მსუბუქი პისტოლეტი FÉG RK.59
1958
წელს უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა დავალება, რომლის თანახმად უნდა შექმნილიყო
მსუბუქი საპოლიციო პისტოლეტი. ახალი პისტოლეტი ჩაანაცვლებდა შეიარაღებაში არსებულ
7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.32ACP) გათვლილ Femaru
48.M-ს.
დავალების თანახმად პისტოლეტში გამოყენებული უნდა ყოფილიყო საბჭოთა მაკაროვის სისტემის
პისტოლეტისთვის განკუთვნილი საშტატო ვაზნა 9x18mm Makarov (9х18мм ПМ). ამგვარი გადაწყვეტილება
განპირობებული იყო ორი მიზეზით. პირველ და ყველაზე მთავარ მიზეზს წარმოადგენდა ის რომ
1955 წლის 14 მაისს, უნგრეთმა ხელი მოაწერა ვარშავის შეთანხმებას. შესაბამისად
7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა არ წარმოადგენდა ვარშავის შეთანხმებაში შესული ქვეყნებისთვის
საშტატო ვაზნას. საბჭოთა კავშირი კი მოითხოვდა შეთანხმებაში მყოფ ქვეყნებს შეიარაღებაში
ჰქონდათ ან მაკაროვის სისტემი პისტოლეტი, ან მის საშტატო ვაზნაზე გათვლილი იარაღები.
მეორე მიზეზს წარმოადგენდა ის რომ მაკაროვის ვაზნა 9х18мм ПМ გამოირჩეოდა უკეთესი შემაჩერებელი
მოქმედებით ვიდრე 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა, რაც სამართალდამცავების გადაიარაღების
კუთხით მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენდა.
მსუბუქი პისტოლეტი FÉG RK.59
1959
წელს ბუდაპეშტში მდებარე ქარხანამ Fémáru és Szerszámgépgyár NV, Budapest წარმოადგინა
მაკაროვის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი აღნიშვნით
FÉG RK.59. კონსტრუქციულად და აგებულებით FÉG RK.59 დიდად არ განსხვავდებოდა
მისი წინამორბედი საპოლიციო პისტოლეტისგან Femaru
48.M.
მთავარ სხვაობას წარმოადგენდა შემცირებული გაბარიტები
და მსუბუქი ჩარჩო რომელიც ალუმინის შენადნობისგან მზადდებოდა. მსუბუქი ჩარჩოს წყალობით
პისტოლეტი იწონიდა 530 გრამს ნაცვლად 725 გრამისა. ასევე კონსტრუქციიდან
ამოღებულ იქნა ლულის სავაზნეში ვაზნის არსებობის მანიშნებელი ე.წ. ინდიკატორი.
პისტოლეტის
FÉG RK.59 ექსპლუატაციამ აჩვენა რომ ალუმინის შენადნობისგან დამზადებული ჩარჩო ვერ
უძლებდა საბჭოთა მაკაროვის სისტემის პისტოლეტისთვის განკუთვნილი საშტატო ვაზნის 9х18мм
ПМ იმპულს და მალე გამოდიოდა მწყობრიდან. ამიტომ 1960 წელს პისტოლეტის წარმოება შეაჩერეს
და დაიწყეს მუშაობა ჩარჩოს სიმტკიცის და სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.
1961
წელს გამოჩნდა განახლებული პისტოლეტი რომელიც უნგრეთის პოლიციის შეიარაღებაში იქნა
მიღებული აღნიშვნით „Rendőrségi Pisztoly R61“ (შემოკლებით Fémáru FÉG R61) და ქარხნის
Fémáru Fegyver és Gépgyár, Budapest მიერ
ჩაშვებულ იქნა სერიულ წარმოებაში.
გადამუშავებული მოდელი FÉG R61
FÉG
R61-ის ჩარჩოში ალუმინის შენადნობთან ერთად დამატებულ იქნა 1% ტიტანის შენადნობი, რამაც
FÉG RK.59-თან შედარებით მნიშვნელოვნად გაზარდა ჩარჩოს სიმტკიცე.
სხვა
მხრივ პისტოლეტის კონსტრუქცია არ შეცვლილა. ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის
პრინციპით, სადაც ლულის ჩაკეტვა ხდება ლულაზე ჩამოცმული დამაბრუნებელი ზამბარის და
საკეტის მასის მეშვეობით. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყენებდა ნახევრად ღია ჩახმახს
და იყო ორმაგი მოქმედების. დროშისებური მცველის ბერკეტი ვალტერ პპ-ს ანალოგიურად საკეტის
უკანა ნაწილში მარცხენა მხარეს იყო განთავსებული.
პისტოლეტის
საკეტზე მარცხენა მხრიდან დატანილი იყო წარწერა „R61 Cal. 9mmM“ (კალიბრის აღნიშვნაში
9mmM ასო M ნიშნავდა რომ პისტოლეტში გამოიყენებოდა მაკაროვის ვაზნა). საკეტის შუაში
დატანილი იყო უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის გერბი, ხოლო შემდეგ ქარხნის აღმნიშვნელი
წარწერა „FÉG Budapest“.
პოლიციისა
და სხვა სამართალდამცავი/ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საშტატო
FEG R61-ის გარდა კომერციული მიზნით შემუშავდა პისტოლეტის სხვა მოდიფიკაციებიც:
-
მოდიფიკაცია აღნიშვნით FEG BR-61 გათვლილი იყო ბრაუნინგის 9მმ-ან მოკლე ვაზნაზე 9х17mm
Short იგივე 9mm Kurz (.380 АСР), რომლის მჭიდიც იტევდა 6 ცალ ვაზნას;
- მოდიფიკაცია აღნიშვნით FEG RL-61 გათვლილი იყო მცირეკალიბრიან წრიული აალების ვაზნაზე
.22 LR რომლის მჭიდიც იტევდა 8 ცალ ვაზნას.
|
მოდელები: |
RK-59 |
R-61 |
BR-61 |
RL-61 |
|
კალიბრი / ვაზნა: |
9x18mm Mak |
9х17mm Kurz |
.22 LR |
|
|
სიგრძე: |
157 მმ |
|||
|
ლულის სიგრძე: |
86 მმ |
|||
|
წონა ვაზნების გარეშე: |
530 გრამი |
|||
|
წონა სავსე მჭიდით: |
590 გრამი |
|||
|
მჭიდის ტევადობა: |
6 |
6 |
6 |
8 |
საპოლიციო
დანიშნულებით პისტოლეტი R61 ბუდაპეშტში მდებარე ქარხანაში Fémáru Fegyver és
Gépgyár, Budapest იწარმოებოდა 1961 წლიდან 1978 წლის ჩათვლით. ხოლო შემდგომ მათი წარმოება
კომერციული მიზნით გაგრძელდა კომპანია „FÉGARMY Arms Factory Ltd“-ს მიერ, რომელიც
ზემოაღნიშნული ქარხნის მფლობელს წარმოადგენდა.






No comments:
Post a Comment