ფრანგული საარმიო რევოლვერი Mle 1892

ფრანგულ რევოლვერებზე Chamelot-Delvigne M 1873 და M 1874 (MAS 1873 / MAS 1874) უკვე წლები გავიდა რაც დავწერეთ სტატია, ხოლო ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო რევოლვერის შემდგომ თაობაზე, რომელმაც ჩაანაცვლა შეიარაღებაში არსებული Chamelot-Delvigne M 1873 და M 1874 (MAS 1873 / MAS 1874).

უკვამლო დენთის გამოჩენამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებას. როგორც რევოლვერებში, ასევე შაშხანის ვაზნებში გამოყენებული ტყვიის კალიბრი შემცირდა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია უფრო კომპაკტური და მსუბუქი იარაღების შექმნა, რომელთა სიზუსტე და სხვა ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე კვამლიანი (შავი) დენთის გამოყენებისას. ფრანგები უკვამლო დენთით დამუხტულ ვაზნებზე გათვლილი იარაღების შემუშავების მხრივ შეიძლება ითქვას რომ იყვნენ პიონერები. მათ 1886 წელს შეიარაღებაში მიიღეს გრძივად მოსრიალე საკეტის პრინციპით მომუშავე ახალი მჭიდიანი შაშხანა Le fusil de 8 mm modèle 1886 იგივე Lebel M1886 (ე.წ. ნიკოლა ლებელის კონსტრუქციის შაშხანა), რომელიც 8მმ-ან უკვამლო დენთით დამუხტულ ვაზნებს იყენებდა. იარაღი მისი თანატოლების გვერდით საკმაოდ კარგი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლეით გამოირჩეოდა, რაც პირველ რიგში ახალი ვაზნით იყო განპირობებული. სწორედ ამიტომ საფრანგეთის სამხედროებმა მოითხოვეს 11მმ-ანი რევოლვერის Chamelot-Delvigne M1873 ჩანაცვლება ახალი რევოლვერით, რომელიც გამოიყენებდა უკვამლო დენთით დამუხტულ ვაზნას.

გარკვეული ანალიზის შედეგად ფრანგები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ რევოლვერი ისევე როგორც შეიარაღებაში მიღებული ახალი შაშხანა, გათვლილი უნდა ყოფილიყო 8მმ-ან ვაზნაზე. ამ პერიოდში საფრანგეთის საიარაღო მრეწველობა მასიურად იყო გადართული შაშხანების წარმოებაზე და რევოლვერის საკითხი გარკვეულწილად გაჭიანურდა. 1891 წელს ფრანგებმა დაიწყეს უკვამლო დენთით დამუხტულ ვაზნაზე გათვლილი რევოლვერის გამოცდა, რომელიც 1892 წელს დასრულდა. საგამოცდო კომიის მიერ 1892 წლის 1 ივნისს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ რევოლვერი ახალ 8მმ-ან ვაზნასთან ერთად წასულიყო საფრანგეთის არმიის შეიარაღებაში. რევოლვერს მიენიჭა ფრანგული ნომენკლატურისთვის სახასიათო აღნიშვნა „Le revolver de 8 mm modèle 1892“ შემოკლებით უბრალოდ „Mle 1892“.

„Le revolver de 8 mm modèle 1892“ შემოკლებით უბრალოდ „Mle 1892“
ბევრი ახალი ვაზნის და მასზე გათვლილი საარმიო რევოლვერიის შექმნას მიაწერს პოლკოვნიკ ნიკოლა ლებელს (Nicolas Lebel), და ხშირად მოიხსენიებენ მას როგორც Lebel M1892, თუმცა ნიკოლა ლებელს მონაწილეობა ამ რევოლვერის და ვაზნის შექმნაში არ მიუღია მაგ პერიოდისთვის იგი უკვე გარდაცვლილი იყო. გარკვეული წყაროების თანახმად ნიკოლა ლებელის სახელს უკავშირებინ რევოლვერს რადგან მასში გამოყენებული ლულები მზადდებოდა ლებელის კონსტრუქციის შაშხანის ლულების საწარმოო ხაზის გამოყენებით. აქედან გამოდინარე ლული არხი, კალიბრი, ჭრილები და ჭრილების ბიჯი ზუსტად იმეორებდა ლებელის შაშხანაში გამოყენებულ ლულის შიდა არხს.

თავდაპირველად ახალი რევოლვერი Mle 1892 გადაეცემოდათ მხოლოდ ოფიცრებს და მაღალი რანგის შემადგენლობას, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ რევოლვერები მიეწოდებოდა სხვა სამხადერო მოსამსახურეებსაც. იგი საფრანგეთის არმიის მიერ გამოიყენებოდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. მას იყენებდნენ კოლონიალური ომების დროსაც ინოჩინეთსა და ალჟირში. გარდა სამხედროებისა რევოლვერი ათწლეულების მანძილზე შეიარაღებაში ჰქონდა საფრანგეთის პოლიციას (ჟანდარმერიას), სატყეო სამსახურს, საბაჟოს თანამშრომლებს და პენიტენციალურ უწყებას.

ფრანგული რევოლვერი Mle 1892 გათვლილი იყო ცენტრალური აალების ვაზნაზე მეტრიკული აღნიშვნით 8x27mm R French ასევე აღნიშვანევენ როგორც 8mm Lebel და 8mm French Ordnance). დოლურას ტევადობა შეადგენდა 6 ცალ ვაზნას, იარაღის სიგრძე 240მმ-ს, ლულის სიგრძე 117მმ-ს, სამიზნე ხაზის სიგრძე 145 მმ-ს, სიმაღლე 170მმ-ს, წონა ცარიელი რევოლვერის შემთხვევაში 840 გრამს, ხოლო 6 ცალი ვაზნით 915 გრამს.

სახელურის ლოყები მაზდდებოდა კაკლისგან რომელიც დაფარული იყო რომბისებური ნაჭდევებით. წინა სამიზნე დამაგრებული იყო ლულაზე, ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობა რევოლვერის ჩარჩოს ზემოთა ნაწილში შემაღლების სახით იყო გაკეთებული. აღსანიშნავია რომ უკანა სამიზნეს ჭრილი იყო „U“ სებური ჭრილით, წინა სამიზნე კი მომრგვალებული ფორმის რაც დამიზნებისას ქმნიდა ერთგვარ სახასიათო კონტურს.

რევოლვერის ჩარჩოს მარჯვენა მხარეს დამაგრებული იყო ე.წ. აბადის ტიპის კარები. აღნიშნული კარების გახსნისას დოლურა გადადიოდა მარჯვენა მხარეს რითაც მსროლელს ეძლეოდა დოლურაში ვაზნების ჩალაგების ან მასრების ექსტრაქციის შესაძლებლობა. ვაზნების ჩალაგება შესაძლებელი იყო ასევე დოლურას გადმოწევის გარეშეც. საკმარისი იყო უბრალოდ აბადის ტიპის კარების გახსნა და მსროლელი სათითაოდ შეძლებდა ვაზნების ჩალაგებას კარების წინ მდებარე დოლურის სავაზნე კამერაში, ისევე როგორც ნაგანის 1895 წლის რევოლვერში. 

ზოგადად გავრცელებულ რევოლვერებში დოლურა გადადის ხოლმე მარცხენა მხარეს, მაგრამ Mle 1892-ს შემთხვევაში მარჯვნივ ხდება დოლურის გადაწევა. ეს განპირობებული იყო იმით რომ მაგ პერიოდში საფრანგეთში რევოლვერი ოფიოცრებისთვის და კავალერისტებისთვის ითვლებოდა დამხარე იარაღათ შესაბამისად მსროლელი მას დაიჭერდა მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენა ხელში მთავარი იარაღის როლში ხმალი უნდა ჰქონოდა მებრძოლს.

რევოლვერის დოლურის გადაწევის შემდეგ მსროლელს შეეძლო დოლურას ღერძის შვერილზე თითის დაწოლით მოეხდინა მასრევის ერთდროული ამოყრა.

მარცხენა მხარეს რევოლვერის ჩარჩოზე გაკეთებულია სპეციალური თავსაფარი, რომლიც მაფიქსირებელი ხრახნის მოხსნის შემდეგ ღერძის მეშვეობით გვერდზე იწევა. ასეთი კონსტრუქციის მეშვეობით შესაძლებელია წვდომა რევოლვერის დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმთან, რაც აადვილებს მის წმენდას და მომსახურებას. ჩარჩოს თავსაფრის გვერდით გადაწევის დროს თავისუფლდება რევოლვერის სახელურის მარცხენა  ლოყა და შესაძლებელია მისი მოხსნა.

რევოლვერის ჩარჩოს თავსაფარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მცირედად იცვლებოდა. 1892 წლიდან 1899 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით თავსაფარი იყო ე.წ. პირველი სახეობის 1899 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ 1901 წლის 21 იანვრამდე თავსაფარზე გაჩნდა ერთგვარი შვერილი. ასეთი თავსაფრით აღჭურვილ რევოლვერებს ხშირად უწოდებენ ე.წ. მეორე სახეობას ან 1899 წლის სახეობას (Type Modifié M99). მესამე სახეობაზე გაჩნდა თავსაფარი რომელსაც შიგნიდან ჰქონდა ჩიტის თავის მსგავსი ამონაჭრელი. ასეთი თავსაფრით რევოლვერი იწარმოებოდა 1901 წლის 21 იანვრიდან.

მთლიანობაში რევოლვერი Mle 1892 (Le revolver de 8 mm modele 1892) მისი დროისთვის იყო საკმაოდ საიმედო, მოსახერხებელი, ადვილად იშლებოდა, იყო ზუსტი და წარმოებისთვის ტექნოლოგიური. დეტალების საერთო რაოდენობა შეადგენდა 30 ცალს. თუმცა ჰქონდა დიდი უარყოფითი მხარეც. ეს იყო მასში გამოყენებული სუსტი 8მმ-ანი ვაზნა, რომლის ენერგიაც ფაქტიურად იყო  7,65x17mm Browning-ის ვაზნის (.32ACP) ანალოგიური.  ვაზნის ტაქტიკურ ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურებოდა: 7,8 გრამიანი (120 Grain) ტყვიის საწყისი სიჩქარე ლულიდან გამოსვლის შეადგენდა 220-225 მ/წამს (740 ft/s), ხოლო ენერგია 190-197 ჯოულს (145 ftlbf)

ფოტოზე გამოსახულია ფრანგული სამთავრობო 8მმ-ანი რევოლვერის ვაზნა (მარცხნივ), ხოლო მარჯვნივ 9მმ-ანი ლუგერის ვაზნა (9x19mm Parabellum). მიუხედავად ფრანგული ვაზნის შთამბეჭდავი ზომისა, მისი ენერგია 3 ჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე 9მმ-ანი ლუგერის ვაზნას აქვს.

დამრტმელ-სასხლეტი მექანიზმი იძლეოდა როგორც ორმაგი მოქმედებით (DA), ასევე ერთმაგი მოქმედებით მსროლელის მიერ ჩახმახის წინასწარ ხელით შეყენბით (SA). დამრტყმელ მექანიზმში ჩადებული იყო ასევე ჩახმახის უკან დამხევი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც დაშვებული ჩახმახი იკევაბდა ოდნავ უკან გადმოწეულ პოზიციას და არ ხდებოდა მისი კონტაქტი დოლურაში ჩალაგებული ვაზნების კაფსულ მაალებელთან.

სამხედროებისთვის განკუთვნილი რევოლვერი Mle 1892 ძირითადად მზადდებოდა ფაბრიკაში Manufacture d’Armes de Saint Etienne (MAS). როგორც წესი ფაბრიკის მარკირება დატანილი იყო რევოლვერის ჩარჩოზე სახელურის ლოყების ზემოთ მარჯვენა მხრიდან. სერიული ნომრის დატანაც ხდებოდა რევოლვერის ჩარჩოზე მარჯვენა მხრიდან დოლურას ქვემოთ.

რევოლვერის დასახელება წარწერის სახით Mle 1892 დატანილი იყო ლულის ზედა მხარეს. ლულის მარჯვენა მხარეს დატენალი იყო დამზადების წელი. დამზადების წლინ დატანილი ასო S ნიშნავდა რომ რევოლვერი დამზადებული იყო ფაბრიკაში Manufacture d’Armes de Saint Etienne.

რევოლვერების გარკვეული პარტია დამზადდა ქარხანაში Acier Forgé St Etienne. ამ რევლვერების დამზადების წლის წინ ხდებოდა A ასოს დატანა. გარკვეული დეტალები რევოლვერებისთვის მზადდებოდა ასევე ქარხანაში Lamure et Gidrol.

საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის დამზადებულ რევოლვერებზე სახელურის ქვემოთა მხარეს დატანილი იყო დამღა ღუზის სახით. ასეთი მოდელები სხვადასხვა წყაროებში მოხსენიებულია როგორც „Le revolver modèle 1892 de marine“ (ინგლისურად „French Marine Model 1892 Revolver“). გარკვეული წყაროების თანახმად სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ რევოლვერების შეკვეთა განხორციელდა 1895 წელს და ამ შეკვეთის თანახმად რაოდენობამ შეადგინა 17 000 ერთეული.

ფრანგული რევოლვერი Mle 1892 იწარმოებოდა 1892 წლიდან 1924 წლის ჩათვლით (გარკვეული წყაროების თანახმად 1927 წმალდე მორჩენილი დეტალებით მზადდებოდა მცირე პარტიები), ხოლო მათი გამოყენება არმიის, პოლიციის და სხვადასხვა ძალოვანი უწყებების შეიარაღებაში გაგრძელდა 1965 წლამდე.

საშტატო სახით რევოლვერი დაკომპლექტებული იყო ტყავის შალითით (კაბურით), რომელსაც ჰქონდა ასევე სათადარიგო ვაზნების ჩასალაგებელი სათავსოები. ვაზნები სათავსოში ლაგდებოდა ან პირდაპირ, ან მეტალის კოლოფებითმ რომელშც 6-6 ცალი ვაზნა თავსედებოდა.

ევროპაში Model 1892-ის ფასი არც ისე მაღალია განსაკუთრებით მის სამშობლოში საკმაოდ კარგ ფასებშია ხელმისაწვდომი. უდაოა რომ ცეცხლსასროლი იარაღის კოლექციონერები ყიდულობენ Model 1892-ს და საპატიო ადგილს იკავებს სხვადასხვა ქვეყნების საარმიო რევოლვერებით დაინტერესებული ადამიანების კოლექციებში.

გარკვეული წყაროების თანახმად მთლიანობაში დამზადებული რევოლვერების საერთო რაოდენობამ შეადგინა 366 000 – 385 000 ეგზემპლარი.

No comments:

Post a Comment