ძველი МР-443 «Барс» და განახლებული Baikal МР-443

თუ თვალს გადავავლებთ ისტორიას, დავინახავთ, რომ საბჭოთა კავშირში 1960-ან წლებში ცადეს მცირეგაბარიტიანი პისტოლეტის შექმნა, რა დროსაც შეამსუბუქეს და დაამოკლეს მაკარვის სისტემის პისტოლეტი (პროექტს მიენიჭა ქარხნული ინდექსი 56-А-125М) და 1965 წელს წარმოადგენისეს გამოცდებზე, თუმცა პროექტი წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ აღნიშნული პისტოლეტის შესახებ უკვე ვისაუბრეთ სტატიაში მაკაროვის პისტოლეტი (ПМ) კონკურსიდან-დღემდე. < სტატია იხილეთ ბმულზე. შემდგომ უკვე შემუშავდა 5,45მმ-ან ვაზნაზე გათვლილი მცირეგაბარიტიანი თვითდამტენი პისტოლეტი „ПСМ“, რომელიც 1973 წელს ოფიციალურად იქნა მიღებული საბჭოთა კავშირის მიერ შეიარაღებაში. ვინაიდან ПСМ-ის 5,45x18 მმ კალიბრის ვაზნის შემაკავებელი ენერგია იყო საკმაოდ არაეფექტური, სხვადასხვა საკონსტრუქტორო ბიუოროებში იშვიათად, მაგრამ მაინც მუშაობდნენ მცირეგაბარიტიან ჯიბის პისტოლეტებზე, რომელიც უფრო ძლიერ ვაზნაზე იქნებოდა გათვლილი. მაგალითად ასე შეიქმნა 90-ან წლებში მაკაროვის ვაზნაზე „9x18 ПМ“ გათვლილი პისტოლეტი ОЦ-21"Малыш". < სტატია ამ პისტოლეტზე იხილეთ ბმულზე. ОЦ-21 "Малыш" არ წასულა მასიურ წარმოებაში და მხოლოდ მცირე რაოდენობით იქნა დამზადებული იჟევსკის მექანიკური ქარხანის მიერ.
2000 -ანი წლების დასაწყისში იჟევსკის მექანიკურმა ქარხანამ (Ижевский механический завод / შემოკლებით „ИжМех“. ინგლისურად Mechanical Plant / შემოკლებით MP) დაიწყო მუშაობა მცირეგაბარიტიანი პისტოლეტის პროექტზე, რომელიც იმ ოპერატიული თანამშრომლებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, ვისაც იარაღის ფარული ტარება ესაჭიროებოდათ. პროექტს სათავეში ჩაუდგა კონსტრუქტორი დ.ა. ბოგდანოვი (Д.А.Богданов). ახალი პისტოლეტის შექმნისას უნდა გაეთვალისწინებინათ საბჭოთა კავშირში და შემდგომ უკვე რუსეთში არსებული გამოცდილება, რომელიც ეხებოდა მცირეგაბარიტიანი პისტოლეტების შექმნას და გამოყენებას. ახალი პისტოლეტის შემუშავებისას საფუძვლად აიღეს რუსეთის შეიარაღებაში არსებული მცირეგაბარიტიანი პისტოლეტი „ПСМ“.
გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, 2005 წელს წარმოდგენილ იქნა საცდელი ეგზემპლარი სახელწოდებით МР-443 «Барс» (არ უნდ აგვერიოს ვ.ა. იარიგინის სისტემის პისტოლეტში, რომელსაც აქვს სახელწოდება МР-443 «Грач»). მცირეგაბარიტიანი პსიტოლეტი МР-443 «Барс» გათვლილი იყო მაკაროვის საშტატო ვაზნაზე „9x18 ПМ“, იკვებებოდა 6 ცალ ვაზნაზე გათვლილი მაკაროვის ერთრიგიანი დამოკლებული მჭიდით, იწონიდა 560 გრამს, ჩარჩო დამზადებული იყო ფოლადისგან და გააჩნდა დარტყმაგამძლე პლასტმასისგან ჩამოსხმული ტარის ლოყები.
პისტოლეტი МР-443 «Барс»
მჭიდის ღილაკ ფიქსატორი განთავსებული იყო პისტოლეტის ტარზე მარცხენა მხარეს სასხლეტი კავის უკან. ერგონომიულობის კუთხით და პისტოლეტში გამოყენებული ვაზნით იგი უფრო კარგი მოთამაშე იყო, ვიდრე შეიარღებაში არსებული მცირეგაბარიტიანი პისტოლეტი „ПСМ“. მიუხედავად ამისა პისტოლეტი არ წასულა სერიულ წარმოებაში და მხოლოდ საცდელი სახით იქნა დამზადებული.
2017 წლის 12 ოქტომბერს მოსკოვში სტარტი აიღო გამოფენამ სახელოწოდებით „იარაღი და ნადირობა 2017“ (ОРУЖИЕ И ОХОТА 2017 / ARMS & HUNTING 2017), რომელიც 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. გამოფენაზე კონცერნ კალაშნიკოვის (AO Концерн «Калашников») მიერ წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა პროდუქცია, რომელთა შორისაც იყო ახალი მცირეგაბარიტიანი საცდელი პისტოლეტი, ძველი სახელწოდებით „МР-443“.
 გამოფენის სტენდზე განთავსებული პისტოლეტი MP-443
როგორც ჩანს კონცერნ კალაშნიკოვის შემადგენლობაში არსებულმა იჟევსკის მექანიკურმა ქარხანამ (ИжМех), ჩამოიღო თაროზე შემოდებული ძველი პროექტი, გადაამუშავა და განახლებული სახით წარმოადგინა გამოფენაზე.
ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ პისტოლეტი ვიზუალურად მცირედით განსხვავდება ადრეული МР-443 «Барс» -ისგან. იგი როგორც წინამორბედი მოდელი მუშაობს თავისუფალი საკეტის პრინციპით, გათვლილია მაკაროვის პისტოლეტის საშტატო ვაზნაზე 9x18 ПМ და იკვებება 6 ცალ ვაზნიანი მჭიდით (ასევე არსებობს მჭიდი, რომელსაც აქვს გრძელი ქუსლი და მასში ეტევა 7 ცალი ვაზნა). პისტოლეტის სასხლეტი მექანიზმი არის SA/DA ტიპის. უჩვეულოა პისტოლეტის მცველი, რომელიც ფორმით ჰგავს ПСМ -ის მცველს, თუმცა არის ერთი მთავარი სხვაობა. მცველი გააქტიურებულია, მაშინ როდესაც ქვემოთ არის ჩამოწეული, ხოლო ზევით აწევის შემხვევაში ითიშება. აგრეთვე მცველის გააქტიურებისას არ ხდება ჩახმახის უსაფრთხო დამშვება. გააქტიურებული მცველი ახდენს საკეტის და სასხლეტის ბლოკირებას.
Baikal МР-443
კონცერნ კალაშნიკოვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა (და ამავდროულად http://modernfirearms.net/ru/ -ს ავტორმა) მაქსიმ პოპენკერმა (Максим Попенкер) გამოფენაზე „იარაღი და ნადირობა 2017“ განაცხადა, რომ პისტოლეტი МР-443 (Baikal МР-443), ჯერჯერობით არ წასულა სერიულ წარმოებაში და მხოლოდ საცდელი სახით იქნა დამზადებული.
გამოფანაზე ასევე წარმოადგინეს პისტოლეტი Baikal МР-443, რომელიც ნაცვლად საბრძოლო ვაზნისა "9х18 ПМ", გათვლილია  9მმ-ან ტრავმატულ ვაზნაზე (9mm P.A. 9×22Т)
 ფოტოზე გამოსახულია ტრავმატულ ვაზნებზე გათვლილი Baikal МР-443 და მცირეგაბარიტიანი პისტოლეტი ПСМ

No comments:

Post a Comment