ОЦ-21 "Малыш"

პისტოლეტი, რომლის შესახებაც ამ სტატიაში ვისაუბრებთ, მისი ისტორიით ძალიან ჰგავს ПСМ-ის  შექმნის ისტორიას, რადგანაც მოვლენები ზუსტად იმავე საკონსტრუქტორო ბიუროში განვითარდა და მოთხოვნებიც ძალიან ჰგავდა ПСМ-ის შექმნის დროს წარმოდგენილს.
პისტოლეტის შექმნის ისტორია
90-ან წლებში რუსეთში წარმოიქმნა საჭიროება ისეთი მცირეგაბარიტიანი პისტოლეტისა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებებში შესული თანამშრომლებისთვის ფრულად სატარებლად იქნებოდა განკუთვნილი (ე.წ. „ბოლო შანსის“ იარაღი). სწორედ ასეთი საჭიროების გამო 60-ანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირში შექმნა პისტოლეტი ПСМ. მისი სუსტი „5,45x18 МПЦ“ ვაზნიდან გამომდინარე სამართალდამცავმა ორგანოებმა ფაქტიურად შეიძულეს იგი რადგანაც პისტოლეტს არ ჰქონდა შემაკავებელი (შემაჩერებელი) მოქმედება, რაც სამართალდამცავებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა.  ПСМ-ები ძირითადად სამხედრო გენერალიტეტში და მაღალჩინოსან კონტიგენტში ფასობდა. ანუ მას იყენებდნენ ისეთი პირები, რომლებიც არ იღებდნენ მონაწილეობას შეიარაღებულ შეტაკებებში. 1992 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შექმნილიყო პისტოლეტი, რომელიც იქნებოდა ბევრად ეფექტური შემაჩერებელი მოქმედებით, ვიდრე გააჩნდა ПСМ-ის ვაზნას. ახალი პისტოლეტის შექმნაში ჩაერთო სწორედ ПСМ-ის შემქმნელი ბიურო „ქალაქ ტულის სპორტული და სანადირო იარაღის ცენტრალური საკონტრუქტორო-კვლევითი ბიურო“ (ЦКИБ СОО - Центральное конструкторско-исследовательское бюро спортивного и охотничьего оружия). ძველი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე პისტოლეტი აუცილებლად უნდა შექმნილიყო უფრო ეფექტუ ვაზნაზე ვიდრე გააჩნდა ПСМ-ის პისტოლეტს.  საბოლოოდ არჩეულ იქნა რუსეთის საშტატო მაკაროვის ვაზნა „9x18 ПМ“.
დაწყებულ იქნა საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები კოდური სახელწოდებით ОКР «Малыш» (ОКР - Опытно-конструкторские работы), რომლის ფარგლებშიც  1994 წელს კონსტრუქტორ იური ივანეს ძე ბერეზინის (Ю. И. Березин) მიერ წარმოდგენილი იქნა მცირეგაბარიტიანი პისტოლეტი, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება   „Образец ЦКИБ – 21“. შემოკლებით კი „ОЦ-21 Малыш”. პისტოლეტის წარმოება მცირე პარტიებად დაიწყო იჟევსკის მექანიკურმა ქარხანამ.
პისტოლეტი  „ОЦ-21 Малыш”
პისტოლეტის კონსტრუქცია
ისევე როგორც ПСМ-ის შექმნისას, აქაც გათვალისწინებულ იქნა ის ფაქტორი, რომ პისტოლეტს არ გააჩნდა გამოშვერილი დეტალები, რაც იძლევა პისტოლეტის სწრაფად ამოღების საშუალებას ისე, რომ არ წამოედოს ტანისსამოსს ან შესანახ ბუდეს.
სწორედ ამ ფქტიდან გამომდინარე პისტოლეტს არ გააჩნია მცველი, ჩახმახი არის დაფარული საკატ-გარსაცმში და სამიზნე მოწყობილობა არის შესრულებული უბრალოდ საკეტ-გარსაცმის მთელს სიგრძეზე ზევითა მხრიდან ღარისებული ჭრილის სახით. ამ ტიპის პისტოლეტისათვის სამიზნე მოწყობილობა ნაკლებად წარმოადგენს პრიორიტეტს, რადგანც მისი გამოყენება ხდება მოწინააღმდეგესთან ახლო კონტაქტისას. სამწუხაროდ პისტოლეტის სიზუსტეზე ვერსად ვერ მოვიძიე ინფორმაცია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ერთერთ ჟურნალში მოყვანილ იქნა კონკრეტული მაგალითი, სადაც წერდნენ შემდეგ მონაცემებს: „10 მეტრიდან სროლისას ყველა ტყვია შეჯგუფდა 60-65 მმ-ან წრეში“
პისტოლეტის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია თავისუფალი საკეტის სქემაზე. მისი კორპუსი მზადდება მთლიანად ფოლადსგან. დამაბრუნებელი ზამბარა განთავსებულია ლულის ქვემოთ და ჩამოცმულია სპეციალურ ღერძზე. დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი მუშაობს მხოლოდ ორმაგი მოქმედების რეჟიმში (DAO). რამდენადაც სხვდასხვა წყაროებიდან ჩანს, სასხლეტ კავზე თითის დაწოლის ძალისხმევა შეადგენს 6-7 კილოგრამს. ასეთი ძალისხმევა სასხლეტ კავზე ნამდვილად ბევრია, თუმცა ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიტომ, რომ პისტოლეტს არ გააჩნია მცველი. აქედან გამომდინარე, პისტოლეტის მფლობელებს მოუწევთ გარკვეული ვარჯიშების ჩატარება და შეჩვევა ასეთი ტიპის სასხლეტთან. პისტოლეტის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი აღჭურვილია აგრეთვე სპეციალური დაცვით, კერძოდ: ჩახმახი საცემ ნემსასთან კონტაქტში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მსროლელი სასხლეტ კავს  ბოლომდე დააწვება.
პისტლეტის მჭიდი არის ერთრიგიანი, რომელშიც ჩადის 5 ცალი მაკაროვის 9x18მმ-ანი ვაზნა. მჭიდი ვიზუალურად ძალიან ჰგავს ПСМ-ისას და ხელის უკეთ მოჭიდებისათვის ფსკერზე გააჩნია დამატებითი საბჯენი ქუსლი, რომელზეც თავსდება არათითი. მჭიდის დაფიქსირება პისტოლეტის ტარში ხდება ტარის ქვემოთ განთავსებული ღილაკ-ფიქსატორის მეშვეობით.
მასრების ემოყრა ხდება საკეტ გარსაცმზე მარჯვენა მხარეს განთავსებული ფანჯრიდან. როდესაც ლულაში მიწოდებულია ვაზნა ექსტრაქტორი ოდნავ ამოშვერილია, რაც იძლევა საშუალებას გამოვიყენოთ, როგორც სავაზნეში ვაზნის არსებობის ინდიკატორი.
საერთო ჯამში რაც შეიძლება ითქვას პისტოლეტ ОЦ-21 «Малыш» -ზე, არის ის რომ იგი კომპაკტური პისტოლეტია, ყოველგვარი გამოშვერილი დეტალების გარეშე, მისი დამალვა შესაძლებელია სხვადასხვა ადგილას: ფეხის ბუდეში (კაბურაში), შარვლის ან პიჯაკის ჯიბეში, მცირე ზომის ჩანთაში. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ იგი არის ერთერთი ყველაზე კომპაკტური 9მმ-ანი პისტოლეტი. მე ძალიან მაინტერესებს თუ როგორია ამ იარაღის უკუცემა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 9მმ-ან ვაზნას „9x18 ПМ” მაკაროვის პისტოლეტიდან სროლისას აქვს საგრძნობი უკუცემა, მაშინ „ОЦ-21“-ის გაბარტებიდან და მასიდან გამომდინარე ამ კომპაკტური იარაღის უკუცემა ბევრად ძლიერი უნდა იყოს, რაც მოკლე არაერგონომიულ ტართან კომბინაციაში დამატებით დისკომფორტს შეუქმნის მსროლელს.  
პისტოლეტის ვარიანტები
პისტოლეტი ОЦ-21 «Малыш»  სტანდარტულად გამოვიდა ოქსიდირებული კორპუსით და პლასტმასის ტარით. არსებობს მოდელები სასაჩუქრე ვარიანტში, რომელთა კორპუსიც მონიკელებულია. სასაჩუქრე ვარიანტს შეიძლება ჰქონდეს აგრეთვე ხის ტარის ლოყები ან მთლიანად მეტალის ლოყები.
სასაჩუქრე პისტოლეტი ОЦ-21 «Малыш»  ხისგან დამზადებული ტარის ლოყებით, რომელზეც დატანილია გრავიურა წარწერის სახით "ЦКИБ"
·         ОЦ-21С
სპეციალურად კერძო დაცვის თანამშრომლებისთვის „ЧОП“ (Частное охранное предприятие) და „ЧОО“ (Частное охранное организация) შექიმნა პისტოლეტი „ОЦ-21С“ გათვლილი ბრაუნინგის 9მმ-ან მოკლე ვაზნაზე “9x17 kurz” (.380 ACP), რომელმაც გაიარა შესაბამისი სერთიფიცირება. აღნიშნული ვაზნა რუსეთის ფედერაციაში ითვლება სამსახურეობრივ ვაზნათ იმ დაცვის თანამშრომლებისთვის, რომლებას სმსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სჭირდებათ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება.  როგორც ამბობენ ვარიანტი „ОЦ-21С“ უფრო დიდი რაოდენობით დამზადდა და დღემდე იწარმოება, ვიდრე მაკაროვის ვაზნაზე გათვლილი ОЦ-21 «Малыш» .
·         ОЦ-26 «Малыш» 
საცდელი ეგზემპლარების სახით შეიქმნა აგრეთვე ПСМ-ის ვაზნაზე 5,45×18 МПЦ გათვლილი ეგზემპლარი, რომელიც სულ დამზადდა რამოდენიმე ცალი.
ОЦ-26 «Малыш» გათვლილი ვაზნაზე 5,45×18 МПЦ

ვინ იყენებს პისტოლეტს?
ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი ცალი პისტოლეტი ОЦ-21 «Малыш» დამზადდა ჩემთვის უცნობია. ნაწილი ამბობს, რომ საცდელი სროლების შემდეგ პისტოლეტის წარმოება შემოიფარგლა სულ 50 ცალამდე ეგზემპლარის დამზადებით. სხვადასხვა ინტერნეტ წყარობის თანახმად იგი შეიარაღებაში აქვთ რუსეთის ფედერაციის პროკურატურის თანამშრომლებს. აგრეთვე პირადი თავდაცვისთვის პისტოლეტების ნაწილი გადაეცათ გამომძიებლებს და მოსამართლეებს.  გარკვეული რაოდენობა მოხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. დღეს ОЦ-21 შედის რუსეთის ფედერაციის სასაჩუქრე იარაღის ნუსხაში.
 

No comments:

Post a Comment