ლულით - იყენებდა
76მმ სიგრძის მრგვალკედლიან ლულას. ლულის ქვემოთ დამაგრებული იყო
ზუმბა-ექსტრაქტორის მიმმართველი. ჩარჩო დამზადებული იყო თითბერისგან (რიგი წყაროების თანახმად ბრინჯაოსგან), ხოლო დანარჩენი დეტალები ფოლადისგან. რევოლვერის საერთო სიგრძე
შეადგენდა 265მმ-ს, ხოლო წონა 450 გრამს.
რევოლვერის Colt Cloverleaf
House Model ჩარჩოს მარჯვენა მხარეს შესრულებულია ამონაჭრელი დოლურის კამერებში
ვაზნების ჩასალაგებლად. აღნიშნულ ამონაჭრელს ფარავს სპეციალური ბერკეტი კარების
სახით. მსროლელს შეუძლია ამ კარების გახსნის შემდეგ სათითაოდ ჩაალაგოს დოლურაში,
ან მოხსნას დოლურა რევოლვერიდან და ისე მოახდინოს მასში ვაზნების ჩალაგება.
გარდა სტანდარტული
შესრულებისა რევოლვერები მზადდებოდა ასევე სპეცშესრულებებით გრავირებული ჩარჩოთი,
ლულით და დოლურით. ასევე შესაძლოა ყოფილიყო მოოქროვილი ან ვერცხლით მოვარაყებული
დეტალებით. ამას გარდა სპეციალური შეკვეთით მზადდებოდა პერლამუტრის და სპილოს
ძვლისგან გაკეთებული სახელურის ლოყებით.
ბოლო ვარიანტი - დაახლოებით
7500 ცალი Colt Cloverleaf House Model დამზადდა 4 ვაზნიანი სახასიათო ფორმის
დოლურით, ხოლო შემდგომ რევოლვერის დოლურა გახდა ტრადიციული ცილინდრული ფორმის მრგვალი კედლებით რომელშიც 5 ცალი ვაზნა თავსდებოდა (სხვადასხვა წყაროების თანახმად ასეთი
რევოლვერების სერიული ნომრები იწყებოდა 6100-დან), მათი ლულის სიგრძე იყო 67მმ და
ჰქონდა მრგვალი კედლები (ანუ არ იყო გარედან დაკუთხული პროფილის). ჩარჩო
მზადდებოდა ისევ ბრინჯაოსგან ან მონიკელბული სახით.
წინა სამიზნე მოწყობილობამ
შეიცვალა ფორმა და გახდა მომცრო ზომის შვერილის სახის. ასევე გადამუშავდა დოლურის
ღერძის კონსტრუქცია, რომელსაც აღარ ჰქონდა ზუმბა-ექსტრაქტორი, შესაბამისად
დოლურიდან მასრების გამოსაყრელად საჭირო იყო ან რაიმე დამხარე ინსტრუმენტის გამოყენება
ან დოლურის მოხსნა და მასრების „გადმობერტყვა“.
სახელწოდება „Jim Fisk”
Colt Cloverleaf House Model-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ასევე უწოდებდნენ მეტსახელს “Jim Fisk”. აღნიშნული სახელწოდება უკავშირდება Jim Fisk-ის მკვლელობას. Jim Fisk გახლდათ საქმოსანი და თაღლითი მას მეტსახელად “Robber baron” (მძარცველი-ბარონი) შეარქვეს. Jim Fisk სხვადასხვა მოლაპარაკებებს ანხორციელებდა რკინიგზის და ოქროს ბაზრის კუთხით.



















No comments:
Post a Comment