ბრაუნინგის
თვითდამტენი პისტოლეტების გამოჩენისთანავე ესპენეთში კერძოდ კი ეიბარში დისლოცირებულმა სხვადასხვა
კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს მისი კლონების დამზადება და კოპირება. ყველაზე მასიურად
ხდებოდა 6,35მმ-ან ვაზნაზე (.25 Auto) გათვლილი 1906 წლის მოდელის „FN M1906” კოპირება,
თუმცა ესპანეთში გარკვეული მწარმოებლები ასევე ამზადებდნენ 1910 წლის მოდელის „FN M1910”
იდენტურ პისტოლეტებსაც, რომელიც ძირითადად 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.32
Auto) იყო გათვლილი. ამ მიკრო სტატიაშიც სწორედ ასეთ პისტოლეტზე ვისაუბრებთ.
პისტოლეტი „Longines”
პისტოლეტი სახელწოდებით „Longines” იწარმოებოდა კომპანია „Cooperativa Obrera”-ს მიერ ესპანეთში, რომელიც წარმოადგენდა კომპანია „ACHA, Domingo and Fernando“-ს შემადგენლობაში მყოფ ერთერთ შვილობილ კომპანიას. სავარაუდოდ მათი წარმოება ხდებოდა 1920-1928 წლებში. ვიზუალურადაც და კონსტრუქციულადაც პისტოლეტი წააგავდა ბრაუნინგის „FN M1910” ტიპის პისტოლეტს. გარკვეული წყაროებში გვხვდება ინფორმაცია, რომ ბრაუნინგისგან განსხვავებით დამაბრუნებელი ზამბარა ჩამოცმული იყო არა ლულის გარშემო, არამედ განლაგებული იყო ლულის ქვემოთ ჩარჩოში სპეციალურად შესრულებულ ადგილას.
პისტოლეტი
გათვლილი იყო 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.32 Auto), ხოლო მისი ავტომატიკა მუშაობდა
თავისუფალი საკეტის პრინციპით. სამიზნე მოწყობილობა წარმოდგენდა საკეტის მთელს სიგრძეზე
შესრულებულ გრძივ ღარს. მჭიდი იყო ერთრიგიანი და მისი დაფიქსირება ხდებოდა სახელურის
ქვემოთ განთავსებული დამჭერი ფიქსატორით. სასხლეტი მექანიზმი მუშაობდა ერთმაგი მოქმედებით
(SA).
პისტოლეტი „COLONIAL“
მეორე
პისტოლეტი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს „Longines”-ს, წარმოადგენს ესპანური კომპანია
„Fabrique D’Armes De Grande Precision“-ის (ასევე მოიხსენიებენ როგორც Fabrique
d'Armes de Guerre de Grand Précision) მიერ დამზადებული მოდელი აღნიშვნით „Colonial“.
წარწერა საკეტზე ასე გამოიყურება"Fabrique d'Armes de Grand Précision
Colonial Patent Depose 39391".
აღსანიაშნავია
რომ კომპანია ამ პისტოლეტს აწარმოებდა ასევე შემდეგი აღნიშვნებით „Bulwark” და “JUPITER”
პისტოლეტი აღნიშვნით "JUPITER"








No comments:
Post a Comment