1920-ანი წლების დასაწყისში კომპანია COLT იწყებს ახალ მცირეგაბარიტიან რევოლვერზე მუშაობას, რომელიც დასრულებული სახით გამოჩნდა 1927 წელს, ხოლო 1928 წელს ჩაეშვა სერიულ წარმოებაში. აღნიშნული რევოლვერი ცნობილი გახდა სახელწოდებით Colt “Banker's Special“. სტატია აღნიშნულ რევოლვერზე შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე -> Colt “Banker's Special“
კოლტის ახალი რევოლვერი მოხვდა აშშ-ს რკინიგზის საფოსტო განყოფილების (Railway Mail Service) შეიარაღებაში. ასევე
Colt Banker's Special გარკვეული რაოდენობით მოხვდა ნიუ ჯერსის პოლიციაში და ჩრდილოეთ
ამერიკის ტერიტორიაზე მოქმედ სხვადასხვა სამართალდამცავ უწყებათა რიგებში.
მოგვიანებით კომპანია COLT-ის მთავარმა კონკურენტმა
Smith & Wesson-მა დაიწყო ანალოგიურ მცირეგაბარიტიან
რევოლვერზე მუშაობა და 1936 წელს წარმოადგინა Smith & Wesson Model 32 იგივე Smith &
Wesson „Terrier“ (აღნიშნავდნენ ასევე როგორც „S&W .38/.32“).
Smith & Wesson Model 32 „Terrier“ წარმოადგენდა
მოდელის Smith & Wesson „Regulation Police“ ერთგვარ ვარიანტს, რომელშიც შეტანილ
იქნა გარკვეული ცვლილებები. კერძოდ: რევოლვერი იყენებს 2 ინჩიან ლულას და Smith
& Wesson Model 1903-ისთვის დამახასიათებელ მოკლე ჩარჩოს (აღნიშნული ჩარჩო Smith
& Wesson-ის ნომენკლატურის თანახმად გახლავთ ეგრეთწოდებული I-frame). მიუხედავად
იმისა, რომ Smith & Wesson Model 1903-ის ჩარჩო გათვლილია .32 კალიბრის ვაზნაზე,
კომპანია Smith & Wesson-ნმა Model 32 „Terrier“-ისთვის შეარჩია .38 S&W ტიპის
ვაზნა. სწორედ აქედან მომდინარეობს რევოლვერის მეორე დასახელება „S&W .38/.32“.
ვაზნა .38 S&W თავის ბალისტიკური და საბრძოლო თვისებებით
მცირედით ჩამორჩება ყველზე პოპულარულ რევოლვერის ვაზნას .38 Special, თუმცა მისგან
განსხვავებით ვაზნა .38 S&W სიგრძეში არის უფრო მოკლე, რაც იძლევა შესაძლებლობას
რომ რევოლვერის დოლურაც იყოს მაქსიმალურად მოკლე. ამდაგვარად დოლურის დამზადებაზე იხარჯება
უფრო ნაკლები ფოლადი და მოკლე დოლურის გამო რევოლვერის წონაც არის უფრო მსუბუქი.
რევოლვერის Smith & Wesson Model 32 „Terrier“ წარმოება
პირვანდელი სახით გაგრძელდა მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
მის კონსტრუქციაში ცადეს გარკვეული ცვლილებების შეტანა და გაჩნდა გარდამავალი ვარიანტები
რომელმაც საბოლოოდ 1961 წელს ჩაანაცვლა ადრეული. განახლებულ ვარიანტს მიენიჭა აღნიშვნა
Model 32-1 „Terrier“.
Model 32-1 „Terrier“
Model 32-1 „Terrier“ ადრეული მოდელისგან განსხვავებით იყენებდა არა I-frame ტიპის ჩარჩოს არამედ J-frame ტიპის ჩარჩოს. მთავარ ვიზუალურ სხვაობას ამ ჩარჩოებს შორის წარმოადგენს მასზე არსებული დამჭერი ხრახნების რაოდენობა. ადრეული მოდელის I-frame ტიპის ჩარჩოზე მარჯვენა მხრიდან შესრულებულია 4 ხრახნი (ერთი ზემოთა ნაწილში, ორი ქვედა ნაწილში და ერთი სახელურის პანელს მიღმა ზედა მარცხენა კუთხეში ხოლო დამატებით მეხუთე ხრახნი განთავსებულია სასხლეტის დამცავი კავის და ჩარჩოს გასაყარზე წინა მხრიდან. ამიტომ ასეთ ჩარჩოს Smith & Wesson-ის რევოლვერების კოლექციონერები უწოდებენ 5 ხრხახნიან ჩარჩოს ე.წ. „5 Screw“. მოგვიანებით პარტიებზე გამოყენებულ იქნა 4 ხრახნიანი ე.წ. „4 Screw“ ტიპის ჩარჩო ხოლო განახლებული მოდელები Model 32-1 იყენებდა 3 ხრახნიან „3 Screw“ ჩარჩოს.
განახლებული ვარიანტი Model 32-1 „Terrier“ გარკვეული
წყაროების თანახმად იწარმოებოდა 1970 წლის ბოლომდე. ხოლო გარკვეული წყაროები ამბობს,
რომ დამზადებული და ფაბრიკის მარაგში არსებული დეტალებისგან მათი წარმოება მცირე სერიებად
გაგრძელდა 1974 წლამდე.
რევოლვერის ტაქტიკურ ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:
No comments:
Post a Comment