ზემოთ L39A1, ხოლო ქვემოთ Enfield Enforcer
1970-ანი
წლების დასაწყისში დიდი ბრიტანეთის პოლიციისგან წამოვიდა დაკვეთა სნაიპერულ
შაშხანაზე. შაშხანა განკუთვნილი უნდა ყოფილიყო ქალაქებში, სოფლებში და დიდი
ფართობის ღია სივრცეებში სხვადასხვა ოპერაციების ჩასატარებლად. შაშხანის ეფექტურად
გამოყენება შესაძლებელი უდა ყოფილიყო 500 მეტრამდე ან კიდევ უფრო შორ დისტანციაზე.
შაშხანა გათვლილი უნდა ყოფილიყო 7.62х51mm NATO (.308 Win) ტიპის ვაზნაზე.
დაკვეთის განხორციელებას შეუდგა ენფილდში მდებარე იარაღის საწარმო, რომელმაც
მანამდე შექმნა საარმიო დანიშნულების საასპარეზო კლასის შაშხანა L39A1 და სნაიპერული
შაშხანა L42A1. სწორედ L39A1 იქნა აღებული საპოლიციო სნაიპერული შაშხანის შექმნის საფუძვლად. ასე გაჩნდა ახალი იარაღი
სახელწოდებით Enfield „Enforcer“.
Enfield
„Enforcer“ მისი წინამორბედი შაშხანისგან განსხვავდებოდა სანადირო ე.წ. "Monte
Carlo"-ს ტიპის კონდახ-სარეცელით, რომელიც ნახევრადპისტოლეტისებურ სახელურს
იყენებდა და საზურგეზე ჰქონდა რბლი ამორტიზატორი. ასევე იარაღი აღჭურვილი იყო
ოპტიკური სამიზნე მოწყობილობის სამაგრით და ახალი ტიპის ცივად ნაჭედი 1,7 კილოგრამიანი
მსხვილი ლულით. ლულას ჰქონდა 6 ცალი სექტორული ჭრილი. ჭრილების ბიჯი შეადგენდა 305
მმ-ს. აღსანიშნავია, რომ ლულის როგორც გარე, ისევე შიდა მხარე გადიოდა დამატებით
წრთობას. ლულა სარეცელთან შედარებით იყო 380 მმ-ით გრძელი. თავის მხრივ Enfield
„Enforcer“ წარმოადგენდა ზუსტად L39A1-ის ანალოგს 10 ცალ ვაზნიაზე გათვლილი
მოხსნადი მჭიდით, რომელშიც ვაზნები ჭადრაკულად იყო განლაგებული და
გრძივად-მოსრიალე მბრუნავი საკეტით, რომლის სახელურიც მოღუნული იყო ქვემოთ. საკეტი
სტანდარტულად იყენებდა 2 ცალ საბრძოლო ბჯენს.
სასხლეტი
მექნიზმი იყო რეგულირებადი და ორსაფეხურიანი. პირველი საფეხურის ძალისხმევა
მსროლელისგან მოითხოვდა 1,1-1,6 კგ-მდე დაწოლას, ხოლო მეორე საფეხური 1,8-2,1
კგ-მდე. მცველი წარმოადგენდა მბრუნავ ბერკეტს, რომელიც ლულის კოლოფის მარცხენა
უკანა მხარეს იყო განტავსებული და მასზე ზემოქმედება მარტივად ხდდებოდა მსროლელის
მარჯვენა ხელის ცერა თითით ისე, რომ არ იყო საჭირო არც სასხლეტიდან თითის არება და
არც იარაღის პოზიციის შეცვლა.
ოპტიკური სამიზნე Pecar 4-10
შაშხანა
საშტატო სახით დაკომპლეკტებული იყო ცვლადი ჯერადობის გადიდების მქონე 4-10х45 ოპტიკური სამიზნე მოწყობილობით „Pecar“ 4-10 და მისი მომცრო ვარიანტი Pecar 3-7,
რომელიც ლულის კოლოფის ზემოდან მაგრდებოდა. ამას გარდა შაშხანას ჰქონდა წინა
სამიზნე მოწყობილობა და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იყო ოპტიკის მოხსნა და უკანა
დიოპტრული ტიპის სამიზნე მოწყობილობის გამოყენება. შაშხანის სარეცელს ბოლოში
დამაგრებული ჰქონდა საკეცი ორფეხა სადგამი. გარდა ამისა შაშხანას ჰქონდა ღვედის
დასამაგრებელი 3 წერტილი. შაშხანის სრულ კომპლეკტში შედიოდა ტრანსპორტირებისთვის
განკუთვნილი ხის ყუთი, სადგარი ფეხები, დიოპტრული სამიზნე მოწყობილობა, ოპტიკური
სამიზნე მოწყობილობა, სათადარიგო მჭიდები და ღვედი.
Enfield
„Enforcer“ იწარმოებოდა ენფილდში მდებარე კომპანიის „Royal Small Arms Factory“
(RSAF) მიერ, კონკრეტულად საპოლიციო ფორმირებების შესაიარაღებლად და როგორც წესი
მათი შესყიდვა ხდებოდა ლონდონის პოლიციის მიერ. გარკვეული წყაროების თანახმად სულ
დამზადებული შაშხანების რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 767-800 ერთეული. Enfield „Enforcer“-ის გამოყენება პოლიციის მიერ
ხდებოდა 1980-ანი წლების შუა პერიოდამდე, ხოლო შემდეგ მოხდა მათი ჩანაცვლება სხვა
შაშხანით. დამზადებული შაშხანების დიდი ნაწილი დაექვემდებარა უტილიზაციას, მცირე
ნაწილი კი გამოისყიდეს კოლექციონერებმა.
კალიბრი |
7.62х51mm (.308 Win) |
სიგრძე |
1206 მმ |
ლულის სიგრძე |
699 მმ |
წონა ვაზნების გარეშე |
4.75 მმ |
მჭიდის ტევადობა |
10 ცალი ვაზნა |
ტყვიის საწყისი სიჩქარე |
841 მ/წამი |
დამიზნების მანძილი |
1000 მეტრამდე |
No comments:
Post a Comment