სტატიაში
Smith & Wesson
Registered Magnum ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რომ აღნიშნული რევოლვერი და შემდგომ მისი
სერიული ვარიანტი Smith & Wesson (S&W) Model 27 გამოჩენის მომენტიდანვე გახდა
ერთერთი მოთხოვნადი რევოლვერი სამართალდამცავ სტრუქტურებში. თუმცა მისი მაღალი ღირებულების
გამო ბევრი უწყება შესაბამისი ბიუჯეტის და დაფინანსების არქონის გამო ვერ უზრუნველყოფდა
ამ რევოლვერების შესყიდვას.
სწორედ
ამ საკითხის გამო სამართალდამცავებმა თხოვნით მიმართეს კომპანია Smith &
Wesson-ს, რომ შექმნილიყო მსგავსი რევოლვერი რომელიც საბრძოლო თვისებებით იქნებოდა
Smith & Wesson
Registered Magnum-ის ანალოგიური, მაგრამ უფრო ნაკლები თვითღირებულებით.
Smith
& Wesson-ს მესვეურები დაფიქრდნენ რა შეეძლოთ გაეკეთებინათ იმისათვის, რომ რევოლვერის
წარმოება ყოფილიყო უფრო მარტივი და 1954 წელს წარმოადგინეს რევოლვერი სახელწოდებით
Smith & Wesson „Highway Patrolman“
Model 28 Highway Patrolman 6 ინჩის სიგრძის ლულით
Highway Patrolman განსხვავდებოდა იმით რომ წარმოების პროცესიდან ამოღებულ იქნა ისეთი უმნიშვნელო დეტალები, რომელიც ნაკლებად ესაჭიროებოდათ სამართალდამცავებს და ამავდროულად არ მოახდენდა გავლენას რევოლვერის საბრძოლო-საოქსპლუატაციო თვისებებზე. პირველ რიგში ეს ეხებოდა რევოლვერის გარეგან დამუშავებას. Registered Magnum-ის შემთხვევაში გარეგან დამუშავებას, გაპრიალებას და ოქსიდირებას ექცეოდა ძალიან დიდი ყურადღება. ამიტომ Highway Patrolman-ში ნაცვლად მაღალი კლასის გაპრიალებისა სტანდარტულ დამუშავებას და ოქსიდირებას იყენებდნენ. ასევე ამოღებულ იქნა რევოლვერის სახელურის ზედა ნაწილში შესრულებული ნაჭდევები (ე.წ. checkering), რომელიც საკმაოდ შრომატევად პროცესს წარმოადგენდა. ნაჭდევების ნაცვლად სახელურის ზემოათა ნაწილი და სასხლეტის კავი მუშავდებოდა ქვიშის ჭავლით (ე.წ. bead-blasted). საწარმოო პროცესის ამგვარი მიდგომით მნიშვნელოვნად შემცირდა რევოლვერის თვითღირებულება. დანარჩენი კუთხით კი რევოლვერ Highway Patrolman-ში გამოყენებულ იქნა იგივე მაღალი ხარისხის ფოლადი და კონსტრუქცია, რასაც იყენებდნენ Registered Magnum-ის (შემდგომ Smith & Wesson Model 27) შემთხვევაში.
Highway
Patrolman-ის წარმოება დაწყებულ იქნა 1954 წელს. რევოლვერის ლულაზე შესრულებული იყო
გრავირება წარწერის სახით „Highway Patrolman“ და მასში გამოყენებული ვაზნის მარკირება
„.357 CTG“. 1957 წელს, როდესაც კომპანია Smith & Wesson გადავიდა მისი მოდელების
აღნიშვნის ციფრულ ნომენკლატურაზე, რევოლვერს მიენიჭა აღნიშვნა Model 28.
Model 28 Highway Patrolman 4 ინჩის სიგრძის ლულით
Model 28 სტანდარტული სახით იწარმოებოდა 4 და 6 ინჩის სიგრძის ლულებით. დაახლოებით 100 ცალამდე დამზადდა 83⁄8 -ინჩიანი ლულით. ხოლო 1959 წელს ფლორიდის საპატრულო დეპარტამენტის სპეც შეკვეთის საფუძველზე დამზადებულ იქნა 25 ცალი რევოლვერი 5 ინჩის სიგრძის ლულით და ნიკელის დაფარვით. ეს რევოლვერები მარკირებული იყო წარწერით "F.H.P." (Florida Highway Patrol).
რევოლვერის
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურებოდა:
|
კალიბრი / ვაზნა: |
9×33mm R / .357 Magnum |
|
ლულის სიგრძე: |
101,6 მმ (4 ინჩი) 152,4 მმ (6 ინჩი) |
|
წონა (მასა): |
1162 გრამი (4 ინჩანი ლულით) 1247 გრამი (6 ინჩიანი ლულით) 1332 გრამი (83⁄8 ინჩიანი ლულით) |
|
დოლურას ტევადობა: |
6 ცალი ვაზნა |
|
სასხლეტი მექანიზმი: |
DA/SA |
Model
28 გამოჩენის მომენტიდან აქტიურად გამოიყენებოდა სამართალდამცავ სტრუქტურებში. ოფიციალურად
იგი შეიარაღებაში ჰქონდა შემდეგ უწყებებს: კალიფორნიის საგზაო პატრული, ფლორიდის საგზაო
პატრული, ჯორჯიის შტატის საპატრულო, აიდაჰოს შტატის პოლიცია 4 ინჩის სიგრძის ლულით
(იყენებდნენ 1955-1979 წლებში), მენის შტატის პოლიცია (იყენებდნენ 1977–1988), ნიუ-იორკის
შტატის პოლიცია, სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტი, ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების
დეპარტამენტი (Department of Public Safety), აშშ-ს სასაზღვრო პატრული (U.S.
Border Patrol), ვაშინგტონის შტატის საპატრულო იყენებდა 6 ინჩიანი ლულით და ვისკონისის
შტატის საპატრულო.
წლების მანძილზე როგორც სმიტ ვესონის სხვა მოდელებში, აქაც შედიოდა პერიოდული საწარმოო თუ ტექნოლოგიური ცვლილებები და ჩნდებოდა ერთგვარი ვარიანტები: Model 28-1, Model 28-2, Modеl 28-3, ხოლო 1986 წელს რევოლვერის წარმოება შეწყდა.






No comments:
Post a Comment