ისრაელის როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მყისიერად მოჰყვა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღზე მუშაობის დაწყება. ძირითადად სამუშაოები უკავშირდებოდა ტყვიამფრქვევევბის, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების და შაშხანების შემუშავებას. მიუხედავად ამისა საჭიროება იდგა ასევე მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შემუშავების კუთხითაც.
1948 წლის შუა პერიოდში ებრაული ფაბრიკა IMI (Israel Military Industries) იწყებს მუშაობას ცეცხლსასროლ რევოლვერზე. სამუშაოებს პირადად ხელმძღვანელობდა IMI-ს დირექტორი ხაიმ სლავინი (Chaim Slavin). გადაწყდა რომ რევოლვერი გათვლილი უნდა ყოფილიყო 9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე, რომელიც იმ დროს პოპულარული იყო რეგიონში და ასევე მცირესერიული წარმოებაც ხდებოდა ებრაული პარამილიტარისტული ორგანიზაცია „Haganah“-ს „მიწისქვეშა“ ფაბრიკაში. IMI-ს დირექტორმა ხაიმ სლავინმა, ველოსპიედის გამოგონების ნაცვლად, გადაწყვიტა რევოლვერის კონსტრუქცია აეღო ამერიკული Smith & Wesson Model 1917-დან. რევოლვერი Smith & Wesson
Model 1917 იყენებდა დიდი ზომის ე.წ. N-Frame ტიპის ჩარჩოს, რომელის დოლურაც მარცხნივ გადაწევით იხსნებოდა. ებრაელებმა კომპანია Smith & Wesson-ისგან შეიძინეს Model 1917-ისთვის განკუთვნილი ტექნიკური დოკუმენტაცია და წარმოებისთვის აუცილებელი დანადგარები. ასე გაჩნდა პირველი ებრაული რევოლვერი, რომელიც წარმოადგენდა Smith & Wesson Model 1917-ის ასლს. ძირითადი სხვაობა მდგომარეობდა გამოყენებულ ვზანაში 9x19mm Parabellum (ცნობისთვის ამერიკული S&W M1917 იყენებდა .45 ACP ტიპის ვაზნას). დოლურაში ვაზნების ჩალაგება ხდებოდა 2 ცალი ნახევარმთვარისებული დამჭერი კლიპით, რომელშიც 3-3 ცალი ვაზნა თავსდებოდა.
1949 წლის 22 მარტს 3 ცალი
(რიგი წყაროების თანახმად 2 ცალი) რევოლვერი გაგზავნილ იქნა გამოცდებზე. გამოცდებისას გამოვლინდა გარკვეული დეფექტები, რომელიც საჭიროებდა საწარმოო პროცესის გადამუშავებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ რევოლვერის საწარმოო ხაზი არ იყო გამართული და საცდელად წარდგენილი 3 ცალი ეგზემპლარის რიგი დეტალები ხელით იქნა
დამზადებული/მორგებული. გამოცდებზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ლულის სიგრძე 6 ინჩიდან, შემცირებლიყო 5 ინჩზე (127 მმ). მომდევნო გამოცდებისთვის
(1952 წელს) დამზადა გადამუშავებული რევოლვერის მცირე სერია 50 ცალი ეგზემპლარის სახით. თუმცა საბოლოოდ რევოლვერებზე მუშაობის გაგრძელება არამიზანშეწონილად ცნეს და პროექტიც დაიხურა. მოგვიანებით ამ 50 ცალი რევოლვერიდან აარჩიეს 30 ცალი, გაუკეთეს ლამაზი პრიალა სახის დაფარვა, ხის პრეზენტაბელური ყუთი და მისცეს ერთგვარი სასაჩუქრე სახე. ბუნებრივია დღეს ებრაული რევოლვერი უიშვიათესია და კოლექციონერებიც მზად არიან სერიოზული თანხა გადაიხადონ მასში.
No comments:
Post a Comment