Chamelot-Delvigne M 1873 და M 1874 (MAS 1873 / MAS 1874)

1970 წლის 19 ივლისს საფრანგეთსა და პრუსიას შორის დაწყებულ იქნა შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც შემდგომ "საფრანგეთ-პრუსიის ომის" სახელწოდებით გახდა ცნობილი. აღნიშნული ომი გაგრძლდა 1971 წლის 10 მაისამდე და საბოლოოდ საფრანგეთის დამარცხებით დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთ-პრუსიის ომი ფრანგებისთვის იყო ერთგვარი აღჭურვილობის და შეიარღების გამოცდა, რომელშიც ნათლად გამოიკვეთა ფრანგული შეიარაღების ნაკლოვანებები.  ეს ნაკლოვანებები აშკარა და თვალსაჩინო გახდა იმის ფონზე, რომ პრუსიას სამხრეთ გერმანული სახელმწიოფოები უმაგრებდნენ ზურგს. ფაქტი კი ჯიუტა! საფრანგეთის შეიარაღება ვერ აკმაყოფილებდა იმდროინდელ მოთხოვნებს. ამ ომის შემდეგ საფრანგეთის ძირითადი ყურადღება გადატანილ იქნა არტილერიის და კავალერიის იარაღის გაძლიერებაზე. თუმცა დღის წესრიგში ასევე დადგა საკითხი, რომ განახლებულიყო ფეხოსანთა ოფიცრების და უნტეროფიცრების პირადი ცეცხლსასროლი იარაღი.

ვინაიდან იმ ეპოქაში ოფიცრების პირად იარაღს ძირითადად ცეცხლსასროლი რევოლვერი წარმოადგენდა, გამოცხადებულ იქნა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთს ახალი რევოლვერის შერჩევა უნდა მოეხდინა. მთავარ მოთხოვნებს წარმოადგენდა ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები:

·         რევოლვერი აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვლილი ცენტრალური აალების ვაზნაზე. (მანამდე ფრანგების შეიარაღებაში იყო ლეფოშეს კონსტრუქციის სარჭიან ვაზნებზე გათვლილი რევოლვერები);
·         ახალი რევოლვერის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი უნდა ყოფილიყო ორმაგი მოქმდების;
·         ბანალურად ჟღერს, მაგრამ რევოლვერი უნდა ყოფილიყო საიმედო, ექსპლუატაციისთვის მარტივი და მისი წარმოება უნდა ყოფილიყო იაფი.

70-ანი წლების დასაწყისში გამართულ კონკურსზე წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა რევოლვერები, რომელთა შორისაც იყო შვეიცარიის შეიარაღებაში არსებული რევოლვერი სახელწოდებით „Ordonnanzrevolver 1872“.  
 
ფოტოზე გამოსახულია შვეიცარიული „Ordonnanzrevolver 1872“
 
აღნიშნული რევოლვერი შემუშავებული იყო ფრანგი კაპიტანის ჰენრი (ონრი) გუსტავ დელვინის (Henri-Gustave Delvigne) მიერ. რევოლვერის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა ასევე ბელგიაში (ლიეჟში) მცხოვრები ჟოზეფ ჟან შამელო  (J. Chamelot), სწორედ ამიტომ ამ რევოლვერს მოიხსენიებდნენ, როგორც  „Chamelot-Delvigne Model 1872“. (ცნობისათვის შამელომ და დელვინმა ჯერ კიდევ 1965 წელს შექმნეს თავიანთი რევოლვერი, რომელიც ლეფოშეს სარჭიან ვაზნებზე იყო გათვლილი).  
 
კაპიტან გსუტავ დელვინის პორტრეტი  (შესრულებულია ტუშით)
 
გუსტავ დელვინის და ჟოზეფ შამელოს სახელზე გაცემულ იქნა რამოდენიმე პატენტი, რომელიც თარიღდებოდა 1871 წლით (საპატენტო ნომერი  №28821 1871 წლის 22 მაისი; პატენტი ნომრით №29664 1871 წლის 23 ნოემბერი). აღნიშნული პატენტებით დაცული იყო  დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის დეტალები და რევოლვერის ჩარჩოს მოხსნადი ხუფი.

შვეიცარიის შეიარაღებაში არსებული რევოლვერი „Ordonnanzrevolver 1872“  გათვლილი იყო წრიული აალების 10.4მმ-ან შვეიცარიულ ვაზნაზე (ვაზნას აღნიშნავდნენ, როგორც .41 Swiss). კონკურსის გამარჯვებულად სწორედ ეს რევოლვერი დასახელდა, თუმცა იგი ვერ ჯდებოდა კონკურსის მთავარ მოთხოვნაში, რადგანაც ცენტალური ააალების ვაზნის მაგივრად, წრიული აალების ვაზნებს იყენებდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოეხდინათ რევოლვერის გადამუშავება.

გადამუშავების შედეგად მცირედით შეიცვალა რევოლვერის კონსტრუქცია და სიგრძე. ასევე გადამუშავებული რევოლვერი გათვლილი იყო ახალ ფრანგულ 11მმ-ან ვაზნაზე სახელწოდებით  „11x17.8 mm R“. ამ ვაზნის აღნიშვნა სხვადასხვა ლიტერატურაში შეიძლება შეგვხდეს შემდეგი სახით:
11x17 R Mod. 1873 Chamelot-Delvigne
11 mm French Regulation 1873
11 mm Chamelot & Delvigne Revolver 1873
11 mm Franz Revolverpatrone 1873-90
11 mm Franzosischer ordonnanz revolver mod. 1873
11 mm French Ordnance Revolver 1873
11mm pour revolver Mle. 1873-90
11x18R Francés
 SAA 7360
XCR 11 017 CBC 030.

ვაზნის ტყვია თავდაპირველად იყო მომრგვალებული ფორმის, ხოლო მოგვიანებით წაწვეტებული (მახვილი) წვერით და არ გააჩნდა გარსი. მისი წონა შეადგენდა 11 გრამს, ხოლო სტანდარტული შავი დენთით (კვამლიანი დენთი) დამუხტული ვაზნის ტყვია ავითარებდა სიჩქარეს 167 მ/წამში.
 
მარცხნივ გამოსახულია ფრანგული ვაზნა 11x17 R, ხოლო მარჯვნივ 9x19 Parabellum (9mm Luger)
 
ტყვიის ენერგია ლულიდან გამოსვლისას შეადგენდა დაახლოებით 150-155 ჯოულს, რაც დღევანდელი გადმმოსახედიდან ძალიან ცოტაა. მოგვიანებით ვაზნების დამუხტვა დაიწყეს უკვამლო დენთით, თუმცა მისი მონაცემები დიდად არ შეცვლილა. უკვამლო დენთით დამუხტული ვაზნის საწყისი სიჩქარე გაიზარდა 183-187 მ/წამამდე, ხოლო ენერგია დაახლოებით 184-190 ჯოულამდე.
 
Chamelot-Delvigne Mle 1873

1873 წელს საფრანგეთის არმიამ შეიარაღებაში მიიღო ზემოთხსენებული ვაზნა და რევოლვერი სახელწოდებით „Revolver d'officier d'infanterie modèle 1873“ (ფეხოსანთა ოფიცრების რევოლვერი მოდელი 1873“. რევოლვერს შემოკლებით აღნიშნავდნენ, როგორც  “Chamelot-Delvigne M1873” და "Mle 1873". რევოლვერები ასევე მოხვდა საფრანგეთის პოლიციის თანამშრომელთა რიგების შეიარაღებაში. აგრეთვე კავალერიის უნტეროფიცრების, სამხედრო-საზღვაო ფლოტის და არტილერიის შეიარაღებაში. 1873 წლის რევოლვერის კონსტრუქციაში გატარებული ცვლილებების შედეგად, კონსტრუქტორების სახელზე გაცემულ იქნა კიდევ რამოდენიმე პატენტი: 1973 წლის დასაწყისში გაცემული პატენტი ნომრით №31924, 1871 წლის 24 ივნისს გაცემული პატენტი ნომრით  №32848 და 1873 წლის 18 ნოემბერს გაცემული პატენტი ნომრით №33283. აღნიშნულ საპატენტო დოკუმენტებში შედიოდა გადამუშავებული ზუმბა-ექსტრაქტორი, საბრძოლო ზამბარის ფიქსატორი და დოლურის კარების კონსტრუქცია, რომლიდანაც ხდებოდა დოლურაში ვაზნების ჩალაგება.
რევოლვერების დეტალების წარმოება, თავდაპირველად ხდებოდა ბელგიაში მდებარე საწარმო „Pirlot Frères“-ში (რიგი წყაროების თანახმად რევოლვერების პირველი მცირე საცდელი პარტია 65 ცალი ეგზემპლარის სახით სწორედ ამ საწარმოში დამზადდა), თუმცა საფრანგეთს მასიურად უნდა დაემზადებინა რევოლვერები, ამიტომ წარმოების ორგანიზება და საწარმოო ხაზის გამართვა მოხდა საფრანგეთის ტერიტორიაზე სენტ-ეტენში მდებარე ქარხანაში „Manufacture d'armes de Saint-Étienne“ (MAS). სწორედ აქედან გამომდინარე რევოლვერს “Chamelot-Delvigne M1873”, ხშირად სხვადასხვა წყაროებში აღნიშნავენ, როგორც “MAS 1873” (ამ შემოკლებული სახელით რევოლვერს ხშირად საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებშიც მოიხსენიებდნენ).

რევოლვერების წარმოება სენტ-ეტენის ფაბრიკაში ხდებოდა 1873 წლიდან 1886 წლამდე. სულ ამ პერიოდში დამზადებულ იქნა დაახლოებით 350 000 ცალი ეგზემპლარი. რომელთაგან საკმაოდ დიდი ნაწილი დღემდე შემორჩა და ისევ საბრძოლო მდგომარეობაშია. მაგალითად აშშ-ში რევოლვერები Chamelot-Delvigne M1873 კონდიციიდან გამომდინარე შესაძლებელია იყიდებოდეს 500-1000 აშშ დოლარის ფარგლებში.

რევოლვერის კონსტრუქცია

რევოლვერი Chamelot-Delvigne M1873 შედგებოდა მთლიანი ფოლადის ჩარჩოსგან, რომელშიც ხრახნის მეშვებოთ ჩამაგრებული იყო ლულა.  ლულის უკანა ნაწილი (შეიძლება ითქვას ლულის ნახევარი) იყო რვაკუთხა, ხოლო წინა ნაწილი (მეორე ნახევარი) ცილინდრული (კუთხეეების გარეშე). ლულის არხში იყო 4 ცალი მარჯვნივმიმართული ჭრილი.
 

ვაზნების ჩალაგება და მასრების ამოყრა ხდებოდა აბადის (Abadie) ტიპის კარებიდან, რომელიც უკან (მსროლელისკენ) გადაწევით იხსნებოდა. მსროლელეს მასრები დოლურადან სათითაოდ უნდა ამოგდო რევოლვერის ჩარჩოზე სპეციალურ ბუდეში ჩამაგრებული ექსტრაქტორის მეშვებოთ. ანიშნულილი ესქტრაქტორი იხსნებოდა რევოლვერიდან და ამავდროულად წარმოადგენდა მოკლე ზუმბას (შომპოლს). (რევოლვერს კომპლექტაციაში მოჰყვებოდა ასევე ცალკე ზუმბაც).

წარმოების გამარტივების და გაიაფების მიზნით რევოლვერი არ აექვემდებარებოდა დაფარვას (გაშავებას) და იყო ღია ფერის. 1873 წლის მოდელის რევოლვერის დოლურა იყო ცილინდრული ფორმის და გლუვი ზედაპირით. რევოლვერის სამიზნე  მოწყობილობა შედგებოდა სამკუთხედი მოყვანილობის წინა სამიზნისგან, რომელიც ნახევრადმომრგვალებულ ფუძეზე იყო დამაგრებული. უკანა სამიზნის დანიშნულებას ასრულებდა რევოლვერის ჩარჩოზე ზემოდან შესრულებული V-სებური ღარი.

რევოლვერის ტარის ლოყები დამზადებული იყო ბერძნული კაკლისგან, რომელთა ფერიც შეიძლება ყოფილიყო ღია ყავისფერიდან-მუქ ყავისფერამდე. ასევე შესაძლოა შეგვხდეს ეგზემპლარები შავი ფერის ლოყებითაც. ხელის უკეთესი მოჭიდებისათვის ტარის ლოყებზე შესრულებული იყო რომბისებური ნაჭდევები. მარცხენა ლოყა რევოლვერის ტარზე მაგრდებოდა ქცემოთ გაკეთებული შვერილის  და ჩარჩოს თავსაფარის მეშვებოთ, ხოლო მარჯვენა ლოყა მაგრდებოდა ხრახნით. რევოლვერის ტარის ქვემოთ დამაგრებული იყო რგოლი, რომელიც ქამრის ან თასმის გასაყრელათ გამოიყენებოდა. რევოლვერის ჩახმახი იყო ღია და გააჩნდა კონუსისებურიმოყვანილობის საცემი. იმისათვის, რომ ჩახმახის ხელით შეყენებისას არ მომხდარიყო თითის მოცურება, ჩახმახის კუდის ზედა ნაწილს გააჩნდა ნაჭდევები.

რევოლვერი, რომელზეც მოხსნილია ჩარჩოს თავსაფარი
 
რევოლვერის მარცხენა მხარეს ჩარჩოზე, დამაგრებული იყო თავსაფარი, რომელიც ფარავდა დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის დეტალებს. აღნიშნული თავსაფარის დამაგრება ხდებოდა ერთი ცალი ხრახნის მეშვებით, რომლის მოხსნის შემთხვავაშიც თავსაფარი შორდებოდა ჩარჩოს და შესაძლბელი იყო დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის დათვალიერება, წმენდა, შეკეთება ან დაზიანებული დეტალების გამოცვლა.

მარკირებები და დამღები

რევოლვერზე სერიული ნომრის დატანა ხდებოდა პრაქტიკულად ყველა დეტალზე, მათ შორის დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმზე. ლულის დაკუთხულ ნაწილზე ზემოდან დატანილი იყო წარწერა «Mle — 1873», ხოლო მარჯვენა გვერდზე დამზადების წელი. (დამზადების წლის წინ დატანილი იყო ასო "S") რევოლვერის ჩარჩოს მარჯვენა მხარეს დატანილი იყო მწარმოებლის აღმნიშვნელი წარწერა  «Mre d'Armes St Etienne». საფრანგეთის არმიისთვის დამზადებული რევოლვერების ქარხნული ნომერი როგორც წესი შედგებოდა 1 ცალი ასოსგან და 5 ციფრისგან.  მარკირებაში ყველაზე ხშირად გვხდება შემდეგი ალფავიტური ასოები F, G, H ან J. ვინაიდან რევოლვერი შეიარაღებაში იყო სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა სამსახურებში, შესაძლოა შეგვხდეს დამღები, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის კონკრეტულ სამსახურს ეკუთვნის.

Chamelot - Delvigne Mle 1873  იყო ერთერთი პირველი რევოლვერი, რომელიც დაკომპლექტებული იყო იმ პერიოდისათვის თანამედროვე ტექნიკური დოკუმენტაციით, რომელშიც შედიოდა ინსტრუქცია, ნახაზები და ტაქტიკურ-ტექნიკური გრაფიკები/ცხრილები.

1973 წლის რევოლვერი ითვლის ნამსახურეობის საკმაოდ დიდ სტაჟს. იგი საფრანგეთის პოლიციაში და ჟანდარმერიაში გამოიყენებოდა 1962 წლამდე, რაც მისი სიმარტივით და საიმედოობით არის გამოწვეული.  გარდა პირველ და მეორე მსოფლიო ომისა, რევოლვერი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კონფლიქტურ სიტუაციებში. იგი მსახურობდა ინდოჩინეთში, ალჟირში და საფრანგეთის სხვა კოლონიებში.  ასევე მცირე რაოდენობით სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებაშიც გამოჩნდებოდა ხოლმე. მაგალითად მას იყენებდნენ იტალიაში, დანიაში, ბელგიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში და საბერძნეთში.    რევოლვერი Chamelot - Delvigne Mle 1873 მონაკოში იყო კარაბინიერების და სახანძრო კორპუსის შეიარაღებაში. რევოლვერების გარკვეული ნაწილი მცირე რაოდენობით სხვადასხვა ქვეყნის სამოქალაქო იარაღის ბაზარზეც მოხვდა. 

საფრანგეთის სამხედრო უწყებამ 1870-ანი წლების დასაწყისში მიიღო ორიგინალური გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობდა იარაღის, სამხედრო ტაქტიკის და პირველადი სამედიცინო დახმარების შესწავლის მიზნით სპეციალური ინსტრუქციების დამზადებას. იდეის ორიგინალურობა მდგომარეობდა იმაში, რომ ეს ინსტრუქციები ცხვირსახოცზე იბეჭდებოდა.
 
ცხვირსახოცზე დაბეჭდილი ინსტრუქცია
 
1880 წლის 29 ნოემბერს გამოშვებულ იქნა ცხვირსახოცი, სამხედრო ინსტრუქცია №1, რომელიც წარმოადგენდა 1873 წლის მოდელის რევოლვერის დაშლა აწყებოს ინსტრუქციას და სქემის / აგებულების სასწავლო ნახაზებს. ცხვირსახოც იყო კვადრატული ფორმის და მისი ზომა შეადგენდა 70×70სმ-ს. ცხვირსახოცის კონტურზე დატანილი იყო 20 გამოსახულება თავისი ახსნითი ტექსტით, რომლებშიც აღწერილი იყო ჯარსკაცის მოქმედებები სხვადასხვა სამხედრო სიტუაციაში.

რევოლვერი  Chamelot - Delvigne 1873 დაკომპლექტებული იყო საშტატო ტყავის შალითით (კაბურა) და ნაკრებით რომელშიც შედიოდა კომბინირებული სახრახნისი - საზეთური.

Chamelot - Delvigne 1874 (სპეციალურად ოფიცრებისთვის)

როგორც კი Chamelot - Delvigne 1873 მოხვდა საფრანგეთის არმიის  შეიარაღებაში, ოფიცრები ალაპარაკდნენ, რომ მათი რევოლვერები განსხვავებული უნდა ყოფილიყო იმ რევოლვერებისგან, რომლებიც ჰქონდათ უნტეროფიცრებს ან სხვა დაბალი რანგის მოსამსახურე პირებს, რომელთაც სამსახურეობრივათ ეკუთვნოდა მოკლელულიანი იარაღის ტარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 1874 წლის 31 ოქტომბერს სენტ-ეტენის ქარხანამ (Mre d'Armes St Etienne) მიიღო შეკვეთა ახალ რევოლვერზე, რომელიც  „სპეციალურად ოფიცრებისთვის“ უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ასე გაჩნდა ახალი რევოლვერი სახელწოდებით „Chamelot- Delvigne Mle 1874”.
 
„Chamelot- Delvigne Mle 1874”

ოფიცრებისთვს განკუთვნილი რევოლვერი შემუშავებულ იქნა 1873 წლის მოდელის ბაზაზე, თუმცა მასში იყო როგორც გარეგანი, ასევე კონსტრუქციული სხვაობები.
 
ზემოთ „Chamelot- Delvigne Mle 1873”, ხოლო ქვემოთ „Chamelot- Delvigne Mle 1874”

პირველ რიგში ვიზუალურ მხარეზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, 1974 წლის მოდელი განსხვავდებოდა დოლურით, რომელსაც გააჩნდა ღარები (ამონაჭრელების სახით). ღარების გაკეთება ორ მიზანს ემსახურებოდა: 1. რევოლვერის საერთო წონის შემუსბუქება; 2. უფრო ელეგანტური იერსახე. ასევე დოლურა მისი წინამორბედისგან ოდნავ შემოკლდა. მეორე ვიზუალური სხვაობა მდგომარეობდა რევოლვერის დაფარვაში. ოფიცრებისათვის განკუთვნილი მოდელი Mle 1874 ექვემდებარებოდა გაშავებას (ე.წ. ვარანენიე). დაფარვას ექვემდებარებოდა რევოლვერის თითქმის ყველა დეტალი. გამონაკლისს წარმოადგენდა სასხლეტი კავი, ჩახმახი, დოლურაში ვაზნების ჩასატვირთი კარები, რამოდენიმე ხრახნი და ჩარჩოს ქვეშ დამალული დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის დეტალები. კიდევ ერთი სხვაობა, რომელიც ვიზუალურად იყო შესამჩნევი, გახლდათ მცირედით შემოკლებული ჩარჩო. იარაღის წონის შემსუბუქების მიზნით ასევე გადამუშავდა რევოლვერის ტარში საბრძოლო ზამბარისათვის განკუთვნილი ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა ზედმეტი მეტალი.
 
მცირე პარტიად დამზადდა ასევე 1874 წლის რევოლვერის მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელიც სპეციალურად მეზღვაურებისთვის იყო განკუთვნილი. ეს რევოლვერი განსხვავდებოდა კალიბრით და მასში გამოიყენებოდა 12 მმ-ანი ვაზნები. აღნიშნულ რევოლვერებს ლულაზე ზედა მხრიდან დატანილი ჰქონდა წარწერა “Mle 1874 M”. ასეო M ამ შემთხვევაში ნიშნავდა მოდიფიცირებულს (Modifié). საზღვაო რევოლვერებს ტარზე და რიგ შემთხვევაში სხვა დეტალებზე, ჰქონდათ მარკირება ღუზის სახით. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ საზღვაო ვარიანტი სულ დამზადდა 1316 ცალი ეგზემპლარის სახით.

მცირე პარტიებად მზადდებოდა ასევე 1874 წლის მოდელები, რომლებიც სამოქალაქო ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. არსებობდა ასევე კომერციული მიზნით დამზადებული რევოლვერები, რომლებიც სხვა კალიბრის ვაზნებზე იყვნენ გათვლილი.  რიგი წყაროების თანახმად, 1874 წლის რევოლვერის კომერციული ვარიანტები, გარდა საფრანგეთისა, ასევე ბელგიაში (კერძოდ ლიეჟში) მზადდებოდა.

ოფიცრებისთვის განკუთვნილი რევოლვერის შალითა, უფრო ხარისხიანი ტყავისგან მზადდებოდა და ვიზუალურად უფრო ელეგანტურად იყო დამუშავებული.

1974 წლის მოდელის სერიული წარმოება დაწყებულ იქნა 1975 წელს და გაგრძელდა 1886 წლის ჩათვლით. რიგი წყაროების თანახმად სულ დამზადებული რევოლვერების რაოდენობამ შეადგინა 35 174 ცალი ეგზემპლარი (ამ რაოდენობაში შედის ასევე საზღვაო ვარიანტი, რომელიც 1316 ცალი დამზადდა).
 

No comments:

Post a Comment