1954 წელს კოლტის ფაბრიკამ რევოლვერის „Official Police“ ბაზაზე შექმნა მოდელი, რომელიც წარმოებაში წავიდა ამბციური სახელწოდებით Colt “Marshal”. იგი მზადდებოდა ორი კონფიგურაციით: 1. 2 ინჩიანი ლულით (51მმ); 2. 4 იჩნიანი ლულით (102 მმ). სხვაობა იყო ასევე რევოლვერის დაფარვაში. ძირითადად რევოლვერი Colt “Marshal” იწარმოებოდა შავი ფერის პრიალა ოქსიდირებით, ხოლო მცირე რაოდენობით ზმადდებოდა მონიკელებული დაფარვითაც.
Colt “Marshal” 4 ინჩიანი ლულით და ორიგინალური მუყაოს კოლოფით
Colt “Marshal” წარმოადგენდა ორმაგი მოქმედების მქონე რევოლვერს, ფოლადის ჩარჩოთი. სროლა შესაძლებელი იყო როგორც ორმაგი მოქმედებით (DA), ასევე ჩახმახის წინასწარ მსროლელის მიერ შეყენებით (SA).
ვინაიდან Colt “Marshal” იყენებდა რევოლვერის Colt „Official
Police“ ჩარჩოს მისი გაბარიტები და წონა 2 ინჩიანი ლულის მქონე ვარიანტის შემთხვევაში
იყო უფრო მეტი, ვიდრე ჰქონდა იმ პერიოდისთვის პოპულარულ (ასევე 2 ინჩიანი ლულის მქონე)
„მოკლეცვხირიან“ რევოლვერს Colt „Detective
Special“.
ფურცელი COLT-ის 1956 წლის სავაჭრო ცნობარიდან (კატალოგიდან). ნახატზე კარგად ჩანს რევოლვერის ჩარჩოს გაბარიტული სხვაობა ლეგენდარულ Colt Agent-თან და Colt Detective Special-თან შედარებით.
ალბათ Colt “Marshal”-ის არაპოპულარულობა,
სწორედ მისი წონით და გაბარიტებით იყო განპირობებული. რატომ უნდა ეყიდა ვინმეს მოკლეცხვირიანი
რევოლვერი შედარებით დიდი გაბარიტებით და წონით, როდესაც ხელმისაწვდომი იყო მისი მსგავსი
Colt „Detective Special“ უფრო კომპაკტურ ზომაში და წონაში?
Colt “Marshal” სერიულად იწარმოებოდა 1954 წლიდან 1956 წლის ჩათვლით და სულ ამ პერიოდში დამზადებული რევოლვერების საერთო რაოდენობამ შეადგინა 2500 ერთეული. ვინაიდან მათი რაოდენობა საკმაოდ მწირია, დღეს კოლექციონერები მზად არიან სოლიდური თანხა გადაიხადონ კარგ კონდიციაში მყოფ რევოლვერში. ამ სტატიის დაწერის მომენტში Colt “Marshal”-ის ღირებულება სხვადასხვა ინტერნეტ აუქციონებზე მისი მდგომარეობიდან და კომპლეკტაციიდან გამომდინარე მერყეობს 1200-3200 აშშ დოლარის ფარგლებში.
No comments:
Post a Comment