1980-ანი
წლების მიწურულს უმსხვილესმა იტალიურმა კომპანიამ „Beretta“, წარმოადგინა გლუვლულიანი
თვითდამტენი თოფი აღნიშვნით Beretta 1201. კონსტრუქციულად Beretta 1201-ის სქემა წარმოადგენდა
იტალიური გლუვლულიანი თოფის Benelli M1 Super 90 ანალოგს და იყენებდა ინერციული ავტომატიკის
პრინციპს. დამაბრუნებელი ზამბარა განთავსებული იყო კონდახის შიგნით.
Beretta 1201F
ლულისქვეშა
მჭიდში ვაზნების ჩალაგება ხდებოდა ლულის კოლოფის ქვემოდან შესრულებული ფანჯრის მეშვეობით.
რაც შეეხება მართვის ორგანოებს: გადასატენი სახელური განთავსებული იყო ლულის კოლოფის
მარჯვენა მხარეს, ხოლო მცველის ღილაკი სასხლეტის კავის დამცავი რგოლის უკანა ნაწილში.
Beretta
1201 სამოდელო ხაზი იყოფოდა ორ ძირითად დაწილად:
ვარიანტი
Beretta 1201F წარმოადგენდა ერთგვარ სანადირო კონფიგურაციას, რომელსაც ჰქონდა გრძელი
ლულა ზემოდან მთელს სიგრძეზე შესრულებული თამასა სავენტილაციო ჭრილებით, ნახევრადპისტოლეტისებური
სახელური და მოკლე ლულისქვეშა მჭიდი. მისი წინა სამიზნე შესრულებული იყო მარტივი ბურთულის
სახით.
Beretta 1201FP
მეორე
მოდელს წარმოადგენდა ეგრედწოდებული საპოლიციო ვარიანტი აღნიშვნით Beretta 1201FP, რომელიც
განკუთვნილი იყო სხვადასხვა ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის.
საპოლიციო დანიშნულებით შესრულებული თოფი Beretta 1201FP კომპლექტდებოდა 52 სანტიმეტრიანი (20 ინჩი) ცილინდრული გაბურღულობის ლულით, რომელსაც ჰქონდა მაღალი წინა სამიზნე მოწყობილობა და V-სებური ღია უკანა სამიზნე. ეს სამიზნე ლულის უკანა ნაწილში იყო დამაგრებული.
|
კალიბრი |
12 Gauge
(Magnum) |
|
სავაზნის სიგრძე |
76 მმ |
|
წონა ვაზნების
გარეშე |
2,85 კგ |
|
საერთო სიგრძე |
1060 მმ |
|
ლულის სიგრძე |
520 მმ |
|
მჭიდის ტევადობა |
6 ვაზნა (70
მმ მასრით) 5 ვაზნა (76
მმ მასრით) |
ამას გარდა Beretta 1201FP იწარმოებოდა ორი ტიპის კონდახით. ერთი გახლდათ ნახევრადპისტოლეტისებური სახელურით, ხოლო მეორე ტაქტიკური შესრულება სრული ტიპის პისტოლეტისებური სახელურით.
მიუხედავად
მაღალი ხარისხისა და საიმედოობისა Beretta 1201 სამოდელო ხაზი საკმაოდ მცირე პერიოდი
იწარმოებდა. მათი წარმოება შეწყდა 1990-ანი წლების მიწურულს.









No comments:
Post a Comment