სნაიპერული შაშხანა L42A1
1942
წელს მეორე მსოფლიო ომის ბატალიებში ბრიტანეთის არმია მკვეთრად განიცდადა
სნაიპერული შაშხანების დეფიციტს. სწორედ ამ მიზეზით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,
რომ სასწრაფო წესით მოეხდინათ შეიარაღებაში არსებული საშტატო შაშხანების მოდიფიცირება
სნაიპერულ იარაღათ. არჩევანი გაკეთდა მოდელებზე: Rifle No.4 Mk I და No.4 Mk I*,
რომლებიც გათვლილი იყო ბრიტანულ საშტატო შაშხანის ვაზნაზე .303 British. სნაიპერული
შაშხანის დონორის შერჩევა ხდებოდა შემდეგი პრინციპით. დამზადებული შაშხანების
პარტიიდან აირჩეოდა ის შაშხანები, რომლებიც საკონტროლო სროლისას აჩვენებდა
საუკეთესო ჯგუფებს. შემდეგ ამ შაშხანების ლულის კოლოფზე კეთდებოდა ოპტიკური
სამიზნე მოწყობილობის სამაგრი კრონშტეინი. ოპტიკის სახით გამოიყენებოდა ბრიტანული
ტელესკოპური სამზნე No.32. ასევე მოდიფიცირებულ შაშხანებს კონდახის ზემოდან
უყენდებოდა ხისგან დამზადებული სალოყე. ასეთი სნაიპერული სახით მოდიფიცირებულ
შაშხანებს შეიარაღებაში იღებდნენ და ენიჭებოდათ სახელწოდება „Rifle No.4 Mk I (T)“
და „Rifle No.4 Mk I* (T)“.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ბრიტანული სნაიპერული შაშხანა „Rifle No.4 Mk I (T)“
1960-ან წლებში ბრიტანელებმა დაიწყეს ნატოს სტანდარტის ვაზნაზე 7.62х51mm NATO გათვლილ შაშხანებზე მუშაობა, რაც პირველ რიგში გულისხმობდა შეიარაღებაში არსებული საშტატო მოდელების კონვერტირებას ახალ ვაზნაზე. სწორედ ამ პერიოდში მოხდა სნაიპერული შაშხანების „Rifle No.4 Mk I (T)“ და „Rifle No.4 Mk I* (T)“ -ს გადაწყობა 7.62х51mm NATO ტიპის ვაზნაზე. განახლებულმა მოდელმა მიიღო აღნიშნვა „L8“. შემდეგ გამოჩნდა მიზანში სროლისთვის და საასპარეზოთ განკუთვნილი შაშხანა აღნიშვნით Enfield L39A1, რომელიც შეიარაღებაში მიიღო ბრიტანეთის არმიამ. სწორედ Enfield L39A1 გახდა ახალი სნაიპერული შაშხანის სულისჩამდგმელი და მის ბაზაზე შემუშავდა სნაიპერული ვარიანტი აღნიშვნით „Enfield L42A1“, რომელიც 1970 წელს მიიღო ბრიტანეთის არმიამ შეიარაღებაში.
ზემოთ L39A1, ხოლო ქვემოთ სნაიპერული შაშხანა L42A1. სნაიპერულ შაშხანას კონდახის ზემოდან დამაგრებული ჰქონდა ამაღლებული სალოყე. ასეთივე სალოყე ხშირად აყენებდნენ ასევე L39A1-ის კონდახზეც
დიოპტრული სამიზნე მოწყობილობა Parker Hale PH.5C
კონსტრუქციულად
და მოქმედების პრინციპით L42A1 არაფრით განსხვავდებოდა მისი წინამორბედი
შაშხანისგან L39A1. იყენებდა გრძივადმოსრიალე საკეტს, მოხსნად მჭიდს და სროლისას
გადატენვა ხდებოდა მსროლელის მიერ საკეტის შემობრუნებით. საკეტის სახელური იყო
მოხრილი ქვემოთ, ხოლო ლულის ჩაკეტვას უზრუნველყოფდა 2 ცალი საბრძოლო ბჯენი.
შაშხანის
სასხლეტი იყო რეგულირებადი და ორსაფეხურიანი. პირველი საფეხური მოითხოვდა
1,36-1,81 კგ-მდე დაწოლას, ხოლო მეორე საფეხური 2,72-2,95 კგ-მდე.
მცველი
წარმოადგენდა მბრუნავ ბერკეტს, რომელიც ლულის კოლოფის მარცხენა უკანა მხარეს იყო
განთავსებული და მასზე ზემოქმედება მარტივად ხდდებოდა მსროლელის მარჯვენა ხელის
ცერა თითით ისე, რომ არ იყო საჭირო არც სასხლეტიდან თითის აღება და არც იარაღის
პოზიციის შეცვლა.
იარაღის
ვაზნებით კვება ხდებოდა 10 ცალ ვაზნაზე გათვლილი ოორიგიანი მოხსნადი კოლოფისებური
მჭიდით, რომელშიც ვაზნები ჭადრაკული წყობით იყო განლაგებული. მჭიდის ვაზნებით
შევსება ხდებოდა ლულის კოლოფის ზემოთა მხრიდან შესრულებული ფანჯრიდან ვაზნების
სათითაოდ ჩალაგებით, ან 5 ცალ ვაზნიანი დამჭერი კლიპებით (ე.წ „აბომით“.
კონდახს
ჰქონდა სწორი მოყვანილობის ყელი, რომელიც გადადიოდა მსუბუქად გამოხატულ
ნახევრადპისტოლეტისებურ სახელურში. კონდახის დამაგრება ლულის კოლოფზე
განხორციელებული იყო მოგრძო ხრახნის მეშვებით, რომელიც კონდახის საზურგედან
გადიოდა ლულის კოლოფამდე. კონდახის ზედა ნაწილში დამაგრებული იყო ხისგან
გაკეთებული შემაღლებული სალოყე, ხოლო ზურის ნაწილში თითბერის საზურგე, რომელსაც
ჰქონდა პატარა კარებიანი სათავსო იარაღის საწმენდი აქსესუარების შესანახად.
სარეცელი შედგებოდა კონდახისგან, ტიბჟირისგან და ლულის ზედსადებისგან. ლულის ზედსადები
მაგრდებოდა იარაღზე ერთი ცალი მოძრავი რგოლის მეშვეობით.
შაშხანის
სრულ კომპლეკტში შედიოდა ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ხის ყუთი, სადგარი
ფეხები, ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა, სათადარიგო მჭიდები, ღვედი და სხვა დამატებითი აქსესუარები.
Enfield
L42A1 იწარმოებოდა ენფილდშ მდებარე „Royal Small Arms Factory“-ს მიერ. გარკვეული
წყაროების თანახმად სულ დამზადდა 1200 ცალი შაშხანა. დამზადებული შაშხანების დიდი
ნაწილი ირიცხებოდა როგორც არმიის შეიარაღებაში, ასევე მას იყენებდნენ ბრიტანელი
საზღვაო ქვეითები. L42A1 ფართოდ გამოყენებოდა შუა აღმოსავლეთში, ირლანდიაში და
ფოლკლენდში. გარკვეული წყაროების თანახმად ფოლკლენდის რთულ კლიმატურ პირობებში
ექმნებოდა საიმედოობასთან დაკავშირებული პრობლემები. მთლიანობაში შაშხანა იყო გამძლე, საიმედო,
მოსახერხებელი და საკმარისად ზუსტი, თუმცა იგი ითვლებოდა მორალურად
მოძველებულად.1980-ანი წლების პირველ ნახევარში ბრიტანელებმა ჩაატარეს კონკუსრის,
რომელის მიზანიც იყო არმიის რიგებში ახალი სნაიპერილი შაშხანის მიღება. ამ
კონკურსში გამარჯვებული გახდა კომპანია „Accuracy International“-ის მიერ წარმოდგენილი
შაშხანა, რომელიც L96A1 -ის სახელწოდებით, ოფიციალურად იქნა შეიარაღებაში
მიღებული.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელებმა შეიარაღებაში მიიღეს ახალი სნაიპერული შაშხანა (L96A1), ძველი Enfield L42A1 მაინც აგრძელებდა სამხედრო კარიერას 1992 წლის ჩათვლით. იგი გამოიყენებოდა 1991 წელს ე.წ. სპარსეთის ყურის მეორე ომში.
No comments:
Post a Comment