პარტიზანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი Variara (იტალია)

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, კერძოდ 1944 წლის 10 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იტალიაში არსებობდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ალბა (Alba), რომელიც იტალიური პარტიზანული რესპუბლიკების ნაწილს წარმოადგენდა და იტალიის ტერიტორიაზე ებრძოდა როგორც ადგილობრივ ფაშისტურ ხელისუფლებას (მუსოლინის ხელისუფლებასა), ასევე გერმანელ ოკუპანტებს და ფაშიზმს. ბუნებრივია ადგილობრივი პარტიზანები ომის პირობებში იარაღის მკვეთრ დეფიციტს განიცდიდნენ. სწორედ ამიტომ მოხდა ერთგვარი ნახევრადკუსტარული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შემუშავება, რომელიც პარტიზანების შესაიარაღებლად იქნებოდა განკუთვნილი. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს უწოდეს ადგილობრივი გმირის გვარი Variara. ცნობილი იყო ასევე სახელწოდებით “Cocktail Variara” (ვარიარას კოქტეილი).

სახლწოდება კოქტეილი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ Variara იყენებდა სხვადასხვა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევბიდან აღებულ კვანძებს და ტექნიკურ გადაწყვეტილებებს. ლულა და საკეტი კოპირებული იყო ბრიტანული Sten-იდან. მასში გამოიყენებოდა იტალიური Beretta Model 38 -ის ორ სასხლეტიანი დამრტყმლე-სასხლეტი მექანიზმი. მჭიდის მიმღები იყო ღერძზე დამაგრებული სახით და იკეცებოდა ლულის პარალელურად. აღნიშნული გადაწყვეტილება აღებულ იქნა FNA-B Model 43 -დან. მილისებურ ლულის კოლოფზე გერმანული МР 38/40-ის მსგავსად გაკეთებული იყო L სებური ჭრილი, რომელშიც მსროლელს შეეძლო გადასატენი სახელურის შესმა და საკეტის ღია მდგომარეობაში დაფიქსირება, რაც გამორიცხავდა თვითნებურ გასროლას შეყენებული იარაღის დავარდნის ან მყარ ზედაპირზე დაჯახებისას. სროლა ისევე როგორც ტრადიციულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში, წარმოებდა ღია საკეტიდან და ავტომატიკის სქემა მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით.

დღეს ზუსტად უცნობია დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების ზუსტი რაოდენობა. სხვადასხვა წყაროებში ციფრები მერყეობს 100 დან 800 ეგზემპლარამდე. ასევე უცნობია Variara-ს წარმოების ზუსტი ადგილი. გარკვეული წყაროების თანახმად იგი 1943 წელს დაპროექტდა და 1944 წლიდან  1945 წლის დასაწყისამდე ჩუმად იწარმოებოდა ტურინში ან ბიელში (Biella) მდებარე FIAT -ის „იატაკქვეშა“ სახელოსნოში.

No comments:

Post a Comment