Colt M1905 Marine Corps

 Colt M1905 Marine Corps

1905 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო კორპუსმა კომპანია კოლტს შეუკვეთა რევოლვერი რომელიც სპეციალურად საზღვაო კორპუსის (United States Marine Corps) მოსამსახურეებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.  ეს რევოლვერი შემდგომ ცნობილი გახდა სახელწოდებით Colt M1905 Marine Corps.

ფაქტიურად რევოლვერი Colt M1905 Marine Corps იყო ჯერ კიდევ 1892 წელს წარმოდგენილი Colt New Army & Navy M1892-ის ანალოგი, რომლისგანაც განსხვავდებოდა უფრო მოკლე და მომრგვალებული სახელურით. დანარჩენი მხირ იგი იმეორებდა Colt New Army & Navy M1892-ის კონსტრუქციას, ვაზნების ჩასალაგებლად გვერდით გადასასხნელი დოლურით და ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით.

Colt M1905 Marine Corps გათვლილი იყო ვაზნაზე .38 Long Colt (.38 LC) (მეტრიკული აღნიშვნა 9.1×26 mm). აღნიშნული ვაზნა წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების სტანდარტულ საარმიო ვაზნას რევოლვერისთვის Colt New Army & Navy M1892. მისი ენერგია იყო დაახლოებით 224-240 ჯოული. ანუ ოდნავ უფრო მცირე, ვიდრე დღეს აქვს ვაზნას 9x17 Browning Short (.380 ACP) ტიპის ვაზნას.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ გამოსახულია ვაზნები: .38 Short Colt, .38 Long Colt, .38 Special და .357 Magnum

Colt M1905 Marine Corps იწარმოებოდა 1905 წლიდან 1908 წლის ჩათვლით, ხოლო 1909 წელს მისი წარმოება შეწყდა. გარკვეული წყაროების თანახმად სამხედრო კონტრაკტის ფარგლებში, სულ დამზადებული რევოლვერების რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 850 ეგზემპლარამდე. რიგი წყაროების თანახმად რევოლვერი მზადდებოდა ასევე კომერციული მიზნითაც, რომელიც სამოქალაქო ბაზარზე იყიდებოდა და დამზადდა დაახლოებით 926 ცალი. მათი სერიული ნომრები იწყება 10001-დან და სრულდება 10926-ით.

ყველა სამხედრო კონტრაკტის ფარგლებში დამზადებულ Colt M1905 Marine Corps, სახელურის ქვმოდან დატანილი აქვს მარკირება U.S.M.C. ხოლო მის ქვემოთ სერიული ნომერი.

No comments:

Post a Comment